Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ქიმწმენდა

 ქიმწმენდა თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელი სერვისია, რომელიც ხელს უწყობს გარემოს სისუფთავესა და ნივთების ხანგრძლივ მოხმარებას. ხარისხიანი ქიმწმენდა საშუალებას გაძლევთ, შეინარჩუნოთ ქსოვილისა და ზედაპირების პირვანდელი იერი დაზიანებისა და ჭუჭყის გარეშე.
ჩვენი ვებგვერდი servisebi.ge გთავაზობთ პროფესიონალი შემსრულებლების მომსახურების სრულ სპექტრს. ძირითადი მომსახურება მოიცავს ავეჯის ქიმწმენდას, სადაც სპეციალური ტექნოლოგიით იწმინდება დივნები, სავარძლები და მატრასები; მანქანის ქიმწმენდას – როგორც სალონის, ასევე სავარძლების ღრმა წმენდით და რა თქმა უნდა, ტანსაცმლის ქიმწმენდას – ნაზი, მაგრამ ეფექტური მეთოდებით.
 გამოცდილი სპეციალისტები იყენებენ სერთიფიცირებულ, ეკოლოგიურად სუფთა სარეცხ საშუალებებს და მოწინავე ტექნიკას, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სისუფთავეს დაზიანების გარეშე.
 მიანდეთ საქმე პროფესიონალებს და გახადეთ სისუფთავე თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი!
მანქანის ქიმწმენდა
მანქანის ქიმწმენდა 21 განცხადება
arrow right
ავეჯის ქიმწმენდა
ავეჯის ქიმწმენდა 17 განცხადება
arrow right
ტანსაცმლის ქიმწმენდა
ტანსაცმლის ქიმწმენდა 12 განცხადება
arrow right
პრემიუმი
ქიმწმენდის აპარატის გაქირავება
ქიმწმენდის აპარატის გაქირავება
pin თბილისი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 8 შეფასება

ქირავდება ქიმწმენდის აპარატი, ადგილზე მიტანის სერვისსით. ფასი: 4სთ- 50₾ 24სთ-80₾ შეგიძლიათ გაწმინდოთ: ✅ რბილი ავეჯი ✅ სავარძლები ✅ სკამები ✅ მატრასები/ლეიბები ✅ რბილი იატაკი ✅ ხალიჩები ✅ მანქანის სალონი აპარატს ამოყავს სიღრმისეულად ჭუჭყი, მიკრობები, მტვერი და ლაქები. რბილ ავეჯს უტარდება სრული დეზინფექცია. წმენდა ხდება ანტიალერგიული, ხსნარებით ✅ რომელიც უსაფრთხოა ცხოველებისთვის და ბავშვებისთვის ✅ არ აუხეშებს მატერიას, არ ტოვებს უსიამოვნო სუნს. ასევე გვაქვს მომსახურების სერვისიც! ჩვენი პროფესიონალთა გუნდა თავად გაწმინდავს თქვენს რბილ ავეჯს. რბილი ავეჯის ქიმწმენდა / ავტომობილის ქიმწმენდა / რბილი ავეჯის ქიმწმენდის აპარატის გაქირავება / ორთქლის აპარატის გაქირავება / მანქანის ქიმწმენდა / ავეჯის ორთქლით წმენდა .

video icon ვიდეო
ქიმწმენდის აპარატი
პრემიუმი
რბილი ავეჯის ქიმწმენდა ორთქლით
რბილი ავეჯის ქიმწმენდა ორთქლით
pin თბილისი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

რატომ უნდა აირჩიოთ ჩემი სერვისი? მინიმუმ 3 მიზეზის გამო: 1) არ ვიყენებ ძლიერ და მავნე ქიმიურ ხსნარებს, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს. ლაქების მოსაშორებლად ვიყენებ თანამედროვე Kärcher ორთქლის გამწმენდს, რომელიც თბება 150 გრადუსამდე, აშორებს ღრმა ლაქებს და ანადგურებს ყველა სახის ბაქტერიას, მხოლოდ წყლის გამოყენებით, სრულიად უსაფრთხოა. ფოტო გალერეა შეგიძლიათ ნახოთ ჩემს პროფილში. 2) არ ვიყენებ იაფფასიან ჩოთქებს, რომლებსაც შეუძლიათ ავეჯის ზედაპირის დაზიანება. 3) ავეჯს ვწმენდ არამხოლოდ ზედაპირულად, არამედ იმ დეტალებშიც, სადაც ყველაზე მეტი მტვერია, რომლის შესახებაც მომხმარებელმა შეიძლება არც იცოდეს. კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!

video icon ვიდეო
სუფთა სივრცე
verify badge პრო
სალონის დეტალური ქიმწმენდა
სალონის დეტალური ქიმწმენდა

პროცედურა, რომლის დროსაც მანქანის ინტერიერის ყველა ზედაპირი ღრმად იწმინდება. ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ და უსაფრთხო ქიმიკატებს, რომლებიც ეფექტურად აშორებენ ლაქებს, ჭუჭყს და სუნს. ინტერიერის დეტალები არა მხოლოდ აუმჯობესებს მის გარეგნობას, ხდის მას უფრო მიმზიდველს და კომფორტულს, არამედ აუმჯობესებს ჰიგიენას. ჩვენ ნაზად გავრეცხავთ თქვენი მანქანის ყველა ზედაპირს, იატაკის ხალიჩების, სავარძლების, ჭერის და ინტერიერის სხვა ელემენტების ჩათვლით.

ავტომობილის ქიმწმენდა სედანის ქიმწმენდა ჯიპის ქიმწმენდა სალონის ქიმწმენდა ავტომობილის ქიმწმენდა ფასი ხიმჩისტკა მანქანის მანქანის ქიმწმენდა თბილისში მანქანის ქიმწმენდა ფასი
ტელეფონი
პრო
ქიმწმენდის აპარატის გაქირავება
ქიმწმენდის აპარატის გაქირავება

ქირავდება ან მოგემსახურებით, ჩვენივე კერხერის ფირმის უმაღლესი ანტიალერგიული ხსნარებით. ხდება აპარატის ადგილზე მიტანა. - 3სთ - 50 ლარი; - 24სთ -70ლარი; ქიმწმენდის სერვისი გთავაზობთ: ✅ რბილი ავეჯის ✅ სკამების ✅ მატრასების/ლეიბების ✅ რბილი იატაკის ქიმიურ წმენდას ✅ მანქანის სალონი მაღალ ხარისხში წმენდას, აპარატით სიღრმისეულად ჭუჭყის, მიკრობების, მტვერისა და ლაქების ამოღება, დეზინფექცია. გვაქვს მიწოდების სერვისი, მოყვება კერხერის ფირმის სადენზინფექციო ერთი პაკეტი ხსნარი ან ტაბლეტი.

video icon ვიდეო
რბილი ავეჯის ქიმწმენდა მატრასების ქიმწმენდა რბილი იატაკის ქიმწმენდა დივნის ქიმწმენდა ავეჯის ქიმწმენდა თბილისში ქიმწმენდის აპარატის გაქირავება
ტელეფონი

ქიმწმენდის მომსახურება

 ქიმწმენდის მომსახურება საუკეთესო გამოსავალია მაშინ, როდესაც გსურთ სისუფთავე, დაზოგილი დრო და ხარისხიანი შედეგი ერთდროულად მიიღოთ. თანამედროვე ქიმწმენდის მომსახურება მოიცავს როგორც ქსოვილის ღრმა წმენდას, ასევე ნაზ ქსოვილებზე მაქსიმალურად ზრუნვას – ისე, რომ არ დაზიანდეს მათი სტრუქტურა.
 ქიმწმენდის მომსახურება ყოველდღიურად უფრო მოთხოვნადი ხდება, რადგან სისუფთავე და ჰიგიენა როგორც სახლში, ისე სამუშაო გარემოში, პირდაპირ მოქმედებს ჩვენს კომფორტზე და ჯანმრთელობაზე. ქიმწმენდა არ არის მხოლოდ ლაქების მოცილება – ეს პროფესიონალური მიდგომაა ნივთების სისუფთავისა და ხანგრძლივობის შესანარჩუნებლად.
 სერვისში შედის ავეჯის ქიმწმენდა, ფარდების, ლეიბებისა და ხალიჩების წმენდა. ასევე პოპულარულია მანქანის ქიმწმენდა, რომელიც სალონის სისუფთავესა და ჰიგიენას უზრუნველყოფს და ა.შ.
პრო
Kärcher Puzzi 10/1 ქიმწმენდის აპარატი ქირით
Kärcher Puzzi 10/1 ქიმწმენდის აპარატი ქირით
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 5 შეფასება

