განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

გადასხმა ბინაზე გამოძახებით 24 7

გადასხმა ბინაზე გამოძახებით 24/7 მოსახერხებელი მომსახურებაა მათთვის, ვისაც სამედიცინო პროცედურის ჩატარება დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სჭირდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველთვის წინასწარ არ არის პროგნოზირებადი და ზოგჯერ გადასხმის ჩატარების აუცილებლობა სწორედ არასამუშაო საათებში ჩნდება.
ბინაზე მომსახურება პაციენტს საშუალებას აძლევს პროცედურა კომფორტულ გარემოში ჩაიტაროს, კლინიკაში მისვლისა და ლოდინის გარეშე. პროფესიონალი ექთანი ადგილზე უზრუნველყოფს ყველა საჭირო წესისა და უსაფრთხოების ნორმის დაცვას. გადასხმა ბინაზე გამოძახებით 24/7 განსაკუთრებით მოთხოვნადია ხანდაზმული ადამიანებისთვის, პოსტოპერაციული პაციენტებისა და მათთვის, ვისაც გადაადგილება უჭირს. მსგავსი მომსახურება ზოგავს დროს და საჭირო სამედიცინო დახმარების მიღებას ბევრად უფრო მარტივს ხდის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროცედურის ჩატარება გადაუდებლად არის საჭირო.
 

განცხადებები

ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ექთნის გამოძახება ბინაზე 24/7

ექთნის ბინაზე მომსახურება ბავშვებსა და მოზარდებში • გადასმა (ინფუზია); • კუნთში ინექცია; • ვენაზე ინექცია; • კათეტერის დაყენება/შეცვლა; • პაციენტის მონიტორინგი ბინაზე; • ჭრილობის დამუშავება; • ნაკერის ამოღება; ექთანი-ფლებოტომისტი, 10 წლიანი გამოცდილებით წამყვან კლინიკებში. მუშაობა ბავშვებთან და ნებისმიერი ასაკის პაციენტებთან, მაქსიმალური სიფრთხილით, ზრუნვითა და პასუხისმგებლობით. ექთნის კომპეტენციისა და კლინიკური სტანდარტების სრული დაცვით. პროცედურა ითვალისწინებს სტერილურ ტექნიკას, ასეპტიკა-ანტისეპტიკის პროტოკოლის მკაცრ და პაციენტის შეფასებას ინფუზიის მიმდინარეობისას. ვიყენებ ხარისხიან სამედიცინო მასალებს და უზრუნველვყოფ პროცედურის უსაფრთხოებას. მოსვლა ხდება წინასწარი შეთანხმებით, განსაზღვრულ დროის. ფასი ხელმისაწვდომი ყველასთვის.

ნათია
შეფასება 5.0 , 5 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ექთანი გამოძახებით

მოგემსახურებათ კვალიფიცირებული ექთანი ბინაზე მოსვლით. ვასრულებ სამედიცინო მანიპულაციების სრულ სპექტრს: ინექციებს ვენაში, კუნთში, კანში და კანქვეშ, პერიფერიული ვენის კათეტერის ჩადგმა, ინტრავენური ინფუზია (გადასხმა), შარდის ბუშტის კათეტერის ჩადგმა, ჭრილობის დამუშავება, სტომის მოვლა და გამოცვლა, ნაზოგასტრალური (კუჭის) ზონდის ჩადგმა. ვემსახურები ნებისმიერი ასაკის პაციენტს, როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს.

ექთანი
შეფასება 5.0 , 5 შეფასება
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ექთანი ბინაზე გამოძახებით

ექთანი ბინაზე გამოძახებით, გაგიწევთ მაღალი ხარისხის მომსახურეობას, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში: - პერიფერიულ ვენაში კათეტერის ჩადგმა; - გადასხმა ვენაში; - შარდის ბუშტში კათეტერის ჩადგმა; - ექიმის მიერ დანიშნული, მედიკამენტების და საექთნო მანიპულაციების მაღალი ხარისხით შესრულება; - გაგიწევთ მაღალი ხარისხის მომსახურეობას პროფესიონალი ექთანი! საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. გისურვებთ, ჯანმრთელობას!

