Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

იღლიის ყავარჯნები


იღლიის ყავარჯნები კლასიკური დიზაინის ყავარჯნებია. მათი გამოყენება ძალიან მარტივია და ისინი იღლიის ქვეშ, დამხმარე რბილი ფენითაა მოთავსებული, რაც სიარულის დროს ზეწოლას ახდენს მხრებზე და არა ხელებზე, როგორც ეს წინამხრის ყავარჯნებია. იღლიის ყავარჯნები მაღალი წერტილიდან ირხევა და სუსტი ან ნაკლებად მოძრავი ზედა ტანის მქონე ადამიანებისთვის საუკეთესო არჩევანია. იღლიის ყავარჯნები არის კლასიკური და ყველაზე გავრცელებული გადაადგილების დამხმარე საშუალება, რომელიც გამოიყენება ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ. იღლიის ყავარჯნები განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება მარტივი, სტაბილური და პრაქტიკული გადაადგილების საშუალება. 

იღლიის ყავარჯნების ქირაობა

იღლიის ყავარჯნების ქირაობა არის მოსახერხებელი სერვისი დროებითი დაზიანების ან რეაბილიტაციის პერიოდში. ხშირად იღლიის ყავარჯნები ნაკლებად ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის, სწორედ ამიტომ მეორადი ყავარჯნები წარმოადგენს ბიუჯეტურ არჩევანს. თუმცა, სანამ მეორეად ყავარჯნებს შეიძენთ, საჭიროა მათი მდგომარეობის შემოწმება. სამედიცინო პროდუქცია ყავარჯნები და სხვა საშუალებები არის მნიშვნელოვანი მობილობის დამხმარე საშუალება პაციენტებისთვის. სამედიცინო საწოლი, ყავარჯნები და სხვა საშუალებები განსაკუთრებით ამარტივებს ავადმყოფის მოვლის პროცესს. იღლიის ყავარჯნების ქირაობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველი დროით, მთელი საქართველოს მასშტაბით servisebi.ge - ს დახმარებით. 

იღლიის ყავარჯნები - როგორ ხდება მათი გამოყენება, შერჩევა და უსაფრთხო გადაადგილება

იღლიის ყავარჯნები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პრაქტიკული სამედიცინო დამხმარე საშუალებაა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანს უჭირს ან საერთოდ არ შეუძლია დაზიანებულ ფეხზე დაყრდნობა. იღლიის ყავარჯნები განსაკუთრებით ხშირად ინიშნება ოპერაციის შემდგომ პერიოდში, მოტეხილობების, დაჭიმულობების და სხვა სახის ტრავმების დროს. მათი ძირითადი დანიშნულებაა სხეულის წონის ნაწილობრივი გადანაწილება და პაციენტის უსაფრთხო, სტაბილური გადაადგილების უზრუნველყოფა. იღლიის ყავარჯნების კონსტრუქცია საკმაოდ მარტივია და ორი ძირითადი ელემენტისგან შედგება: ზედა საყრდენი ნაწილი, რომელიც იღლიის ქვეშ თავსდება, და ხელის სახელური, რომელიც სხეულის წონის ძირითად დატვირთვას იღებს. მნიშვნელოვანია მათი სწორად გამოყენება, რადგან წონის გადატანა პირდაპირ იღლიის ზედა ნაწილზე არ არის რეკომენდებული. რადგან, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, ტკივილი ან სახსრების ნერვებზე ზეწოლა. იღლიის ყავარჯნების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს დაცემის რისკს და უზრუნველყოფს უსაფრთხო მოძრაობას.
იღლიის ყავარჯნების თანამედროვე მოდელები, როგორც წესი, დამზადებულია მსუბუქი ალუმინისგან და აღჭურვილია რბილი, კომფორტული ბალიშებით, რაც გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდის. იღლიის ყავარჯნების გამოყენება შესაძლებელია, როგორც შიდა სივრცეში, ისე გარეთ, თუმცა ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. იღლიის ყავარჯნების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სიმაღლის სწორად მორგებას, სტაბილურ რეზინის დაბოლოებებს და კომფორტულ სახელურებს.
დროებითი საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად ფიზიკური რეაბილიტაციის პერიოდში, იღლიის ყავარჯნების ქირაობა ხშირად უფრო ეკონომიური და პრაქტიკული გადაწყვეტილებაა. ასევე, შესაძლებელია მეორადი ვარიანტის შეძენა, თუმცა, აუცილებელია მისი ტექნიკური მდგომარეობის წინასწარი შემოწმება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და კომფორტული გამოყენება.
ყავარჯნებით ფეხზე დგომისთვის გაითვალისწინეთ ეს რჩევები: დადექით სწორად, დ ყავარჯნები სხეულის ოდნავ წინ, ორივე მხარეს მცირე დაშორებით მოათავსეთ. არ დაეყრდნოთ მთელი წონით იღლიის საყრდენებს. წონის საყრდენად გამოიყენეთ სახელურები. იღლიებზე წონის დაყრდნობამ შეიძლება შეამციროს თქვენი სტაბილურობა. ასევე, შეიძლება დააზიანოს მხრები, ნერვები და სისხლძარღვები იღლიების ქვეშ. მხრებით წონის დაჭერა ასევე გამოიწვევს უფრო სწრაფად დაღლას ყავარჯნების გამოყენების დროს.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როდის გამოიყენება იღლიის ყავარჯნები ?

იღლიის ყავარჯნები გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანს უჭირს ან საერთოდ არ შეუძლია დაზიანებულ ფეხზე დაყრდნობა. მათი გამოყენება განსაკუთრებით კომფორტულია ოპერაციის შემდგომ პერიოდში, მოტეხილობებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს.

როგორ უნდა გამოიყენოთ ყავარჯნები სწორად ?

მნიშვნელოვანია, რომ სხეულის წონის დატვირთვა არ გადავიდეს იღლიის ზედა ნაწილზე. ძირითადი დატვირთვა ხელის სახელურზე უნდა მოდიოდეს, რაც ამცირებს ტკივილისა და ნერვებზე ზეწოლის რისკს.

რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ყავარჯნები ?

ყავარჯნების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს სიმაღლის სწორ მორგებას, მყარ რეზინის დაბოლოებებს, მსუბუქ კონსტრუქციას და კომფორტულ სახელურებს.