აღწერა
გსურთ სიმღერის შესწავლა ან საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების განვითარება? გთავაზობთ ვოკალის ინდივიდუალურ გაკვეთილებს — როგორც ადგილზე მისვლით, ასევე ონლაინ. ვარ ოპერის მომღერალი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული. მაქვს სასცენო და პედაგოგიური გამოცდილება. * მიმღერია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში; * მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა კონკურსსა და კონცერტში; * მაქვს ვოკალის სწავლების გამოცდილება; * 12 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ფორტეპიანოზე დაკვრას. გაკვეთილები განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მსურველისთვის — როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვისაც სურს უკვე არსებული უნარების დახვეწა. ჩემი მიზანია, დაგეხმაროთ საკუთარი ხმის აღმოჩენაში, ვოკალური შესაძლებლობების განვითარებასა და სიმღერისგან სიამოვნების მიღებაში. მოდით და ერთად აღმოვაჩინოთ თქვენი ხმა!
სწავლების ფორმატი
ინსტრუმენტის ტიპი
მდებარეობა
გადახდის მეთოდები
შეტყობინება
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.