კატეგორიები

განცხადებები

ინგლისურის მასწავლებელი
eyeნანახი
ინგლისურის მასწავლებელი
5.0
| 1 შეფასება

მოვამზადებ ინგლისურ ენაში I-VIII კლასის მოსწავლეებს. მაქვს 4 წლიანი გამოცდილება და კომპეტენციის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი. სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მასალები, სასწავლო წიგნები, თამაშები და სხვადასხვა საინტერესო აქტივობები, რათა აქტიურად მოხდეს მოსწავლის ჩართულობა. სწავლება მოიცავს ოთხ მთავარ კომპონენტს : Listening, Speaking, Reading, Writing. გაკვეთილი ჩატარდება კვირაში ორჯერ. (თვეში რვა გაკვეთილი) მეცადინეობა ჯგუფში : გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთი, ღირებულება - 100 ლარი. (ჯგუფი შედგება მაქსიმუმ 3 ბავშვისგან.) მეცადინეობა ინდივიდუალურად : გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი. ფასი 150 ლარი. პ.ს. არ დავდივარ ბინაზე. შესაძლებელია ონლაინ გაკვეთილის ჩატარებაც.

ინგლისურში მომზადება ონლაინ_ ვისაუბრებთ მხოლოდ ინგლისურად
eyeნანახი
ინგლისურში მომზადება ონლაინ_ ვისაუბრებთ მხოლოდ ინგლისურად

შევასწავლი ინგლისურს თანამედროვე მეთოდებით ნებისმიერ ასაკის ადამიანს. განათლებით ვარ ფსიქოლოგიის მაგისტრი და დამიჯერეთ ამ მეთოდით სწავლება ბევრად უფრო ეფექტურია ენის კარგად შესასწავლად ვიდრე ძველმოდური მეთოდებით და არტიკლების სწავლებით. დაგეხმარებით გაიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში ინგლისური ენის კარგად ცოდნა. იმისთვის, რომ მაღალანაზღაურებადი კარგი სამსახური ნახოთ პირველ ადგილზე ინგლისური ენა დგას, ეს არის დღეს საერთაშორისო ენა და შორს ნამდვილად ვერ წახვალთ თუ არ იცით ეს ენა, ყველაფერში შეგიშლით ხელს... გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ, კვირაში 2-ჯერ 1,5-დან 2 საათამდე ხანგრძლივობით. გაკვეთილებისა და დავალებების აღწერა: 1. გაკვეთილზე ვსაუბრობთ მხოლოდ ინგლისურად (თავიდან გაგიჭირდებათ); 2. გაკვეთილზე ყურადღება მიექცევა გამოთქმას და სწორ საუბარს ისე, რომ საბოლოოდ არ შეიმჩნეოდეს ქართული აქცენტი; 3. დავალებად ხშირად იქნება ინგლისურ ენაზე საბთაითლებით ფილმების და ვიდეო რგოლების ყურება, ახალი სიტყვების ამოწერა და გაკვეთილზე გარჩევა; 4. დავალებად ასევე იქნება სხვადასხვა სტატიების, ისტორიების, მონაცემების წაკითხვა-გარჩევა-მოყოლა; 5. დავალებად ასევე იქნება ინგლისურ ენაზე აუდიო წიგნების მოსმენა-გააზრება-გაანალიზება; 6. დავალებად ასევე იქნება მოსწავლეს რა სფეროც აინტერესებს იმ სფეროზე მოიძიოს ინფორმაციები ინგლისურ ენაზე და გაარჩიოს; 7. დავალებად იქნება ვორდის დოკუმენტში სხვადასხვა თემების წერა; 8. გაკვეთილზე იქნება ახალი სიტყვების გამოკითხვა, დავალებული ტექსტების მოყოლა, საუბრები საინტერესო თემებზე ინგლისურ ენაზე, დავალების გარჩევა, დაწერილი თემების გარჩევა.

ვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში
eyeნანახი
ვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში

ვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჩავაბარე ამავე უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე თარგმანის მიმართულებით და ამჟამად ვარ მაგისტრატურის სტუდენტი, ასევე ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდა და დადასტურებული მაქვს კომპეტენცია, სტუდენტობის პერიოდიდან ვამზადებ მოსწავლეებს, მაქვს მათთან მუშაობის 5წლიანი გამოცდილება, ვამზადებ ბინაზე მისვლით კვირაში ჩატარდება 2გაკვეთილი, 8 გაკვეთილის ღირებულებაა 150 ლარი. დარეკეთ ან მომწერეთ მეილზე ani15niniashvili@gmail.com

ვამზადებ მოსწავლეებს
eyeნანახი
ვამზადებ მოსწავლეებს

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ინგლისურ ენაში. სკოლის სახელმძღვანელოსთან ერთად გავდივარ დამატებითი წიგნებით, როგორებიცაა, ღვაბერიძე, გოშხეთელიანი, ნურკი, გავიმეოროთ მათემატიკა, თოფურია, გოლიცინსკი და სხვა მოსწავლის სურვილისამებრ. ყველა მოსწავლე მყავს ინდივიდუალურად, როგორც სახლში მისვლით ასევე ონლაინ. მეცადინეობის ხანგრძლივობა და თანხა დამოკიდებულია დღეებისა და საგნის რაოდენობაზე. მოსწავლეებს ვტვირთავ მათი შეძლებისდაგვარად, ყოველი თავის ბოლოს მაქვს შემაჯამებელი წერა, რათა მოსწავლემ უკეთ გაიღრმავოს ცოდნა მოცემულ საკითხის მიმართ. მოსწავლესთან ვარ მეგობრული, რაც მათ ეხმარებათ მაქსიმალურად გაიხსნან ჩემთან. ამ საქმეში მაქვს ორ წლიანი გამოცდილება და ამჟამადაც მყავს მოსწავლეები. სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე და ახლა ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე.