სიპაპის აპარატი წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო ტექნიკას, რომელიც სპეციალური კომპრესორის საშუალებით ჰაერს მუდმივი წნევით აწვდის პაციენტს. მოწყობილობა შედგება აპარატისგან, ჰაერის მილისა და სიპაპის ნიღბისგან, რომლებიც ერთად უზრუნველყოფენ ეფექტურ თერაპიას. თანამედროვე მოდელები გამოირჩევა დაბალი ხმაურის დონით, წნევის ავტომატური რეგულირებით, დამატენიანებლითა და მარტივი მართვის სისტემით. სწორი პარამეტრების შერჩევა და ექიმის რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია მაქსიმალური ეფექტისა და კომფორტისთვის. თუმცა, სიპაპი არ წარმოქმნის ჟანგბადს, იგი მხოლოდ გარემოს ჰაერს მუდმივი წნევით აწვდის სასუნთქ გზებს.სიპაპი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას
ჟანგბადის კონცენტრატორთან ერთად.