ქეითერინგი ერთ-ერთი მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი სერვისია, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების, წვეულებების, ქორწილების და დღესასწაულების აღსანიშნავად. ქეითერინგის ისტორია მოიცავს მომსახურების ინდუსტრიის განვითარებასა და ევოლუციას, რომელიც უზრუნველყოფს საკვების, სასმელების და სხვა მომსახურებების მიწოდებას. სიტყვა „ ქეითერ“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან, რაც მიწოდებას ნიშნავს. წვეულებების, შეხვედრებისა და სხვა შეკრებებისთვის საკვებით უზრუნველყოფის საქმიანობა ათასწლეულების განმავლობაში არსებობდა და მისი კვალი უძველესი ცივილიზაციებიდან იღებს სათავეს.
ქეითერინგი ისტორიის შესახებ წერისას, კეისი ს. რიპი ამბობს: ქეითერინგის სერვისს მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც ჩინეთში ძვ.წ. IV ათასწლეულით იწყება. ოფიციალურად, ძველმა ბერძნებმა ქეითერინგი პროფესიად აქციეს, რადგან მათ სასტუმროებსა და საერთო საცხოვრებლებში ქეითერინგის მომსახურება შესთავაზეს, რაც რომის იმპერიამდე გაგრძელდა. საუკუნეების განმავლობაში ქეითერინგი, ძირითადად, მეფეებისა და დიდებულების დღესასწაულებსა და ნადიმებს ემსახურებოდა.
ქეითერინგის ინდუსტრიამ განვითარება და პროფესიონალურად ჩამოყალიბება დაიწყო რობერტ ბოგლის მმართველობის დროს, რომელიც აღიარებულია, როგორც ქეითერინგის დამფუძნებელი. დროთა განმავლობაში, ეს სერვისი გაიზარდა, განვითარდა და იქცა იმ მრავალფეროვან ინდუსტრიად, როგორიც დღეს არის.
მაინც რა არის ქეითერინგი ?
ქეითერინგი არის პროფესიონალური მომსახურება, რომელიც მოიცავს საკვებითა და სასმელებით უზრუნველყოფას ღონისძიებებისთვის, შეკრებებისთვის ან განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ქეითერინგის მთავარი მიზანია ღონისძიებები უფრო სასიამოვნო გახადოს საკვებისა და სასმლის ყველა საჭიროებაზე ზრუნვით. ქეითერინგი საუკეთესო არჩევანია, რათა დააკმაყოფილოს სხვადასხვა ღონისძიების უნიკალური საჭიროებები. იქნება ეს ქორწილი, საქმიანი შეხვედრა თუ დიდი წვეულება. ქეითერინგის სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ, როგორც თბილისში, ისე თქვენთვის სასურველ მისამართზე. ქეითერინგის სერვისის გამოყენებით თქვენ თავისუფლდებით კვებისა და სასმელების მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან. არ გიწევთ ზედმეტი ემოციური და ორგანიზაციული დატვირთვა. საშუალება გაქვთ მიიღოთ მაღალი ხარისხის საკვები, პროფესიონალური მომსახურება და მაგიდების საკვებით მიმზიდველი დეკორირება.
რა ტიპის ქეითერინგი არსებობს ?
ქეითერინგის მომსახურება მრავალფეროვანია და აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის სასურველ სერვისებს. ამის შესაბამისად, შეიძლება გამოვყოთ ქეითერინგის რამდენიმე ტიპი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია, მათ შორის:
საქორწილო ქეითერინგი - ამ ტიპის ქეითერინგი შექმნილია საქორწილო წვეულებისთვის. მენიუ აერთიანებს მრავალფეროვან ადგილობრივ და ევროპულ ან აზიურ სამზარეულოს, სასმელებს, სუფრის გაფორმებას და მომსახურე პერსონალს. ქორწილში ქეითერინგის მოწყობა სწორი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქორწინო წვეულება არაფორმალურ გარემოში, ქალაქგარეთ ან სასტუმროს ტერიტორიაზე ეწყობა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ მაქსიმალურად კომფორტულ და მყუდრო გარემოში ზედმეტი ოფიციალურობის გარეშე მიირთვან სასურველი საკვები. სტუმრებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ, იცეკვონ და მიირთვან კერძები, რაც ღონისძიებას უფრო დასამახსოვრებელს და საზეიმოს გახდის.
კორპორაციული ქეითერინგი - ამ ტიპის ქეითერინგი საუკეთესო არჩევანია ბიზნეს ღონისძიებებისთვის ან ისეთი შეხვედრებისთვის, როგორიცაა: კონფერენციები, ახალი პროდუქტის გაცნობა, ოფისის წვეულებები და სხვა. მენიუ მოიცავს, როგორც მსუბუქ წასახემსებლებს, ისე სრულფასოვან საკვებს. ასეთ შემთხვევებში, ქეითერინგი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან ის სტუმრებს საშუალებას აძლევს, გაერთიანდნენ საკვები მაგიდების ირგვლივ, გადაადგილდნენ თავისუფლად თეფშით ხელში და მიირთვან საჭმელები მაგიდასთან ჯდომის გარეშე.
დაბადების დღის ქეითერინგი - ქეითერინგის სერვისით სარგებლობა დაბადების დღის წვეულების აღსანიშნავად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამ დროს განსაკუთრებით მოსახერხებელია მრავალფეროვანი საკვების და სასმელების შერჩევა, შემდგომ კი, მათი ლამაზად გაწყობა სადღესასწაულო მაგიდებზე. იმ შემთხვევაში, თუ გეგმავთ თქვენთვის სასურველ ადგილზე, ან ქალაქგარეთ დაბადების დღის წვეულების დასამახსოვრებლად აღნიშვნას, ქეითერინგი საუკეთესო არჩევანია.
ღონისძიებების ქეითერინგი - იმ შემთხვევაში თუ აორგანიზებთ სხვადასხვა ტიპის ფესტივალებს, კონცერტებს, სპორტულ შეკრებებს ღია ცის ქვეშ მიმდინარე ან უბრალოდ გჭირდებათ ბევრი ადამიანის მარტივად და გემრიელად გამასპინძლება, ქეითერინგის სერვისი საუკეთესო არჩევანია.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ქეითერინგის შერჩევის პროცესში ?
მაშინ, როცა თქვენთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის ან წვეულებისთვის ქეითერინგის სერვისის შერჩევას იწყებთ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ის ფაქტორები, რაც საუკეთესო კომპანიის არჩევაში დაგეხმარებათ.
მოქნილობა- მიუხედავად იმისა, რომ ქეითერინგის სერვისის მომწოდებლები უმეტესად მომხმარებლებს სტანდარტულ მენიუს სთავაზობენ, საუკეთესო კომპანია ყოველთვის მოგცემთ გარკვეული მოქნილობის საშუალებას და გაითვალისწინებენ თქვენს სპეციალურ მოთხოვნებს.
სწორი კომუნიკაცია - სანდო ქეითერინგის კომპანიის წარმომადგენელი, მთელი პროცესის განმავლობაში რეგულარულად დაუკავშირდება კლიენტებს, რათა არ მოხდეს გაუგებრობა. იდეალურ შემთხვევაში, ისინი ღონისძიებამდე დაგინიშნავენ შეხვედრებს, განიხილავენ, თუ რას ელიან თქვენგან თქვენი მხრიდან და საშუალებას მოგცემთ, დააგემოვნოთ მენიუში არსებული კერძები.
რეკომენდაციები - საუკეთესო ქეითერინგის მომწოდებელ კომპანიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაღალი შეფასება და გამორჩეული რეკომენდაციები წინა მომხმარებლებისგან.
რა არის ფურშეტი და რატომ უნდა აირჩიოთ ის ?
