კარდიოლოგის ონლაინ კონსულტაცია
თუ უკვე გაქვთ ეკგ-ის, ექოსკოპიის ან ჰოლტერის დასკვნა, მათზე შეგვიძლია ვიდეოზარით ვისაუბროთ. ზარამდე გადმომიგზავნეთ კვლევები და მიმდინარე წამლების სია. კონსულტაციის შემდეგ რეკომენდაციებს წერილობით მიიღებთ, საჭიროების შემთხვევაში კი კლინიკაში ვიზიტს დაგინიშნავთ.