Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ევაკუატორის მომსახურება

ევაკუატორის მომსახურების მიღებამდე უნდა გაითვალისწინოთ, რომ მთავარი ყურადღება უნდა გამახვილდეს გადასაზიდი ტექნიკის, ავტომობილის, ტვირთის ტიპზე. საკმარისია გამოცდილ სპეციალისტს სატელეფონო ზარის მეშვეობით შეატყობინოთ დეტალური მახასიათებლები და ის საჭირო გადამზიდს მარტივად შეგირჩევთ. სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე შესაძლოა გამოიყენოთ სტაციონალური პლატფორმით აღჭურვილი გადამზიდი, რომელიც ჩაკეტილი ბორბლების შემთხვევაში რეკომენდებულია, ან დასაკეცი პლატფორმის მქონე ტექნიკა, რომელიც მანქანების დაბალი დისტანციით ჩასატვირთად გამოიყენება. Servisebi.ge ევაკუატორის მომსახურების მიღებას გაგიმარტივებთ და გადაზიდვებს მოქნილ და კომფორტულ პროცესად აქცევს.

ევაკუატორი 24 საათის განმავლობაში

ევაკუატორი 24 საათის განმავლობაში გზებზე არაერთი დაბრკოლების დროს არის აუცილებელი, რისი გათვლაც წინასწარ შეუძლებელია. მიუხედავად სამუშაოს სირთულისა, სწორი ევაკუატორის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევას მარტივად მოაგვარებს და დაზიანებული, თუ გაუმართავი ტექნიკის, დანიშნულების ადგილას, უსაფრთხოდ მიტანაში დაგეხმარებათ. დასაკეცი პლატფორმით აღჭურვილი გადამზიდის მომსახურება ბაზარზე ყველაზე ძვირია, რადგან ის ყველაზე რთული ამოცანების გადასაჭრელად გამოიყენება, თუმცა ჩვენს ვებგვერდზე იპოვით სპეციალისტებს, რომლებიც ავტოსადგომზე დაბლოკილი, ან დაზიანებული ავტომობილების ჩატვირთვას ყველაზე ხელსაყრელი პირობებით გთავაზობენ. გადახდის მრავალმხრივი სისტემა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამოძახების შესაძლებლობა, წარმოდგენილი სპეციალისტების კონკურენტუნარიანობას განაპირობებს.

ხშირად დასმული კითხვები

24 საათის განმავლობაში მომსახურების მიღება ძვირია?

გადამზიდის მომსახურებაზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. ყველა სპეციალისტი მომსახურების პირობებს ინდივიდუალურად, სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე ადგენს.

ევაკუატორის მომსახურება რა ჯდება?

სამუშაოს სპეციფიკის და მოცულობის განხილვამდე ფასების დადგენა შეუძლებელია. უმჯობესია ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილ სპეციალისტებთან სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ და მომსახურების საფასური ამის შემდეგ დაადგინოთ.

ევაკუატორის მომსახურების მიღება კახეთში შემიძლია?

ევაკუატორი სასურველ ადგილას მოგემსახურებათ. არ არის შეზღუდვა საქართველოს არცერთ კუთხეზე და მომსახურების პირობები ინდივიდუალურად დაანგარიშდება, ამიტომ მაგისტრალებზე მოძრაობისას შეგიძლიათ მშვიდად იყოთ ნებისმიერი პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში.