განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სახლის დასუფთავება

სახლის  დასუფთავება პროფესიონალი დამლაგებლების მხრიდან გვთავაზობს თქვენს საჭიროებებზე, მოთხოვნებსა და განრიგზე მორგებულ სერვისს.  სახლის რეგულარული დასუფთავება არა მხოლოდ აუმჯობესებს ბინის იერსახეს, არამედ ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.  დასუფთავების სერვისი გეხმარებათ შეინარჩუნოთ სუფთა და კომფორტული სახლი ძალისხმევის გარეშე, დაზოგოთ დრო და უზრუნველყოთ თანმიმდევრული სისუფთავე.
პროფესიონალური დასუფთავების სერვისები, გვთავაზობენ ეფექტურ და საიმედო გადაწყვეტილებებს თქვენი დასუფთავების ყველა საჭიროებისთვის. სახლის დასუფთავება მოიცავს:   დალაგებას,  გენერალური  დასუფთავებას,  რემონტის შემდგომი დალაგებას, ფანჯრების წმენდას და სხვა სპეც სერვისებს. 
სერვისები კი გეხმარებათ მოიძიოთ პროფესიონალური დასუფთავების სერვისები ყველაზე მარტივად, მრავალფეროვანი შეთავაზებებით და მომსახურების მორგებული პირობებით.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

დალაგება-დასუფთავება

ვალაგებ სახლებს რემონტის შემდგომ, აგარაკებს, ოფისებს, ასევე კორპუსებს და სადარბაზოებს. - როგორც რეგულარულს ასევე გენერალურს - ხელმისაწვდომ ფასებში - მაღალი ხარისხით ვმუშაობ თბილისსა და მის შემოგარენში. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

ზოია
შეფასება 5.0 , 22 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

დალაგების სერვისი

გთავაზობთ დალაგების შემდეგ სერვისებს: - გენერალური დალაგება; - რემონტის შემდგომი დალაგება; - ფანჯრების / ვიტრაჟების წმენდა; - სახლების, ოფისების, კომერციული ფართების დალაგება / დასუფთავება; დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე.

დალაგება
შეფასება 5.0 , 4 შეფასება
11 ნამუშევარი,
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

დალაგება-დასუფთავება

დალაგება-დასუფთავების სერვისი გთავაზობთ: ბინების, აგარაკების, კერძო სახლების, რემონტის შემდგომ, გენერალურ და ასევე სტანდარტულ დალაგებას. გთავაზობთ ასევე ფანჯრების წმენდასა და მიმწვარი ლენტების მოხსნას. ფასი შეთანხმებით, ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულის ობიექტებზე.

ანი
შეფასება 5.0 , 1 შეფასება
7 ნამუშევარი,
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

დასუფთავება / დალაგება

ProfCleaning — პროფესიონალური დასუფთავების სერვისი ⸻ სახლის დასუფთავება გთავაზობთ ერთჯერად და რეგულარულ სახლის წმენდას. ვაშორებთ მტვერს, ლაქებს და ცხიმს მხოლოდ უსაფრთხო და ეკოლოგიური ხსნარებით. გაასუფთავეთ თქვენი სივრცე მარტივად და კომფორტულად! ⸻ საოფისე დასუფთავება ჩვენ ვუზრუნველყოფთ ოფისების ყოველდღიურ ან პერიოდულ წმენდას თქვენი გრაფიკის მიხედვით, ისე რომ არ დავარღვიოთ სამუშაო პროცესი. ⸻ რემონტის შემდგომი დასუფთავება რემონტის შემდეგ დაგრჩათ მტვერი და ნარჩენები? ჩვენი გუნდი არ დატოვებს რომონტის კვალს. ⸻ ღონისძიების განმავლობაში და შემდგომ დასუფთავება თქვენ ზრუნავთ ღონისძიებაზე — ჩვენ ვზრუნავთ სისუფთავეზე! ვახორციელებთ დასუფთავებას როგორც ღონისძიების მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ. დავალაგებთ, მოვაწესრიგებთ და სივრცეს დავაბრუნებთ პირვანდელ მდგომარეობაში. ⸻ ვიტრაჟების და ფანჯრების წმენდა ვაწარმოებთ ვიტრაჟებისა და ფანჯრების პროფესიონალურ წმენდას სპეციალური მოწყობილობებით — ლაქების, მტვრის და ნალექის გარეშე. ბრწყინვალე სისუფთავე გარედანაც და შიგნიდანაც! ⸻ ✅ გამოცდილი გუნდი ✅ პროფესიონალური ტექნიკა (Karcher) ✅ გარანტირებული შედეგი 1. სახლის დასუფთავება 2. რემონტის შემდგომი დასუფთავება 3. ოფისის დასუფთავება 4. ღონისძიებებზე დასუფთავების შენარჩუნება 5. ვიტრაჟების წმენდა 6. აგარაკების დასუფთავება

ProfCleaning
შეფასება 5.0 , 2 შეფასება
1 ვიდეო
პრო

დალაგება - დასუფთავება

რემონტის შემდგომი დასუფთავება, გენერალური დასუფთავება, აგარაკების და ოფისების დალაგება, ფანჯრებისა და ვიტრაჟების დაწმენდა ჩემი ხსნარებით, მუშაობ ყოველდღე, ფასი შეთანხმებით.

პრო

დალაგება ხარისხიანად

გთავაზობთ პროფესიონალურ დასუფთავებას სწრაფად და ხარისხიანად. ვმუშაობთ, როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართებზე. - ბინების და სახლების დასუფთავება - ოფისების დასუფთავება - რემონტის შემდგომი დასუფთავება - ფანჯრების წმენდა - გენერალური და პერიოდული დასუფთავება. თბილისის მიმდებარედ აგარაკების და სახლების დალაგება,განსაკუთრებით შაბათ კვირის დღეებში. ვალაგებთ როგორც თქვენი,ასევე ჩვენი ხსნარებით.

შეფასება 5.0 , 11 შეფასება
6 ნამუშევარი,
პრო

დასუფთავების სამსახური "ელმანი"

20% საზაფხულო ფასდაკლება! დასუფთავების სამსახური "ელმანი" მოგემსახურებათ: * რემონტის შემდგომი დასუფთავება; * გენერალური დასუფთავება; * აგარაკებისა და ოფისების დალაგება; * გარეფასადების, ვიტრინების, ფანჯრების, მინის ზედაპირების უმაღლესი ხარისხით წმენას; დასუფთავება ხდება საჭირო ხსნარებით და ინვენტარით. ჩვენთან შეფასების ვიზიტი უფასოა. დაზოგე დრო და შეიქმენი კომფორტი!

შეფასება 5.0 , 13 შეფასება

სახლის დალაგება დასუფთავება

სახლის დალაგება დასუფთავება უმნიშვნელოვანესი პროცესია კეთილმოწყობილი და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად,  მოწესრიგებული სახლი არა მხოლოდ მიმზიდველად გამოიყურება, არამედ ქმნის უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს.
სახლის დალაგება დასუფთავება პროფესიონალური სერვისების  მიერ გვთავაზობს მორგებულ გადაწყვეტილებებს, მრავალფეროვან მომსახურებას,  მოქნილ გრაფიკს და სპეც შეთავაზებებს. არ აქვს მნიშვნელობა გჭირდებათ დამლაგებელი საათობრივად, ერთი დღით, ერთი კვირით თუ ერთი თვით,  სერვისებზე არსებული შეთავაზებების ფართო სპექტრი საშუალებას გაძლევთ მოიძიოთ დამლაგებელი თქვენი საჭიროების, მოთხოვნებისა და ბიუჯეტის შესაბამისად. რაც მთავარია, მომსახურების მიღება შეგიძლიათ საქართველოს მასშტაბით: თბილისის ყველა უბანში,  გორში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში და ა.შ.
პრო

რემონტის შემდგომი დასუფთავება

რემონტის შემდგომი დასუფთავება, ასევე გენერალური და სტანდარტული დასუფთავება, სწრაფად და ხარისხიანად. ყურადღება ექცევა ყველა დეტალს.

ვერიფიცირებული პრო

დალაგების სერვისი

დასუფთავების სრული მომსახურეობა ჩვენ გთავაზობთ: *გენერალური დასუფთავება; *ნაწილობრივი დასუფთავება ( აბანო ან სამზარეულო პირობითად); *რემონტის შემდგომი დასუფთავება; *სადარბაზოების დასუფთავება; მომსახურეობაში შედის: *ორთქლის აპარატები *ჩვენი ქიმია ( რაც ფოტოზეა ) *მტვერსასრუტი *რბილი ავეჯის ქიმწმენდის აპარატი ( სურბილისამებრ) დასაჯავშნად დაგვირეკეთ და მოგვწერეთ, გენერალურის შეკვეთის შემთხვევაში -40% რბილი ავეჯის ქიმწმენდაზე. ფასი განისაზღვრება კვადრატულობის და დაბინძურების მიხედვით.

პრო

დალაგება, დასუფთავება

დავალაგებ ბინებს, როგორც გენერალურს, ასევე რემონტის შემდგომ. ასევე ოფისებსა და სადარბაზოებს, სწრაფად და ხარისხიანად. ფასი შეთანხმებით, დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.

შეფასება 5.0 , 8 შეფასება
პრო

დალაგება - დასუფთავება

ვალაგებ ბინებს, ოფისებს, რემონტის შემდგომსა და გენერალურს, მაღალი ხარისხით და ჩვენი სითხეებით.

