განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ავტომობილების შეფასება

ავტომობილების შეფასება არის ავტომობილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის პროცესი, რომელიც მისი ტექნიკური მდგომარეობის, ასაკის, მოდელის, გარბენის, აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების გათვალისწინებით ხორციელდება. ავტომობილების შეფასება შეიძლება საჭირო გახდეს მანქანის გაყიდვის ან შეძენისას, დაზღვევის, ბანკისგან სესხის აღების, ქონების გაყოფის, მემკვიდრეობის ან სხვა ფინანსური და სამართლებრივი მიზნებისთვის. პროფესიონალური შეფასება საშუალებას იძლევა ავტომობილის ფასი განისაზღვროს ბაზრის მდგომარეობისა და კონკრეტული მანქანის მახასიათებლების მიხედვით. ავტომობილის შეფასების სერვისი, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მიწის შეფასება, კომერციული ფართის ან ბიზნესის. 

განცხადებები

უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება

შეფასება 100 ლარიდან - ქონების შეფასება — 12 წლიანი გამოცდილებით! ვაფასებ, როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ქონებას (ბინები, სახლები, მიწის ნაკვეთები, ავტომობილები, ტექნიკა და სხვა) მთელ საქართველოში. საბანკო, სასამართლო, მემკვიდრეობა, გაყიდვა/შეძენა და სხვა მიზნებისთვის. ✅ სერტიფიცირებული შეფასება ✅ კონკურენტული და ბიუჯეტური ფასები (100 ლარიდან) ✅ დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია სტანდარტებთან Messenger / WhatsApp

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

ავტომობილების შეფასების სერვისი

ავტომობილების შეფასების სერვისი მოიცავს კონკრეტული ავტომობილის მახასიათებლებისა და საბაზრო მდგომარეობის ანალიზს. ავტომობილის შეფასება შეიძლება ჩატარდეს, როგორც გაყიდვისა და შეძენის დაგეგმვისას, ისე ბანკის, დაზღვევის ან სხვა ოფიციალური მიზნისთვის. მანქანების შეფასება ითვალისწინებს მოდელს, გამოშვების წელს, გარბენს, ტექნიკურ და ვიზუალურ მდგომარეობას, კომპლექტაციასა და ბაზარზე არსებულ მსგავს ავტომობილებს. მანქანის შეფასება და ავტომანქანის შეფასება განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც საჭიროა ქონების ღირებულების ობიექტურად განსაზღვრა. მსგავსი მიდგომა გამოიყენება სხვა აქტივების შემთხვევაშიც, მაგალითად, მოძრავი ქონების შეფასება სხვადასხვა მატერიალური ქონების საბაზრო ღირებულების დასადგენად. საიტზე servisebi.ge შეგიძლიათ აგეცნოთ საინტერესო შეთავაზებებს. 

მომხმარებლის შეფასებები

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა ფაქტორები მოქმედებს ავტომობილის ღირებულებაზე ?

ავტომობილის შეფასებისას გათვალისწინებულია მარკა და მოდელი, გამოშვების წელი, გარბენი, ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობა, კომპლექტაცია, ძრავი და ბაზარზე არსებული მსგავსი ავტომობილების ფასები.

როდის არის საჭირო ავტომობილის შეფასება ?

ავტომობილის შეფასება შეიძლება დაგჭირდეთ ავტომობილის გაყიდვის ან შეძენისას, ბანკის სესხის, დაზღვევის, მემკვიდრეობის, ქონების გაყოფის ან სხვა ფინანსური და სამართლებრივი მიზნებისთვის.

რატომ არის პროფესიონალური ავტომობილის შეფასება მნიშვნელოვანი ?

ავტომობილის პროფესიონალური შეფასება ამცირებს არასწორი ფასის განსაზღვრის რისკს და გაძლევთ უფრო ობიექტურ წარმოდგენას ავტომობილის რეალურ საბაზრო ღირებულებაზე.