ტურბინის შეკეთება საჭიროა იმ შემთხვევაში, როცა მანქანაში მოლურჯო კვამლი (გამონაბოლქვი) ფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ ზეთი ცილინდრებში იწვის ჰაერ-საწვავის ნარევთან ერთად. სავარაუდოდ ეს ზეთი ტურბინის საშუალებით წყალში მოხვდა.
ზოგჯერ ტურბოძრავიანი მანქანის დაფაზე არის დატანილი ტურბინის ტემპერატურის და წნევის მაჩვენებლები. შესაბამისად, ტემპერატურა არ უნდა გაიზარდოს და წნევა არ უნდა შემცირდეს. ეს რჩევები გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, თუ ყიდულობთ მეორად ტურბოძრავიან მანქანას. ტურბინა ძვირადღირებული ნივთია, ამიტომ მისი დეფექტი მძღოლისთვის შესაძლოა დიდ ხარჯებთან გახდეს დაკავშირებული.