განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

პერფორატორით მომსახურება

პერფორატორით მომსახურება გამოიყენება მაშინ, როდესაც სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოსთვის საჭიროა მყარი ზედაპირის ზუსტი დამუშავება. ხელსაწყო ეფექტურია ბეტონის, აგურისა და ქვის მასალებთან მუშაობისას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ბურღვის, ისე ზედაპირის დაშლის პროცესში. მისი დახმარებით შესაძლებელია საკაბელო არხების, სამონტაჟო ღიობებისა და სხვადასხვა ტიპის ტექნიკური ნახვრეტის მომზადება. შესაბამისი რეჟიმის შერჩევა ამცირებს ზედაპირის ზედმეტ დაზიანებას და ამარტივებს სამუშაოს. პერფორატორი ხშირად გამოიყენება კედლის ბურღვა ბათუმში მომსახურებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ელექტრობურღი საკმარისი სიმძლავრის არ არის. სამუშაო შეიძლება იყოს რემონტის, გადაკეთების ან უფრო ფართო პროცესის  მშენებლობის დემონტაჟის ნაწილი. 

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

დემონტაჟი, ავარიული და მომიჯნავე შენობის

გჭირდებათ დემონტაჟის სამუშაოს შესრულება? ავარიული შენობების დემონტაჟი, მომიჯნავე შენობების დემონტაჟი, მრავალსართულიანი შენობების დემონტაჟი, ბეტონის ჭრა, ბეტონის ფილების ნგრევა, ასფალტისა და ბეტონის ამოჭრა, არმირებული ბეტონის, ბლოკისა და აგურის კედლების დემონტაჟი, შენობის შავ კარკასამდე დაყვანა, კარის და ფანჯრის ამოჭრა? ჩვენ ვასრულებთ ნებისმიერი სირთულის სადემონტაჟო სამუშაოებს. სამუშაოებს ასრულებენ პროფესიონალი ინჟინრები და გამოცდილი დემონტაჟის სპეციალისტები, საჭიროების შემთხვევაში გამოცდილი კონსტრუქტორის ჩართულობით, ხარისხიანად და, რაც მთავარია, უმოკლეს დროში. სერვისის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

კომეტა ჯგუფი
სერვის + შეფასება 5.0 , 16 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

დანგრევა, დემონტაჟი

ვანგრევთ კედლებს, ცივი ბეტონის სტიაშკებს, კაფელ -მეტლახს, კოლონებს, მონოლითებს და რიგელებს, ასევე ვყრით ნალესს. ვანგრევთ ბლოკისა და აგურის კედლებს. ვართ ბრიგადა, ჩვენთვის მთავარია ხარისხიანად შესრულებული საქმე, რაც შეიძლება სწრაფ და მოკლე დროში. მსურველები დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. მადლობა ყურადღებისთვის და ნდობისთვის!

ხვიჩა
2 ვიდეო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ალმირებული ბეტონის ჭრა, კედლების ხვრეტა, ბურღვა

ვასრულებთ ალმირებული ბეტონის ჭრასთან, ბურღვასთან და ხვრეტასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სირთულის სამუშაოებს! მყავს ჩემი დამხმარე და ვმუშაობ თანამედროვე პერფორატორით. ეს სამუშაოებია: ელექტროობა, კანალიზაცია, გათბობა, გამწოვი, კონდიციონერი და სხვა გაყვანილობების ხვრელების გაკეთება. შეგვიძლია გამოვჭრათ კარები, ფანჯარა და ა.შ. ვმუშაობ ნებისმიერი მასალით ნაშენებ სახლში: ალმირებული ბეტონი, აგური, ბლოკი და სხვადასხვა ბუნებრივი ქვა: ბაზალტი, მარმარილო, გრანიტი... თქვენ ჩვენგან მიიღებთ სრული სიზუსტით შესრულებულ სამუშაოს, დაუზიანებელ კედელს, რაც მთავარია, ამ სამუშაოებს შევასრულებთ მინიმალური ხმაურის ფონზე, რათა თქვენი მეზობლების უკმაყოფილება არ გამოიწვიოს. დამირეკეთ კვირის ნებისმიერ დღესა და დროს. გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება.

პეტრე
შეფასება 5.0 , 2 შეფასება
1 ვიდეო
პრო

დემონტაჟის სერვისი

ბოშის პერფერატორით დავანგრევ ნებისმიერი სისქის კედელს, გამოვიღებ საკარეს, ავყრი "სტიაშკას", კაფელს, მეტლახს და პარკეტს, ცენტრალური გათბობისათვის გამოვიღებ კედელს მილებისათვის. გავიტან სამშენებლო ნაგავს მანქანის მომსახურებით, ასევე გვყავს ამწე ლიფტი. ვასრულებ მიწის გათხრით სამუშაოს: სახლის ბალავრის ამოღება, ღობის ბალავრის ამოღება, სანიაღვრე არხის ამოღება, კანალიზაციის მილებისთვის არხის ამოღება, კანალიზაციის ჭის ამოღება, სარდაფში მიწის მოჭრა და გატანა, გზის გადაჭრა, ასფალტისა და ბეტონის საფარის ჩაჭრა, კონდიციონერისთვის გახვრეტა. აგრეთვე ვაკეთებთ დრენაჯს, ეზოში. მაქვს ბოშის პერფერატორი, მყავს ბრიგადა და მაქვს მანქანით მომსახურების სერვისი თბილისის და რუსთავის მაშტაბით. ფასი შეთანხმებით. თბილისსა და რუსთავში.

დემონტაჟი, კედლების გაბურღვა

დანგრევა, დემონტაჟი, კედლების გახვრეტა, სველი და მშრალი ჭრით ნებისმიერი დიამეტრის არმირებული ბეტონის ჭრა შეღავათიან ფასებში.

პერფორატორით დანგრევა

ვასრულებ ძველი შენობა-ნაგებობების, ბეტონის კედლის, კაფელ-მეტლახის, ნალესი კედლების ხელით(პერფეტატორით) სადემონტაჟო და მიწის ამოთხრით სამუშაოებს. რკინაბეტონის კედლების დანგრევა; კედლებში კარების და ფანჯრების ამოჭრა; კედლების გაბურღვა, კაფელ-მეტლახის აყრა; ნალესი კედლების ჩაროყრა; აგურის და ბლოკის კედლების დაშლა და გასუფთავება. მყავს მუშები და მანქანაც. დამიკავშირდით ნებისმიერ დროს

შეფასება 5.0 , 1 შეფასება
ვერიფიცირებული

დანგრევა ( დემონტაჟი)

დანგრევა, გახვრეტა, ბეტონის ან ნებისმიერი ნაგებობის . ვმუშაობთ პროფესიონალი აპარატით სწრაფად, უსაფრთხოდ და მისაღებ ფასებში. ძველი აბაზანის კაფელ - მეტლახის ჩამოყრა, საკარებეს, საფანჯრეს გამოჭრა ბეტონში ან აგურში, ყველანაირი სადემონტაჟო სამუშაო.

პერფერატორით დანგრევა

პერფორატორით დანგრევა გამოიყენება კონკრეტული მონაკვეთის ეტაპობრივად დასაშლელად, როდესაც სრული დემონტაჟის ნაცვლად საჭიროა მხოლოდ ზედაპირის ან კონსტრუქციის ნაწილის მოცილება. პერფორატორის დარტყმითი მექანიზმი განსაკუთრებით პრაქტიკულია ბეტონის, აგურისა და ქვის მყარი ფენების მოსაშორებლად. სამუშაოს დროს მნიშვნელოვანია დარტყმის სიმძლავრისა და შესაბამისი პირის შერჩევა, რადგან სხვადასხვა მასალას განსხვავებული დამუშავება სჭირდება. ამ მეთოდით შესაძლებელია იატაკის, კედლის, ძველი მოპირკეთების ან სხვა მცირე მონაკვეთის დაშლა. უფრო მასშტაბური სამუშაოს შემთხვევაში პერფორატორით შესრულებული პროცესი შეიძლება გახდეს ბეტონის დანგრევის ან მშენებლობის დემონტაჟის ერთ-ერთი ეტაპი. 

მომხმარებლის შეფასებები

ალმირებული ბეტონის ჭრა, კედლების ხვრეტა, ბურღვა

შეფასების ავტორი: ნატალი

ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ბიჭების. ორი დღის სამუშაო ნახევარ დღეში დამისრულეს.პროფესიონალები არიან თან სხვებთან შედარებით ა...

ალმირებული ბეტონის ჭრა, კედლების ხვრეტა, ბურღვა

შეფასების ავტორი: თინათინ

საუკეთესო გუნდი. პირველად შემხვდნენ ასეთი მოწესრიგებული ხელოსნები. კარები მქონდა კედელში ამოსაჭრელი და ადამიანურ ფასად რ...

დემონტაჟი, ავარიული და მომიჯნავე შენობის

შეფასების ავტორი: ლერი

მოვიდნენ მოწესრიგებულად სრული ახჭურვილობით შეასრულეს სამუშაო იდიალურად (მოხდა პატარა გაუთვალისწინებელი შემთხვევა თუმცა მ...

დემონტაჟი, ავარიული და მომიჯნავე შენობის

შეფასების ავტორი: ზურაბ სამადაშვილი

საუკეთესოდ შეასრულეს სამუშაო!! იმედია ესე პასუხისმგებლობით შემისრულებენ სარემონტო სამუშაოებსაც.. ცოტა გამიჭირდა დაკავშირ...

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა განსხვავებაა პერფორატორით ბურღვასა და დანგრევას შორის ?

პერფორატორით ბურღვისას ხელსაწყო ძირითადად კონკრეტული ზომისა და სიღრმის ხვრელის შესაქმნელად გამოიყენება, ხოლო დანგრევის რეჟიმი მყარი მასალის დასაშლელად და მოსაცილებლად არის განკუთვნილი. სერვისით სარგებლობისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ საიტს servisebi.ge.

რა მასალებზე შეიძლება პერფორატორის გამოყენება ?

პერფორატორი ხშირად გამოიყენება ბეტონზე, აგურზე, ქვასა და სხვა მყარ სამშენებლო მასალებზე. კონკრეტული პირისა და რეჟიმის შერჩევა მასალის ტიპზეა დამოკიდებული.

შეიძლება თუ არა პერფორატორით მხოლოდ კედლის მცირე ნაწილის დაშლა ?

დიახ. შესაბამისი ტექნიკით შესაძლებელია კონკრეტული მონაკვეთის დამუშავება ისე, რომ სამუშაო მთლიან კედელს ან კონსტრუქციას არ შეეხოს. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია რემონტისა და გადაკეთების დროს.

როდის არის საჭირო პერფორატორის გამოყენება რემონტისას?

ის შეიძლება დაგჭირდეთ ძველი საფარის მოსაშორებლად, ტექნიკური ღიობის მოსამზადებლად, კედლის გასაბურღად ან ისეთი მასალის დასაშლელად, რომლის დამუშავებაც ჩვეულებრივი ბურღით რთულია.