განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ავადმყოფის მოვლა ბინაზე

ავადმყოფის მოვლა ბინაზე მნიშვნელოვანი მომსახურებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყოველდღიური დახმარება სჭირდებათ. ხშირად ოჯახის წევრებს სურთ ახლობელი საკუთარ გარემოში ჰყავდეთ, თუმცა მუდმივი მეთვალყურეობისა და მოვლის უზრუნველყოფა ყოველთვის მარტივი არ არის.
ასეთ დროს პროფესიონალური დახმარება განსაკუთრებით ფასეული ხდება. სპეციალისტი ეხმარება პაციენტს ყოველდღიურ საჭიროებებში, აკონტროლებს მის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სხვადასხვა საექთნო პროცედურას. ავადმყოფის მოვლა ბინაზე აქტუალურია როგორც ხანდაზმული ადამიანებისთვის, ისე რეაბილიტაციის პერიოდში მყოფი პაციენტებისთვის. ბინაზე ზრუნვა ხშირად დადებითად აისახება ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზეც, რადგან ის რჩება მისთვის ნაცნობ და კომფორტულ გარემოში. სწორედ ამიტომ იზრდება მოთხოვნა ამ მომსახურებაზე, რომელიც ოჯახებს დამატებით მხარდაჭერასა და სიმშვიდეს აძლევს.
           

განცხადებები

ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ექთნის გამოძახება ბინაზე 24/7

ექთნის ბინაზე მომსახურება ბავშვებსა და მოზარდებში • გადასმა (ინფუზია); • კუნთში ინექცია; • ვენაზე ინექცია; • კათეტერის დაყენება/შეცვლა; • პაციენტის მონიტორინგი ბინაზე; • ჭრილობის დამუშავება; • ნაკერის ამოღება; ექთანი-ფლებოტომისტი, 10 წლიანი გამოცდილებით წამყვან კლინიკებში. მუშაობა ბავშვებთან და ნებისმიერი ასაკის პაციენტებთან, მაქსიმალური სიფრთხილით, ზრუნვითა და პასუხისმგებლობით. ექთნის კომპეტენციისა და კლინიკური სტანდარტების სრული დაცვით. პროცედურა ითვალისწინებს სტერილურ ტექნიკას, ასეპტიკა-ანტისეპტიკის პროტოკოლის მკაცრ და პაციენტის შეფასებას ინფუზიის მიმდინარეობისას. ვიყენებ ხარისხიან სამედიცინო მასალებს და უზრუნველვყოფ პროცედურის უსაფრთხოებას. მოსვლა ხდება წინასწარი შეთანხმებით, განსაზღვრულ დროის. ფასი ხელმისაწვდომი ყველასთვის.

ნათია
შეფასება 5.0 , 5 შეფასება
პრო

გადასხმა გამოძახებით ბათუმი /თბილისი

შენი ოჯახის ექთანი , სამედიცინო სერვისი NMS 24/7 ბათუმის მაშტაბით უკვე მრავალი წელია მუდმივად მუშაობს იმისთვის, რათა გქონდეთ საშუალება, სახლიდან გაუსვლელად მისაღებ ფასად, მიიღოთ საჭირო საექთნო, სამედიცინო დახმარება. ზედმიწევნით ვასრულებთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებას. ინდივიდუალური მიდგომითა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით. ჩვენი მიზანია, პაციენტმა საჭირო სამედიცინო მომსახურება კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღოს. ჩვენი სერვისები: ინტრავენური ინფუზია (გადახმა) ჭრილობის დამუშავება, გადახვევა ნაწოლების მოვლა ინექცია ვენაში, კუნთში, კანქვეშ შარდის ბუშტის კათეტერიზაცია გაგზავნილი ზონდი ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდის მართვა 24 საათიანი ექთნის პატრონაჟი ნაკერების კავების მოხსნა დახტოკლერებული ნაკერების მოხსნა (ანტი სუტურით) პაციენტის ჰიგიენა, დაბანა, გენარი პალიატიური პაციენტის 24/7 მოვლა ბინაზე მედიკამის გამოძახება ბინაზე სანიტარის გამოძახება ბინაზე პაციენტის შინ მოვლა ბინაზე პაციენტის ერთჯერადი ჰიგიენა (დაბანა, გენარი, მოწესრიგება) საუფტო, საათობრივი ერთჯერადი მომსახურება ბინაზე ნაზოგასტრალური პაციენტის შინ მოვლა ბინაზე ცისტოსტომის შეცვლა ბინაზე ტრახეოსტომიანი პაციენტის მართვა ბინაზე შინ მოვლა ბინაზე, ერთჯერადი ექთნის ვიზიტი

ავადმყოფის მოვლა ბინაზე მრავალ წლიანი გამოცდილებით

მაქვს ავადმყოფის მოვლის 30-წლიანი გამოცდილება როგორც კლინიკაში, ისე კერძო ოჯახებში. ვახორციელებ ავადმყოფის მოვლას ბინაზე და პასუხისმგებლობით ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობებს. მაქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული მიდგომა მძიმე პაციენტის მოვლისას.

ავადმყოფის მოვლა ბინა

ჩაწოლილი და მძიმე ავადმყოფის მოვლა ბინაზე, რეაბილიტაცია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი პაციენტის მართვა. ვმუშაობ თბილისის მასშტაბით. მაქვს რეანიმაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

მძიმე ავადმყოფის მოვლა

ვარ პროფესიონალი ექთანი, 20-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ვიმუშავებ ნებისმიერი სიმძიმის ავადმყოფთან, როგორც სახლში, ასევე საჭიროების შემთხვევაში მუდმივი მეთვალყურეობის რეჟიმში. ✔ ავადმყოფის სრული მოვლა ✔ მედიკამენტების კონტროლი და მიღების მონიტორინგი ✔ ჰიგიენური პროცედურები ✔ პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ✔ დღის და 24-საათიანი მომსახურება თუ ეძებთ სანდო, გამოცდილ და მზრუნველ მომვლელს თქვენი ოჯახის წევრისთვის, დამიკავშირდით.

