როგორ დავიწყოთ მოგზაურობა, საინტერესო რჩევები დამწყებთათვის
ლაურა აბრამია
ლაურა აბრამია
19/03/2019
6863 ნახვა

როგორ დავიწყოთ მოგზაურობა, საინტერესო რჩევები დამწყებთათვის

იმათ ვისაც მოგზაურობის დაწყება სურს, პირველი და მნიშვნელოვანი რჩევა, დაიწყეთ მოგზაურობა ჯერ საქართველოში, იმდენი რამეა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოსანახულებელი და განსაცვიფრებელ-აღსაფთოვანებელი, საამაყოზე რომ არაფერი ვთქვათ.

მსგავსი სერვისები უკვე კარგა ხანია არსებობს ჩვენთანაც, მინიმალისტური ხარჯებით უქმეებზე და არა მხოლოდ, შეგიძლიათ ერთ 2 და მეტდღიან შიდა ტურებში ჩაერთოთ, არჩევანი მრავალმხრივია და ჩვენი კვლევით საკმაოდ უსაფრთხოდ და კომფორტულად ახდენენ შიდა ტურისტული ჯგუფები მოგზაურობის მსურველთა გადაადგილებას. მანამ სანამ კომპეტენტურ გიდს ვიპოვიდით რაღაცეებში გასარკვევად, ძალიან საინტერესო ადამიანი მოვიხელთეთ, ესაა ფოტოხელოვანი გიორგი ნიკოლავა, მის ხელოვნებას ბევრი იცნობს უკვე, თავისი განსაკუთრებული ხედვით მალევე რომ გაითქვა სახელი, საქართველოს საოცარ ადგილებში გადაღებულმა მისმა ფოტოებმა სულ ახლახანს „ ნეიშენალ ჯეოგრაფიკ საქართველოს“ ფოტოკონკურსშიც გაიმარჯვა.

-გიორგი, შენ თითქმის ფეხით გაქვს შემოვლილი საქართველო, ვთქვათ მოგზაურობას ახლა ვიწყებ, მე სვანეთით დავიწყებდი, რას იტყვი სწორად ვიწყებ ?

-მე თავის დროზე რაჭით დავიწყე, რაჭა ულამაზესია, განსაკუთრებული ლანდშაფტი და განუმეორებელი, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა რაჭამ ჩემზე, თუმცა ამ გადასახედიდან მეც სვანეთით დავიწყებდი, რაჭაში ისტორიული ძეგლების სიმცირეა, მაგრამ ასეთ ბუნებას და ასეთ ხალხს სხვაგან ვერ ნახავთ. სვანეთი სხვა განზომილებაა ასევე, სხვანაირად აღსაქმელი და ისეთი, ერთი ჩასვლა რომ არ გყოფნის, რომ აღიქვა და შეიგრძნო,

ეს გოროზი მთები მთელი თავისი დიდებულებით. მე მართლა ბევრს დავდივარ, ადგილი არაა თითქმის საქართველოში სადაც ფეხი არ დამიდგამს და სადაც ფოტო არ გადამიღია.
ტურიზმი

-და მაინც რომელ მხარეს გამოარჩევდი სანახაობრივად?

-ასე ვერ ვიტყვი, ყველა მხარეს თავისი ღირსშესანიშნაობებით თავისებური ხიბლი და დატვირთვა აქვს და მართლა ყველას ვურჩევ ჯერ საქართველო მოიარეთ, სულ ახლიდან შეგიყვარდებათ ჩვენი სამშობლო.

-რამდენიმე დღიან ტურებზე რას იტყვი, შენ ბევრ შიდა ტურისტულ სააგენტოსთან თანამშრომლობ.

-ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, შემიძლია თქვა რომ არაჩვეულებრივ ხალხთან მიწევს ხოლმე მოგზაურობა, მე რასაც ვაკვირდები მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან ადამიანებს და მაქსიმალურად იხარჯებიან იმისთვის, რომ სამახსოვრო იყოს ეს ყველაფერი.

ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს დამფუძნებელი გვიყვება ასევე , რომ რაღაც საახლობლო წრე იკვრება, რამდენიმე კაციანი ჯგუფი თუ მიყავთ, მაშინ განსაკუთრებით. -5 წელზე მეტია ვარსებობთ და ერთხელ ვინცაა ჩვენთან ტურში ნამყოფი, ის მერე ვერ ჩერდება და თავის წრეს რთავს ამ მაგიურ ამბავში და ერთი დიდი სამეგობრო ვხდებით ბოლოს.
ზემო აჭარა, კახეთში სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, იმერეთში გორდი, ქართლში, ნუნისი, ბოჭორმის ციხე და წმინდა გიორგი, ალგეთის ეროვნული პარკი, ნაკლებადპოპულარული მაგრამ აუცილებლად სანახავი, საოცარი ადგილები საქართველოში, ასეთია მცირე ჩამონათვალი.