ნია
შეფასება 5.0 , 52 შეფასება
ვერიფიცირებული პრო

ექთანი ბინაზე ვიზიტით 24/7

მოგესალმებით, კვალიფიცირებული და მოქმედი ექთანი. გთავაზობთ მაღალი ხარისხის საექთნო მომსახურებას ბინაზე ვიზიტით. ვასრულებ მანიპულაციების სხვადასხვა სახეობებს: ინექციებს ვენაში, კუნთში, კანში და კანქვეშ, ინტრავენური გადასხმა, შარდის ბუშტის კათეტერის ჩადგმა და აშ. ინტრავენური ინფუზია ,,გადასხმა" გამოიყენება შემდეგი შემთხვევებისას: 1.ალერგიული რეაქცია; 2. კვებითი ინტოსქსიკაცია; 3. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; 4. წნევის ვარდნისას; 5. გამოფიტული დეჰიტრადირებული სხეულის დროს,როდესაც პაციენტი ვერ იღებს სითხეს; 6. ცხელების დროს; 7. ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი (სისუსტისას); 8. COVID-19 9. ვირუსული ინფექცია. გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეფასება 5.0 , 45 შეფასება
პრო

ექთანი გამოძახებით 24 საათი

Ვარ მოქმედი ექთანი. Გთავაზობთ ექთნის მომსახურებას 24/7-ზე ბინაზე ვიზიტით. (როგორც დიდებში ასევე მოზარდებსა და პატარებში). შემდეგი მანიპულაციებით: ინექცია-ვენაში,კუნთში, კანქვეშ; ინტრავენური ინფუზია(გადსახმა); ვენის კათეტერიზაცია; ჭრილობის და ნაწოლების დამუშავება.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება
პრო

გადასხმა გამოძახებით ბათუმი /თბილისი

შენი ოჯახის ექთანი , სამედიცინო სერვისი NMS 24/7 ბათუმის მაშტაბით უკვე მრავალი წელია მუდმივად მუშაობს იმისთვის, რათა გქონდეთ საშუალება, სახლიდან გაუსვლელად მისაღებ ფასად, მიიღოთ საჭირო საექთნო, სამედიცინო დახმარება. ზედმიწევნით ვასრულებთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებას. ინდივიდუალური მიდგომითა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით. ჩვენი მიზანია, პაციენტმა საჭირო სამედიცინო მომსახურება კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღოს. ჩვენი სერვისები: ინტრავენური ინფუზია (გადახმა) ჭრილობის დამუშავება, გადახვევა ნაწოლების მოვლა ინექცია ვენაში, კუნთში, კანქვეშ შარდის ბუშტის კათეტერიზაცია გაგზავნილი ზონდი ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდის მართვა 24 საათიანი ექთნის პატრონაჟი ნაკერების კავების მოხსნა დახტოკლერებული ნაკერების მოხსნა (ანტი სუტურით) პაციენტის ჰიგიენა, დაბანა, გენარი პალიატიური პაციენტის 24/7 მოვლა ბინაზე მედიკამის გამოძახება ბინაზე სანიტარის გამოძახება ბინაზე პაციენტის შინ მოვლა ბინაზე პაციენტის ერთჯერადი ჰიგიენა (დაბანა, გენარი, მოწესრიგება) საუფტო, საათობრივი ერთჯერადი მომსახურება ბინაზე ნაზოგასტრალური პაციენტის შინ მოვლა ბინაზე ცისტოსტომის შეცვლა ბინაზე ტრახეოსტომიანი პაციენტის მართვა ბინაზე შინ მოვლა ბინაზე, ერთჯერადი ექთნის ვიზიტი

პრო

ექთანი გამოძახებით 24/7

ვთავაზობ პროფესიონალურ სამედიცინო მომსახურებას. მე ვარ 24 წლის გამოცდილი ექთანი. მომსახურება სრულდება სტერილურად, უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით. ვაკეთებ ყველანაირ მანიპულაციას! ასევე,ლაბ/მედიდან(ტატიშვილის კლინიკიდან)ბინაზე ვაკეთებ ლაბორატორიულ ყველანაირ ანალიზს. - ვენის კათეტერიზაცია - გადასხმები (ინფუზიები) - მედიკამენტების გაკეთება (ინტრავენურად / ინტრამუსკულარულად) - შარდის ბუშტის კათეტერის ჩადგმა - ჭრილობების დამუშავება და მოვლა ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტთან. დამიკავშირდით დეტალებისთვის.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

გადასხმა ბინაზე

ვარ მოქმედი უმცროსი ექიმი გადაუდებელ განყოფილებაში. მაქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება. გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას ბინაზე მისვლით. პაციენტთან ვატარებ ყველა საჭირო მანიპულაციას: პერიფერიული კათეტერის ჩადგმა, ინფუზია(ექიმის დანიშნულებით), შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ჭრილობების დამუშავება და სხვა.

