მიიღე მომსახურება? შეაფასე ნინო გაბულდანი
მაქვს რეპეტიტორად მუშაობის 27 წლიანი სტაჟი. დავამთავრე თსუ ჯავახიშვილის სახელობის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიურ ენათა სპეციალობით. ვარ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (ხარისხი მომენიჭა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში) და ამავე დროს მენტორი მასწავლებელი 2017 წლიდან. 2010 წლიდან აბიტურიენტებს ვამეცადინებ ონლაინ. შესაბამისად დამიგროვდა გამოცდილებაც. მეცადინეობის აღნიაშნული ტიპი მოსახერხებელი და კომფორტული აღმოჩნდა აბიტურიენტებისთვის, შესაბამისად იზრდება სანდოობაც. მით უფრო, რომ ისინი გამოცდებზე აფიქსირებდნენ მაღალ ქულებს. ვამეცადინებ მსურველთათვის მისაღები ნებისმიერი პლატფორმით. მეცადინეობის ხანგრძლივობა მინიმუმ საათ-ნახევარი კვირაში სამჯერ. მეცადინეობა, ეროვნული გამოცდების ფორმატიდან გამომდინარე, შედგება სამი ბლოკისგან: 1. გრამატიკა; 2. ტექსტებზე მუშაობა; 3. წერითი დავალებები.
მიიღე მომსახურება? შეაფასე ნინო გაბულდანი
დიპლომი გაცემულია 1992 წელს თბილისის სახეწიფო უნივეესიტეტის მიერ. გაცემული დოკუმენტის მიხედვით მომენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია
დიპლომი გასცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა. მასში ასახულია,რომ მომენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარიახი, რომელლიც დღეს გათანაბრებულია დოქტორის ხარისხთან