2 მარ 2019
9560 ნახვა

როგორ დავიწყოთ მოგზაურობა, საინტერესო რჩევები დამწყებთათვის

იმათ ვისაც მოგზაურობის დაწყება სურს, პირველი და მნიშვნელოვანი რჩევა, დაიწყეთ მოგზაურობა ჯერ საქართველოში, იმდენი რამეა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოსანახულებელი და განსაცვიფრებელ-აღსაფთოვანებელი, საამაყოზე რომ არაფერი ვთქვათ.

მსგავსი სერვისები უკვე კარგა ხანია არსებობს ჩვენთანაც, მინიმალისტური ხარჯებით უქმეებზე და არა მხოლოდ, შეგიძლიათ ერთ 2 და მეტდღიან შიდა ტურებში ჩაერთოთ, არჩევანი მრავალმხრივია და ჩვენი კვლევით საკმაოდ უსაფრთხოდ და კომფორტულად ახდენენ შიდა ტურისტული ჯგუფები მოგზაურობის მსურველთა გადაადგილებას. მანამ სანამ კომპეტენტურ გიდს ვიპოვიდით რაღაცეებში გასარკვევად, ძალიან საინტერესო ადამიანი მოვიხელთეთ, ესაა ფოტოხელოვანი გიორგი ნიკოლავა, მის ხელოვნებას ბევრი იცნობს უკვე, თავისი განსაკუთრებული ხედვით მალევე რომ გაითქვა სახელი, საქართველოს საოცარ ადგილებში გადაღებულმა მისმა ფოტოებმა სულ ახლახანს „ ნეიშენალ ჯეოგრაფიკ საქართველოს“ ფოტოკონკურსშიც გაიმარჯვა.

-გიორგი, შენ თითქმის ფეხით გაქვს შემოვლილი საქართველო, ვთქვათ მოგზაურობას ახლა ვიწყებ, მე სვანეთით დავიწყებდი, რას იტყვი სწორად ვიწყებ ?

-მე თავის დროზე რაჭით დავიწყე, რაჭა ულამაზესია, განსაკუთრებული ლანდშაფტი და განუმეორებელი, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა რაჭამ ჩემზე, თუმცა ამ გადასახედიდან მეც სვანეთით დავიწყებდი, რაჭაში ისტორიული ძეგლების სიმცირეა, მაგრამ ასეთ ბუნებას და ასეთ ხალხს სხვაგან ვერ ნახავთ. სვანეთი სხვა განზომილებაა ასევე, სხვანაირად აღსაქმელი და ისეთი, ერთი ჩასვლა რომ არ გყოფნის, რომ აღიქვა და შეიგრძნო,

ეს გოროზი მთები მთელი თავისი დიდებულებით. მე მართლა ბევრს დავდივარ, ადგილი არაა თითქმის საქართველოში სადაც ფეხი არ დამიდგამს და სადაც ფოტო არ გადამიღია.
ტურიზმი

-და მაინც რომელ მხარეს გამოარჩევდი სანახაობრივად?

-ასე ვერ ვიტყვი, ყველა მხარეს თავისი ღირსშესანიშნაობებით თავისებური ხიბლი და დატვირთვა აქვს და მართლა ყველას ვურჩევ ჯერ საქართველო მოიარეთ, სულ ახლიდან შეგიყვარდებათ ჩვენი სამშობლო.

-რამდენიმე დღიან ტურებზე რას იტყვი, შენ ბევრ შიდა ტურისტულ სააგენტოსთან თანამშრომლობ.

-ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, შემიძლია თქვა რომ არაჩვეულებრივ ხალხთან მიწევს ხოლმე მოგზაურობა, მე რასაც ვაკვირდები მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან ადამიანებს და მაქსიმალურად იხარჯებიან იმისთვის, რომ სამახსოვრო იყოს ეს ყველაფერი.

ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს დამფუძნებელი გვიყვება ასევე , რომ რაღაც საახლობლო წრე იკვრება, რამდენიმე კაციანი ჯგუფი თუ მიყავთ, მაშინ განსაკუთრებით. -5 წელზე მეტია ვარსებობთ და ერთხელ ვინცაა ჩვენთან ტურში ნამყოფი, ის მერე ვერ ჩერდება და თავის წრეს რთავს ამ მაგიურ ამბავში და ერთი დიდი სამეგობრო ვხდებით ბოლოს.
ზემო აჭარა, კახეთში სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, იმერეთში გორდი, ქართლში, ნუნისი, ბოჭორმის ციხე და წმინდა გიორგი, ალგეთის ეროვნული პარკი, ნაკლებადპოპულარული მაგრამ აუცილებლად სანახავი, საოცარი ადგილები საქართველოში, ასეთია მცირე ჩამონათვალი.

