ესპანური ენის ონლაინ კურსები კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც ენის სწავლა მოქნილი გრაფიკით სახლიდან გაუსვლელად სურს. ონლაინ ფორმატი საშუალებას გაძლევთ, ესპანური ენის გაკვეთილებს ნებისმიერ დროს და სასურველი ადგილიდან ჩაერთოთ. ესპანური ენის ონლაინ კურსების, რეგულარულად გავლა და ინტენსიური მეცადინეობა ხელს უწყობს ენის უკეთ დამახსოვრებას. ესპანურის რეპეტიტორი ონლაინ ფორმატშიც ატარებს ესპანურის გაკვეთილებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, რაც მოსახერხებელია. ინდივიდუალური გაკვეთილების დროს შესაძლებელია ყურადღება გამახვილდეს კონკრეტულ საჭიროებებზე, ლექსიკის გამდიდრებაზე, გრამატიკის გაუმჯობესებაზე, სწორ გამოთქმასა და საუბრის უნარების განვითარებაზე.
გსურთ ესპანური ენის სწავლა სახლიდან, კომფორტულად და თქვენს გრაფიკზე მორგებულად?
ონლაინ გაკვეთილებზე შეძლებთ გაიუმჯობესოთ საუბრისა და მოსმენის უნარები, გაიმყაროთ გრამატიკა და ეტაპობრივად გაიმდიდროთ ლექსიკური მარაგი.
სასწავლო პროგრამა შეირჩევა თქვენი ცოდნის დონისა და მიზნების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
თუ აპირებთ ესპანეთში წასვლას მოგზაურობის, სწავლის, დასაქმების მიზნის, ან უბრალოდ მოგწონთ ეს ენა. ძალიან შეღავათიან ფასად ჩაგიტარებთ ონლაინ გაკვეთილებს. A1-A2 დონე 180 ლარი. (ინდივიდუალური გაკ.) B1-B2 დონე 200 ლარი. თვეში 8 გაკვეთილი
მომწერეთ ან დამირეკეთ თამარ მელიაშვილი.
გსურთ ესპანური ენის სწავლა ან არსებული ცოდნის გაუმჯობესება? გაკვეთილები დაგეხმარებათ განივითაროთ საუბრის უნარები, სწორად გამოიყენოთ გრამატიკა და გაიმდიდროთ ლექსიკური მარაგი.
სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლის დონესა და ინდივიდუალურ მიზნებზე.
გაკვეთილები ტარდება **თბილისში, როგორც ადგილზე, ისე ონლაინ**.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
გეგმავთ ესპანური ენის ცოდნის დონის ოფიციალურად დადასტურებას?
მოემზადეთ სასერტიფიკატო გამოცდისთვის ინდივიდუალური მიდგომით, გამოცდის ფორმატისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
გაკვეთილები ტარდება **როგორც ადგილზე, ისე ონლაინ**.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
ესპანური ენის სწავლა ონლაინ
ესპანური ენის სწავლა ონლაინ დღეს უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე. თუ გსურთ ენის სწავლა თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას, ესპანური ენის ონლაინ გაკვეთილი სწორედ ის ფორმატია, რომელიც მოქნილობასა და კომფორტს აერთიანებს. ესპანურის გაკვეთილები ონლაინ დაგეხმარებათ, ეტაპობრივად გაიუმჯობესოთ ლექსიკა, გრამატიკა, გამოთქმა და საუბრის უნარები. თემების მიხედვით დაგეგმილი ესპანურის ონლაინ კურსი განსაკუთრებით მოსახერხებელია დამწყებთათვის, რადგან სწავლა მარტივი სიტყვებითა და ყოველდღიური ფრაზებით იწყება. რეგულარული პრაქტიკა კი საშუალებას გაძლევთ, მიღებული ცოდნა რეალურ სიტუაციებში გამოიყენოთ. ესპანურის შესწავლა ონლაინ შეგიძლიათ საკუთარი ტემპით, სახლიდან გაუსვლელად და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად.
რა არის ესპანური ენის ონლაინ კურსების უპირატესობა
ახალი ენის სწავლა ხშირად რთული გადაწყვეტილების მიღებას ჰგავს. თუმცა, ყველაფერი შეიძლება იმაზე მარტივი აღმოჩნდეს ვიდრე გგონიათ. თუ გსურთ ესპანურად საუბარი, გაინტერესებთ მოგზაურობა ესპანეთში, გჭირდებათ ესპანური ენა სამსახურისთვის, ესპანური ენის ონლაინ კურსები საკმაოდ მოსახერხებელია.
ესპანური ენის სწავლა ონლაინ საშუალებას გაძლევთ, სასწავლო პროცესი თქვენს ყოველდღიურობას მოარგოთ. აღარ არის საჭირო გზაში დროის დაკარგვა, კონკრეტულ მისამაართზე მისვლა ან მთელი დღის განრიგის შეცვლა. ესპანური ენის ონლაინ გაკვეთილი კარგი გამოსავალია მათთვის, ვისაც ინდივიდუალური ყურადღება და კონკრეტულ მიზანზე მორგებული სწავლა სურს. მაგალითად, თუ ესპანური მოგზაურობისთვის გჭირდებათ, შეგიძლიათ ყურადღება ყოველდღიურ კომუნიკაციასა და ტურისტულ სიტუაციებში გამოსაყენებელ ფრაზებზე გაამახვილოთ.
თუ ენის სწავლა კარიერული მიზნებისთვის გსურთ, სასწავლო პროცესში შეიძლება პროფესიული ლექსიკის დამატება. ხოლო მათთვის, ვინც უბრალოდ საუბრის უნარის გაუმჯობესებას ცდილობს, მეტი დრო შეიძლება დაეთმოს დიალოგებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ონლაინ სწავლა ასევე, საშუალებას გაძლევთ, სხვადასხვა ფორმატის მასალა გამოიყენოთ. წიგნებთან ერთად შეგიძლიათ მოუსმინოთ ესპანურ პოდკასტებს, უყუროთ ვიდეოებს, მოუსმინოთ მუსიკას ან გამოიყენოთ ენის სასწავლო აპლიკაციები.
ონლაინ გაკვეთილი იდეალურია, რადგან დროსა და ადგილს თავად ირჩევთ. თუმცა, თუ ბათუმში ცხოვრობთ, შეგიძლიათ აირჩიოთ ესპანური ენის კურსები ბათუმში ან მოძებნოთ ინდივიდუალური მასწავლებელი. პირისპირ გაკვეთილები განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სწავლის პროცესში უშუალო კომუნიკაცია და მუდმივი უკუკავშირი სჭირდება. თუ უკვე გადაწყვიტეთ, რომ ესპანურის სწავლა გსურთ, შემდეგი ნაბიჯი თქვენთვის შესაფერისი მასწავლებლის მოძიებაა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ servisebi.ge , სადაც სხვადასხვა საგნისა და მიმართულების სპეციალისტების მომსახურებებს იპოვით. პლატფორმაზე შეგიძლიათ მოძებნოთ ესპანურის მასწავლებელი ან რეპეტიტორი და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სწავლების ფორმატი. საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ ინგლისური ენის, თურქული ენის ან ფრანგულის მასწავლებელი.
ონლაინ კურსის ან რეპეტიტორთან გაკვეთილების დაწყება შესაძლებელია დამწყები დონიდან. სწავლა შეიძლება დაიწყოს მარტივი სიტყვებით, მისალმებებითა და ყოველდღიური ფრაზებით.
შესაძლებელია თუ არა ესპანური ენის სწავლა სხვადასხვა ქალაქში?
დიახ, ესპანური ენა შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელ ქალაქში. მაგალითად, ბათუმში შეგიძლიათ მოძებნოთ როგორც ესპანური ენის კურსები, ისე ინდივიდუალური რეპეტიტორი. არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, პირისპირ სწავლა გირჩევნიათ თუ ონლაინ ფორმატი.
რამდენ ხანში შეძლებთ ესპანურად საუბარს ?
ესპანურად საუბრის დაწყების დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენს საწყის დონეზე, სწავლის ინტენსივობასა და ყოველდღიურ პრაქტიკაზე. თუ რეგულარულად იმეცადინებთ, ახალ სიტყვებს რეალურ სიტუაციებში გამოიყენებთ და ესპანურ ენას ხშირად მოუსმენთ, პროგრესს ეტაპობრივად აუცილებლად შეამჩნევთ. მთავარია, მხოლოდ გრამატიკის სწავლით არ შემოიფარგლოთ და თავიდანვე დაიწყოთ მარტივი ფრაზებით საუბარი.