მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

პრო
ქართული ენა და ლიტერატურა აბიტურიენტებისთვის
eyeნანახი
ქართული ენა და ლიტერატურა აბიტურიენტებისთვის

სექტემბრიდან ვიწყებ აბიტურიანტების მიღებას ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისათვის მოსამზადებლად. შედგება მხოლოდ 1 ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება 4-5 მსმენლით. გაკვეთილი ჩატარდება კვირაში ორჯერ - 2 საათისა და 30 წუთის განმავლობაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ყოველი თვის ბოლოს მოსწავლე შეასრულებს ეროვნული გამოცდის ტესტის მოდელირებას, რისთვისაც უნდა გამოყოთ დამატებით 1 დღე (კვირა, ტესტის შესრულების დრო: 3 საათი) ივნისის თვიდან გაკვეთილები იქნება ყოველდღიური. ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული მასწავლებელი. ვასწავლი სკოლაში, მაქვს რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილება, ვხელმძღვანელობ შედგენილი, აპრობირებული პროგრამით.

certificates icon სერტიფიკატი
ტელეფონი
პრო
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
eyeნანახი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ნებისმიერ სხვა მსურველს, რომელიც დაინტერესებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საფუძვლიანი შესწავლით. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. ვარ პოეტი. რამდენიმე წიგნის ავტორი.არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი: ტერენტი გრანელის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონისა და სხვა. მიღეებული მაქვს პატრიარქის სიგელი ქართულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მოკლედ, დაინტერსებული პირები გამომეხმაურეთ, შევისწავლოთ ჩვენი უნიკალური ლიტერატურა და ასევე - გრამატიკა.

ტელეფონი
პრო
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
eyeნანახი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
5.0
| 1 შეფასება

ვიწყებ სექტემბრიდან აბიტურიენტების მიღებას,ქართულ ენასა და ლიტერატურაში.გთხოვთ წინასწარ ჩაეწეროთ! სწავლის პროცესი წარიმართება უახლესი მეთოდებით,საფუძვლიანად შეისწავლით გრამატიკის იმ ნაწილს,რომელიც აუცილებელია ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის.ლიტერატურული ნაწილის სრული კურსს გაივლით პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით,ხოლო რაც შეეხება თხზულების წერას(რომელიც ყველას უჭირს),ძალიან მარტივად შეგასწავლით,ამომწურავად,დეტალურად!წარმატებებს გისურვებთ ყველა მომავალ აბიტურიენტს..

ტელეფონი
პრო
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
eyeნანახი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

გამარჯობა, ვამზადებ აბიტურიენტებს, საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ონლაინ შეღავათიან ფასში. ვარ მოქმედი მასწავლებელი ერთ-ერთ კერძო სკოლაში, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, ასევე გახლავართ განათლების მაგისტრი. რაც შეეხება გამოცდილებას, სტუდენტობიდანვე თსუ-ში ვმუშაობდი 1+4 პროგრამით და არაქართულენოვან სტუდენტებს ვეხმარებოდი ენის შესწავლაში. 4 წელია ქართველ და არაქართველ აბიტურიენტებთან ვმუშაობ საკმაოდ ნაყოფიერად. აგრეტვე ვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებსაც ყველა საგანში. დეტალებისთვის დამიკავშირდით და გაგიზიარებთ ჩემი აბიტურიენტების/სკოლის მოსწვლეების შედეგებს.

ტელეფონი
პრო
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
eyeნანახი
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

✅მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მაქვს სკოლაში მუშაობის ხუთწლიანი და კერძო მოსწავლეებთან მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. ასევე, ვარ უფროსი მასწავლებელი და ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. საგაკვეთილო პროცესი წარიმართება, სურვილისამებრ ინდივიდუალურად ან ჯგუფში. გაკვეთილის ფასი განისაზღვრება გრაფიკის მიხედვით, შეთანხმებით. ✅ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. მეცადინეობები მიმდინარეობს უახლესი სასწავლო მეთოდოლოგიისა და 2023-2024 წლის ეროვნული გამოცდის პროგრამის მიხედვით... ✅ჯგუფები დაკომპლექტდება მაქსიმუმ 4-5 მოსწავლისგან. ✅კვირაში ორი გაკვეთილი. გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი. ✅გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. ✅თეორიული მასალის განსამტკიცებლად, რამდენიმე თემის გავლის შემდეგ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებას. ✅სწავლა მიმდინარეობს როგორც ონლაინ რეჟიმშ, ასევე სახლში მოსვლით/სახლში მისვლით. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ტელეფონზე. ⏩ ან მეილზე: annichinchinchaladze@gmail.com

certificates icon სერტიფიკატი
ტელეფონი
მოვამზადებ აბიტურიენტებს ქართულში, სანზონის ტერიტორიაზე.
eyeნანახი
მოვამზადებ აბიტურიენტებს ქართულში, სანზონის ტერიტორიაზე.