ბევრისთვის ნაკლებადცნობილია ასევე მთიანი სამეგრელო, ლუგელას ხეობა, ჩანცქერები გზად და ბეწვის ხიდები, მთების და ტყეების სიღრმეში კი „ტობავარჩხილი“, ვერცხლისფერი ტბა, იქვე ბზის ტყე და კორომი, აი ამ და მსგავსი ადგილების მონახულებას კი სულ სხვა მასშტაბები სჭირდება, აქ ტრანსპორტით ვერ მიხვალ, ლაშქრობა და მთელი ამბები, ეს კი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა ერთხელაც ერთთდღიანი ტურით დაიწყებ და ვერ გაჩერდები, იქნებ ისე ჩაგითრიოს მოგზაურობამ, რომ მოლაშქრეც კი გახდე. მთა-თუშეთი, კახეთი, ქართლი, რაჭა ლეჩხუმი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა და დიდებული სვანეთი, თითო მხარეში იმდენი ღირსშესანიშნავი ადგილია, რომ ერთი და ორი ტური ვერ დაიტევს ნამდვილად - ხოლო ვინც მოგზაურობას იწყებს ის ვერ ჩერდებაო, ამბობენ. გიორგი ლიპარტელიანი პროფესიით ისტორიკოსი და ყველაფერთან ერთად გიდი საქართველოდან საჭირო ინფორმაციას გვაწვდის საქართველოს გარშემო მოგზაურობაზე :

-რაც შეეხება იმას თუ საიდან უნდა დაიწყო მოგზაურობა, ლოგიკურ რჩევას გეტყვით, გააჩნია საიდან მოგზაურობ, თუ თბილისიდან მაშინ კახეთით უნდა დაიწყო, რადგან ახლოა, თუ ქუთაისიდან სამეგრელოთი. მერე სვანეთი და ა. შ. უსაფრთხოებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა უსაფრთხოა, ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ დამკვეთს, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ერთი შემთხვევაც კი არ მახსოვს ტურისტს რამე შემთხვეოდეს.

- ის რაც ყველას აინტერესებს, რამდენად შესაძლებელია დაბალბიუჯეტურად ასეთ ტურში ჩართვა მსურველისთვის?

-საოჯახო სასტუმროები და კვება ყველგან ერთი ფასია და ვინც იცის, ვერავინ იტყვის რომ ხელმისაწვდომი არაა.

-და ბოლოს საშუალოდ რამდენდღიანი უნდა იყოს ტური ვთქვათ ერთი მხარე, დავუშვათ კახეთი, კარგად რომ მოიარო?

-ჩვენი გათვლებით და გამოცდილებით ასეა : კახეთი , ყაზბეგი, სვანეთი 2-5 დღე, 2 დღე წასვლა წამოსვლას უნდა, სვანეთი რაკი განსაკუთრებულად გაინტერესებთ, სულ ცოტა 5 დღიანია 1 დღე მესტია, 1 დღე უშგული, 1 დღე ბეჩო.

4
ლაურა აბრამია
ლაურა აბრამია
19/03/2019
გაზიარება
რეკომენდირებული სტატიები
ინტერიერის  მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?
ინტერიერის მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?
2019-04-19 10:28:06

ავეჯის დიზაინერები დღეისათვის ერთხმად აღიარებენ, რომ თანამედროვე ინტერიერს რაიმე ჩარჩოები უკვე აღარ აქვს და უფრო მეტად სადაა,

რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?
რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?
2019-04-08 09:31:55

განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს თითქმის ყოველდღე ვადევნებთ თვალ-ყურს, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად

რა არის სერვისები.ჯი?
რა არის სერვისები.ჯი?
2019-03-26 09:48:23

მოცემული პროექტი აკავშირებს მომხმარებლებს და შემსრულებლებს ერთმანეთთან, პროექტის მიზანია მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას დამკვეთს

რაში შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს და რაში არა - პროფესიონალის რჩევები
რაში შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს და რაში არა - პროფესიონალის რჩევები
2019-03-19 15:30:53

რემონტი სახლში, ოფისში საკმაოდ რთული პროცესია, დამღლელი მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო, თუ გავითვალისწნებთ იმას, როგორი რემონტი გ

რჩეული განცხადებები