უზომოდ კმაყოფილი ვარ.საუკეთესოები ხართ ❤️ დიდი რეკომენდაცია ჩემგან!
დიდი მადლობა ქალბატონებს, 250კვ. სახლი ორ დღეში იდეალურად დამილაგეს რემონტის შემდგომი, მიმწვარი ლენტებით, დიდი რეკო...
დამილაგეს ბინა, სამზარეულო ცხიმებისგან გამისუფთავეს, აივნები. ფარდები დარეცხეს და ფანჯრები დაწმინდეს საუკეთესოდ! მადლობა
დიდი მადლობა ქალბატონს,ძალიან კმაყოფილი ვარ, დამიწკრიალეს სახლი თავისივე ხსნარებით,უდიდესი რეკომენცია ჩემგან
რემონტის შემდგომი 2 ოთახი და აბაზანა. ნაგვის ნარჩენებიც მრავლად იყო. კმაყოფილი ვარ შედეგით!მადლობა
სერვისებზე პროფესიონალური დასუფთავების სერვისების და გამოცდილი დამლაგებლების მრავალფეროვანი არჩევანია. შეგიძლათ დაათვალიეროთ შეთავაზებები თქვენს ლოკაციაზე, შეადაროთ მომსახურების პირობები, ფასები და დაუკავშირდეთ სასურველ სპეციალისტს. სანდო დამლაგებლის მოძებნაში ვებგვერდზე არსებული შეფასებების ფუნქციონალიც დაგეხმარებათ, რომელსაც მომხმარებლები მომსახურების მიღების შემდეგ აფიქსირებენ.
დალაგება დასუფთავების მომსახურებაში ძირითადად შედის რუტინული დასუფთავება, გენერალური დალაგება, რემონტის შემდგომი დალაგება, ოფისების დალაგება, სადარბაზოების დალაგება, ფასადების / ფანჯრების /ვიტრაჟების წმენდა და სხვა მორგებული სპეც სერვისები.
დასუფთავების სერვისები იმის გარდა, რომ გვიზოგავს დროს, ენერგიას და გვთავაზობს დახმარებას საჭირო დროს საჭირო პირობებით, გამოირჩევა ისეთი უპირატესობებითაც როგორიცაა: გამოცდილი და პროფესიონალი კადრები, მორგებული დასუფთავების გეგმები და გრაფიკი, თანმიმდევრული დალაგება, ხარისხიანი ხელსაწყოებისა და პროდუქციის გამოყენება და ა.შ.