ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა

ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა აერთიანებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას 6 თვიდან 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. კბილის ექსტრაქცია (ამოღება), კარიესის მკურნალობა, კბილის დაბჟენა (დაპლომბვა), ფტორირება, კბილების წმენდა, ღრძილების მკურნალობა, გატეხილი ან დაზიანებული კბილის აღდგენა და სხვა საჭირო პროცედურები ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკაში ყველა წესის დაცვით ტარდება. გამოცდილი და კვალიფიციური სტომატოლოგი თქვენი შვილების პირის ღრუს სიჯანსაღის შენარჩუნებაში 24 საათის განმავლობაში გაგიწევთ მომსახურებას. თქვენ შეგიძლიათ, ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა გლდანში ან თბილისის სხვადასხვა უბანში მარტივად აღმოაჩინოთ, ვებ გვერდზე servisebi.ge განთავსებული განცხადებების საფუძველზე.
სტომატოლოგიური მომსახურება
სტომატოლოგიური მომსახურება

სტომატოლოგიური კლინიკა ,, ეფლდენტი” ვაკეში გთავაზობთ მოზრდილთა და ბავშვთა სრულ სტომატოლოგიურ მომსახურეობას/ (თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, ინპლანტოლოგია, პარადონტოლოგია, ფიზიოთარეპია და ალერგიული სინჯები ალერგოლოგის კონსულტაციით) კლინიკა სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი ( თბს, ნიუ-ვიჟენი, ალფა, ირაო, არდი, ბენეფიტი, პსპ, უნისონი, ქართუ, ევროინსი, პრაიმი) კლინიკაში დაგხვდებათ სრულიად უსაფრთხო გარემო. ყველა რეგულაცია დაცულია, სისტემატურად ხდება მთელი კლინიკის დეზინფექცია. ყველა თანამშრომელი სრულად ვაქცინირებულია. ჩვენ მწვანე ზონა ვართ. ექიმები მაღალი კვალიფიკაციის არიან, გამოცდილების დიდი სტაჟით და დოქტორ- პროფესორების სტატუსით.

სტომატოლოგი სტომატოლოგიური კლინიკები თბილისში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა
ია ოსაძის სტომატოლოგიური კლინიკა დენტორი
ია ოსაძის სტომატოლოგიური კლინიკა დენტორი

მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი გაგიწევთ ხარისხიან მომსახურებას თანამედროვე სტანდარტების და ტექნიკის გამოყენებით. ჩვენი სერვისები: თერაპია ბავშვთა სტომატოლოგია ესთეთიკური სტომატოლოგია ორთოდონტია იმპლანტოლოგია ორთოპედია პაროდონტოლოგია ქირურგია კლინიკის ხელმძღვანელი - ექიმი თერაპევტი, ორთოპედი ია ოსაძე, უზრუნველყოფს პაციენტების საუკეთესო ინტერესების დაცვას და ყველა თანამშრომლის მაქსიმალურ ჩართულობას მკურნალობის პროცესში.

სტომატოლოგი სტომატოლოგიური კლინიკები თბილისში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა
მედისონის სტომატოლოგიური კლინიკა • Medison Dent.
მედისონის სტომატოლოგიური კლინიკა • Medison Dent.

ვიზიოგრაფია პაციენტის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო აპარატი ექიმს საშუალებას აძლევს კომპიუტერის ეკრანზე დაინახოს პათოლოგია, რაც მცირე ზომის რენტგენის ფირზე შეიძლება არ გამოჩნდეს ქირურგია კბილების ექსტრაქცია, რთული ოპერაციები ყბა-სახის მიდამოში, იმპლანტაცია. ორთოდონტია ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების გასწორება; ბრეკეტ სისტემა (მეტალის და გამჭირვალე); მოსახსნელი ფირფიტები. ორთოპედია ყველა ტიპის მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზები, მეტალოკერამიკული, ცირკონოკერამიკული გვირგვინები. ხიდები და დრეკადი მოსახსნელი პროთეზები. ბავშვთა სტომატოლოგია პატარა პაციენტებისთვის სპეციალური გართობა თერაპია კარიესის მკურნალობა უახლესი საბჟენი მასალების გამოყენებით; დაშლილი და ფერშეცვლილი კბილების რესტავრაცია; კბილების გაწმენდა (სკალერის და ეარფლოუს აპარატით); კბილების გათეთრება (კაპებით და უახლესი დიოდურ

სტომატოლოგი სტომატოლოგიური კლინიკები თბილისში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა
სტომატოლოგიური კლინიკა გლდანში სთაილ სმაილ კლინიკ
სტომატოლოგიური კლინიკა გლდანში სთაილ სმაილ კლინიკ

ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სტომატოლოგიურ კლინიკა სთაილ სმაილში (გლდანი), თქვენ მოგემსახურებათ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები. პაციენტს ვთავაზობთ სრულ სტომატოლოგიურ სერვისს: ✔ თერაპია, ✔ ქირურგია, ✔ ორთოპედია, ✔ ორთოდონტია, ✔ იმპლანტოლოგია, ✔ პარადონტოლოგია. კლინიკაში გამოიყენება უსაფრთხოების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ❗❗❗ შეგიძლიათ ისარგებლოთ უპროცენტო განვადებით 0% ❗❗❗ შეგიძლიათ ისარგებლოთ დაზღვევით: ✔ სადაზღვევო კომპანია "ალფა" ✔ სადაზღვევო კომპანია "პსპ" ✔ სადაზღვევო კომპანია "იმედი L" ✔ სადაზღვევო კომპანია "ევროინსი" ✔ სადაზღვევო კომპანია "ნიუ ვიჟენი"

სტომატოლოგი სტომატოლოგიური კლინიკები თბილისში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა სტომატოლოგიური კლინიკა გლდანში კბილების ჩასმა განვადებით
თენგიზისა და ილიას სტომატოლოგიური კლინიკა.
თენგიზისა და ილიას სტომატოლოგიური კლინიკა.

კონსულტაცია უფასო მაგარი ნადების მოშორება 30₾ მაგარი ნადები წარმოადგენს პაროდონტის (ღრძილის) მატრავმირებელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს, მისი დროული არ მოშორებით ხდება ღრძილების აწევა, რასაც მივყავართ კბილების დაკარგვამდე მნიშვნელოვანია დროული სქეილინგი. გაწმენდა 50₾ AIR-FLOW სისტემით. აშორებს რბილ ნადებს. პაროდონტოლოგიაში რბილი ნადები უფრო მეტად აგრესიულია რადგან აღწევს ღრმად ღრძილებში, იწვევს ტურგორის მოშლას, ანთებას, ძლიერ ტკივილს მთელი ყბის დიამეტრზე კარიესი 20-30₾ ფასები მოცემულია მარტივი და ღრმა კარიესისთვის. მარტივი - 20₾ ღრმა კარიესი - 30₾ გამოიყენება მაღალი ხარისხის ჰელიოკომპოზიტები ენდოდონტია (არხების მკურნალობა) 20₾ დენტალური რენტგენი 5₾ ჩვენთან რენტგენოლოგიური კვლევაც უსაფრთხოა. ჩვენი ძალის რენტგენზე, 2500 სურათი უნდა გადაიღოთ რომ მიიღოთ წლიური დასაშვები 5 ზივერტის დასხივება. ერთი გადაღება 0.002 ზივერტია. გარჩევადობა მაღალი, ფირები იტალური წარმოების თვითგამჟღავნებადი თერაპიული ვინირი 60₾ ენდოგათეთრება 70₾ სარძევე კბილის ექსტრაქცია (ამოღება) 10₾ ექსტრაქცია (კბილის ამოღება) 20₾ ექსტრაქცია მერვე კბილის 30₾ მეტალოკერამიკის გვირგვინი 100₾ ცირკონოკერამიკის გვირგვინი 300₾ პროთეზი 200₾ ბავშვთა და უფროსთა სტომატოლოგია თერაპია ქირურგია ორთოპედია

სტომატოლოგი სტომატოლოგიური კლინიკები თბილისში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია ერთ-ერთი მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი სერვისია ბავშვების პირის ღრუს მოვლისა და სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის. კბილების მოვლა ბავშვთა ასაკიდან მნიშვნელოვანია, რათა მომავალში არ მოხდეს მათი მარტივად დაზიანება და ადრეულ ასაკში არ გახდეს საჭირო ბუნებრივი კბილების ამოღება და ხელოვნურად კბილების ჩასმა. ბავშვთა სტომატოლოგია მოიცავს სხვადასხვა სერვისებს, მათ შორის: კბილების კარიესის მკურნალობა, ახლად ამოჭრილი მუდმივი კბილების ჰერმეტიზაცია, პროფესიონალური წმენდა, ორთოდონტიული მკურნალობა (ბრეკეტები, ფირფიტები) და სხვა. ბავშვთა სტომატოლოგი გარდა თბილისისა, ბათუმში და სხვა დიდ ქალაქებში შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე მარტივად აღმოაჩინოთ.
ZUMA DENT სტომატოლოგიური კლინიკა
ZUMA DENT სტომატოლოგიური კლინიკა

სტომატოლოგიური კლინიკა ზუმა დენტი დაარსდა მარიამ ჯავახიშვილის მიერ **** წელს. კლინიკაში ზუმა დენტის პაციენტებს გელოდებათ გაცილებით კომფორტული პირობები, სადაც თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ სტომატოლოგიური მომსახურება განსხვავებულ გარემოში. კლინიკის დიზაინის შერჩევისას მაქსიმალური ყურადღება მიექცა დიზაინურ გადაწყვეტებს, რომლის განხორციელების შემდეგაც პაციენტი თავს არ იგრძნობდა სტანდარტულ ცივ კედლების გარემოცვაში, როგორც აქამდე ყველას გონებაში აღიქმება სამედიცინო დაწესებულება. შესაბამისად იქნა შერჩეული თვითოეული მასალის, ავეჯის, ინტერიერის სხვადასხვა დეტალების ფერი თუ ფორმები. ჩვენი ახალი კლინიკა სთავაზობს პაციენტებს სხვადასხვა სახის სტომატოლოგიურ მომსახურებას, განსხვავებულ თბილ გარემოში, კვალიფიცირებული ექიმების მიერ როგორც აქამდე მიჩვეულნი იყვნენ ზუმა დენტის ერთგული პაციენტები. ესთეტიკური სტომატოლოგია თერაპიული ვინირება - 120ლარი ორთოპედიული ვინირება - 350 ლარი ქირურგია მორყეული კბილის ექსტრაქცია - 15 ლარი; მარტივი ექსტრაქცია - 20 ლარი; რთული ექსტრაცია - 25-30ლარი; თერაპია კარიესის დაბჟენა სხივგამყარებადი კომპოზიტით - 40/50 ლარი; კარიესის დაბჟენა მაღალესთეტიური უნივერსალური სარესტავრაციო სხივგამყარებადი მასალებით - 50/60 ლარი; წკირზე რესტავრაცია - 50 ლარი; კბილის დაბჟენა გუდაპეჩებით და ჰელიო ბჟენით - 70 ლარი; კბილის დაბჟენა გუდაპეჩებით და ჰელიო ბჟენით 80/90 ლარი; კბილის თერაპიული მომზადება ორთოპედიული კონსტრუქციისათვის - 50 ლარი; ორთოპედია ცირკონ-კერამიკული - 250 ლარი; მეტალოკერამიკა - 100 ლარი; მეტალოპლასტმასი - 50 ლარი; კბილის თერაპიული მომზადება ორთოპედიული კონსტრუქციისათვის - 50 ლარი; ორთოდონტია გამჭირვალე ბრეკეტი - 800 ლარი; შერეული ბრეკეტი - 700 ლარი; მეტალის ბრეკეტი - 450 ლარი; ორთოდონტიული აპარატი - 110 ლარი; კბილების გაწმენდა ულტრაბგერის აპარატით - 50 ლარი; კომბინირებული მეთოდით: ულტრაბგერის აპარატით + Air Flow - 70 ლარი. ბავშვთა სტომატოლოგია სარძევე კბილის დაბჟენა - 45ლარი; სარძევე კბილის ექსტრაცია - 15-20ლარი.

სტომატოლოგი სტომატოლოგიური კლინიკები თბილისში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა

ბავშვთა სტომატოლოგია - იზრუნეთ თქვენი შვილების ჯანმრთელ ღიმილზე ადრეული ასაკიდან

ბავშვობაში შექმნილი პირველი შთაბეჭდილება, ხშირად დაუვიწყარია. სწორედ, ამიტომ, მნიშვნელოვანია სტომატოლოგიური მომსახურების მიღებამდე, შეარჩიოთ ისეთი ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც მიიღებთ მეგობრულ, სუფთა, სახალისო და გამოცდილი სტომატოლოგების მომსახურებას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მოთხოვნადი და საჭირო სერვისია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვების პირის ღრუს ჯანმრთელობისა და საერთო კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის. ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა აერთიანებს სტომატოლოგიური მკურნალობისა და ჩარევების ფართო სპექტრს, რომლებიც სპეციალურად ბავშვების პირის ღრუს ჯანმრთელობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის მორგებული. ეს პროცედურები მოიცავს პრევენციულ ზომებს და აღდგენით მკურნალობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ახალგაზრდა პაციენტების ოპტიმალური პირის ღრუს ჯანმრთელობა და განვითარება.

მტკივნეულია თუ არა ბავშვთა სტომატოლოგიური პროცედურები?

ბავშვთა სტომატოლოგიური პროცედურები, როგორც წესი უმტკივნეულოა. გამოცდილი სტომატოლოგები მკურნალობის პროცესში და მის დაწყებამდეც, ყველა საჭირო ზომებს იღებენ ბავშვებისთვის პოტენციური დისკომფორტის შესამცირებლად. ადგილობრივი ანესთეზია აყუჩებს ღრძილის უბანს კონკრეტული პროცედურისთვის, როგორიცაა: კბილის დაბჟენა(დაპლომბვა) ან კბილის ამოღება. ეს უზრუნველყოფს, რომ ბავშვი მკურნალობის პროცესის დროს ტკივილს არ გრძნობდეს.

იმ შემთხვევაში, როცა დაზიანებული კბილის მკურნალობისთვის უფრო დიდი დროა საჭირო და პროცედურა ხანგრძლივი დროის განმავლობაში საჭიროებს ექიმის მანიპულაციების ჩატარებას, ზოგჯერ სედაციის ტექნიკას იყენებენ, რათა დაეხმარონ ბავშვებს მოდუნებაში და შეამცირონ შფოთვა. მნიშვნელოვანია, რომ მიმართოთ ისეთ კლინიკას, სადაც მუშაობენ გამოცდილი და პროფესიონალი სტომატოლოგები, რომლებიც იყენებენ ასაკის შესაბამის მიმართვას, სასაუბრო ენას, ნაზად და გასაგებად უხსნიან პროცედურებს პატარებს და იყენებენ ქცევითი მართვის ტექნიკას, რათა ბავშვებმა თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნონ სტომატოლოგთან ვიზიტის დროს.

რა არის ფტორირება და როდის არის საჭირო ბავშვებში ამ პროცედურის ჩატარება ?

ფტორი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქიმიური ელემენტი, მონაწილეობას იღებს კბილების მინერალიზაციაში. წყალსა და საკვებში ფტორის დეფიციტი კარიესის სწრაფი განვითარების მიზეზია. ფტორით მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კბილის მინანქრის გასამაგრებლად და კარიესის ეფექტური პრევენციისთვის. ეს სტომატოლოგიური პროცედურა გულისხმობს კბილებზე ფტორის ხსნარის წასმას, რაც ხელს უწყობს მინანქრის გამაგრებას. ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ფტორით მკურნალობას კარიესის განვითარების მაღალი რისკის მქონე ბავშვებისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ ფტორს შეუძლია ბავშვებში კარიესის შემცირება 30%-მდე. ეს პროფილაქტიკური პროცედურა ამცირებს კარიესის რისკს და ხელს უწყობს ძლიერი და ჯანსაღი კბილების შენარჩუნებას.

შესაძლებელია თუ არა ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურების მიღება 24 საათის განმავლობაში ?

დღესდღეობით, სტომატოლოგიური კლინიკების უმეტესობას აქვს გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარების ცენტრი, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში და ხელმისაწვდომს ხდის მომსახურებას გადაუდებელ სიტუაციებში. ამიტომ, თუ ბავშვმა, გასართობ ცენტრში სტუმრობისას, ან კიბის მოაჯირზე დაყრდნობის დროს მოულოდნელად დაიზიანა კბილი, შეგიძლიათ მიმართოთ სტომატოლოგიურ კლინიკას თბილისში, ბათუმში, სხვა ქალაქებში და მიიღოთ კვალიფიციური მომსახურება.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს ბავშვთა სტომატოლოგია ?

ბავშვთა სტომატოლოგია, ყველა იმ საჭირო მომსახურებებსა და პროცედურებს აერთიანებს, რაც ჯანმრთელი კბილების და ლამაზი ღიმილის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათ შორის: თერაპიული სტომატოლოგია, ორთოდონტია, ორთოპედია, ქირურგია და სხვა.

სად შეიძლება ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურებების მიღება ?

ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა აერთიანებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას 6 თვიდან 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. საჭირო პროცედურების მისაღებად კი შეგიძლიათ ესტუმროთ კლინიკას, თბილისში, ბათუმში და სხვა თქვენთვის სასურველ ქალაქში.

იყენებენ თუ არა ბავშვთა სტომატოლოგიაში სედაციას ?

დიახ, სხვადასხვა სტომატოლოგიური მკურნალობის ჩატარებისას გამოიყენება, როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი სედაცია.

რამდენად ხშირად არის რეკომენდებული ბავშვთა ასაკში სტომატოლოგთან ვიზიტი ?

ბავშვთა ასაკში, რეკომენდებულია 3 წლიდან პაციენტის გეგმიური ვიზიტი სტომატოლოგთან წელიწადში 2-ჯერ მაინც. ეს დაგეხმარებათ თქვენი შვილის ჯანმრთელი კბილების შენარჩუნებასა და ყბა-კბილთა სისტემის სწორად ჩამოყალიბება-ფუნქციონირებაში.