მიიღე მომსახურება? შეაფასე ანრი გოგიაშვილი
გამარჯობა ! მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და მათ ვისაც მათემატიკის საბაზისო დონეზე შესწავლა სურთ მათემათიკაში. ვარ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მესამე კურსელი , 70%- იანი გრანტით ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი. უამრავი ოლიმპიადის გამარჯვებული მრავალი წლის განმავლობაში . გავლილი მაქვს მათემატიკისა და ფსიქოლოგიის ტრენინგები , ვარ კომუნიკაბელური და მარტივად გამოვნახავ ბავშვებთან საერთო ენას . სკოლის სახელმძღვანელოს გარდა , საჭიროებისამებრ გავივლით დამატებითი კრებულებითაც , როგორიცაა თოფურია , ღვაბერიძე და ა.შ . მათემატიკა ის მეცნიერებაა , რომელიც მუდმივად საჭიროა, როგორც გონებრივი ,ასევე ცხოვრების განვითარებისთვის და ერთ-ერთი ყველაზე გამოყონებადია... სწორედ ამ მეცნიერებასთან დამეგობრებაში დავეხმარები თქვენს შვილებს და ვიქნები ერთგვარი ხიდი მათსა და მათემატიკას შორის . ვასწავლი როგორც ბინაზე მისვლით(მეტროსთან ახლოს) , ასევე ზუმის საშუალებით . ბინაზე მისვლით , კვირაში ორჯერ , 1 საათიანი გაკვეთილი 15-20 ლარი , საათნახევრიანი 20-25 ლარი. ჩემთვის პრიორიტეტული გრაფიკი - სამშაბათი , ხუთშაბათი , შაბათი და კვირა. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით .
მიიღე მომსახურება? შეაფასე ანრი გოგიაშვილი
თავისი საქმის პროფესიონალი, მარტივად ახერხებს საერთო ენის გამონახვას და რაც მთავარია გააჩნია კარგი ახსნის უნარი