მძიმე ავადმყოფის მოვლა

ვარ რეანიმაციის მოქმედი ექთანი, 22-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ვუზრუნველყოფ მძიმე ავადმყოფის მოვლას და ვასრულებ საექთნო მანიპულაციებს ბინაზე: • ინტრავენური გადასხმები — ექიმის დანიშნულებით • შარდის ბუშტის კათეტერიზაცია • კუჭის ზონდის ჩადგმა • ნაწოლების დამუშავება და პრევენცია • ჭრილობის დამუშავება და შეხვევა • ნაკერების მოხსნა • დამწვრობის მოვლა და დამუშავება • ვენაში და კუნთში ინექციები • მწოლიარე პაციენტის მოვლა და ჰიგიენური მომსახურება • მძიმე პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი

მძიმე ავადმყოფის მოვლა ბინაზე

მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება მძიმე და საწოლს მიჯაჭვული პაციენტების მოვლაში, როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში. ვუვლი სხვადასხვა მდგომარეობის მქონე პაციენტებს, მათ შორის: • დემენციის მქონე პაციენტებს • ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებს • მძიმე და საწოლს მიჯაჭვულ პაციენტებს • ზონდით კვების საჭიროების მქონე პაციენტებს შემიძლია პაციენტის ყოველდღიური მოვლა, ჰიგიენის დაცვა, კვების ორგანიზება, დანიშნულების მიხედვით მედიკამენტების მიღების კონტროლი, ინექციების გაკეთება და სამედიცინო აპარატურის მართვა. ვარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და გამოცდილი. მზად ვარ მძიმე პაციენტის მოვლისთვის ბინაზე.

მომვლელი ექთანი

მომვლელი ექთანი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო სპეციალისტია მაშინ, როდესაც პაციენტს ხანგრძლივი ზრუნვა და ყოველდღიური მხარდაჭერა სჭირდება. მისი მოვალეობა მხოლოდ სამედიცინო პროცედურებით არ შემოიფარგლება. ხშირად ის ეხმარება პაციენტს გადაადგილებაში, კვების პროცესში, პირადი ჰიგიენის დაცვასა და ყოველდღიური რეჟიმის ორგანიზებაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი მომსახურება ხანდაზმული ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც ავადმყოფობის ან ოპერაციის შემდეგ აღდგენის პროცესს გადის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ექთანი გამოძახებით მომსახურებით სარგებლობაც, რაც პაციენტისთვის დამატებით კომფორტს ქმნის. მომვლელი ექთანი არა მხოლოდ პროფესიონალურ დახმარებას უზრუნველყოფს, არამედ პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის წყაროც ხდება. სწორედ ამიტომ, მსგავსი მომსახურება ბევრ ოჯახს ეხმარება ყოველდღიური გამოწვევების უფრო მარტივად გადალახვაში.
 

მომხმარებლის შეფასებები

ექთნის გამოძახება ბინაზე 24/7

შეფასების ავტორი: სალომე

საუკეთესო ექთანი! ჩემი რეკომენდაცია. მუშაობს სტერილურად. ერთი ჩხვლეტით შედის ვენაში ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. სანდო და...

ექთნის გამოძახება ბინაზე 24/7

შეფასების ავტორი: მარიამ

საუკეთესო მომსახურება და საუკეთესო ნია ექიმი, ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალი

ექთნის გამოძახება ბინაზე 24/7

შეფასების ავტორი: მარიამი

ორი პატარა მყავს. 3 წლის და 6 წლის, მოწამლული მყავდა ორივე, ამ საიტის მეშვეობით მოვიძიე ექთანი, რომელმაც ჩემს შვილებთან...

ექთნის გამოძახება ბინაზე 24/7

შეფასების ავტორი: დალი

ადამიანი რომელსაც სიცოცხლეს მივანდობ, საუკეთესოა, ოქროს ხელები აქვს და ჩემთვის ყოველთვის ნათია ექიმი იქნებით ❤️

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როდის არის რეკომენდებული ავადმყოფის მოვლა ბინაზე?

ავადმყოფის მოვლა ბინაზე განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც პაციენტს ყოველდღიური დახმარება, მეთვალყურეობა ან ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. ეს საშუალებას აძლევს ადამიანს დარჩეს მისთვის კომფორტულ გარემოში და მიიღოს საჭირო ზრუნვა სახლიდან გაუსვლელად.

რა ფუნქციები შეიძლება ჰქონდეს მომვლელ ექთანს?

მომვლელი ექთანი პაციენტს ეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში, აკონტროლებს მის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში ასრულებს საექთნო პროცედურებს და ხელს უწყობს მკურნალობის პროცესის სწორად წარმართვას. მომსახურების მოცულობა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

შესაძლებელია თუ არა მოვლის პროცესში გადასხმის ჩატარებაც?

დიახ, თუ არსებობს ექიმის შესაბამისი დანიშნულება, შესაძლებელია გადასხმა გამოძახებით მომსახურებით სარგებლობა. ხშირად ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებს სხვადასხვა სამედიცინო პროცედურაც ესაჭიროებათ, რომელთა ჩატარებაც ბინაზეა შესაძლებელი.

ხელმისაწვდომია თუ არა მსგავსი მომსახურებები 24 საათის განმავლობაში?

ზოგიერთი სპეციალისტი და მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებლებს 24 საათიან მომსახურებას სთავაზობს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს დახმარება ან საექთნო პროცედურა დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება დასჭირდეს.