მნიშვნელობა არ აქვს, დღეა თუ ღამეა, ქალაქში ხარ თუ რეგიონში, საკურიერო მომსახურება ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ და მცირე დროში მიიღოს ამანათი მითითებულ მისამართზე.
საკურიერო სერვისები, არაერთ ისტორიულ წყაროებში გვხვდება, რაც მიუთითებს ამ მომსახურების მრავალწლიან არსებობაზე. ძველ დროში კურიერი ჯერ კიდევ მესოპოტამიაში, ბაბილონსა და ეგვიპტეში არსებობდა. ძირითადად, მათი მოვალეობა, მნიშნელოვანი ბრძანებების და წერილების ადრესატამდე მიტანა იყო.
არსებობდნენ ე.წ მაცნეები, რომლებიც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გადასცემდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ მაცნეს ევალებოდა სასწრაფო ცნობის გავრცელება, იყენებდნენ ცხენოსანი მაცნეების მომსახურებას.
მარათონი 26 მილის სიგრძეა კურიერის გამო. ცნობილი ძველი ბერძენი კურიერია
ფეიდიპიდესი, რომელმაც როგორც ამბობენ, 26 მილი გაირბინა მარათონიდან ათენამდე, რათა მიეტანა ცნობა სპარსელებზე ბერძნების გამარჯვების შესახებ ძვ. წ. 490 წელს.
Wells Fargo იყო პირველი ოფიციალური საკურიერო სერვისი შეერთებულ შტატებში. 1858 წელს, Wells Fargo-მ ხელი შეუწყო Overland Mail Company - განთქმული "Butterfield Line" -ის შექმნას.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკურიერო კომპანია, United Parcel Service (UPS), დაარსდა სიეტლში 1907 წელს ორი თინეიჯერი ბიჭის მიერ. ისინი ამანათებს ძირითადად ფეხით და ველოსიპედით აწვდიდნენ.
XXI საუკუნეში საკურიერო მომსახურება ონლაინ ვაჭრობასთან ერთად მნიშვნელოვნად განვითარდა. გაჩნდა ექსპრეს მიტანის, დრონებით მიწოდების და სხვა სერვისები, რამაც მნიშვნელოვნად განავითარა საერთაშორისო ვაჭრობა.
ვინ არის და რას აკეთებს კურიერი ?
კურიერი არის ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ამანათების დროულ და უსაფრთხო მიწოდებას. კურიერი ახორციელებს ამანათების ან ტვირთების ტრანსპორტირებას ერთი ადგილიდან მეორეზე უმოკლეს დროში. შესაბამისად, კურიერის ხშირად უწევს ისეთი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევა, რომელიც ამანათების უმოკლეს დროში მიწოდებას მოიცავს.
კურიერი ცნობილია მიწოდების სისწრაფით, საიმედოობითა და დეტალებისადმი ყურადღების მიქცევით. კურიერები ხშირად მუშაობენ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, როგორიცაა: ქალაქი ან რეგიონი, და კარგად ესმით ადგილობრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მარშრუტები.
ონლაინ შოპინგის ზრდისა და სწრაფი და ეფექტური მიწოდების სერვისების საჭიროების გამო, კურიერები თანამედროვე ეკონომიკის და სავაჭრო მიმართულების განუყოფელი ნაწილი გახდა. ისინი კომფორტს უქმნიან ბიზნესს და ადამიანებს სასურველი პროდუქტის სახლთან მიწოდებით.
კურიერი უზრუნველყოფს, რომ გამოძახებული ან შეძენილი პროდუქტები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები და სხვადასხვა ამანათები აუცილებლად მივა დანიშნულების წერტილამდე, უსაფრთხოდ და დროულად, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ინდუსტრიის გამართულ ფუნქციონირებას და მომხმარებლის კმაყოფილების გაუმჯობესებას.
რას მოიცავს სწრაფი მიტანის სერვისი ?
სწრაფი
მიტანის სერვისი ყოველდღიურობას კიდევ უფრო ამარტივებს და აუცილებელია ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობისთვის, რადგან ეს უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილების შენარჩუნებას და ზრდას.
მნიშვნელობა არ აქვს, რა დროა, გემრიელი საკვები მოგინდა, სანატრელი ამანათი ჩამოგივიდა,
ეზოს მოწყობა გადაწყვიტე და შესაბამისი ინსტრუმენტები არ გაქვს, ან მოულოდნელად
ავტომობილისთვის ზეთის შეცვლა გჭირდება, რემონტის პროცესში საღებავი დაგაკლდა თუ სხვა, ყველა შემთხვევაში, დღესდღეობით სწრაფი მიტანის სერვისი საშუალებას გაძლევს გამოიძახო ის, რაც გჭირდება და კურიერის დახმარებით სასურველ მისამართზე მიიღო.
- მიტანის სერვისით სარგებლობს არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც საჭიროებენ პროდუქტის სწრაფად მიწოდებას;
- მიტანის სერვისი ამარტივებს ადამიანების ცხოვრებას, ზოგავს მათ დროს, ხარჯებს და ენერგიას. ბიზნეს სუბიექტებისთვის სწრაფად მიტანა ზრდის მათი ბრენდის სანდოობას და კმაყოფილებას;
- მიტანის სერვისი უზრუნველყოფს უსაფრთხოდ და მცირე დროში სასურველი ნივთების მიწოდებას ონლაინ შოპინგის შემდეგ თუ სასურველი კერძის გამოძახების დროს;
- მომხმარებლის მიერ მიღებულ შეკვეთას ამუშავებს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მიტანის სერვისის მიწოდებას. ამის შემდეგ, კურიერი აწვდის პროდუქტს მომხმარებელს მითითებულ მისამართზე;
- მიტანის სერვისი მომხმარებელს და კომპანიებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველ ადგილზე მიიღოს ამანათი და სხვადასხვა ტიპის ტვირთი. სწრაფი მიტანის სერვისი საშუალებას აძლევს ადამიანებს, როგორც თბილისში, ბათუმში ისე რეგიონებში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოხდეს სასურველი პროდუქტის უმოკლეს დროში მიწოდება.
რა დროს უნდა ავირჩიოთ 24 საათიანი მიწოდების სერვისი ?
24-საათიანი საკურიერო მომსახურება უზრუნველყოფს სწრაფ და უწყვეტ მიწოდებას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ეს სერვისი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ნებისმიერ დროს მიიღონ საჭირო ამანათები, საკვები, მედიკამენტები ან სხვა ნივთები, რაც კომფორტს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი შემთხვევებისთვის, როცა პროდუქტის სწრაფად მიტანა კრიტიკულია.
როგორი ტიპის საკურიერო მომსახურება არსებობს ?
საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველი პროდუქტი მიიღონ მარტივად და უსაფრთხოდ. ეს მომსახურება, როგორც ბიზნეს კომპანიებისთვის, ისე კერძო პირებისთვის ერთგვარი კომფორტია.
კურიერის გამოძახება შესაძლებელია ონლაინ, როგორც ვებ-გვერდის, ისე აპლიკაციის ან სატელეფონო ზარის საშუალებით. საკურიერო მომსახურებას აქვს რამდენიმე მიმართულება, რომელიც განსხვავებულ სერვისს მოიცავს, მათ შორისაა:
1.
სტანდარტული საკურიერო მომსახურება - ეს სერვისი მიწოდებისთვის მოიცავს 1-3 დღემდე. აქვს შედარებით დაბალი ტარიფი და იდეალურია, როცა არ გეჩქარებათ ნივთის მიწოდება. კვების, ფარმაცევტული და სხვა ობიექტები, სტანდარტული მიწოდებისთვის აწესებენ რამდენიმე წუთს ან საათს.
2.
ექსპრეს საკურიერო მომსახურება - ეს სერვისი მოიცავს ამანათების მიწოდებას შეკვეთიდან იმავე დღეს ან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.
3.
საკურიერო მომსახურება 24/7 - ერთ-ერთი კონკურენტული და მნიშვნელოვანი სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სასურველი პროდუქტი დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიიღოს.
4.
ადგილობრივი საკურიერო მომსახურება - სხვადასხვა ქალაქებში არსებობს ადგილობრივი საკურიერო კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს ადგილობრივ დონეზე. პოპულარულია ონლაინ ბიზნესებისთვის სხვადასხვა საკვების, საჩუქრების ან ამანათების მიწოდების პროცესში.
5.
სპეციალური საკურიერო მომსახურება - ეს სერვისი მოიცავს განსაკუთრებით დიდი ზომის და მოცულობის ტვირთების და ამანათების გადაზიდვას. მნიშვნელოვანია რომ საკურიერო ტრანსპორტი იყოს გამართული და არ მოხდეს პროცესის შეფერხება.
6.
საერთაშორისო გადაზიდვები - ეს სერვისი მოიცავს საკურიერო მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის. მომხმარებელს არ უწევს საბაჟო პროცედურების გავლა , ამას თავად საკურიერო მომსახურება უზრუნველყოფს.
სასურველი და გამოცდილი საკურიერო მომსახურების შერჩევა შეგიძლიათ საიტზე
servisebi.ge აქ შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ განცხადებებს და მომხმარებლის შეფასებებს, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კერძო კურიერი ან საკურიერო კომპანია და დამატებით დეტალების დასაზუსტებლად გაიაროთ სატელეფონო კონსულტაცია. საიტზე არ არის დადგენილი ფასები, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ კურიერის მომსახურება სასურველი საფასურის და კონკრეტული შეთავაზების მიხედვით.