გთავაზობთ ინდივიდუალურ მომზადებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში — როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე სხვადასხვა ასაკისა და კლასის მოსწავლეთათვის. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები წითელ დიპლომზე. მქონდა მაღალი აკადემიური მოსწრება, შიდა დაფინანსება და სტიპენდიები. ვარ უფროსი მასწავლებელი და მაქვს ხუთწლიანი პედაგოგიური გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს: • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა • საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ არა მხოლოდ მასალის ათვისებას, არამედ ლოგიკურ აზროვნებას, ტექსტის გააზრებას, სწორად წერასა და დამოუკიდებელი მსჯელობის უნარის განვითარებას. აბიტურიენტებთან მუშაობა მოიცავს ეროვნული გამოცდებისთვის მიზანმიმართულ მომზადებას, პრაქტიკულ დავალებებს, ტექსტების ანალიზსა და შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას. თუ გსურთ, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მომზადება იყოს ხარისხიანი, სტრუქტურირებული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, სიამოვნებით დაგეხმარებით. დეტალური ინფორმაციისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.