პრო

ყველა სახის დალაგება

დაგილაგებთ ბინებს, ოფისებს, ვაკეთებ რემონტის შემდგომ გენერალურ დალაგებას, მაქვს მრავლ წლიანი გამოცდილება. სამუშაოს შეგისრულებთ საუკეთესი ხარისხით და ხელმისაწვდომ ფასად. ისანი, სამგორი და ვარკეთილის ტერიტორიაზე. თბილისის და მის მიმდებარე რეგიონებში.

სერვის + შეფასება 4.8 , 26 შეფასება

დასუფთავება

Tidy Batumi გთავაზობთ ბინების, სახლების, ოფისებისა და კომერციული ფართების პროფესიონალურ დასუფთავებას ბათუმში. ვმუშაობთ საკუთარი ინვენტარით, პროფესიონალური ტექნიკითა და საწმენდი საშუალებებით. ჩვენი მომსახურებები: • ბინებისა და სახლების გენერალური დალაგება; • რემონტის შემდგომი დასუფთავება; • სტანდარტული და რეგულარული დალაგება; • ოფისების, მაღაზიებისა და რესტორნების დასუფთავება; • სასტუმროებისა და გასაქირავებელი აპარტამენტების დალაგება; • ფანჯრების, ვიტრაჟებისა და აივნების წმენდა; • სამზარეულოსა და აბაზანის ღრმა წმენდა; • დივნის, სავარძლების, მატრასებისა და ხალიჩების ქიმწმენდა; • სასტუმროების დამლაგებელი პერსონალით უზრუნველყოფა. გჭირდებათ დამლაგებელი ბათუმში ერთჯერადად ან რეგულარულად? ჩვენი გამოცდილი გუნდი იზრუნებს თქვენი სივრცის სისუფთავეზე. ავეჯის ქიმწმენდა სრულდება ადგილზე, Kärcher-ის პროფესიონალური აპარატით. ვთანამშრომლობთ კერძო პირებთან, კომპანიებთან, სასტუმროებთან და ბინების მმართველებთან. სამუშაოს მოცულობას, გრაფიკსა და ფასს წინასწარ ვათანხმებთ. ფასის დასაზუსტებლად მოგვწერეთ ფართობი, სასურველი მომსახურება და გამოგვიგზავნეთ ფოტოები ან ვიდეო. მომსახურება ბათუმის მასშტაბით. Tidy Batumi • სისუფთავე სრულყოფილია!

დამლაგებელი

გთავაზობთ რემონტის შემდგომ და გენერალურ დალაგებას, კარფანჯრებისა და ვიტრაჟების დასუფთავებას ორთქლის აპარატით, მიმწვარი ლენტებისა და დიდი სარეკლამო სტიკერების მოშორებას დაზიანებების გარეშე. ვალაგებთ აგარაკებს, ოფისებს, კორპუსებსა და სხვადასხვა ფართებს, მივდივართ ყველა მიმართულებით ჩვენი ხსნარებითა და ინვენტარით.

ბათუმში სახლებისა და კომერციული ობიექტების უმაღლეს ხარისხში დალაგება

ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სახისა და სირთულის დალაგება-დასუფთავებას, ფანჯრების წმენდას როგორც ყოველდღიურს, ასევე რემონტის შემდგომ. გვაქვს მაღალხარისხიანი ხსნარები და ინვენტარი. ფასებთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დარეკოთ მითითებულ ნომერზე.ხარისხზე პასუხისმგებლები ვართ... დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით...

დასუფთავების მომსახურება რუსთავში

გთავაზობთ ბინებისა და კერძო სახლების პროფესიონალურ გენერალურ და ერთჯერად დასუფთავებას. ვუზრუნველყოფთ თქვენი საცხოვრებელი სივრცის საფუძვლიან მოწესრიგებას — ვასუფთავებთ ოთახებს, სამზარეულოს, სველ წერტილებს, იატაკს, ავეჯსა და სხვა ზედაპირებს. ჩვენი მიზანია, თქვენი სახლი იყოს სუფთა, მოვლილი და სასიამოვნო გარემო ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ხარისხიანი მომსახურება, სისუფთავე და ყურადღება თითოეულ დეტალზე.

დალაგება დასუფთავების სერვისი

გთავაზობთ დასუფთავების ახალ სერვის ვაკეთებთ გენერალურ და რემონტის შემდგომ დასუფთავებას სახლების ოფისების აგარაკების კორპუსებისა და კომერციული ფართების გენერალური დასუფთავება — 4 ლარიდან / მ² რემონტის შემდგომი დასუფთავება — 5 ლარიდან / მ² ვმუშაობთ პროფესიონალური აპარატურითა და სპეციალური ხსნარებით. რემონტის შემდეგ ვაშორებთ: ლენტებს წებოს კრასკის/საღებავის კვალს სამშენებლო მტვერსა და ჭუჭყს სუფთა, მოწესრიგებული და სასიამოვნო გარემო — ჩვენ ვიზრუნებთ!