პროფესიონალური Kärcher-ის ტექნიკის ქირაობა — CLEANPRO GEORGIA. ქირავდება პროფესიონალური Kärcher Puzzi 10/1 ქიმწმენდის აპარატი. აპარატი განკუთვნილია რბილი ავეჯის, დივნის, ხალიჩის, მატრასის, სკამების, სავარძლებისა და ავტომობილის სალონის ღრმა წმენდისთვის. შეგიძლიათ თავად ჩაატაროთ ქიმწმენდა და დაზოგოთ პროფესიონალური მომსახურების ხარჯი. ქირაობის ფასი: 4 საათი — 40 ლარი 24 საათი — 70 ლარი ქირაობას მოყვება ქიმწმენდის ფხვნილის 1 პაკეტი. შესაძლებელია ტექნიკის მიტანა ცენტრალურ უბნებში. გამოსაყენებელი მიმართულებები: - დივნისა და რბილი ავეჯის წმენდა - ხალიჩისა და ნოხის წმენდა - მატრასის წმენდა - სკამებისა და სავარძლების წმენდა - ავტომობილის სალონის ქიმწმენდა - სხვადასხვა ქსოვილის ზედაპირის წმენდა თუ არ გსურთ სამუშაოს თავად შესრულება, შესაძლებელია ქიმწმენდის მომსახურების ადგილზე შესრულებაც, წინასწარი შეთანხმებით.

რბილი ავეჯის ქიმწმენდა ხალიჩების ქიმწმენდა მატრასების ქიმწმენდა დივნის ქიმწმენდა ავეჯის ქიმწმენდა თბილისში ქიმწმენდის აპარატის გაქირავება
ტელეფონი
რბილი ავეჯის ქიმწმენდა
რბილი ავეჯის ქიმწმენდა
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

ვმუშაობთ კერხერის პროფესიონალური აპარატით: ✅ რბილი ავეჯის, მარტრასების, ხალიჩებისა და სკამების წმენდა ხარისხიანად; ✅ დივანი, კუთხე სავარძელი; ✅ ანტიალერგიული ხსნარით; ✅ აქრობს არასასიამოვნო სუნს და იწმინდება ცხოველის ბეწვისგან; ✅ რბილი ავეჯი; ✅ სავარძლები; ✅ სკამები; ✅ მატრასები/ პუფები; ✅ რბილი იატაკი; ✅ ხალიჩები; ✅ აპარატს ამოყავს სიღრმისეულად ჭუჭყი, მიკრობები, მტვერი და ლაქები. რბილ ავეჯს უტარდება სრული დეზინფექცია. წმენდა ხდება ანტიალერგიული, ხსნარებით, რომელიც უსაფრთხოა ცხოველებისთვის და ბავშვებისთვის; ✅ არ აუხეშებს მატერიას, და არ ტოვებს უსიამოვნო სუნს;

რბილი ავეჯის ქიმწმენდა ხალიჩების ქიმწმენდა მატრასების ქიმწმენდა რბილი იატაკის ქიმწმენდა დივნის ქიმწმენდა ავეჯის ქიმწმენდა თბილისში
სალონის დეტალური ქიმწმენდა
სალონის დეტალური ქიმწმენდა

პროცედურა, რომლის დროსაც მანქანის ინტერიერის ყველა ზედაპირი ღრმად იწმინდება. ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ და უსაფრთხო ქიმიკატებს, რომლებიც ეფექტურად აშორებენ ლაქებს, ჭუჭყს და სუნს. ინტერიერის დეტალები არა მხოლოდ აუმჯობესებს მის გარეგნობას, ხდის მას უფრო მიმზიდველს და კომფორტულს, არამედ აუმჯობესებს ჰიგიენას. ჩვენ ნაზად გავრეცხავთ თქვენი მანქანის ყველა ზედაპირს, იატაკის ხალიჩების, სავარძლების, ჭერის და ინტერიერის სხვა ელემენტების ჩათვლით.

ავტომობილის ქიმწმენდა სედანის ქიმწმენდა ჯიპის ქიმწმენდა სალონის ქიმწმენდა ავტომობილის ქიმწმენდა ფასი ხიმჩისტკა მანქანის მანქანის ქიმწმენდა თბილისში მანქანის ქიმწმენდა ფასი
ტანსაცმლის ქიმწმენდა
ტანსაცმლის ქიმწმენდა

გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქიმწმენდის სერვისს სრული ზრუნვის პაკეტით: რთული ლაქების ამოყვანა: თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხო, პროფესიონალური ხსნარების გამოყენებით ვუმკლავდებით თუნდაც ყველაზე ძველ და რთულ ლაქებს ქსოვილის დაზიანების გარეშე. ქსოვილის დაცვა: სპეციალური დამცავი ფორმულები ახანგრძლივებს მასალის სიცოცხლეს, იცავს გახუნებისა და ცვეთისგან, ხოლო ფერებს ინარჩუნებს კაშკაშად. ხარისხიანი დაუთოვება: პროფესიონალური მოწყობილობებით ვასრულებთ იდეალურ დაუთოვებას, რათა თქვენი სამოსი ყოველთვის მოწესრიგებულად და ელეგანტურად გამოიყურებოდეს. ფორმის შენარჩუნება: თითოეული ნივთის რეცხვისა და დამუშავების პროცესი მკაცრად კონტროლდება, რაც უზრუნველყოფს ტანსაცმლის ორიგინალური ზომისა და ფორმის სრულყოფილ შენარჩუნებას.

ქიმწმენდა ტანსაცმლის ქიმწმენდა გამოძახებით
ტანსაცმლის ქიმწმენდა
ტანსაცმლის ქიმწმენდა

იზრუნეთ თქვენს სამოსზე პროფესიონალების დახმარებით. გთავაზობთ ტანსაცმლის ინდივიდუალურ ქიმწმენდას, რომელიც უზრუნველყოფს ყოველი დეტალის უზადო სისუფთავეს. გამოვიყენებთ თანამედროვე მეთოდებსა და უსაფრთხო საშუალებებს, რომლებიც ეფექტურად ებრძვის რთულ ლაქებს და ამავდროულად მაქსიმალურად უფრთხილდება ქსოვილის სტრუქტურას, ფორმასა და ფერს. სერვისი მოიცავს როგორც ყოველდღიური ტანსაცმლის, ისე განსაკუთრებული მოვლის მოსურნე სამოსის ფრთხილ დამუშავებასა და იდეალურ მოწესრიგებას. დაზოგეთ დრო და გაუხანგრძლივეთ საყვარელ სამოსს პირვანდელი სახე.

ქიმწმენდა ტანსაცმლის ქიმწმენდა გამოძახებით
ტანსაცმლის ქიმწმენდა
ტანსაცმლის ქიმწმენდა

პროფესიონალური ქიმწმენდის სერვისი გთავაზობთ სრულყოფილ ზრუნვას თქვენს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. სერვისი მორგებულია თითოეული ნივთის ინდივიდუალურ დამუშავებაზე, რაც უზრუნველყოფს ქსოვილისა და მასალის სტრუქტურისა და ფერის სრულ შენარჩუნებას. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხო საშუალებების გამოყენებით, ეფექტურად ვასუფთავებთ სამოსს, ვუმკლავდებით რთულ ლაქებს და ვახორციელებთ ფეხსაცმლის პროფესიონალურ წმენდას. ანდეთ თქვენი გარდერობი გამოცდილ სპეციალისტებს და მიიღეთ სისუფთავისა და მოწესრიგებულობის საუკეთესო შედეგი.

ქიმწმენდა
ქლინინგ რუსთავი
ქლინინგ რუსთავი

სისუფთავის სრული სერვისი თქვენს ქალაქში! ??? ქლინინგრუსთავი გთავაზობთ პროფესიონალური მომსახურების ყველაზე ფართო არჩევანს, ადგილზე გამოძახებით, ანდეთ საქმე პროფესიონალებს და ისიამოვნეთ იდეალური შედეგით: ✨ ჩვენი სერვისები: ?️ რბილი ავეჯის ქიმწმენდა (ადგილზე მომსახურებით): თუ თქვენი დივანი, სავარძელი ან ლეიბი ჩაჯდა, გაუჩნდა უსიამოვნო სუნი, ლაქები ან ბაქტერიები ?, ჩვენი გუნდი კერხერის უმაღლესი ხარისხის აპარატურითა და გერმანული, უსაფრთხო ქიმიკატებით დაუბრუნებს მათ პირვანდელ სახეს!. ?️ აპარატების გაქირავების სერვისი: გსურთ თავად იზრუნოთ სისუფთავეზე? გთავაზობთ წამყვანი ბრენდების (Kärcher) პროფესიონალური ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატების იჯარას ყველაზე ხელსაყრელი პირობებით! ? როგორ გაიგოთ ღირებულება? გადმოგვიგზავნეთ ავეჯის ფოტო/ვიდეო პირად შეტყობინებაში და ჩვენი ოპერატორი დეტალურად აგიხსნით მომსახურების პირობებსა და საუკეთესო ფასებს. ანდე შენი გარემოს სისუფთავე პროფესიონალებს! ❤️

video icon ვიდეო
რბილი ავეჯის ქიმწმენდა ავეჯის ქიმწმენდა რუსთავში
ტანსაცმლის ქიმწმენდა
ტანსაცმლის ქიმწმენდა

„ჩაო ჩაოს“ პროფესიონალური ტანსაცმლის ქიმწმენდა გთავაზობთ თქვენი საყვარელი სამოსის სრულყოფილ მოვლასა და განახლებას. ჩვენი გუნდი თითოეულ ნივთს ინდივიდუალური მიდგომით უდგება, რათა ზედმიწევნით იყოს დაცული ქსოვილის სტრუქტურა, ფერი და ხარისხი. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხო საშუალებების წყალობით, ეფექტურად ვასუფთავებთ სამოსს ყოველგვარი რთული ლაქისა თუ დაბინძურებისგან. „ჩაო ჩაოში“ თქვენი გარდერობი მიიღებს საუკეთესო ზრუნვას - ღრმა ჰიგიენურ წმენდას, ფრთხილ დაუთოებას და პირვანდელ იერსახეს. ანდეთ თქვენი ტანსაცმელი გამოცდილ პროფესიონალებს და ისიამოვნეთ სისუფთავით ყოველდღე.

ქიმწმენდა
ტანსაცმლის ქიმწმენდა
ტანსაცმლის ქიმწმენდა

პროფესიონალური ტანსაცმლის ქიმწმენდის სერვისი თქვენი გარდერობის მოვლისა და სისუფთავისთვის. გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სამოსისა და ტექსტილის ღრმა და ეფექტურ წმენდას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხო ხსნარების გამოყენებით. სერვისი მოიცავს რთული ლაქების მოცილებას, ქსოვილის სტრუქტურისა და ფერის შენარჩუნებას, ყოველდღიური თუ სადღესასწაულო სამოსის სრულყოფილ ჰიგიენურ დამუშავებასა და დაუთოებას. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მაქსიმალური შედეგი და დაგიზოგოთ დრო. დაგვიკავშირდით და ანდეთ თქვენი ტანსაცმელი პროფესიონალებს.

ქიმწმენდა

მომხმარებლის შეფასებები

ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება სურათი
ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება
Elizabeth Serebriakova
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 კვირის წინ

თავიდან ვერცკი ვიფიქრებდი ასეთი შედეგი თუ მექნებოდა, ახლაც ემოციებში ვარ. თეთრი საკმაოდ დაბინძურებული დივანი გამიქათქათა...

ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება სურათი
ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება
თათა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 კვირის წინ

იდეალური მომსახურება. მარტივად გამოსაყენებელი აპარატია და რაც მთავარია ადგილზე ხდება დეტალური ინსტრუქციის მოწოდება

ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება სურათი
ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება
მამუკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 კვირის წინ

გამოვიძახე ქიმწნენდის აპარატი, მომიტანეს ძალიან სწრაფად, ამიხსნეს როგორ მუშაობდა და ძალიან დაბინძურებული ტახტი ფაქტიურად...

ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება სურათი
ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება
სოფო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 კვირის წინ

კარგი კომუნიკაცია, სწრაფი მოსახურება და შესანიშნავი პოდუქტი, მადლობა თქვენ

ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება სურათი
ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება
ნინო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 კვირის წინ

იოლი და კომფორტული იყო მათთან კომუნიკაცია, ვიქირავე ქიმწმენდის და ორთქლის აპარატი, დეტალური ახსნისა და კარგი აპარატის წყ...

ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება სურათი
ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება
თეა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 კვირის წინ

ვიქირავე კერხერის აპარატი, ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებით, დიდი რეკომენდაცი ჩემგან. დიდი მადლობა კომპანიას.

ქიმწმენდა ფასი — რა ღირს ხარისხიანი სისუფთავე და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

 თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმი ხშირად არ გვაძლევს საშუალებას, თავად მივხედოთ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმეებს — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სისუფთავესა და ღრმა წმენდას ეხება. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში საქმე მხოლოდ დროის დეფიციტს არ ეხება. რთულად მისადგომი ან ჩამდგარი ჭუჭყის მოსაშორებლად ხშირად საჭიროა სპეციალური ტექნიკა და პროფესიონალის ჩარევა, რაც შინაურ პირობებში შეუძლებელია. სწორედ ასეთ მომენტებში ხდება ქიმწმენდა პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული გამოსავალი. თუმცა, სანამ სერვისს შევუკვეთავთ, თითქმის ყოველთვის გვიჩნდება მთავარი კითხვა: რა ღირს ქიმწმენდა და როგორ განისაზღვრება მისი ფასი?

 ქიმწმენდის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად კომპონენტზე. პირველ რიგში, რა ტიპის ნივთის ან ზედაპირის წმენდაა საჭირო — იქნება ეს ტანსაცმლის ქიმწმენდა, რბილი ავეჯის სიღრმისეული წმენდა, ავტომობილის ქიმწმენდა, ფარდების ან ხალიჩების გაწმენდა თუ სხვა. თითოეულ მათგანს წმენდის განსხვავებული მეთოდი, დრო და ხარჯი სჭირდება, რაც პირდაპირ აისახება საბოლოო ღირებულებაზე.
 მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ფასზე გავლენას ახდენს ასევე დაბინძურების ხარისხი და მასალა, რომელსაც ვაწმენდთ. ზოგჯერ საკმარისია მარტივი განახლება, ხოლო რთულ ლაქებთან ან ხანგრძლივი დაგროვებული მტვრის შემთხვევაში საჭიროა სპეციალური ტექნიკა და დამატებითი ქიმიური საშუალებები. მაგალითად, ავეჯის ქიმწმენდა შესაძლოა მოითხოვდეს ღრმა ვაკუუმ ტექნოლოგიებს, რომლებიც უფრო ეფექტურად აშორებს მტვრის ნაწილაკებს და ალერგენებს.

 ფასზე გავლენას ახდენს სერვისის მიწოდების ფორმაც. ქიმწმენდა გამოძახებით, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ მაღალ საფასო კატეგორიაში შეიძლება მოხვდეს, უდავოდ კომფორტულია მათთვის, ვინც დროში შეზღუდულია ან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ნივთების ტრანსპორტირებას. ასეთი სერვისისას სპეციალისტი თავად მოდის მომხმარებლის მისამართზე, მოაქვს საჭირო მოწყობილობა და ადგილზე ასრულებს სამუშაოს.
 ადგილმდებარეობის მიხედვითაც შეიძლება ფასი მცირედით განსხვავდებოდეს. ქიმწმენდა თბილისში ხშირად კონკურენტულ პირობებში გვხვდება, ხოლო ქიმწმენდა რუსთავში, ქუთაისში, გორში ან სხვა ქალაქებში შესაძლოა განსხვავებულ პირობებს გვთავაზობდეს.  ჩვენი ვებგვერდის დახმარებით მომხმარებელს დღეს უკვე შეუძლია თავად აირჩიოს სერვისი მისთვის სასურველ ფასად და სასურველ ადგილზე.

 ჩვენს პლატფორმაზე სხვადასხვა შემსრულებელები ათავსებენ თავის შეთავაზებებს, მომხმარებლები კი ირჩევენ მათ, ვინც ფასითა და აღწერილი მომსახურებით ყველაზე მეტად შეესაბამება მოთხოვნებს. ერთ სივრცეში მოქცეული ამომწურავი ინფორმაცია გვეხმარება შევადაროთ არა მხოლოდ მომსახურების პირობებით, არამედ ფასით და შეფასებებითაც, რაც ამარტივებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

 უნდა გვახსოვდეს, რომ ქიმწმენდის ფასი არ არის ერთადერთი ფაქტორი არჩევანისას. მნიშვნელოვანია შემსრულებლის რეპუტაცია, გამოყენებული ტექნიკა და გამოცდილება. ზოგჯერ იაფი სერვისი შეიძლება ძვირი დაგვიჯდეს, თუ არაპროფესიონალურად შესრულებულმა წმენდამ ნივთს ზიანი მიაყენა. ამიტომ უმჯობესია გადავიხადოთ ცოტათი მეტი, მაგრამ მივიღოთ გარანტირებული შედეგი.

