ბიზნესის შეფასების სერვისი მოიცავს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, აქტივების, შემოსავლების, ვალდებულებებისა და სამომავლო შესაძლებლობების კომპლექსურ ანალიზს. შეფასების მეთოდი დამოკიდებულია ბიზნესის საქმიანობის სფეროზე, ზომაზე, შემოსავლის სტრუქტურასა და მომსახურების მიზანზე. ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიის ღირებულებაზე გავლენას ახდენს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ან მოძრავი აქტივებიც. მაგალითად, კომერციული სივრცის ღირებულების დასადგენად შეიძლება საჭირო გახდეს
ფართის შეფასება, ხოლო საკუთრებაში არსებული შენობის შემთხვევაში სახლის შეფასების სერვისი. საბოლოო შედეგი საშუალებას იძლევა ბიზნესის ღირებულება განისაზღვროს უფრო ობიექტურად და გამოყენებულ იქნეს გაყიდვის, ინვესტირების, პარტნიორობის ან სხვა ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.