დამლაგებელი გორში

ბინებისა და ოფისების პროფესიონალური დალაგება გთავაზობთ ბინების, კერძო სახლების, ოფისების და კომერციული ობიექტების ხარისხიან და პასუხისმგებლიან დასუფთავებას. ვასრულებთ როგორც ერთჯერად, ასევე გენერალურ დალაგებას თანამედროვე ინვენტარითა და ორთქლის აპარატით. გენერალური დალაგება ყოველდღიური და პერიოდული დასუფთავება სამზარეულოსა და სველი წერტილების ღრმა წმენდა იატაკის, კაფელის და შუშების განწმენდა ავეჯისა და სხვადასხვა ზედაპირის ორთქლით დამუშავება მტვრის, ცხიმისა და რთული ლაქების მოცილება ოფისების, მაღაზიებისა და სხვა ობიექტების დალაგება ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო დასუფთავება სისუფთავე, ხარისხი და პასუხისმგებლობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. თქვენი სივრცე გახდება სუფთა, მოწესრიგებული და სასიამოვნო გარემო საცხოვრებლად თუ სამუშაოდ.

დალაგება ქუთაისში

გსურს სუფთა და მოწესრიგებული სახლი ზედმეტი შრომის გარეშე? ჩვენ ვიზრუნებთ ყველაფერზე! სრულად ვასუფთავებთ სახლებს, ბინებს, ოფისებს და რემონტის შემდეგ სივრცეებს. აბაზანისა და სამზარეულოს ღრმა წმენდა იატაკების, ფანჯრების და ავეჯის საფუძვლიანი დალაგება ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებით დაგვიკავშირდი დღესვე და დაგიტოვეთ სუფთა, თბილი სივრცე

დალაგება-დასუფთავება

ყველაზე რთული რემონტის შემდეგ დალაგებაა, ამ საკითხს მოგიგვარებთ ჩვენი გუნდი ჩვენთან რემონტის შემდგომი დასუფთავება ძალიან მაღალი ხარისხით სრულდება რემონტის შემდგომი დალაგება: სამშენებლო და რემონტის შემდგომი მტვრის აღება კედლებიდან და ჭერიდან; ფანჯრებისა და ვიტრაჟების გაწმენდა რემონტის შემდგომი დაბინძურებისგან; ცემენტის, გაჯის და ა.შ. ლაქების მოცილება (იატაკი, კედელი, აბაზანის კაფელ- მეტლახი); შემხმარი წებოს და სამშენებლო სკოჩის მოცილება ფანჯრებიდან, სარკეებიდან და ავეჯიდან; საღებავის მიერ დალაქავებული ადგილების გაწმენდა (იატაკიდან, ფანჯრის რაფებიდან) 1 კვ.მ-ის ფასი იწყება - 5ლარიდან ვმუშაობთ კერხერის ტექნიკით!

დამლაგებელი გორში

Fresh Home - პროფესიონალური დასუფთავების სერვისი გთავაზობთ: გენერალურ დალაგებას რემონტის შემდგომ დასუფთავებას რბილი ავეჯისა და ხალიჩების ქიმწმენდას ორთქლის აპარატით ღრმა წმენდას ფანჯრებისა და ვიტრაჟების პროფესიონალურ წმენდას ხარისხიანი მომსახურება თანამედროვე პროფესიონალური აპარატურა სისუფთავე ყველა დეტალში დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში და დაჯავშნეთ სასურველი დრო!

სახლის დალაგების მომსახურება

სახლის დალაგების მომსახურება გთავაზობთ ბინისა და სახლის ხარისხიან დალაგებას ყოველდღიური დალაგება გენერალური დასუფთავება სამზარეულოსა და აბაზანის წმენდა მტვრის, იატაკების და ზედაპირების სრულად გაწმენდა მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი მომსახურება საწმენდი საშუალებები და საჭირო ინვენტარი მოყვება მომსახურებას ფასები: • 1 ოთახიანი — 70-90 ლარი • 2 ოთახიანი —90 - 120ლარი • 3 ოთახიანი — 120 -150 ლარი ფასი დამოკიდებულია: — ბინის ზომაზე — მდგომარეობასა და სირთულეზე — გენერალური დალაგებაა თუ ჩვეულებრივი — ფანჯრების და დამატებითი დეტალების გასაწმენდად

ნარემონტალი ფართის დალაგება.

