ბინების / ოფისების დასუფთავება
დალაგება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბინას, ან საოფისე ფართს რემონტის შემდგომ იბარებთ. ყველა საქმეს სწორი მიდგომა და ცოდნა სჭირდება, რათა გარემონტებული სახლი უხარისხო ხსნარებით და არასწორი მიდგომებით არ დააზიანოთ. დასუფთავება რამოდენიმე მიმართულებად იყოფა, რომელთა შორის გენერალური დალაგება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. რემონტის შემდგომი დალაგება მოიცავს: სამშენებლო მტვრის აღებას ჭერიდან, კედლებიდან და იატაკიდან, ცემენტის, გაჯის და საღებავების ლაქების გაწმენდას, სტიკერების მოცილებას ფანჯრებსა და ავეჯზე, სადარბაზოს დალაგებას, მყარი და რბილი იატაკის დასუფთავებას, წვრილი სამშენებლო ნარჩენების გატანას და ა.შ. დასუფთავების კომპანია დღიურად ყველაზე დატვირთულად მუშაობს საქართველოს ისეთ რეგიონებში, სადაც ტურისტული და სამშენებლო კუთხით, დღესდღეობით, ყველაზე დიდი აქტიურობა შეიმჩნევა (მაგ. ბაკურიანში, ბათუმში ა.შ). თუ თბილისში პროფესიონალური სერვისის მიღება გსურთ, მაშინ servisebi.ge-ზე წარმოდგენილ განცხადებებს ყურადღებით უნდა გაეცნოთ. კვალიფიციური სპეციალისტები ოფისების, აგარაკების, ბინის, სარდაფის დასასუფთავებლად ქიმიურ და ეკო ხსნარებს, ასევე კერხერის ტექნიკას და ორთქლის აპარატებს იყენებენ, რაც ნებისმიერი სირთულის ლაქებთან ეფექტურად გამკლავების გარანტია. დალაგების კომპანია დაიქირავეთ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიღება დღიურად და ნაკლები დანახარჯებით გსურთ. ფართის დალაგება საპასუხისმგებლო პროცესია, რადგან არაპროფესიონალური მიდგომა დროით და ფინანსურ დანახარჯებს კიდევ უფრო ზრდის. ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული სპეციალისტების უმრავლესობა ქუთაისში, თბილისში და თითქმის ყველა რეგიონში მოგემსახურებათ. თქვენ აღარ მოგიწევთ ზრუნვა საჭირო ინვენტარზე, საწმენდი და სარეცხი საშუალებების შეძენაზე, შესაბამისად, ბინების დასუფთავება თქვენთვის მარტივ პროცესად იქცევა. დასუფთავების ფასები სამუშაოს მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე დაანგარიშდება, ამიტომ სპეციალისტის დაქირავებამდე მას ფართის სიდიდისა და მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ. სრულფასოვანი გენერალური დასუფთავების შემდეგ მსუბუქი დალაგება საკმარისია იმისთვის, რომ სისუფთავე და წესრიგი ნაკლები ენერგიით, ეკონომიურად, შეინარჩუნოთ. მაშინ, როცა საქმე სახლის დალაგებას ეხება ლოდინი ნამდვილად არ ღირს, ამიტომ გირჩევთ ამ მიმართულების სპეციალისტი, ერთი ზარის საშუალებით, დაუყოვნებლივ, გამოიძახოთ.