მოვამზადებ ბავშვებს მათემატიკაში

verify badge
მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში
მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში

ვარ სერთიფიცირებული მათემატიკის მასწავლებელი, მასწავლებლის გამოცდა ჩაბარებული მაქვს. მოვამზადებ მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებს ზაფხულის პერიოდშიც. ვსწავლობდი კომაროვში. ვარ პუნქტუალური, მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვარ შედეგზე ორიენტირებული. მოსწავლეებს ვთავაზობ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროგრამას. მეცადინეობა ითვალისწინებს მოსწავლეთა დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას მათემატიკის სწავლის მიმართ. ფასი შეთანხმებით. გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ონლაინ. შაბათ-კვირას მაქვს დარჩენილი თავისუფალი დროები. გისურვებთ წარმატებას!

უმაღლესი მათემატიკა / გამოცდები / SAT
უმაღლესი მათემატიკა / გამოცდები / SAT

მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში. ვასწავლი სკოლის მოსწავლეებს, ფიზიკა-მათემატიკური სკოლების მოსწავლეებს, სტუდენტებს, დაინტერესებულ ზრდასრულებს. ვამზადებ საერთაშორისო გამოცდებისთვის (SAT, GRE, GSCE, A-levels). ასევე შემიძლია ვასწავლო კომპიუტერული მეცნიერების კონკრეტული თეორიული საგანი/მიმართულება დაინტერესების შემთხვევაში. ვარ კომაროვის ოქროს მედალოსანი, ეროვნულ გამოცდებში საქართველოს 10 საუკეთესო აბიტურიენტს შორის (მათემატიკა 51/51). მაქვს სწავლების 7 წლიანი სტაჟი საქართველოში, ამერიკაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (სეზონურად).

მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და სტუდენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე, 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.