წყალტუბო მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, ქუთაისთან ახლოს. ქალაქი ცნობილია როგორც ბალნეოლოგიური კურორტი, სადაც მინერალური წყლები, გამწვანებული პარკები და მშვიდი გარემო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს. აქ სტუმრებს ყველაზე მეტად იზიდავს სამკურნალო წყლები, პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის ნაკრძალი და ისტორიული სანატორიუმების არქიტექტურა, რომლებიც ქალაქს უნიკალურ ატმოსფეროს ანიჭებს.
საოჯახო სასტუმროები წყალტუბოში ხშირად უფრო მოთხოვნადია, ვიდრე დიდი სასტუმროები, რადგან ამ ტიპის სასტუმროები აქ მოსულ სტუმრებს უფრო თბილ, ადგილობრივ და მყუდრო გარემოს სთავაზობს. საოჯახო სასტუმროებში შესაძლებელია მასპინძელთან პირდაპირი კომუნიკაცია, სახლში მომზადებული საკვების დაგემოვნება და სხვა აქტივობები. ეს განსაკუთრებით მოთხოვნადია იმ სტუმრებისთვის, ვინც მშვიდ და არასტანდარტულ სასტუმრო ფორმატის დასასვენებელ სივრცეს ეძებს. წყალტუბოში საოჯახო სასტუმროს არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ რამდენიმე ფაქტორს: პირველ რიგში, სასტუმროს მდებარეობას (ცენტრთან ან პარკებთან სიახლოვე), ოთახების სისუფთავეს, გათბობას ზამთარში და კონდიცირებას ზაფხულში, ასევე რეალურ ფოტოებსა და შეფასებებს. დამატებით მნიშვნელოვანია, შედის თუ არა ფასში საუზმე და პარკინგი. რაც შეეხება საოჯახო სასტუმროს ფასებს, ფასების მხრივ წყალტუბოში საოჯახო სასტუმროები საკმაოდ ხელმისაწვდომია: ბიუჯეტური ვარიანტები იწყება დაახლოებით 30-40 ლარიდან ერთ ღამეზე, საშუალო დონის ობიექტები მერყეობს 50-80 ლარის ფარგლებში, ხოლო უფრო კომფორტული სასტუმროები შეიძლება იყოს 80-120 ლარამდე.
სასტუმროს დაჯავშნა წყალტუბოში უმჯობესია, რამდენიმე კვირით ან თუნდაც რამდენიმე თვით ადრე, განსაკუთრებით სეზონზე, როდესაც მოთხოვნა მაღალია და კარგი ობიექტები სწრაფად ივსება. ასევე, მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ სანდო პლატფორმებზე განთავსებულ განცხადებებზე, მაგალითად, servisebi.ge -ზე არსებული შეთავაზებები მნიშვნელოვნად ამარტივებს სწორი საოჯახო სასტუმროს შერჩევას, რადგან შეგიძლიათ წინასწარ შეადაროთ პირობები, ფასები და ლოკაცია. წინასწარ დაჯავშნა თავიდან აგარიდებთ გაურკვევლობებს და უზრუნველყოფს უფრო კომფორტულ და ორგანიზებულ დასვენებას.
სასურველია დაჯავშნა რამდენიმე კვირით ან თუნდაც რამდენიმე თვით ადრე, განსაკუთრებით ზაფხულისა და არდადეგების სეზონზე.
საოჯახო სასტუმროს ფასები, საშუალოდ მერყეობს დაახლოებით 30-120 ლარის ფარგლებში, დამოკიდებულია ლოკაციასა და კომფორტზე.
საოჯახო სასტუმროები უფრო თბილ, მყუდრო გარემოს, ადგილობრივ სტუმართმოყვარეობას და ხშირად უკეთ ფასს სთავაზობენ მომხმარებლებს, ვიდრე ჩვეულებრივი სასტუმროები.