დალაგება და დასუფთავება ქუთაისსა და სამტრედიაში გთავაზობთ პროფესიონალურ დასუფთავების მომსახურებას ბინებისთვის, კერძო სახლებისთვის, ოფისებისა და კომერციული ფართებისთვის. მომსახურება მოიცავს: * გენერალურ დალაგებას * რემონტის შემდგომ სრულ დასუფთავებას * ბინებისა და სახლების დალაგებას * ოფისებისა და სხვადასხვა ობიექტების დასუფთავებას სამუშაოები სრულდება პროფესიონალური აპარატურითა და ხარისხიანი საწმენდი ხსნარებით, რომლებიც ჩვენი უზრუნველყოფილია. სწრაფი, სუფთა და პასუხისმგებლიანი მომსახურება — სისუფთავე თქვენი კომფორტისთვის.

დასუფთავების სერვისი რუსთავი

ვისაც სურს ხარისხიანად დალაგება დაა პასუხის მგებლიანი გუნდი ჩვენ შეგვიძლია ფანჯრების წმენდა რემონტის შემდგომ დალაგება გენერალური დალაგება ეზოების მოწესრიგება სადარბაზოს დალაგება მინა -ვიტრაჟების წმენდა სარდაფის დალაგება სტანდარტული დალაგება ფარდების დაუთოვება დიდი კომერციული ფართების წმენდა დალაგება ხსნარებით მომარაგება ყველა აღჭურვილი ინვენტრაით 100% ყველა წესით და პირობის დაცვით შესაკვეთად დაგვიკავშირდით ნომერზე წინა დღეს ან იმავე დღეს დაა დაგიწკრიალებთ თქვენთვის სასურველ ფართს მადლობა ნდობისთვის

დასუფთავების სამსახური შაინ ჰაუსი

რემონტის შემდეგ დარჩენილ მტვერსა და დაბინძურებას სრულად ჩვენ მივხედავთ. ვასუფთავებთ სახლსა და მის ყველა სივრცეს — იატაკს, კარ-ფანჯარას, ვიტრაჟებს, კედლებს, სამზარეულოს, სველ წერტილებსა და სხვა ზედაპირებს. სამუშაოები სრულდება პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი ხსნარებით. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხიანი, საფუძვლიანი და პასუხისმგებლიანი მომსახურება, რათა რემონტის შემდეგ თქვენი სახლი სუფთა და მოწესრიგებული დაგხვდეთ.

ეკო-დასუფთავება

სისუფთავე, რომელიც პირველივე შეხედვიდან იგრძნობა! გჭირდებათ პროფესიონალური დასუფთავება? ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად რთულია დაბინძურება — ვუმკლავდებით ნებისმიერი ტიპისა და ნებისმიერი სირთულის სამუშაოს. რემონტის შემდგომი დასუფთავება გენერალური დასუფთავება ბინები, სახლები, ოფისები, კომერციული და ინდუსტრიული ობიექტები ვიტრაჟებისა და ფანჯრების წმენდა დიდი ვერანდები, ეზოები და საერთო სივრცეები ვმუშაობთ პროფესიონალური ტექნიკითა და ხარისხიანი საშუალებებით, რათა თითოეული სივრცე იდეალურ მდგომარეობაში ჩავაბაროთ. თქვენი დრო ძვირფასია — სისუფთავეზე ჩვენ ვიზრუნებთ.

დალაგება ქუთაისში და რაიონებში

გჭირდებათ ხარისხიანი და სანდო დასუფთავების მომსახურება? ვთავაზობთ პროფესიონალურ დასუფთავებას ბინებში, კერძო სახლებში, ოფისებსა და სხვადასხვა დანიშნულების კომერციულ ფართებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს: • გენერალურ დასუფთავებას; • რემონტის შემდეგ სრულ დალაგებას; • ერთჯერად დასუფთავებას; • სასტუმროების, რესტორნების, კვების ობიექტებისა და საწარმოების დასუფთავებას. ვმუშაობთ თანამედროვე პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი საშუალებებით, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ შედეგსა და მაქსიმალურ სისუფთავეს. პასუხისმგებლიანი გუნდი, დროული მომსახურება და ხარისხი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. დაგვიკავშირდით და სისუფთავეზე ჩვენ ვიზრუნებთ!

დამლაგებელი გორში

ჩემს მომსახურებაში შედის: გენერალური დასუფთავება: სრული წესრიგი ყველა კუთხე-კუნჭულში. რემონტის შემდგომი დასუფთავება: მტვრისა და სამშენებლო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ყოველდღიური პერიოდული დასუფთავება: სისუფთავის შენარჩუნება თქვენს სახლში. სამზარეულოსა და სველი წერტილების დეზინფექცია: რთულად მისადგომი ადგილების გასუფთავება. ფანჯრებისა და ვიტრაჟების წმენდა: იდეალური გამჭვირვალობა. რატომ უნდა ამირჩიოთ მე? ინდივიდუალური მიდგომა: ვითვალისწინებ თქვენს ყველა შენიშვნას. სანდოობა: თქვენი სახლი საიმედო ხელშია. ხელმისაწვდომი ფასი: ხარისხიანი სერვისი ზედმეტი დანახარჯების გარეშე. შენიშვნა: დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარსა და საშუალებებს უზრუნველყოფს დამკვეთი. დამიკავშირდით დღესვე

ჰელფ ქლინერ-Help cleaner

მოგემსახურებით სხვადასხვა ტიპის დალაგებებზე.გენერალური დალაგება რემონტის შემდგომი დალაგება შერეული ტიპის დალაგება სასიმაღლო და საფასადე დასუფთავება კორპუსების, სადარბაზოების, ოფისების დასუფთავება კორპორატიული დასუფთავება

დამლაგებელი გორში

გჭირდებათ სისუფთავე და წესრიგი სახლში, ოფისში ან ბინაში? გთავაზობთ სანდო, ხარისხიან და პასუხისმგებლიან დამლაგების სერვისს გორში. ვიზრუნებ თითოეულ დეტალზე, რათა თქვენი სივრცე იყოს მყუდრო, სუფთა და ჰიგიენურად მოწესრიგებული. ვმუშაობ სწრაფად, სუფთად და პროფესიული მიდგომით. დეტალებისთვის დამიკავშირდით.

დალაგების სერვისი ქუთაისი ნიმა

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს გარემოსა და სისუფთავეზე, რათა თქვენს ოჯახებში შევქმნათ იდეალური სიწკრიალე. ვემსახურებით დასავლეთ საქართველოს რეგიონებს — ზესტაფონს, ქუთაისს, თერჯოლას, ბაღდათსა და მიმდებარე ტერიტორიებს. გთავაზობთ ბინების, კერძო სახლებისა და სხვადასხვა ობიექტების პროფესიონალურ დასუფთავებას. სამუშაოებს ვასრულებთ ჩვენი ხარისხიანი საწმენდი ხსნარებითა და პროფესიონალური აპარატურით. სისუფთავე, ხარისხი და პასუხისმგებლობა — თქვენი კომფორტისთვის.

პროფესიონალური დასუფთავების მომსახურება რუსთავში

გთავაზობთ ბინებისა და სახლების გენერალურ დასუფთავებას რუსთავში, როგორც გრძელვადიანი გრაფიკით ასევე ერთჯერადად. ვზრუნავთ თქვენი სივრცის სრულ სისუფთავეზე და მოწესრიგებაზე სისუფთავე, ხარისხი და პასუხისმგებლიანი მომსახურება — თქვენი კომფორტისთვის.

დალაგება/დასუფთავება რუსთავი

დაგილაგებთ ბინებს და დაგიწკრიალებთ თქვენს სივრცეს. ვასრულებ ბინების გენერალურ დასუფთავებასა და რემონტის შემდგომ სრულ დალაგებას. ვმუშაობ საკუთარი, მაღალი ხარისხის საწმენდი ხსნარებით, რაც უზრუნველყოფს სისუფთავესა და საუკეთესო შედეგს. სისუფთავე, ხარისხი და პასუხისმგებლიანი მომსახურება თქვენი კომფორტისთვის.

დალაგების სერვისი ქუთაისი 24/7 • Cleaning Service Kutaisi

გენერალური დალაგება ქუთაისში. ბინების, ოფისებისა და რემონტის შემდეგ სრული დასუფთავება 24/7. ყველა სამუშაო სრულდება პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი ხსნარებით, რომლებიც სრულად ჩვენი უზრუნველყოფილია. თქვენ დამატებით არაფრის მომზადება არ გჭირდებათ — ჩვენ ვიზრუნებთ ყველაფერზე.

დალაგება/დასუფთავება ქუთაისი

პროფესიონალური დასუფთავების მომსახურება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ვთავაზობთ ბინების, სახლების, ოფისების, კომერციული ფართების, სასტუმროების, რესტორნების, კვების ობიექტებისა და საწარმოების ხარისხიან დასუფთავებას. ვასრულებთ ერთჯერად და რემონტის შემდგომ დალაგებას, გენერალურ დასუფთავებას, სამშენებლო მტვრისა და ნარჩენების მოცილებას, ფანჯრების რეცხვასა და სხვადასხვა ტიპის დასუფთავების მომსახურებას. სამუშაოები სრულდება თანამედროვე პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი ხსნარებით, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ, უსაფრთხო და მაღალ სტანდარტებზე მორგებულ შედეგს. სუფთა გარემო, პასუხისმგებლიანი მომსახურება და ხარისხი, რომელზეც შეგიძლიათ თამამად დაეყრდნოთ.

წკრიალა- დასუფთავება რუსთავში

პროფესიონალური დასუფთავების მომსახურება რუსთავში გთავაზობთ სახლებისა და ბინების საფუძვლიან დასუფთავებას, როგორც ერთჯერადად, ასევე საჭიროების მიხედვით. ვზრუნავთ თქვენი სივრცის სრულ მოწესრიგებაზე და ვასუფთავებთ ყველა საჭირო ზედაპირსა და ზონას. მომსახურებაში შედის როგორც ყოველდღიური და გენერალური დალაგება, ასევე რემონტის შემდგომი დასუფთავება, ვიტრაჟებისა და კარ-ფანჯრების წმენდა და სხვა საჭირო სამუშაოები. სამუშაოები სრულდება პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი საშუალებებით. ჩვენთვის მთავარი არის ხარისხიანი შედეგი, სისუფთავე და თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილება.

დალაგება/დასუფთავება დასავლეთ საქართველოში

დალაგება და დასუფთავება დასავლეთ საქართველოში ვემსახურებით ზესტაფონს, ქუთაისს, თერჯოლას, ბაღდათსა და მიმდებარე ტერიტორიებს. გთავაზობთ პროფესიონალურ დასუფთავების მომსახურებას — ბინების, კერძო სახლების, ოფისებისა და სხვადასხვა ობიექტების დალაგებას. სამუშაოები სრულდება ჩვენი პროფესიონალური აპარატურითა და ხარისხიანი საწმენდი ხსნარებით. სწრაფი, სუფთა და პასუხისმგებლიანი მომსახურება თქვენი კომფორტისთვის.

მომხმარებლის შეფასებები

დალაგება-დასუფთავება

შეფასების ავტორი: გიორგი

ძალიან კარგი სერვისა, მოხერხებული მარჯვე და თავაზიანი ქალბატონი!

დასუფთავება / დალაგება

შეფასების ავტორი: ლევანი

ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებით. გირჩევთ, ნამდვილად პროფესიონალები არიან

დალაგება-დასუფთავება

შეფასების ავტორი: გიორგი

საოცარი მომსახურება, საოცარი ხარისხი, დაუზარელი და დაუღალავი შრომა. ყველაფერი გაწმინდეს დეტალურად და ხარისხიანად.

დალაგება-დასუფთავება

შეფასების ავტორი: ნათია

კეთილსინდისიერი, პასუხიმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული ასევე თავისი საქმის პროფედიონალი. ჩემი რეკომენდაცია მას

დალაგების სერვისი

შეფასების ავტორი: გიორგი

საუკეთესო ჯგუფი, მივიღე მაღალი ხარისხი რემონტის შემდგომი დალაგება. ჩემგან დიდი რეკომენდაცია..

დალაგება-დასუფთავება

შეფასების ავტორი: Ზურა

Კეთილსინდისიერი ადამიანი, ალაგებს ყველაფერს დეტალურად ისე როგორც საკუთარ სახლში, ჩემგან დიდი რეკომენდაცია

რა ღირს სახლის დალაგება

სახლისთვის სუფთა გარემოს შენარჩუნება გადამწყვეტია ჯანმრთელობის, კომფორტისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. სუფთა სახლი აძლიერებს ესთეტიკურ მიმზიდველობას და ქმნის ჯანსაღ ატმოსფეროს.  თუმცა, რთული გრაფიკით და მრავალი პასუხისმგებლობით დატვირთული ცხოვრების ფონზე სისუფთავის შენარჩუნება მარტივი არ არის. დასუფთავების სერვისები გვთავაზობს პროფესიონალურ  გადაწყვეტილებებს თქვენი სხვადასხვა დასუფთავების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. 
პროფესიონალური დასუფთავების სერვისები უამრავ უპირატესობას გვთავაზობს:
 