ფურშეტი ეს არის შერჩეული მენიუს მიხედვით საკვებისა და სასმლის მიწოდების სერვისი. წვეულების ტიპის მიხედვით შერჩეული მენიუდან ფურშეტის მიმწოდებელი კომპანია უზრუნველყოფს საკვების მაგიდებზე განთავსებას, რის შემდეგაც სტუმრები თავისუფლად ირჩევენ კერძებს, დესერტებს და სასმელებს. ფურშეტის მთავარი მახასიათებელია, ის რომ სტუმრებს შეუძლიათ საკვების მირთმევა ხელით ან ჩანგლით მაგიდასთან დაჯდომის და ტრადიციული სადილობის გარეშე. ფურშეტით მომსახურება, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის წვეულებების დროს, მათ შორის: ქორწილებში, ხელმოწერის ცერემონიაზე, ბანკეტის, ბოლო ზარის ან კორპორაციული ღონისძიებების დროს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფურშეტის შერჩევის დროს ?
ფურშეტის მთავარი განმსაზღვრელია მენიუ, მისი შედგენა დამოკიდებულია ღონისძიების ტიპზე, სტუმრების რაოდენობასა და მომსახურების ბიუჯეტზე. ფურშეტის მენიუ არის მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილებზე. მენიუში გაერთიანებულია ცივი და ცხელი კერძების ფართო არჩევანი და თანამედროვე კერძებიც. მომხმარებელს საშუალება აქვს შეარჩიოს: სხვადასხვა ტიპის კანაპეები, ცომეულობა, დესერტები, ტარტები, ტირამისუ, სასმელები და სხვა. ფურშეტის მენიუ შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით და გახდეს უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე ეს სტანდარტულ შეთავაზებებშია.
რას მოიცავს ალაფურშეტი გამოძახებით და სად შეიძლება სერვისის მოძიება ?
ალაფურშეტი გამოძახებით ეხება საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს საკვებითა და სასმელებით მომსახურებას სპეციალური ღონისძიებებისთვის, როგორიცაა: წვეულებები, ქორწილები ან კორპორაციული შეკრებები. ის გულისხმობს შერჩეული კერძები ადგილზე მიტანას, მომზადებას და ხშირად კერძების მირთმევას კლიენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, იქნება ეს მცირე ჯგუფები თუ ბევრი სტუმარი. ალაფურშეტის მაგიდა შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის საკვებს, მათ შორის ადგილობრივ და ევროპული სამზარეულოდან საკვებს და სასმელებს.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი წვეულების და ღონისძიებებისთვის ქეითერინგი, ფურშეტი ან ალაფურშეტის საუკეთესო სერვისის შერჩევას გადაწყვეტთ, ვებ-გვერდზე servisebi.ge. შეარჩევთ გამორჩეულ და სანდო სერვისის მომწოდებლებს. აქ გაეცნობით განცხადებებს და მომხმარებელთა შეფასებებს, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას.
მოგზაურობა არ არის მხოლოდ ქალაქიდან ქალაქში ან ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილება. ეს არის ცხოვრების ახალი რიტმი, ახალი გემო, ახალი სურნელი და ახალი ემოციები. ეს არის შესაძლებლობა, შეხედო სამყაროს სხვა კუთხიდან, გაეცნო უცხო კულტურებს, შეხვდე საინტერესო ადამიანებს და, რაც მთავარია, უკეთ გაიცნო საკუთარი თავი. როგორც გუსტავ ფლობერი ამბობდა: „მოგზაურობა ხსნის თვალს ყველაფრისთვის, რაც აქამდე არ გინახავს“.
ყოველი მოგზაურობა ახალი თავგადასავალია. ზოგჯერ ეს არის მშვიდი გასეირნება უძველეს ვიწრო ქუჩებში, სადაც ქვის კედლებზე წარსული გველაპარაკება, ზოგჯერ კი მძაფრი ემოციებით სავსე თავგადასავალი – მთაში ჯიპ ტურით სიარული, ველოსიპედით რთული ბილიკების გადალახვა ან თუნდაც საჰარაში კარვით ღამის გათევა. რაც უფრო მეტს ვმოგზაურობთ, მით უფრო უკეთესად ვხვდებით, რამდენად ფართო და ამავდროულად, რამდენად პატარაა ჩვენი პლანეტა.
