Notification bell icon დაამატე შესვლა / რეგისტრაცია

ფიზიკის მასწავლებელი

მომზადება ფიზიკაში
მომზადება ფიზიკაში

მოვამზადებ მოსწავლეებს ფიზიკაში, როგორც სკოლის, ასევე საუნივერსიტეტო ფიზიკაში. ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის, ფიზიკის პროგრამის, მესამე კურსის სტუდენტი. ამ პერიოდისთვის გთავაზობთ ინდივიდუალურ საზაფხულო პროგრამას, სადაც სპეციალურ გეგმას ვადგენ უშუალოდ მოსწავლის მიზნებიდან გამომდინარე. ეს შეიძლება იყოს ჩამორჩენის ანაზღაურება, მომავალი წლის მასალის წინასწარ სწავლა ან უბრალოდ სახალისო და ლოგიკური ამოცანები ფორმაში ყოფნისთვის. პროცესში ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად მეგობრული, უშუალო და მოსწავლეზე მორგებული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხულში, რათა სწავლა ბავშვისთვის ზედმეტად დამღლელი არ აღმოჩნდეს. გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ, Google Meets-ის პლატფორმაზე. გაკვეთილის ხანგძლივობა და ინტენსივობა დამოკიდებულია მოსწავლის სურვილზე და საჭიროებაზე, როგორც შევთანხმდებით. დანარჩენი დეტალებისთვის დამიკავშირდით.