1.      პროფესიონალიზმი და გამოცდილება: პროფესიონალ დამლაგებლებს აქვთ ცოდნა და გამოცდილება დასუფთავების სრულყოფილი შედეგის მისაღწევად.  ისინი იყენებენ საუკეთესო ტექნიკას და მაღალი ხარისხის პროდუქტებს საფუძვლიანი გაწმენდისთვის. მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ რთულ ამოცანებს, როგორიცაა ხალიჩების ღრმა წმენდა, სველი წერტილების გაწმენდა, ჩამჯდარი ლაქების მოცილება და ა.შ. 
2.      დროის დაზოგვა: პროფესიონალი დამლაგებლების დაქირავება დაზოგავს თქვენს დროსა და ძალისხმევას. იმის ნაცვლად, რომ ძვირფასი დრო დახარჯოთ დალაგება დასუფთავების პროცესზე,  შეგიძლიათ დაისვენოთ ან დაკავდეთ სხვა მნიშვნელოვანი აქტივობებით, სანამ პროფესიონალები იზრუნავებენ ყოველივე ამაზე.  პროფესიონალი დამლაგებლები მუშაობენ სწრაფად და ეფექტურად, რაც უზრუნველყოფს შესანიშნავ შედეგებს მოკლე დროში,  თქვენი რუტინის შეფერხების გარეშე.
3.      მორგებული დასუფთავების გეგმები: პროფესიონალური დასუფთავების სერვისები გთავაზობთ მოქნილ და მორგებულ გეგმებს თქვენი სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისად. თუ თქვენ გჭირდებათ ერთჯერადი ღრმა გაწმენდა, რეგულარული მოვლა, სპეციალიზებული გაწმენდა ან რემონტის შემდგომი დალაგება, შეგიძლიათ მოარგოთ მომსახურება თქვენს გრაფიკსა და ბიუჯეტს.
4.      თანმიმდევრული შედეგები: პროფესიონალური დასუფთავების მომსახურებით შეგიძლიათ მიიღოთ თანმიმდევრული, მაღალი ხარისხის შედეგები. დამლაგებლები ზუსტად მიჰყვებიან სისტემური დასუფთავების პროცესებს, რაც უზრუნველყოფს რაიმე დეტალის შეუმჩნეველობას. თანმიმდევრულობა  გვაძლევს გარანტირებულ შედეგს თქვენი სივრცის უნაკლოდ დასასუფთავებისათვის.
5.      ჯანმრთელობა:  რეგულარული პროფესიონალური დასუფთავება ამცირებს მტვრის, ალერგენების და პათოგენების დაგროვებას, რაც ქმნის უფრო ჯანსაღ გარემოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ხანდაზმული მაცხოვრებლებისთვის,  ალერგიის ან რესპირატორული დაავადებების მქონე პირებისთვის.

რა ღირს სახლის დალაგება?

სახლის დალაგების ფასები განსხვავებულია დასუფთავების კომპანიების, დამლაგებლების,  საცხოვრებელი ტერიტორიის, საცხოვრებელი ფართის, სირთულის, შესასრულებელი სამუშაოს და დროის შესაბამისად. ზოგიერთ შემთხვევაში ფასი კვადრატულობის მიხედვით იდვლება, ზოგ შემთხვევაში დღეების, ზოგ შემთხვევაში კი შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით. დეტალური ინფორმაციის დასაზუსტებლად, მომსახურების პირობების შესადარებლად უმჯობესია გაეცნოთ შეთავაზებებს და დაუკავშირდეთ მათ ავტორებს მობილურ ნომერზე. ინფორმაციული შეთავაზებები საკონტაქტო ინფორმაციასთან და შეფასებებთან ერთად, საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ პროფესიონალი თქვენი ბიუჯეტისა და საჭიროებების შესაბამისად. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ გამოვიძახო დასუფთავების სანდო სპეციალისტი?

სერვისებზე პროფესიონალური დასუფთავების სერვისების და გამოცდილი დამლაგებლების მრავალფეროვანი არჩევანია. შეგიძლათ დაათვალიეროთ შეთავაზებები თქვენს ლოკაციაზე, შეადაროთ მომსახურების პირობები, ფასები და დაუკავშირდეთ სასურველ სპეციალისტს.   სანდო დამლაგებლის მოძებნაში ვებგვერდზე არსებული შეფასებების ფუნქციონალიც დაგეხმარებათ, რომელსაც მომხმარებლები მომსახურების მიღების შემდეგ აფიქსირებენ.

​რა შედის დალაგება დასუფთავების მომსახურებაში?

დალაგება დასუფთავების მომსახურებაში ძირითადად შედის რუტინული დასუფთავება, გენერალური დალაგება, რემონტის შემდგომი დალაგება, ოფისების დალაგება, სადარბაზოების დალაგება,  ფასადების / ფანჯრების /ვიტრაჟების წმენდა და სხვა მორგებული სპეც სერვისები.

რა უპირატებოსა აქვს დასუფთავების სერვისებს?

დასუფთავების სერვისები იმის გარდა, რომ გვიზოგავს დროს, ენერგიას და გვთავაზობს დახმარებას საჭირო დროს საჭირო პირობებით, გამოირჩევა ისეთი უპირატესობებითაც როგორიცაა:  გამოცდილი და პროფესიონალი კადრები,   მორგებული დასუფთავების გეგმები და გრაფიკი, თანმიმდევრული დალაგება, ხარისხიანი ხელსაწყოებისა და პროდუქციის გამოყენება და ა.შ.