ბიოლოგიის რეპეტიტორი

მომზადება ბიოლოგიაში
მომზადება ბიოლოგიაში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ბიოლოგიაში. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე. მაქვს აბიტურიენტების მომზადების სამწლიანი გამოცდილება. სწავლების პროცესი მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამით. გრიფირებული სახელმძღვანელოების გარდა ვხელმძღვანელობ დამატებითი სამედიცინო ლიტერატურითა და საილუსტრაციო მასალებით (ატლასებით), რაც მოსწავლეს ეხმარება მასალის უკეთ გაგებასა და ვიზუალიზაციაში, გარდა ამისა მომავალში ისეთი საგნების უკეთ ათვისებაში, როგორებიცაა ჰისტოლოგია, ბიოქიმია, ანატომია და სხვა. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს ელექტრონულად ეგზავნება გაკვეთილის შესაბამისი პრეზენტაცია. ყოველი თემის დასრულებისას ტარდება საკონტროლო ტესტირება. პრეზენტაციების ნაწილი თემების მიხედვით ატვირთულია ჩემ მიერ შექმნილ Facebook გვერდზე - "ბიოლოგია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის". აბიტურიენტებისთვის გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ. ღირებულება: 200ლ სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ ღირებულება: 180 ლარი გაკვეთილის ხანგრძლივობა ცვალებადია 1.5სთ დან 2 სთ-მდე. ტერიტორიულად ვიმყოფები ნუცუბიძის მე-4 პლატოზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე

ბიოლოგიის რეპეტიტორი ბიოლოგიის მასწავლებელი ბიოლოგიის შესწავლა

მომხმარებლის შეფასებები

მომზადება ბიოლოგიაში სურათი
მომზადება ბიოლოგიაში
ნინი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
9 თვის წინ

ეროვნულებზე ბიოლოგიის გამოცდაში უმაღლესი შეფასება ავიღე ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და მისი დამსახურება იყო

მომზადება ბიოლოგიაში სურათი
მომზადება ბიოლოგიაში
ანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
10 თვის წინ

გამოცდილი რეპეტიტორია, ხსნის გასაგებად და საინტერესოდ. საპრეზენტაციო ილუსტრირებული მასალა მარტივად ასათვისებელს ხდის თემას. განსაკუთრებით დიდი რეკომენდაცია მათთვის ვინც სამედიცინო კუთხით აპირებს სწავლის გაგრძელებას.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები