Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სამედიცინო საწოლი

სამედიცინო საწოლი არის სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის კომფორტს, უსაფრთხოებასა და მოვლის გამარტივებას. ის გამოიყენება როგორც საავადმყოფოებში, ისე სახლის პირობებში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი ან განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. თანამედროვე სამედიცინო საწოლები გამოირჩევა რეგულირებადი მექანიზმებით, რაც აუმჯობესებს როგორც პაციენტის, ისე მომვლელის ყოველდღიურობას. თანამედროვე სამედიცინო საწოლები არსებობს სხვადასხვა ტიპის. ყველაზე გავრცელებულია მექანიკური, ელექტრო და მრავალფუნქციური მოდელები. თუ ჯერ კიდევ ვერ შეარჩიეთ, სამედიცინო საწოლი ან ჟანგბადის ბალონი servisebi.ge ამისთვის საუკეთესო პლატფორმაა. 

სამედიცინო საწოლის ქირაობა

სამედიცინო საწოლის ქირაობა არის მოსახერხებელი სერვისი დროებითი მოვლისა და რეაბილიტაციის პერიოდში. ელექტრო სამედიცინო საწოლი საშუალებას იძლევა მარტივად დარეგულირდეს საწოლის პოზიცია პულტის დახმარებით. ქირავდება სამედიცინო საწოლი სხვადასხვა მოდელის და პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. მეორადი სამედიცინო საწოლი არის უფრო ბიუჯეტური არჩევანი, თუმცა საჭიროებს ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას. მრავალფუნქციური სამედიცინო საწოლი აერთიანებს სხვადასხვა რეგულირებად ფუნქციას. სამედიცინო საწოლის გაქირავება საშუალებას გაძლევთ იქირაოთ საწოლი თქვენთვის სასურველი დროით. მწოლიარის საწოლი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, ვისაც ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი და მუდმივი მოვლა სჭირდება. სამედიცინო საწოლი, ჟანგბადის კონცენტრანტი და ინვალიდის ეტლი, ხშირად პაციენტების მოვლას კიდევ უფრო ამარტივებს. 

სამედიცინო საწოლი - გამოყენება, უპირატესობები და არჩევის კრიტერიუმები

სამედიცინო საწოლი არის სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, რეაბილიტაცია ან განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ჩვეულებრივი საწოლისგან განსხვავებით, სამედიცინო საწოლი აღჭურვილია რეგულირებადი მექანიზმებითა და უსაფრთხოების ფუნქციებით.
არსებობს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო საზოლი, მათგან ყველაზე გავრცელებულია: მექანიკური, ელექტრო და მრავალფუნქციური მოდელები. მექანიკური საწოლის რეგულირება ხდება სპეციალური სახელურების საშუალებით, ხოლო ელექტრო სამედიცინო საწოლი აღჭურვილია ძრავით და პულტით, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ზურგის, ფეხების ნაწილისა და საწოლის სიმაღლის მარტივად შეცვლა. მრავალფუნქციური მოდელები დამატებით შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა თერაპიულ პოზიციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის.
სამედიცინო საწოლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი რეგულირების შესაძლებლობაა. პაციენტს შეუძლია იყოს ნახევრად მჯდომარე, სრულად წამოწეული ან ფეხების აწეულ მდგომარეობაში, რაც აუმჯობესებს სუნთქვას, ამცირებს სხეულზე დატვირთვას, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ზრდის კომფორტს. სწორი პოზიციის შერჩევა ასევე ამარტივებს კვებას, დასვენებასა და ყოველდღიური სამედიცინო პროცედურების ჩატარებას.
თანამედროვე მოდელების უმეტესობა აღჭურვილია გვერდითი დამცავი მოაჯირებით, რომლებიც პაციენტს გადავარდნისა და დაცემისგან იცავს, ხოლო მოძრავი ბორბლები და სამუხრუჭე სისტემა საწოლის უსაფრთხოდ გადაადგილებისა და ფიქსაციის შესაძლებლობას იძლევა. ზოგიერთი მრავალფუნქციური საწოლი დამატებით თავსებადია სპეციალურ ლეიბებთან, რომლებიც ამცირებს პაციენტებში ნაწოლების განვითარების რისკს და უზრუნველყოფს სხეულის წნევის თანაბარ გადანაწილებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დიდ დროს ატარებენ საწოლში.
სამედიცინო საწოლი მნიშვნელოვნად ამარტივებს არა მხოლოდ პაციენტის, არამედ მომვლელის ყოველდღიურობასაც. რეგულირებადი სიმაღლე საშუალებას იძლევა მოვლის პროცედურები ჩატარდეს უფრო კომფორტულად, ნაკლები ფიზიკური დატვირთვით. საწოლზე პაციენტის გადაბრუნება, ჰიგიენური პროცედურების ჩატარება, კვება ან მედიკამენტების მიღება ბევრად მარტივი ხდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მოვლის დროს. თუ პაციენტი იყენებს იღლიის ყავარჯნებს, ინვალიდის ეტლს ან ჟანგბადის აპარატს  განსაკუთრებით კომფორტულია სამედიცინო საწოლის გამოყენება, რომ კომფორტულად დაისვენოს. 
სამედიცინო საწოლის გამოყენება რეკომენდებულია ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში, ტრავმების, ნევროლოგიური დაავადებების, ხერხემლის დაზიანებების, ხანდაზმულთა მოვლისა და იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. სწორად შერჩეული საწოლი ხელს უწყობს უფრო კომფორტულ აღდგენას, ამცირებს გართულებების განვითარების რისკს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როდის არის რეკომენდებული სამედიცინო საწოლის გამოყენება ?

სამედიცინო საწოლის გამოყენება, რეკომენდებულია ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის, ტრავმების, ნევროლოგიური დაავადებებისა და იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

რა უპირატესობა აქვს ელექტრო სამედიცინო საწოლს ?

ელექტრო სამედიცინო საწოლი პულტის საშუალებით რეგულირდება, რაც საშუალებას იძლევა მარტივად შეიცვალოს საწოლის სიმაღლე, ზურგისა და ფეხების პოზიცია.

სამედიცინო საწოლის ქირაობა სჯობს თუ შეძენა ?

თუ საწოლი მხოლოდ რამდენიმე კვირით ან თვით არის საჭირო, ქირაობა უფრო ეკონომიური გამოსავალია. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში კი შეძენა ხშირად უფრო მომგებიანია.