გადასხმა გამოძახებით 24/7

გადასხმა გამოძახებით 24/7 თანამედროვე სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ პაციენტს საჭირო პროცედურის მიღება შეუძლია მისთვის სასურველ დროს, მიუხედავად იმისა, დღეა თუ ღამე.
მსგავსი მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი აქვთ და პროცედურის გადადება არ შეუძლიათ. ბინაზე მისული სპეციალისტი უზრუნველყოფს გადასხმის უსაფრთხოდ ჩატარებას და პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნას. გადასხმა გამოძახებით 24/7 ასევე პრაქტიკული გამოსავალია მათთვის, ვისაც კლინიკაში მისვლა დამატებით სირთულეებთან უკავშირდება. სწორედ ამიტომ იზრდება მოთხოვნა ბინაზე სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც აერთიანებს პროფესიონალურ მხარდაჭერას, ხელმისაწვდომობასა და დროის ეფექტურად დაზოგვის შესაძლებლობას.

ექთნის მომსახურება ბინაზე 24/7

ინტრავენური ინფუზია – გადასხმა ბინაზე გამოძახებით, ყველა ასაკზე 24/7 1. საკვებისმიერი ინტოქსიკაცია. 2. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. 3. ვირუსული ინფექციები. 4. დიარეა-ფაღარათი, ღებინება. ამ დროს ორგანიზმის მიერ სითხის კარგვა ხდება. 5. სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციების დროს.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

ექთანი გამოძახებით ბათუმში

ჩვენთვის ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა პროფესიონალური საექთნო მომსახურება : გადასხმები ინექციები და სხვა საექთნო პროცედურები ექიმის დანიშნულებით. დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის

ექთანი გამოძახებით ბათუმში

გადასხმები და სხვა სამედიცინო მანიპულაციები ბინაზე – დიდებისთვის და ბავშვებისთვის გთავაზობთ პროფესიონალურ სამედიცინო მომსახურებას თქვენს კომფორტულ გარემოში, ექიმის დანიშნულების საფუძველზე. ✓ გადასხმები (ინფუზიები) სხვადასხვა მდგომარეობის დროს ✓ მომსახურება როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის ✓ სტერილიზური, უსაფრთხო და პასუხისმგებლობიანი მიდგომა ✓ ინდივიდუალური ყურადღება თითოეულ პაციენტზე თქვენი ჯანმრთელობა და კომფორტი ჩემთვის პრიორიტეტია მოგემსახურებით ბინაზე გამოძახებით, თქვენთვის მოსახერხებელ დროს-24/7 დამირეკეთ დეტალებისთვის

მომხმარებლის შეფასებები

ექთნის გამოძახება ბინაზე 24/7

შეფასების ავტორი: სალომე

საუკეთესო ექთანი! ჩემი რეკომენდაცია. მუშაობს სტერილურად. ერთი ჩხვლეტით შედის ვენაში ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. სანდო და...

ექთანი ბინაზე გამოძახებით

შეფასების ავტორი: ია

ძალიან მომეწონა მომსახურება, რეკომენდაციას გავუწევ ყველას შეგიძლიათ მშვიდათ გააკეთოთ არჩევანი

ექთანი ბინაზე გამოძახებით

შეფასების ავტორი: ნინო

დიდი მადლობა ნიას პროფესიონალიზმისთვის, ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის. ბებიას გადასხმა ძალიან კარგად გაუკეთა, მშვიდა...

ექთანი ბინაზე გამოძახებით

შეფასების ავტორი: თინა

საუკეთესო სტაფი, ძალიან ყურადღებიანი ქალბატონი იყო ვინც ჩემთან იყო, მადლობა დიდი

ექთანი ბინაზე გამოძახებით

შეფასების ავტორი: ᲮᲐᲢᲘᲐ

უთბილესი გოგოა, დიდი რეკომენდაცია ჩემგან! ძალიან სწრაფად მოვიდა ადგილზე და უმტკივნეულოდ გამიკეთა გადასხმა.

ექთანი ბინაზე გამოძახებით

შეფასების ავტორი: ლევანი

ძალიან დიდი მადლობა! საუკეთესო სერვისი, ძალიან კარგი ექიმი , პროფესიონალი, უმტკივნეულოდ და უმარტივესად ჩამიდგა კათეტერი...

რატომ ირჩევს სულ უფრო მეტი ადამიანი გადასხმასა და ექთნის მომსახურებას ბინაზე?