 ქიმწმენდის სერვისი ხელმისაწვდომია ნებისმიერი სხვადასხვა ტიპის სამუშაოსთვის — იქნება ეს ტანსაცმლის სწრაფი განახლება, ავტომობილის ინტერიერის სრულფასოვანი წმენდა, თუ დიდი ზომის ავეჯის პროფესიონალური დამუშავება.
 ქიმწმენდის ფასი ცვალებადია და დამოკიდებულია მოთხოვნაზე, სერვისის ტიპსა და ადგილზე, თუმცა სწორად შერჩეული შემსრულებლით შესაძლებელია ბალანსი ხარისხსა და ღირებულებას შორის. სისუფთავე, რაციონალური ბიუჯეტი და კომფორტი — სწორედ ამას უნდა ველოდეთ სწორად შერჩეული ქიმწმენდის სერვისისგან.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

​როგორ განისაზღვრება ქიმწმენდის ფასი?

ქიმწმენდის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე მთავარ ფაქტორზე: გასაწმენდ ობიექტზე, დაბინძურების ხარისხზე, სამუშაოს სირთულესა და მომსახურების მიწოდების ფორმაზე. მაგალითად, ტანსაცმლის ქიმწმენდა შედარებით ხელმისაწვდომია, ხოლო რბილი ავეჯის ან ავტომობილის ქიმწმენდა, რომელიც სიღრმისეულ გაწმენდას საჭიროებს, შესაძლოა მეტ დანახარჯს მოითხოვდეს.

​შესაძლებელია ქიმწმენდის სერვისის გამოძახება?

ქიმწმენდის გამოძახებით სარგებლობა შესაძლებელი და უდავოდ მოსახერხებელი სერვისია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვიწევს რბილი ავეჯის,  ხალიჩის, ავეჯის ან ფარდების გაწმენდა, რომელთა ტრანსპორტირება გართულებულია. ასეთ შემთხვევაში ფასში შედის სპეციალისტის ადგილზე მისვლაც, რაც მცირედით ზრდის ღირებულებას.

​რომელია ქიმწმენდის ყველაზე მოთხოვნადი სერვისი?

ხშირად მოთხოვნადი სერვისია ტანსაცმლის ქიმწმენდა, რადგან ის ყოველდღიური საჭიროებაა, თუმცა არ ჩამოუვარდება ავეჯის ქიმწმენდა და ავტომობილის ქიმწმენდა, რაც უფრო სპეციფიკურ მომსახურებად ითვლება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა გვინდა ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყისა და ალერგენების მოცილება. მომსახურების მოთხოვნა დამოკიდებულია სეზონზეც — მაგალითად, გაზაფხულზე ხალიჩის წმენდა განსაკუთრებით აქტუალური ხდება.

​მაღალი ფასი აუცილებლად ნიშნავს უკეთეს მომსახურებას?

არა ყოველთვის. მაღალი ფასი არ არის გარანტია, რომ ქიმწმენდა ხარისხიანად შესრულდება. მნიშვნელოვანია, ფასთან ერთად გაითვალისწინოთ შემსრულებლის გამოცდილება, შეფასებები, აღწერილი პროცედურები და გამოყენებული ტექნიკა.

​ როგორ შევარჩიოთ საუკეთესო შეთავაზება, როდესაც ფასები ერთმანეთს გავს?

როდესაც ფასები მსგავსია, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს — რას მოიცავს კონკრეტული ქიმწმენდის სერვისი, რამდენი დრო სჭირდება სამუშაოს შესრულებას, ითვალისწინებს თუ არა სერვისი ადგილზე მისვლას და როგორია შემსრულებლის რეიტინგი. ჩვენი პლატფორმა ამარტივებს ამ პროცესს: შეგიძლიათ შეადაროთ ფასები, მომსახურების აღწერა და პირადად დაუკავშირდეთ შერჩეულ სპეციალისტს.

​როდის გვაზიანებს სისუფთავე?
​როდის გვაზიანებს სისუფთავე?
 სისუფთავე თითქოს უპირობოდ კარგია. ის ასოცირდება ჰიგიენასთან, ჯანმრთელობასთან, კომფორტთან და სიმშვიდესთან. მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობთ ყოველდღიური ...
ყველას ნახვა