გამარჯობა! გახლავართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ჩაბარებული მაქვს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გამოცდა. ასევე, ვმუშაობ კერძო სკოლაში პროფესიით ბოლო ორი წელია, ხოლო მოსწავლეებს სტუდენტობის პერიოდიდან ვამზადებ. ამჯერად, მოვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სანზონაში, კერძოდ, ჩემთან სახლში(მე-8 საავადმყოფოსთან ახლოს) გუდამაყრის ქუჩის ტერიტორიაზე. კეთდება ჯგუფი, რომელიც მაქსიმუმ 5 ბავშვისგან შედგება, კონკურენტუნარიანი გარემო სწავლის ხარისხზეც აისახება. მეცადoნეობები იქნება კვირაში სამჯერ/ან ორჯერ. დონის შესაბამისად შესაძლებელია ბავშვების გადანაწილებაც ჯგუფებში, რადგან არ დაისტრესოს და თავი კომფორტულდ იგრძნოს. მეგობრულ გარემოს ვპირდები თითოეულ მოსწავლეს, გამომდინარე მცირე ასაკობრივი სხვაობიდან არ ექნებათ შიში, თუმცა, უპასუხისმგებლობის შემთხვევაში მაქსიმუმ 3 გაფრთხილების შემდეგ შეწყდება თანამშრომლობა. მშობლებისგან ვითხოვ მაქსიმალურ კონტაქტსა და საქმის კურსში ყოფნას ბავშვის მზადყოფნასთან დაკავშირებით. თანხაზე შევთანხმდებით პირადად. გელით ❤️

მოსწავლეების მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
eyeნანახი
მოსწავლეების მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

მოგესალმებით! მოვამზადებ 1-7 კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბინაზე მისვლით, კვირაში 3-4 დღე, გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, გამოვირჩევი მაღალი აკადემიური მოსწრებით, ვიღებ როგორც სახელმწიფო, ასევე მერის სტიპენდიასაც. სწავლის პროცესი იქნება მაქსიმალურად სასიამოვნო, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გრამატიკის შესწავლას, რაც მოსწავლეს ჩამოუყალიბებს გამართულად წერისა და მეტყველების უნარს. გარდა ამისა, შევეცდები, მოსწავლე დავაინტერესო კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით.

მოვამზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
eyeნანახი
მოვამზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

გამარჯობა, მე ვარ მარიამი, ქართული ფილოლოგიის მაგისტრი და მასწავლებლის პროგრამის კურსდამთავრებული. მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მე 11 კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. ვმუშაობდი როგორც კერძო სასწავლო ცენტრებში, ასევე მყავდა მოსწავლეები საკუთარ სახლში. საჯარო სკოლაში ვმუშაობ 5 წელია. ამჟამად მოსწავლეებს ვიღებ სახლში. ვცხოვრობ სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროს თავზე. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

ონლაინ მოვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენაში! for foreigners too
eyeნანახი
ონლაინ მოვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენაში! for foreigners too

For English scroll down ონლაინ მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიეტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ვარ სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. მასწავლებლად მუშაობის ხუთ-წლიანი გამოცდილებით. მიზანდასახული და პასუხისმგებლიანი პიროვნება ვარ. ონლაინ მუშაობისას მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, დამატებით გაეცნონ სხვადასხვა სახის ინფორმაციას და ინტენსიურად იმუშაონ გრამატიკისა თუ ლიტერატურის საკითხებზე. მაღალ შედეგებზე გასვლა ჩემი პრიორიტეტია. თუ თვლით, რომ ორგანიზებული, მაღალკვალიფიციური მასწავლებელი გჭირდებათ ქართული ენის შესასწავლად, დამიკავშირდით.

certificates icon სერტიფიკატი
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
eyeნანახი
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (განიხილება ბინაზე მისვლაც). მაქვს როგორც სკოლაში მუშაობის, ისე კერძო რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა წითელ დიპლომზე. ამჟამად ვსწავლობ ხსენებული უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა დაფინანსებით. ჩემი უპირატესობაა თანამედროვე კრიტიკულ ლიტერატურასა და სამეცნიერო აზრებთან წვდომა, რომლებსაც ვაცნობ ჩემს მოსწავლეებს. ვარ კომუნიკაბელური, აქტიური, ხალისიანი და მარტივად გავდივარ საუკეთესო შედეგებზე. სხვა დეტალებისთვის დამიკავშირდით და გაგაცნობთ მუშაობის პრინციპსა და მეთოდებს. მანამდე შეგიძლიათ, იხილოთ ჩემი რეზიუმე.

certificates icon სერტიფიკატი