Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

დაწყებითი კლასების რეპეტიტორი

პრემიუმი
ვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს
pin თბილისი
ვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს

ვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ინდივიდუალურად სამ ძირითად საგანში (ქართული, მათემატიკა, ინგლისური), მოსწავლეს ვეხმარები სკოლის დავალებების შესრულებაში, დარჩენილ დროში კი იმ საგანში, რომელშიც მეტად სჭირდება დახმარება. ვმეცადინეობთ მშვიდ გარემოში, თამაშ-თამაშითა და სასიამოვნო ემოციებით. ხანგრძლივობა: საათ-ნახევარი საჭიროების შემთხვევაში ორი საათი. ფასი: 1 გაკვეთილის ფასია - 35 ლარი, 8 გაკვეთილი - 280 ლარი. ბავშვებს ვამზადებ ძალიან თბილ, მეგობრულ, ფერად გარემოში, სადაც მოსწავლისთვის მეცადინეობა არ იქნება სტრესული და არასასიამოვნო პროცესი.

profile avatar
მოსწავლეების მომზადება
პრო
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება

მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ყველა საგანში ინგლისურის ჩათვლით. ვამზადებ მხოლოდ ბინაზე მისვლით ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. დამთავრებული მაქვს ლიტერატურათმცოდნეობისა და ინგლისური ფილოლოგიის პროგრამები და ამჟამად ვარ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრატურის სტუდენტი. ჩაბარებული მაქვს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გამოცდა და უკვე ხუთი წელია, ვმუშაობ მოსწავლეებთან. ამ პერიოდის განმავლობაში მონაწილეობა მიმიღია რამდენიმე კვლევით პროექტში და მიმუშავია სხვადასხვა გამოცდილების მქონე ბავშვებთან, მათ შორის, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. ჩემთვის განათლება მხოლოდ კონკრეტული საგნის სწავლებას არ მოიაზრებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით ასაკში ისეთი საფუძვლის შექმნა, რომელიც ბავშვს შემდგომში დამოუკიდებლად სწავლისა და აზროვნების შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამიტომ, საგნობრივ ცოდნასთან ერთად, ყურადღებას გავამახვილებ მოსწავლის კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვაზე, კითხვების დასმასა და საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბებაზე. სასწავლო პროცესში მოსწავლეს მივუდგები ინდივიდუალურად — მისი ასაკის, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ასაკის შესაბამის საკითხებზე მსჯელობა, სხვადასხვა პერსპექტივის განხილვა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად გამოხატვა სწავლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

მოვამზადებ I-IV კლასის მოსწავლეებს
მოვამზადებ I-IV კლასის მოსწავლეებს

სექტემბრიდან ვიწყებ I–IV კლასის მოსწავლეების მიღებას ინდივიდუალურ მეცადინეობებზე ყველა საგანში. ვარ განათლების მეცნიერებების მაგისტრი და სერტიფიცირებული მოქმედი მასწავლებელი. მაქვს ბავშვებთან მუშაობისა და სასკოლო პრაქტიკის გამოცდილება. კარგად გამომდის ბავშვებთან კომუნიკაცია და თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ვუდგები. რას გთავაზობთ: - სასწავლო მასალის მარტივად, გასაგებად და საინტერესო ფორმით ახსნას; - საშინაო დავალებების შესრულებასა და გააზრებას; - ნასწავლი მასალის განმტკიცებასა და ცოდნის გაღრმავებას; - ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად; - დამოუკიდებლად მუშაობისა და სწავლის უნარების განვითარებას; - მშვიდ, მეგობრულ და კომფორტულ სასწავლო გარემოს. - მეცადინეობა ტარდება ბინაზე მისვლით. - კვირაში 4–5 დღე -ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობა — 1,5 საათი (საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის შესაძლებლობებისა და სასწავლო დატვირთვის გათვალისწინებით, შესაძლებელია დროის გაზრდაც). ჩემი მიზანია, ბავშვმა არა მხოლოდ შეასრულოს სასწავლო დავალებები, არამედ სიღრმისეულად გაიაზროს მასალა და განიმტკიცოს ცოდნა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეების რეპეტიტორი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების რეპეტიტორი

მოვამზადებ დაწყებითი კლასის (I-VI) მოსწავლეებს, ყველა ძირითად სასკოლო საგანში ბინაზე მისვლით. მეცადინეობა არ მოიცავს რუსულს ან სხვა არჩევით უცხო ენებს. გთავაზობთ: საშინაო დავალებების ხარისხიანად შესრულებასა და გააზრებას, გავლილი მასალის განმტკიცებასა და ტესტებისთვის მომზადებას. რაც შეეხება გამოცდილებას: დავამთვარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება. ამ ეტაპზე გავდივარ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამას. დაინტერესების შემთხვევაში ფასზე და გრაფიკზე შეთანხმებისთვის გთხოვთ დამირეკოთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე. მდებარეობა: სასურველია ვაკე - საბურთალოს ტერიტორია ან მეტრო სადგურებთან ახლოს.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები