დატვირთვის ტესტი (ტრედმილ-ტესტი)
ტესტი გვიჩვენებს, როგორ მუშაობს გული ფიზიკური დატვირთვისას, და ეხმარება იშემიური დაავადების გამოვლენას. ტესტი ტარდება კარდიოლოგის მუდმივი მეთვალყურეობით. მოიტანეთ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი. ტესტამდე 2-3 საათით ადრე ნუ მიიღებთ მძიმე საკვებს.