პროფესიონალური გრამატიკული რედაქტირება და კორექტურა. გთავაზობთ სამეცნიერო, მხატვრული და ნებისმიერი სხვა სახის ტექსტის პროფესიონალურ გრამატიკულ რედაქტირებასა და კორექტურას. განათლება და კვალიფიკაცია: ✦ ფილოსოფიის ბაკალავრი (თსუ, 2025) - წითელი დიპლომი, GPA 4.00, სახელმწიფო გრანტი - 100%; ✦ ბიზანტიური ფილოლოგიის მაგისტრანტი (თსუ, 2025-2027) - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი; ✦ ძველი ბერძნული და ლათინური ენების შემსწავლელი; ✦ 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტიპენდიანტი. ენები: ქართული (მშობლიური); ინგლისური; ბერძნული (თანამედროვე); რუსული; ძველი ბერძნული; ლათინური. გამოცდილება: - აქტიური თარგმანი და ანალიზი - ძველი ბერძნული ტექსტების თარგმნა და ფილოლოგიური ანალიზი; - სამეცნიერო პუბლიკაციები - სტატიების ავტორი ფილოსოფიისა და ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულებით; - საბაკალავრო ნაშრომი - "ტრანსცენდენტური ერთის შემეცნების პრობლემა ანტიკურ პლატონიზმსა და ბერძნულ პატრისტიკაში" (შეფასება: 100 ქულა); რას გთავაზობთ: ✓ გრამატიკული კორექტურა - მორფოლოგია, სინტაქსი, პუნქტუაცია; ✓ სტილისტური რედაქტირება - ტექსტის თანმიმდევრულობა და სიმკვეთრე; ✓ ტერმინოლოგიის შემოწმება - განსაკუთრებით ფილოლოგიურ და ფილოსოფიურ ნაშრომებში; ✓ ბიბლიოგრაფიისა და ციტირების შემოწმება.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.