ძრავის ღვედის შეცვლა აუცლებელია რათა ამწე ლილვმა სინქრონულად იმუშაოს. ეს ელემენტი პასუხისმგებელია საწვავის ნარევის დროულ შეღწევაზე წვის კამერაში, რასაც ძრავის ეფექტური მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა ხშირად ავტომობილებში ამ მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია დამხმარე ერთეულების (გაგრილების სისტემის ტუმბო) მართვა.
ძრავის ღვედი სწორ დროს უნდა შეიცვალოს წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ის გაცვეთილია, შეიძლება ძრავის ძვირადღირებული რემონტის წინაშეც აღმოჩნდეთ,
მატორის ღვედის შეცვლა ძრავის გამართულ მუშაობას განაპირობებს. კლასიკური ძრავის შემთხვევაში ეს ელემენტი ძრავის განყოფილების წინა ნაწილში მდებარეობს, ცილინდრის ბლოკის პირდაპირ. ზოგიერთ მოდელში ის მოთავსებულია დამცავ გარსაცმში.
ღვედის მდგომარეობის შემოწმება შესაძლებელია რამოდენიმე პლასტმასის ნაწილის დემონტაჟით.ელემენტის შესაცვლელად გამოყენებული ტექნოლოგია სხვადასხვა მოდელის და მარკის მანქანისთვის განსხვავებულია, ამიტომ უმჯობესია სპეციალისტის მომსახურებით ისარგებლოთ. მას ჩვენს პლაფორმაზე რამოდენიმე წუთში იპოვით.