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ექიმმა გადასხმა დაგინიშნათ, მაგრამ თავს სუსტად გრძნობთ, გადაადგილება გიჭირთ ან უბრალოდ არ გსურთ რამდენიმე საათის დახარჯვა კლინიკაში მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად. რამდენიმე წლის წინ ასეთ შემთხვევაში არჩევანი თითქმის არ არსებობდა — საჭირო იყო სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი. დღეს კი ყველაფერი ბევრად მარტივია.
ბინაზე სამედიცინო მომსახურებების განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პაციენტების გამოცდილება. ექთანი გამოძახებით და გადასხმა გამოძახებით უკვე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისებია, რადგან ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს საჭირო პროცედურები საკუთარ სახლში, კომფორტულ გარემოში ჩაიტარონ.
ამ სერვისების პოპულარობა მხოლოდ კომფორტით არ არის განპირობებული. ბევრ პაციენტს გადაადგილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ხანდაზმულ ადამიანებს, პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას ან ხანგრძლივ მკურნალობას. ასეთ დროს კლინიკაში ვიზიტი შესაძლოა დამატებით დისკომფორტთან და დაღლილობასთან იყოს დაკავშირებული.
სწორედ აქ ჩნდება ბინაზე მომსახურების მთავარი უპირატესობა. პაციენტი რჩება მისთვის ნაცნობ გარემოში, ხოლო პროფესიონალი ექთანი გამოძახებით ადგილზე უზრუნველყოფს საჭირო პროცედურის ჩატარებას. ეს ხშირად უფრო მშვიდ და კომფორტულ გამოცდილებას ქმნის, ვიდრე სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი.
განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს გადასხმა გამოძახებით, რადგან გადასხმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამედიცინო პროცედურაა. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ბინაზე, რაც პაციენტს დროსა და ენერგიას უზოგავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მკურნალობის კურსის ფარგლებში გადასხმის ჩატარება რეგულარულად სჭირდებათ.
ბოლო წლებში მსგავსი სერვისები მხოლოდ დედაქალაქით აღარ შემოიფარგლება. მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ გადასხმის გამოძახების სერვისით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ეს აჩვენებს, რომ ბინაზე სამედიცინო მომსახურება ქვეყნის მასშტაბით სულ უფრო მოთხოვნადი და ხელმისაწვდომი ხდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მომსახურების მოქნილობა. ბევრ შემთხვევაში პაციენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მომსახურების ხარისხს, არამედ მის დროულად მიღებასაც. სწორედ ამიტომ იზრდება მოთხოვნა ისეთ სერვისებზე, რომლებიც მომხმარებლებს საჭიროების შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას სთავაზობს.
დღეს ბინაზე სამედიცინო მომსახურება უკვე ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. გადასხმა გამოძახებით, ექთნის მომსახურება, პაციენტის მოვლა და სხვა მსგავსი სერვისები ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ პროფესიონალური დახმარება იქ, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობენ — საკუთარ სახლში. სწორედ ეს კომბინაცია, რომელიც აერთიანებს კომფორტს, დროის დაზოგვასა და ხელმისაწვდომობას, არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ მომსახურებების პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა უპირატესობა აქვს გადასხმა გამოძახებით მომსახურებას?

გადასხმა გამოძახებით პაციენტს საშუალებას აძლევს პროცედურა საკუთარ სახლში ჩაიტაროს. ეს ზოგავს დროს, ამცირებს გადაადგილების საჭიროებას და განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც კლინიკაში მისვლა უჭირს.

ვინ სარგებლობს ყველაზე ხშირად ექთნის გამოძახების მომსახურებით?

მომსახურებით ხშირად სარგებლობენ ხანდაზმული ადამიანები, პოსტოპერაციული პაციენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ყველა, ვისაც რეგულარული სამედიცინო პროცედურები სჭირდება.

მხოლოდ თბილისშია ხელმისაწვდომი გადასხმა გამოძახებით?

არა. დღეს მსგავსი მომსახურებები ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც, რის გამოც პროფესიონალური დახმარების მიღება უფრო მარტივი გახდა.

რა მომსახურებების მიღებაა შესაძლებელი ბინაზე?

ბინაზე შესაძლებელია გადასხმის ჩატარება, ინექციების გაკეთება, პაციენტის მოვლა, საექთნო პროცედურები და სხვა სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც კონკრეტული სპეციალისტის კომპეტენციაში შედის.