ავტოგენი სვარკა

ავტოგენი სვარკა დღეს ფართოდ გავრცელებულია. მისი გამოყენება შედუღების პროცესისთვის არის შესაძლებელი. ყველაზე ხშირად ავტოგენური შედუღება ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესში გამოიყენება. მთელი პროცესი ხორციელდება აირული შედუღების გზით (აირების ნარევით), რომლებიც მოიცავს ბუნებრივ აირს და ჟანგბადს. ბუნებრივი აირი წვის მდგომარეობაში დნება და ლითონის პროდუქტს ჟანგბადით გამოწვეული წნევა ჭრის. თუმცა ლითონის ჭრა არ არის ამ მეთოდის ერთადერთი ფუნქცია. დამატებითი შემავსებლის მასალების გამოყენებით ასევე შესაძლბელია აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. თუ გაზოსვარკა გჭირდებათ გამოცდილ ოსტატს ჩვენს პლატფორმაზე მარტივად იპოვით. 

ავტოგენით დადუღება

ავტოგენით შედუღება საკმაოდ რთული პროცედურაა, რომელიც ეტაპობრივად უნდა ჩატარდეს. თავდაპირველად ცილინდრები უნდა გაიხსნას ჟანგბადით და აცეტილენით. შემდეგ უნდა აანთოთ რკალი შედუღების მოწყობილობაზე. იმ შემთხვევაში თუ შედუღების ყუთები დიდი ხნის განმავლობაში ცილინდრებთან არ არის დაკავშირებული, აპარატის რკალი შესაძლოა პირველივე ჯერზე არ აანთოს. თუ ასე მოხდა უნდა დაელოდოთ რამოდენიმე წუთით და გაიმეოროთ პროცედურა. საჭირო ტემპერატურის მიღწევის შემდგომ ის რეგულირდება. 
აღნიშნული პროცედურა გარკვეულ კვალიფიკაციას მოითხოვს. არ გამოიყენოთ დამოუკიდებლად ავტოგენური საჭრელი. უმჯობესია მიმართოთ გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებიც ნებისმიერი საკითხის (შედუღება, რეზაკი) გადაჭრაში დაუყოვნებლივ დაგეხმარებიან. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები