ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვამზადებ, როგორც ფიზიკურ გარემოში, ისე დისტანციურად. გაკვეთილს გავუძღვები სწავლების ყველა საფეხურზე სერტიფიცირებული ფილოლოგი - თბილისის კერძო და საჯარო სკოლებში, სასწავლო ცენტრებში, აგრეთვე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ესეების გამსწორებლად მუშაობის გამოცდილებით. მაქვს 10 კრედიტზე ჩაბარებული 4 სასერტიფიკაციო გამოცდა: 1. ქართული ენა I-VI; 2. ქართული ენა VII-XII; 3. პროფესიული უნარები; 4. ქართული ენა არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის. ელექტრონულ ჯგუფში ატვირთული მაქვს აბიტურიენტების სამუშაოდ ყველა საჭირო მასალა (საანალიზო და სარედაქტირო ტექსტები, ტესტები, მაღალქულიანი ესეები, ლიტ. თეორიისა და ლიტ. მიმდინარეობების საკითხები და სხვ.). გაკვეთილის ფორმატი: ინდივიდუალური და ჯგუფური (ჯგუფში არაუმეტეს 4 მოსწავლის); პირველი საცდელი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე. გამოცდამდე, ერთი თვის განმავლობაში, კვირაში დამატებითი ორი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე. გისურვებთ წარმატებებს!
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.