მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვამზადებ, როგორც ფიზიკურ გარემოში, ისე დისტანციურად.
გაკვეთილს გავუძღვები სწავლების ყველა საფეხურზე სერტიფიცირებული ფილოლოგი - თბილისის კერძო და საჯარო სკოლებში, სასწავლო ცენტრებში, აგრეთვე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ესეების გამსწორებლად მუშაობის გამოცდილებით;
მაქვს 10 კრედიტზე ჩაბარებული 4 სასერტიფიკაციო გამოცდა:
1. ქართული ენა I-VI;
2. ქართული ენა VII-XII;
3. პროფესიული უნარები;
4. ქართული ენა არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის;
ელექტრონულ ჯგუფში ატვირთული მაქვს აბიტურიენტების სამუშაოდ ყველა საჭირო მასალა (საანალიზო და სარედაქტირო ტექსტები, ტესტები, მაღალქულიანი ესეები, ლიტ. თეორიისა და ლიტ. მიმდინარეობების საკითხები და სხვ.);
გაკვეთილის ფორმატი: ინდივიდუალური და ჯგუფური (ჯგუფში არაუმეტეს 4 მოსწავლის);
პირველი საცდელი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე;
გამოცდამდე, ერთი თვის განმავლობაში, კვირაში დამატებითი ორი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე.
გისურვებთ წარმატებებს!