განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მართვის მოწმობა

თუ გსურთ მართვის მოწმობა აიღოთ, სწორად მოხვედით! ჩვენს ვებგვერდზე პროფესიონალი ინსტრუქტორებისა და ავტოსკოლების მრავალფეროვან შეთავაზებებს ნახავთ, თქვენზე მორგებული პირობებით.
მართვის მოწმობის ასაღებად საჭიროა თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარება. სწორედ ამიტომ, პროფესიონალების დახმარება გადამწყვეტია მართვის მოწმობის ასაღებად და უსაფრთხო მართვის უნარების ჩამოსაყალიბებლად.  მძღოლების სწორი მომზადება მნიშვნელოვნად ამცირებს საგზაო შემთხვევების რისკს და უზრუნველყოფს უსაფრთხო მოძრაობას. მართვის მოწმობა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით გაიცემა, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის სატრანსპორტო საშუალების მართვას აპირებთ. გაეცანით მომსახურების პირობებს ჩვენთან, შეარჩიეთ საუკეთესო სპეცილისტები საუკეთესოთაგან და შეისწავლეთ ავტომობილის მართვა ეფექტურად.

განცხადებები

პრო

ავტოსკოლა "ზაალი"

ავტოსკოლა "ზაალი" გთავაზობთ B კატეგორიის თეორიის და პრაქტიკის შესწავლას. ✅ თ ე ო რ ი ა ჯგუფში ღირს 85 ლარი ( მაქსიმუმ 6 მოსწავლე), ინდივიდუალურად - 150 ლარი (ხანგრძლივობა 1 საათი)(გლდანი, ხიზანიშვილის ქ. 30) ✅ პ რ ა ქ ტ ი კ ა მოედანზე 40 ლარი, ხოლო ქალაქში 50 ლარი (ხანგრძლივობა 45 წუთი) (მოედანი ავჭალაშია, ლიბანის I ჩიხი, ცხვრების ბაზართან) ჩვენს სკოლაში - ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად ზის კომპიუტერთან. თეორია შეისწავლება საფუძვლიანად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს: ✔️ ახალი მასალის ახსნა და მისი ბილეთების დეტალური განმარტება; ✔️ წინა გაკვეთილის ტესტირება და პარალელურად; ✔️ გავლილი მასალის შემაჯამებელი ტესტირება; ✅ აქედან გამომდინარე სწავლების ხანგრძლივობაა 2-3 კვირა. ჩვენთან 1 კვირაში სწავლება და ბილეთების დაზეპირება ა რ ხდება. პრაქტიკული მეცადიენობა მიმდინარეობს როგორც მექანიკაზე (შკოდა ფაბია), ასევე ავტომატიკაზე (ფოლკსვაგენ ჯეტა).

ავტოსკოლა "საბა"

გთავაზობთ მანქანის მართვის შესწავლას ქალაქში პროფესიონალური მძღოლის დონეზე. ტარებასთან ერთად, შეგასწავლით საგზაო ნიშნებს,პარკირებას კამერით. შესაძლებელია სახლში მოსვლაც. ისწავლეთ ერთხელ და ხარისხიანად, რომ პრობლემა არ შეგექმნათ პირად ცხოვრებაში. რაც შეეხება ფასებს ქალაქში ტარება 50 ლარი - 60 წუთი

მართვის მოწმობის აღების თეორიული და პრაქტიკული კურსი

ვტოსკოლა UNIKO მოგამზადებთ A, B, C, D, E კატეგორიის მძღოლებს მართვის მოწმობის ასაღებად განახლებული მეთოდით, გამოცდის ჩაბარების გარანტიით! კურსის წარმატებას ხელს უწყობს: • მაღალკვალიფიციური პედაგოგები; • მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა; • აქცენტი ხარისხიან განათლებაზე; • ინტერაქტიული გაკვეთილები; • მოქნილი სასწავლო გრაფიკი; • ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა. პროფესიონალი პედაგოგები კომფორტულ გარემოში იზრუნებენ თქვენს მაღალ კვალიფიკაციაზე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. სწავლება შესაძლებელია ჯგუფურად და ინდივიდუალურად. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია. პრაქტიკის გავლა შეგიძლიათ “ოპელისა“ და „შკოდას“ ავტომანქანებზე. სურვილის შემთხვევაში მარჯვენასაჭიან ავტომატიკაზე

ავტოსკოლა X Drive მართვის მოწმობის პრაქტიკული კურსი

ავტოსკოლა "X DRIVE" გთავაზობთ მართვის მოწმობის პრაქტიკულ გაკვეთილებს ავტომატიკაზე ⏳ პრაქტიკული გაკვეთილის ხანგძლივობაა 45 წუთი, ქალაქში 50 ლარი დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული კურსი

ავტოსკოლა გთავაზობთ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ქართულ და რუსულ ენაზე. პრაქტიკულ მეცადინეობაზე 2 სტანდარტი გვაქვს: საგამოცდო მომზადება დახურულ მოედანზე და ე.წ. ქუჩის გაკვეთილები ინტენსიური მოძრაობის შესწავლა. მეცადინეობა მიმდინარეობს როგორც მექანიკაზე ისე ავტომატიკაზე. დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ავტოსკოლა, მოდი ისწავლე აიღე მართვის მოწმობა

მოდი და აიღე მართვის მოწმობა, ჩვენთან მოგემსახურებიან კვალიფიციური მასწავლებლები ვამზადებთ ყველა კატეგორიაზე ქართულ და რუსულ ენებზე,თეორია ასევე პრაქტიკა მოედანზეც და ქალაქზეც დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

ავტოსკოლა Happy Drive - მართვის მოწმობის კურსი

ავტოსკოლა Happy Drive გთავაზობთ! ✅ თეორიის სრული 10 დღიანი კურსი 100% ჩაბარების გარანტიით- 100 ლარი ჯგუფში და ინდივიდუალურად 250 ✅ გამოცდაზე რეგისტრაცია(ჩვენ დაგარეგისტრირებთ ადგილზე რომელ ქალაქშიც თქვენ გინდათ) პარქტიკული ნაწილი შკოდა რაპიდი 40 ლარი 45 წუთი - ადგილზე კეთდება ფორმა 100 ღირებულება 40 მის: წერეთლის გამზირი 57(პანთეონის მოპირდაპირეთ)

ავტოსკოლა

ავტოსკოლა გთავაზობთ სრულ მომსახურეობას მართვის მოწმობის ჩასაბარებლად, დაგეხმარებით როგორც დახურულ მოედანზე ასევე რეალურ სივრცეში "ქალაქში,, მოსამზადებლად, ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიონალი და ძალიან კეთილ განწყობილი სინტრუქტორთა გუნდი, ჩვენი 12 წლიანი გამოცდილება თქვენი წარმატების საწინდარია!

მართვის მოწმობის გამოცდა

მართვის მოწმობის გამოცდა შედგება ორი ეტაპისგან: თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან. თეორიული გამოცდა გულისხმობს საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების ცოდნის ტესტირებას ბილეთების სახით, ხოლო პრაქტიკული გამოცდა მძღოლს რეალურ პირობებში ამოწმებს. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს, როგორც მოედანზე ტარებას, ასევე ქალაქში, რეალურ გარემოში გამოცდას.
მართვის მოწმობის გამოცდა მნიშვნელოვანია, რადგან მისი საშუალებით მძღოლი ადასტურებს, რომ შეუძლია ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა. შესაბამისად, მართვის მოწმობის გამოცდის წარმატებით ჩაბარება აუცილებელი პირობაა მის მისაღებად. მართვის მოწმობის გამოცდისთვის მოსამზადებლად სასურველია პროფესიონალის დახმარება. ავტოსკოლები servisebi.ge-ზე გვთავაზობენ საუკეთესო სერვისს, მოქნილ პირობებს და ხელმისაწვდომ ფასებს.

ავტო სკოლა "სთარ დრაივი" - გთავაზობთ აქციებს და ფასდაკლებებს

ავტო სკოლა "სთარ დრაივი" გთავაზობთ ინვიდუალურ და ჯგუფურ მეცადინეობას თეორიის სრული კურსის შესასწავლად ქართულ და რუსულ ენებზე კურსის ხანგრძლივობა - 8-10 დღე (ვასწწავლთ ყველა კატეგორიას) შესწავლა გამარტივებულად თქვენზე მორგებული მეთოდებით.

​მართვის მოწმობის ტესტები: რა უნდა იცოდეთ?

მართვის მოწმობის მიღება მრავალ საფეხურს მოიცავს, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ მძღოლმა წარმატებით შეასრულოს საგზაო წესების ყველა მოთხოვნა და მიიღოს მართვის მოწმობა. ეს პროცესი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს, რომელთა შორისაა თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება. მართვის მოწმობის ტესტები გაძლევთ შანსს, შეამოწმოთ, როგორც თქვენი თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები, რაც ავტომობილის უსაფრთხო და სწორი მართვისთვისაა აუცილებელი.
მართვის მოწმობის სწა ვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მომავალი მძღოლისთვის. სწორი სწავლება არა მხოლოდ ტესტებზე წარმატების მისაღწევად, არამედ გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილებისთვისაც არის აუცილებელი. მართვის მოწმობის სწავლა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებს, სადაც ახალ მძღოლებს ასწავლიან საგზაო ნიშნებს, მოძრაობის წესებსა და ავტომობილის სწორად მართვას.
მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ტესტები რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, რომლებიც მიზნად ისახავს თქვენი ცოდნის შემოწმებას საგზაო მოძრაობის წესების, უსაფრთხოების პრინციპებისა და საგზაო ნიშნების შესახებ. ტესტი მოიცავს 30 კითხვას  საგზაო ნიშნების, მოძრაობის წესების, უსაფრთხოების წესების და გზის პრიორიტეტების შესახებ.
გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი გაქვთ.  ყოველ კითხვას აქვს პაუსხების 3-4 ვარიანტი, სადაც უნდა აირჩიოთ სწორი პასუხები. გამოცდის ჩასაბარებლად აუცილებელია გადალახოთ მინიმალური ზღვარი. თეორიული ნაწილის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი  შეგეძლებათ დაგეგმოთ პრაქტიკული გამოცდა.

 მართვის მოწმობის ტესტებზე დასარეგისტრირებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა. martvis mowmoba registracia მნიშვნელოვანია, რადგან მის გარეშე არ შეგიძლიათ გამოცდაზე შესვლა. ამისთვის უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც ადასტურებს თქვენს უნარს ავტომობილის უსაფრთხოდ მართვასთან დაკავშირებით.

 თეორიული გამოცდა პირველი ნაბიჯია მართვის მოწმობის ასაღებად, ამიტომ teoria registracia აუცილებელია სწავლის დასრულების შემდეგ. თეორიულ ტესტში მოცემულია საგზაო ნიშნების და მოძრაობის წესების ცოდნის ტესტირება, რომელთა წარმატებით ჩაბარება გადამწყვეტია პრაქტიკულ გამოცდაზე გადასასვლელად. გამოცდისთვის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ ტესტები და სპეციალური პროგრამები, რომლებიც დაგეხმარებათ თეორიული მასალის სრულყოფილ ცოდნაში.

 თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გადადიხართ პრაქტიკულ ეტაპზე, რომლისთვისაც ასევე საჭიროა prava registracia. პრაქტიკული გამოცდა ტარდება ქალაქში ან ქალაქგარეთ რეალურ პირობებში, სადაც მძღოლი პრაქტიკულად ამოწმებს საკუთარ ცოდნას და უნარებს. აქ მნიშვნელოვანია ინსტრუქტორის დახმარება, რომელიც დაგეხმარებათ უსაფრთხოდ მართვაში და შეცდომების თავიდან აცილებაში. მომსახურების მიღება შეგიძლიათ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. 
მართვის მოწმობის ტესტების წარმატებით ჩაბარება არამარტო დოკუმენტის მიღების საშუალებაა, არამედ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ და სხვათა უსაფრთხოებაზე. მართვის მოწმობის სწავლისა და გამოცდის თითოეული ეტაპი მნიშვნელოვანია, ამიტომ სასურველია ეს პროცესი ავტოსკოლასთან ერთად, პროფესიონალების დახმარებით შესრულდეს, რათა მძღოლმა არა მხოლოდ მართოს ავტომობილი, არამედ დაიცვას მოძრაობის წესები და მაქსიმალური სიფრთხილე.
 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​როგორ შეიძლება დარეგისტრირება მართვის მოწმობის გამოცდაზე?

მართვის მოწმობის გამოცდაზე დარეგისტრირება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოში სტუმრობისთ ან ონლაინ პორტალიდან, სადაც უნდა შეავსოთ სპეციალური ფორმა და აირჩიოთ გამოცდის ადგილი და დრო.

​როგორია მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის სტრუქტურა?

თეორიული გამოცდა მოიცავს 30 კითხვას, რომელიც ეხება საგზაო მოძრაობის წესებს, საგზაო ნიშნებსა და უსაფრთხოების პრინციპებს. კითხვებს თან ახლავს სავარაუდო პასუხები ასარჩევად.

​რამდენად რთულია თეორიული გამოცდა და როგორ შეიძლება მისთვის მომზადება?

თეორიული გამოცდა არც ისე რთულია, თუ კარგად მოემზადებით. არსებობს სპეციალური პროგრამები და ონლაინ ტესტები, რომლებიც დაგეხმარებათ მოემზადოთ გამოცდისთვის. მართვის მოწმობის სწავლის პროცესში ავტოსკოლები უზრუნველყოფენ თეორიულ გაკვეთილებს, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს გამოცდის ჩაბარებას.

​რა დროა გამოყოფილი თეორიული გამოცდისთვის?

თეორიული გამოცდისთვის გეძლევათ 30 წუთი. ამ დროში უნდა უპასუხოთ 30 კითხვას. დროის სწორად განაწილება მნიშვნელოვანია, რათა ყოველ კითხვაზე დეტალურად დაფიქრდეთ.