როდესაც პირველად გადადგამთ ფეხს უცხო ქალაქში, ყველაფერი ახალი და ამოუცნობია: უცხო ენა, განსხვავებული საჭმელები, უცნაური ტრადიციები, მაგრამ მალე ხვდებით, რომ ხალხი ყველგან ერთნაირია – ყველგან იცინიან, უყვართ, ოცნებობენ და ცდილობენ, იყვნენ ბედნიერები. მსოფლიოს ყველა კუთხეში სხვადასხვა კულტურა და ტრადიცია ერთმანეთს ერწყმის და სწორედ ეს ქმნის ამდენად მომხიბვლელ და მიმზიდველ გარემოს.
მსოფლიოში მრავალი მიმართულებაა რომელიც ჩვენს ყურადღებას და სიყვარულს იმსახურებს. მრავალფეროვანი ტურები გვაძლევს საშუალებას შევარჩიოთ ის საოცარი მიმართულებები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, სურვილებსა და ბიუჯეტს. მაგალითად, ბალის ტურები შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც ეგზოტიკური ბუნება, ულამაზესი სასნაპიროები და მედიტაციური სიმშვიდე იზიდავს. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ ინდოეთის ოკეანის მზიან სანაპიროებზე, გაერთოთ სერფინგით ან უბრალოდ დაათვალიეროთ უძველესი ტაძრები. „ბალი არა მხოლოდ ადგილი, არამედ განცდაა“ – ამბობენ ისინი, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ამ საოცარ კუნძულზე.
ვისაც უყვარს აქტიური დასვენება, სათავგადასავლო ჯიპ ტურები იდეალური ვარიანტია. საქართველოში ასეთი ტურები პოპულარულია ხევსურეთში, თუშეთში და აჭარაში, სადაც მთების მკაცრი სილამაზე და უძველესი სოფლების სული ერთდროულად გატყვევებს. ის, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა მთაში, ხვდება, რომ იქ დრო სხვაგვარად მიედინება – ნელა, წყნარად, მაგრამ საოცარი ძალით.
ღვინის ტურები განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც ქართული სტუმართმოყვარეობა და უნიკალური ღვინის კულტურა აინტერესებს. კახეთში ყოფნისას თითქოს დრო ჩერდება – ვენახები, მზიანი დღეები და მარანში დაძველებული ღვინის არომატი. „ღვინო, როგორც მოგზაურობა, გრძნობების ხელოვნებაა“ – ამბობენ მეღვინეები.
ტურები ეგვიპტეში, განსაკუთრებით კაიროში, უნიკალური გამოცდილებაა მათთვის, ვისაც ისტორია უყვარს. პირამიდები, ნილოსის სანაპიროები, უძველესი ტაძრები – ეს ყველაფერი ქმნის უძველესი ცივილიზაციის ჯადოსნურ სამყაროს. მაგრამ გარდა ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა, აქ შეგიძლიათ ეგვიპტური ბაზრების ფერადი ქაოსი შეიგრძნოთ, გემრიელი ქუჩის საჭმელები დააგემოვნოთ და ადგილობრივ მოსახლეობასთან იმოგზაუროთ ნამდვილი აღმოსავლური თავგადასავლის ძიებაში.
თუ ისტორიული ქალაქები გაინტერესებთ, ბაქოს ტურები შესანიშნავი არჩევანია. აქ ერთმანეთს ერწყმის ძველი და ახალი – ერთი მხრივ, შირვანშაჰების სასახლე და ყიზყალასი, მეორე მხრივ კი – თანამედროვე ცათამბჯენები, როგორებიცაა ცეცხლის ცათამბჯენი. ეს არის ქალაქი, რომელიც მუდამ ცოცხალია და საოცარ ენერგიას გაძლევს.
ევროპის მოყვარულებისთვის ტურები ვენაში ნამდვილი ესთეტიკური სიამოვნებაა. კლასიკური მუსიკის სამშობლო, გრანდიოზული სასახლეები და ელეგანტური კაფეები აქ ყველას გულს მოიგებს. „ვენა არა მხოლოდ ქალაქია, არამედ სიმფონია“ – ასე უწოდებენ მას მოგზაურები.
მაგრამ ტურიზმი მხოლოდ მსოფლიოს აღმოჩენას არ გულისხმობს – ზოგჯერ ყველაზე დაუვიწყარი მოგზაურობა ჩვენსავე ქვეყანაში შეიძლება მოვაწყოთ. ტურები ვარძიაში საშუალებას გაძლევთ, მოხვდეთ კლდეში გამოკვეთილ ქალაქში და წარმოიდგინოთ, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები საუკუნეების წინ. დაშბაშისა და მარტვილის კანიონი ტურები კი გაგაოცებთ თავისი ბუნებრივი სილამაზითა და საოცარი ხედებით.
ბევრისთვის მოგზაურობა თავისუფლების სიმბოლოა. ეს არის შესაძლებლობა, გაექცე რუტინას და გახდე ერთგვარი მოგზაური-აღმომჩენი. ზოგისთვის ეს დასვენებაა – თბილ პლაჟებზე მზის ქვეშ გარუჯვა და ზღვის ნაზი ტალღების ტკბობა, ზოგისთვის კი – აქტიური თავგადასავალი, როგორიცაა ველო ტურები საქართველოს მთებში, ჯიპ ტურები თუშეთსა და სვანეთში ან სათავგადასავლო ექსკურსიები მსოფლიოს ულამაზეს ბუნებრივ ლანდშაფტებში.
ევროპა გაოცებს თავისი მრავალფეროვნებით – საფრანგეთის რომანტიკული ქუჩებიდან იტალიის მზიან სანაპიროებამდე, ესპანეთის ფერად ფესტივალებამდე და ავსტრიის ალპების თოვლიან მწვერვალებამდე. ტურები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგცემთ შესაძლებლობას, აღმოაჩინოთ ისტორია, კულტურა და გასაოცარი ბუნება, არ აქვს მნიშვნელობა იქნებით პრაღის ძველ ქალაქში, ამსტერდამის არხებთან თუ საბერძნეთის უძველეს აკროპოლისთან.
სამყარო სავსეა ადგილებით, რომლებიც უნდა მოინახულოთ. სეიშელის კუნძულების ტური არის ლეგენდარული ოცნების დანიშნულება. აქ შეგიძლიათ აღმოჩნდეთ სამოთხის მსგავს გარემოში – თეთრი ქვიშის პლაჟები, კრისტალურად სუფთა წყალი და ეგზოტიკური ბუნება.
ტური ირანში კი კულტურული აღმოჩენის ნამდვილ საგანძურს ჰგავს. ირანის არქიტექტურა, ისტორია და მდიდარი ტრადიციები მოგზაურებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უტოვებს. აქ შეხვდებით უძველეს ქალაქებს, როგორიცაა ისფაჰანი და შირაზი, დაინახავთ საოცარ მეჩეთებსა და ძველ სასახლეებს და იგრძნობთ სპარსული კულტურის მაგიას.
თუმცა, მოგზაურობა მხოლოდ დასვენება და თავგადასავლები არ არის. ის ასევე გამოწვევაა. ზოგჯერ გზაში შეიძლება შეხვდეთ სირთულეებს – უჩვეულო კლიმატი, ახალი გარემო, არაპროგნოზირებადი სიტუაციები. მაგრამ სწორედ ეს გვასწავლის ადაპტირებას, მოთმინებას და პრობლემების გადაჭრის უნარს.
ამწე ეს არის ტვირთისა და ადამიანების ერთი სიმაღლიდან მეორეზე გადასაადგილებელი მოწყობილობა. კონსტრუქციის თავისებურებისა და დანიშნულების მიხედვით არის სამრეწველო, სამშენებლო, ლოგისტიკური და სხვა ტიპის ამწეები. თითოეული მათგანი გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით და აქვს განსხვავებული მახასიათებლები.
ამწეები დიდი ხანია არსებობს და ნებისმიერი სამშენებლო ობიექტისა თუ ქალაქის პეიზაჟის შექმნის მთავარი ელემენტია. ამწეები სამშენებლო ტექნიკის განუყოფელი ნაწილია, რაც ხელს უწყობს ურბანული ტერიტორიების გარდაქმნას ოფისების, ხიდების, ცათამბჯენების მშენებლობაში და სხვა. ხმაურიანი ქალაქის ყველა თანამედროვე შენობა-ნაგებობა აშენდა ამწეების დახმარებით.
ამწე აღჭურვილობის გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშენებლო ინდუსტრიაში, რაც აადვილებს 500-1000+ კგ მძიმე ტვირთის გადაადგილებას და აწევას.
5 საინტერესო ფაქტი ამწეების შესახებ
პირველი ცნობილი ამწე მანქანა იყო შადუფი, წყლის ამწევი მოწყობილობა, რომელიც გამოიგონეს ძველ მესოპოტამიაში. სამშენებლო ამწეები მოგვიანებით გაჩნდა ძველ საბერძნეთში, სადაც მათ ამუშავებდნენ ადამიანები ან ცხოველები და იყენებდნენ შენობების მშენებლობისას. უფრო დიდი ამწეები, მოგვიანებით შეიქმნა რომის იმპერიაში, ამისთვის გამოიყენეს სარბენი ბორბლები, რაც უფრო მძიმე სიმძიმის აწევის საშუალებას იძლეოდა.
შუა საუკუნეებში ნავსადგურის ამწეები შემოიღეს გემების ჩასატვირთად და განტვირთვისთვის და მათ მშენებლობაში დასახმარებლად - ამწეებში ზოგი ქვის კოშკებში იყო ჩაშენებული დამატებითი სიმტკიცისა და სტაბილურობისთვის.
ამწეების გამოგონებამ კაცობრიობას გაუადვილა საქმე, რადგან მათ გარეშე ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და აწევა ადამიანის ხელით უნდა მომხდარიყო, ამ პროცესს მეტი დრო სჭირდებოდა და მთელი სისტემა საერთოდ არ იყო ეფექტური.
თანამედროვე ამწე კრანების საშუალებით, შესაძლებელი ხდება ისეთი რთული სამუშაოების შესრულება, რომლებიც ხელით თითქმის წარმოუდგენელია. ბლოგში განვიხილავთ ამწე კრანების ტიპებს, მათ მახასიათებლებს, გამოყენების სფეროებსა და უპირატესობებს.
როდის გამოიგონეს თანამედროვე ამწეები ?
ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამწეების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ცათამბჯენებისა და უზარმაზარი ქალაქების აშენება.
ამწე კრანი არის მანქანა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის და ზომის ტვირთების გადასაადგილებლად , როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. მოწყობილობა იყენებს ერთ ან რამდენიმე მარტივ მექანიზმს როგორიცაა ბერკეტი და საბურველი , რათა შექმნას მექანიკური უპირატესობა თავისი სამუშაოს შესასრულებლად. ამწე კრანი ჩვეულებრივ გამოიყენება ტრანსპორტირებაში ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვისთვის, სამშენებლო მასალების გადაადგილებისთვის და წარმოებაში მძიმე აღჭურვილობის აწყობისთვის.
როგორი ტიპის ამწეები არსებობს და რისთვის გამოიყენება ის ?
ამწე კრანების სხვადასხვა ტიპი არსებობს და მათი გამოყენებაც განსხვავდება სამუშაო პროცესების სპეციფიკიდან გამომდინარე. თითოეულ მათგანს აქვს უნიკალური დანიშნულება, რაც დამოკიდებულია ტვირთამწეობაზე, გადაადგილების შესაძლებლობებზე და სამუშაო გარემოზე. მათ შორის: