სასახლე მაცივარში ტემპერატურა რეგულირდება იმის მიხედვით, თუ რა ვადით არის საჭირო გარდაცვლილის ცხედრის დაყოვნება. ერთ კვირამდე დაყოვნების შემთხვევაში, გამოიყენება +2-დან +4 გრადუსამდე ტემპერატურა, 2 კვირამდე შენახვისთვის -5-დან +5 გრადუსამდე, ხოლო უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის (1 თვემდე) -15-დან -25 გრადუსამდე.
ხელახალი გამოყენებისას სასახლე მაცივარს სპეციალური ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური საშუალებებით ამუშავებენ. ეს პროცესი მოიცავს სასახლე მაცივრის შიდა ზედაპირის, თავსახურის და სხვა კომპონენტების გულდასმით გაწმენდას და დეზინფექციას, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხო და ჰიგიენურ მდგომარეობას შემდეგი გამოყენებისთვის.
ხშირად დამკრძალავი ბიურო გთავაზობთ ჩასასვენებელი მაცივრის გაქირავების სერვისს, თუმცა ასევე არსებობენ კერძო, ფიზიკური პირები რომლებიც აქირავებენ ჩასასვენებელ მაცივრებს. Servisebi.ge-ზე განთავსებულია განცხადებების სასახლე მაცივრის გაქირავების შესახებ, შეგიძლია გაეცნოთ აღნიშნულს, დაუკავშირდეთ და შეარჩიოთ თქვენზე მორგებული პირობებით.