ბევრისთვის ნაკლებადცნობილია ასევე მთიანი სამეგრელო, ლუგელას ხეობა, ჩანცქერები გზად და ბეწვის ხიდები, მთების და ტყეების სიღრმეში კი „ტობავარჩხილი“, ვერცხლისფერი ტბა, იქვე ბზის ტყე და კორომი, აი ამ და მსგავსი ადგილების მონახულებას კი სულ სხვა მასშტაბები სჭირდება, აქ ტრანსპორტით ვერ მიხვალ, ლაშქრობა და მთელი ამბები, ეს კი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა ერთხელაც ერთთდღიანი ტურით დაიწყებ და ვერ გაჩერდები, იქნებ ისე ჩაგითრიოს მოგზაურობამ, რომ მოლაშქრეც კი გახდე. მთა-თუშეთი, კახეთი, ქართლი, რაჭა ლეჩხუმი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა და დიდებული სვანეთი, თითო მხარეში იმდენი ღირსშესანიშნავი ადგილია, რომ ერთი და ორი ტური ვერ დაიტევს ნამდვილად - ხოლო ვინც მოგზაურობას იწყებს ის ვერ ჩერდებაო, ამბობენ. გიორგი ლიპარტელიანი პროფესიით ისტორიკოსი და ყველაფერთან ერთად გიდი საქართველოდან საჭირო ინფორმაციას გვაწვდის საქართველოს გარშემო მოგზაურობაზე :

-რაც შეეხება იმას თუ საიდან უნდა დაიწყო მოგზაურობა, ლოგიკურ რჩევას გეტყვით, გააჩნია საიდან მოგზაურობ, თუ თბილისიდან მაშინ კახეთით უნდა დაიწყო, რადგან ახლოა, თუ ქუთაისიდან სამეგრელოთი. მერე სვანეთი და ა. შ. უსაფრთხოებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა უსაფრთხოა, ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ დამკვეთს, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ერთი შემთხვევაც კი არ მახსოვს ტურისტს რამე შემთხვეოდეს.

- ის რაც ყველას აინტერესებს, რამდენად შესაძლებელია დაბალბიუჯეტურად ასეთ ტურში ჩართვა მსურველისთვის?

-საოჯახო სასტუმროები და კვება ყველგან ერთი ფასია და ვინც იცის, ვერავინ იტყვის რომ ხელმისაწვდომი არაა.

-და ბოლოს საშუალოდ რამდენდღიანი უნდა იყოს ტური ვთქვათ ერთი მხარე, დავუშვათ კახეთი, კარგად რომ მოიარო?

-ჩვენი გათვლებით და გამოცდილებით ასეა : კახეთი , ყაზბეგი, სვანეთი 2-5 დღე, 2 დღე წასვლა წამოსვლას უნდა, სვანეთი რაკი განსაკუთრებულად გაინტერესებთ, სულ ცოტა 5 დღიანია 1 დღე მესტია, 1 დღე უშგული, 1 დღე ბეჩო.

რეკომენდირებული სტატიები

რა ეტაპების გავლაა საჭირო საძირკველის ასაშენებლად

რა ეტაპების გავლაა საჭირო საძირკველის ასაშენებლად

4 ივნ 2020

მას შემდეგ, რაც ნაკვეთს შეარჩევთ და ასაშნებელ პროექტსაც დაამტკიცებთ,

დგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დრო ეს არის საძირკველი. 

მის გაკეთებას დიდი სიფრთხილე ესაჭიროება, რადგან საძირკველი მთლიანი შენობის საყრდენი ნაწილია 

შეიძლება ითქვას, რომ შენობის ექსპლუატაციის ვადა და მდგრადობა მთლიანად საძირკველის ხარისხიანად და სწორად გაკეთებაზეა დამოკიდებული.

არსებობს საძირკვლის სხვადასხვა ტიპები

 

ლენტური, წერტილოვანი, მთლიანი ფილა, ხიმინჯოვანი და კომბინირებული.

 
  1. ლენტური საძირკველი ეწყობა მზიდი კედლების ქვეშ


 

2) წერტილოვანი საძირკველი, ბოძებისა და სვეტების ქვეშ ეწყობა
 


 

3) მთლიანი ფილა ისხმება მთლიანად შენობის ქვეშ, რკინაბეტონის ფილის სახით
 


 

4) ხიმინჯოვანი საძირკველი გრუნტში მოთავსებული ძელური ელემენტებია, 

რომელიც ფუძეზე გადასცემს შენობის დატვირთვას
 


 

პირველი და მეორე კლასის შენობისთვის ნებისმიერი მათგანი გამოდგება, მთავარია სამუშაოები სწორად შესრულდეს.

მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებული ლენტური საძირკველია და მასზე ვისაუბროთ.
 

უნდა გასუფთავდეს ასაშენებელი ტერიტორია და ამოითხაროს ქვაბული.

1) შეგიძლიათ მუშა დაიქირაოთ და მას ამოათხრევინოთ რაც დაახლოვებით კუბზე 60ლ-დან 120ლ-მდე ღირს 

2) შეგიძლიათ იქირაოთ შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა, რომელიც ბევრად მარტივად და სწრაფად შეასრულებს ამ საქმეს, მაგალითად 110 კვადრატულიან ბელეტაჟ სახლის საძირკველს ამოთხრის ერთ დღეში, რაც 450ლ ღირს (ერთი დღის მომსახურების ფასი)

 

მას შემდეგ, რაც ქვაბულს ამოთხრით და ნიადაგს გაასწორებთ, ეწყობა მოსამზადებელი ფენა ქვიშით ან ხრეშით.

ფორმის შენარჩუნებისა და ბეტონის სწორად ჩასხმისათვის უნდა მოეწყოს ყალიბი ე.წ (აპალოვკა).

 

3) ხელოსნის დაქირავება რომელიც ყალიბს შეკრავს და და წნავს რკინის ბადეს დაგიჯდებათ 1მ3-ზე საშუალოდ 100 ლარი

4) ფიცრები  შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი მასალა ან და შეიძიონთ საყალიბე ფანერები, რომელიც დაახლოვებით 1ც 55 ლარი ღირს 

5) დაგჭირდებათ არმატურა, საძირკველში ჩასაყოლებელი ბადის გასაკეთებლად რომლის ფასი დაახლოვებით 10მმ-ის სიგანის  და 12მ-სიგრძის არის 1 ტონაზე დაახლოებით 1800 ლარი

6) საბეტონე ქვიშა მისი ფასი იწყება 1კვ.მ3-ზე 45 ლარიდან.

7) ღორღი რომლის ფასიც იწყება 1კვ.მ3-ზე 25 ლარიდან

7) ცემენტის "ჰაიდელბერგის" ფასი ერთი პარკის 13 ლარია.

 

Აუცილებელი პირობაა საძირკვლის გაშრობის და ყალიბის მოხსნის შემდეგ გაკეთდეს ჰიდროიზოლაცია დაც დანესტვას შეუშლის ხელს მაგალითად წაესვას ფისის ფენა ან ნებისმიერი სხვა ჰიდროსაიზოლაციო საშუალება

 

საბოლოოდ როგორ ტიპზეც არ უნდა გაკეთდეს არჩეავანი მთავარია სწორად იყოს შესრულებული ყველა სამუშაო.

არასწორად გაკეთებული საძირკველი ალბათ ყველაზე სახიფათოა და შეიძლება ისეთ კატასროფულ შედეგამდე მიგვიყვანოს როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები.
 

ინტერიერის  მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?

ინტერიერის მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?

5 აპრ 2019

ავეჯის დიზაინერები დღეისათვის ერთხმად აღიარებენ, რომ თანამედროვე ინტერიერს რაიმე ჩარჩოები უკვე აღარ აქვს და უფრო მეტად სადაა, ზედმეტი ელემენტე-ბით არ არის გადატვირთული, ყველაფრის ფუნქციურად განაწილება ხდება სივრცეში. მინიმუმამდე დაიყვანება დეკორიც. პრაქტიკიდან გამომდინარე, გადატვირთული ელემენტები უკვე აღარავის იზიდავს შემკვეთს. თუ წინა წლებში სადა ფერის კედლებზე, მაგალითად, საწოლის უკან დეკორი მოდური იყო, ახლა ეს მოდიდან გადავიდა. უფრო მეტად ხისა და ქვის გამოყენება დაიწყეს ინტერი-ერში.

რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?

რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?

1 აპრ 2019

განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს თითქმის ყოველდღე ვადევნებთ თვალ-ყურს, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად იზრდება ინტერესი ამ მიმართულებით და მანამ სანამ მოკლედ და ზოგადად მიმოვიხილავდეთ გარკვეული საგნების სპეციალისტებთან საგნების ცოდნის სპეციფიკას, იმას, თუ რაში და როდიდან უნდა მოემზადონ ბავშვები რეპეტიტორებთან, მკითხველს იმ ცვლილებებს გავაცნობთ, რაც განათლების სამინისტრომ და შეფასებისა და ეროვნულმა ცენტრმა ბოლო დროს გააჟღერა: