ბიოლოგიის მასწავლებელი

პრო
ინდივიდუალური გაკვეთილები ბიოლოგიაში
ინდივიდუალური გაკვეთილები ბიოლოგიაში

მოგესალმებით,მე ვარ ნათია. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი ბიოლოგიაში,რომელიც წარმატებით დავამთავრე. პირველ და მეორე კურსზე ვიყავი სტიპენდიანტი. ჩავაბარე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა,შესაბამისად ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი.სეტემბრიდან ვიწყებ ინტენსიურ მუშაობას აბიტურიენტებთან და ასევე,იმ ბავშვებთან,რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიოლოგიით. ვიმედოვნებ დროულად დამიკავშირდებით,რათა თქვენთვის მოსახერხებელ პერიოდში შევძლო გაკვეთილების ჩატარება.საგაკვეთილო პროცესი იქნება ძალიან საინტერესო,რადგან სახელმძღვანელოების გარდა, აქტიურად იქნება ჩართული სხვადასხვა საილისტრაციო საშუალება, რაც უფრო მეტად გაგიმძაფრებთ ინტერესს საგნის დასწავლის პროცესში. გაკვეთილებს ჩავატარებ როგორც online, ისე ჩვეულ, თქვენთვის კომფორტულ გარემოში. დეტალური ინფორმაციისთვის მომმართეთ ნომერზე.

ბიოლოგიის რეპეტიტორი ბიოლოგიის მასწავლებელი ბიოლოგიის შესწავლა
ტელეფონი
მომზადება ბიოლოგიაში
მომზადება ბიოლოგიაში

ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ბიოლოგიაში, როგორც ქართული, ასევე ინგლისურენოვანი გამოცდებისთვის. ვარ მოლეკულური ბიოლოგიის მაგისტრი სკოლაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ასევე ვმუშაობ ნაეკში ტესტების შემდგენის პოზიციაზე. გაკვეთილები მიმდინარეობს ონლაინ პლათფორმის საშუალებით ეროვნული სასწავლო გეგმის და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად. მოსწავლეებს ყოველ გაკვეთილზე მიეწოდებათ სასწავლო მასალა და შესაბამისი ტესტები. ყოველ სამ თვეში სადიაგნოსტიკო ტესტით ვცვლი მიდგომას და მოსწავლეს ეგზავნება უკუკავშირი. 10-11 კლ თვეში 100ლ, ხოლო აბიტური თვეში 150ლ.

ბიოლოგიის რეპეტიტორი ბიოლოგიის მასწავლებელი ბიოლოგიის შესწავლა
მომზადება ბიოლოგიაში
მომზადება ბიოლოგიაში

მოვამზადებ მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და მასწავლებლობის მსურველებს ბიოლოგიაში, ვარ მოლეკულური ბიომეცნიერებების მაგისტრი, სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი, შესაბამისი მრავალწლიანი გამოცდილებით. მომზადება ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. ყოველ გაკვეთილზე თეორიასთან ერთად, ეროვნულების შესაბამისად ტესტებზე ვმუშაობთ. სწავლა შესაძლებელია როგორც დასწრებულ, ისე დისტანციურ რეჟიმში. (ბათუმში) კვირაში 2 დღე, 1 საათი. თქვენი მონდომების შესაბამისად წარმატება გარანტირებულია!

ბიოლოგიის რეპეტიტორი ბიოლოგიის მასწავლებელი ბიოლოგიის შესწავლა
ბიოლოგიაში მომზადება
ბიოლოგიაში მომზადება

სექტემბრიდან ვანახლებ სკოლის მოსწავლეების და აბიტურიენტების მიღებას ბიოლოგიაში როგორც სასკოლო პროგრამისთვის, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. მეცადინეობებს ჩავატარებ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში (2-4 მოსწავლე). ვამატებ ონლაინ გაკვეთილებს - ჯგუფში 4-7 მოსწავლე. სწავლის პროცესში შემოგთავაზებთ ვებინარებს, ილუსტრაციებს, მონაცემთა წარმოდგენის სხვადასხვა ხერხებს (ცხრილები, გრაფიკები, სქემები, სიები), იმიტირებულ ტესტებს, რაც დაგეხმარებათ გამოცდაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ლოგიკურად, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბებაში. გაკვეთილებს ჩავატარებ კვირაში 2-ჯერ, თვეში რვა გაკვეთილი. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1-1:30 სთ.

ბიოლოგიის რეპეტიტორი ბიოლოგიის მასწავლებელი ბიოლოგიის შესწავლა
მომზადება ბიოლოგიაში
მომზადება ბიოლოგიაში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ბიოლოგიაში. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი. სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე. მაქვს აბიტურიენტების მომზადების ოთხწლიანი გამოცდილება. აგრეთვე ვამზადებ მასწავლებლებს ბიოლოგიის სასერთიფიკატო გამოცდისთვის. სწავლების პროცესი მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამით. გრიფირებული სახელმძღვანელოების გარდა ვხელმძღვანელობ დამატებითი სამედიცინო ლიტერატურითა და საილუსტრაციო მასალებით (ატლასებით), რაც მოსწავლეს ეხმარება მასალის უკეთ გაგებასა და ვიზუალიზაციაში, გარდა ამისა მომავალში ისეთი საგნების უკეთ ათვისებაში, როგორებიცაა ჰისტოლოგია, ბიოქიმია, ანატომია და სხვა. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს ელექტრონულად ეგზავნება გაკვეთილის შესაბამისი თემატური პრეზენტაცია. ყოველი თემის დასრულებისას ტარდება საკონტროლო ტესტირება, რომელიც მთლიანად მორგებულია ეროვნული გამოცდის ფორმატზე. აღნიშნული პრეზენტაციების ნაწილი თემების მიხედვით ატვირთულია ჩემ მიერ შექმნილ Facebook გვერდზე - "ბიოლოგია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის". აბიტურიენტებისთვის გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ. ღირებულება: 200ლ სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ ღირებულება: 180 ლარი მოსწავლესთან შეთანხმებით, კურსის განმავლობაში, უფასოდ ჩატარდება დამატებითი გაკვეთილებიც. გაკვეთილის ხანგრძლივობა ცვალებადია 1.5სთ დან 2 სთ-მდე. ტერიტორიულად ვიმყოფები ნუცუბიძის მე-4 პლატოზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

ბიოლოგიის რეპეტიტორი ბიოლოგიის მასწავლებელი ბიოლოგიის შესწავლა
მოვამზადებ აბიტურიენტებს ბიოლოგიაში
მოვამზადებ აბიტურიენტებს ბიოლოგიაში

თუ ხარ აბიტურიენტი, აბარებ ბიოლოგიას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გსურს მაღალი ქულის აღება, ეს შენთვის არის. რას გთავაზობ: მეცადინეობას კვირაში 3 დღე, დღეში 1:30 საათი. სწავლებას პრეზენტაციებით და მულაჟებით, ბიოლოგიაში ვიზუალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. განვლილი მასალის სისტემატიურ გამეორებას (მაღალი ქულის ასაღებად ეს აუცილებელია), ყოველი თემის შემდეგ ტესტირებას. ბოლო 3-4 თვე განმეორებასთან ერთად ეროვნულის ფორმატის ტესტირებებს. ვინ ვარ მე: თბილისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მფლობელი ბიოლოგიაში✅️. სწავლების სწორი სტრატეგიით შენ შეგიძლია მაღალი ქულის აღება!

video icon ვიდეო
ბიოლოგიის რეპეტიტორი ბიოლოგიის მასწავლებელი ბიოლოგიის შესწავლა
ბიოლოგიის რეპეტიტორი
ბიოლოგიის რეპეტიტორი

მოვამზადებ ბიოლოგიაში სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი, ჩავირიცხე 100%-იანი გრანტით და მაქვს სწავლების 4 წლიანი გამოცდილება. სასწავლო მასალას გავდივართ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამით - სრულყოფილად, სხვადასხვა ავტორების წიგნებით. ყველა საკითხს ვამუშავებთ თემის შესაბამისი და ეროვნულის ტესტებით. საჭიროების შემთხვევაში ვიხმართ ვიდეომასალებს. დამატებით სახელმძღვანელოებს ვუზრუნველყოფ თავად. მეცადინეობა ტარდება მაქსიმალურად მოსწავლეზე მორგებულ და კომფორტულ გარემოში. სკოლის მოსწავლეებისთვის განსაზღვრულია კვირაში 2 გაკვეთილი - 110 ლარი; აბიტურიენტებისთვის კვირაში 3 გაკვეთილი - 170 ლარი; გაკვეთილები ტარდება ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (ჯგუფში 2 მოსწავლე); (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ონლაინ პლატფორმების გამოყენებაც).

ბიოლოგიის რეპეტიტორი ბიოლოგიის მასწავლებელი ბიოლოგიის შესწავლა

მომხმარებლის შეფასებები

მომზადება ბიოლოგიაში სურათი
მომზადება ბიოლოგიაში
ნინი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-07-16 21:15:50

ეროვნულებზე ბიოლოგიის გამოცდაში უმაღლესი შეფასება ავიღე ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და მისი დამსახურება იყო

მომზადება ბიოლოგიაში სურათი
მომზადება ბიოლოგიაში
ანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-07-02 19:30:53

გამოცდილი რეპეტიტორია, ხსნის გასაგებად და საინტერესოდ. საპრეზენტაციო ილუსტრირებული მასალა მარტივად ასათვისებელს ხდის თემას. განსაკუთრებით დიდი რეკომენდაცია მათთვის ვინც სამედიცინო კუთხით აპირებს სწავლის გაგრძელებას.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები