დამკრძალავი ბიურო

დამკრძალავი ბიურო უზრუნველყოფს მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებულ მომსახურებებს.
ამ ტიპის დაწესებულებების მთავარი ფუნქციაა დაეხმაროს ოჯახებს გარდაცვლილი ადამიანის უკანასკნელი გზის ორგანიზებაში.
მათი მომსახურება მოიცავს სხვადასხვა სერვისებს, როგორიცაა:
სარიტუალო მომსახურება - რაც გულისხმობს სასახლის მიწოდებას, დაკრძალვის ცერემონიის დაგეგმვასა და ჩატარებას
ბალზამირება - ამ პროცედურისას მიცვალებულის სხეული მუშავდება და სტერილდება, რათა არ გაიხრწნას
სასაფლაოს დიზაინი - შეიძლება მოიცავდეს საფლავის ადგილის შერჩევას, ქვისა და დიზაინის დამზადებას, ლანდშაფტის დაგეგმარებას და ა.შ 
საფლავების მოპირკეთება და სხვ.
დამკრძალავი ბიურო  სერვისებზე ასევე ითვალისწინებს კულტურულ და რელიგიურ თავისებურებებს, რათა უზრუნველყოს ყველა ტრადიციის დაცვა დაკრძალვის პროცესში.
სასაფლაოს მოპირკეთება
სასაფლაოს მოპირკეთება

გთავაზობთ ქვის და ქვის ნაკეთობების ფართო არჩევანს. საფლავის მოპირკეთება, ბერძნული მარმარილო, უკრაინული და ინდური გრანიტი, ლაბრადორი, დიაბაზი და სხვა ქვის მასალები. სასაფლაოს კეთილმოწყობა, სასაფლაოს ქვა, სასაფლაოს ჯვარი. სასანთლე, ძეგლი, მემორიალი, მემორიალური დაფა. CNC რუტერის მომსახურება. მარმარილოს ჯვარი, ბოლნური ჯვარი, ნინოს ჯვარი, სასანთლე, საფლავის ჯვარი, სასაფლაოს ჯვარი, გრანიტის ჯვარი. საფლავის ქვა, მემორიალური დაფა, ფერადი ფოტო საფლავის ქვაზე, შავთეთრი ფოტო საფლავის ქვაზე, ქვაზე ხატვა, ქვაზე პორტრეტი, ქვაზე ფოტო, ქვაზე გრავირება, ქვის ჭრა, სარიტუალო მომსახურება, ასოების ამოკვეთა ქვაზე

video icon ვიდეო
საფლავის ქვაზე ხატვა საფლავების მოპირკეთება საფლავის ქვა საფლავის მოპირკეთება პრინტერით ხატვა საფლავის ქვაზე საფლავის ქვაზე წარწერა საფლავის ქვის ფასები საფლავის ქვის ყიდვა წარწერა საფლავის ქვაზე სასაფლაოს ხელოსანი საფლავის ქვების დამზადება საფლავის ჯვარი
დამკრძალავი ბიურო
დამკრძალავი ბიურო

სრული სარიტუალო მომსახურეობა სახლიდან გაუსვლელად.მოგემსახურებით პროფესიონალები,მაცივარი რომელსაც ჩვენ გთავაზობთ ანალოგი არააქვს და არის სულახალი,ბალზამირებას აკეთებს კვალიფიციური ექიმი,ვახდენთ აეროპორტში დახვედრას და გადასვენებას ნებისმიერი მიმართულებით,საეკლესიო სუდარა,ტახტი,შანდალი,სასახლე ნებისმიერი ფორმის და დიზაინის,რომლებიც დამზადებულია სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი ხისგან,ხარისხი ჩვენთვის უმთავრესია,გვყავს გამართული კატაფალკები,სამარშრუტო ავტომობილი,რომელიც მოემსახურება ჭირისუფალს სასაფლაოზე და იქიდან საბანკეტო დარბაზში გადაადგილებაში.იქიდან გამომდინარე რომ ეს ყველაფერი ჩვენია და დარეკვის შემთხვევაში არ გვიწევს შუამავლის როლში გამოსვლა;ფასები არის დაბალი და შეძლებისდაგვარად შეღავათიანი.ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად.

კატაფალკა დამკრძალავი ბიურო თბილისში სასახლე მაცივარი სასახლე კუბო
24-საათიანი სარიტუალო მომსახურება საქართველოში
24-საათიანი სარიტუალო მომსახურება საქართველოში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

დამკრძალავი ბიურო ElitBiuro24 ოცდაოთხი საათის განმავლობაში გაგიწევთ ნებისმიერი სახის სარიტუალო მომსახურებას. მომსახურებები: - ბალზამირება - ჩაცმა - მაცივრის გაქირავება - გამოსამშვიდობებელი დარბაზი - ჩასასვენებელი - ჯვრები - სუდარა - დაკრძალვის მომსახურება - საფლავის გათხრა - ადგილი სასაფლაოზე - კატაფალკის მომსახურება - საზღვარგარეთ მიცვალებულის გადასვენება - კრემაცია - სხვა ჩვენი პრინციპი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ადამიანებს მძიმე წუთებში გარდაუვალი საკითხების გადაჭრაში, მათი ფინანსური შესაძლებლობების და სოციალური სტატუსის მიუხედავად. ElitBiuro24 გთავაზობთ ყველა ტიპის სარიტუალო მომსახურებას საქართველოში. ჩვენი გარანტიები: - დროული რეაგირება - ვადების ზუსტი დაცვა - ადეკვატური ფასები - სარიტუალო პროდუქციის ხარისხი - ეთიკური ნორმების დაცვა - პროფესიონალიზმი - ყურადღებიანობა - სრული სარიტუალო მომსახურების ორგანიზება და გაფორმება - მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულის საკითხის გადაჭრა.

სარიტუალო მომსახურება

სარიტუალო მომსახურება კომპლექსური პროცესია და იწყება იმ მომენტიდან, როცა გარდაცვლილის ოჯახი უკავშირდება დამკრძალავ ბიუროს და გრძელდება დაკრძალვის შემდგომაც.
ეს მომსახურება მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს, ემპათიას და დეტალებზე ყურადღების გამახვილებას, რათა უზრუნველყოს გარდაცვლილის ხსოვნის სათანადო პატივისცემა.
სარიტუალო მომსახურების ფასები განსხვავებულია, დგინდება იმის მიხედვით თუ რა სერვისებით სარგებლობა სურს გარდაცვლილის ოჯახს.
პირველი ნაბიჯი სარიტუალო მომსახურების პროცესში კატაფალკის გამოძახება არის.
როდესაც ოჯახი ატყობინებს დამკრძალავ ბიუროს გარდაცვალების შესახებ, სპეციალური ავტომობილით გადაყავთ გარდაცვლილი სივრცეში, რომელსაც სარიტუალო დარბაზი ეწოდება.
მომსახურების ფასები  განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა სერვისებს ირჩევს ოჯახი. ზოგიერთი დამკრძალავი ბიურო გვთავაზობს სხვადასხვა პაკეტებს - დაწყებული ბაზისური მომსახურებით და დამთავრებული პრემიუმ კლასის სერვისებით. ოჯახს შეუძლია აირჩიოს მათთვის ყველაზე შესაფერისი და ხელმისაწვდომი ვარიანტი.

მომხმარებლის შეფასებები

24-საათიანი სარიტუალო მომსახურება საქართველოში სურათი
24-საათიანი სარიტუალო მომსახურება საქართველოში
Levani
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-09-11 08:10:39

Ძალიან სწრაფად დაგვეხმარნენ ყველაფრის მოგვარებაში სახლიდან გაუსვლელად.

დამკრძალავი ბიურო სურათი
დამკრძალავი ბიურო
თემური
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-12-09 23:27:36

საუკეთესო სერვისი. დიდი მადლობა დახმარებისთვის! იაფი ფასები და უსწრაფესი რეაგირება გამოძახებაზე.

საფლავის ქვის დამზადება, ქვაზე ხატვა და საფლავის დაპროექტება სურათი
საფლავის ქვის დამზადება, ქვაზე ხატვა და საფლავის დაპროექტება
ანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-04-28 19:44:36

არასდროს მეგონა ონლაინიდან ამ სიტუაციაში ასე მარტივად თუ გამოვიდოდი მართლა ძალიან საყარელი ხალხია

​დამკრძალავი ბიუროების მომსახურება

დამკრძალავი ბიუროების მომსახურება საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია,  ძირითადად მოიცავს: ამ მომსახურებების მთავარი მიზანია გარდაცვლილის ღირსეული გაცილება და ოჯახის მხარდაჭერა რთულ პერიოდში. სერვისებზე მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ დამკრძალავი ბიუროს მომსახურება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში.
 

რისგან მზადდება საფლავის ქვა?


საფლავის ქვა მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და წარმოადგენს ადამიანის ხსოვნის უძველეს, უნივერსალურ სიმბოლოს. ქვის ფილების საფლავების კულტურა სხვა და სხვა წყაროების მიხედვით  ძვ. წ. 1,300 - 300 პერიოდით  თარიღდება და გვხვდება მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურაში.
უძველესი ცივილიზაციებიდან დაწყებული, ეგვიპტური პირამიდებით,  ბერძნული სტელებით და თანამედროვე სასაფლაოებით დამთავრებული.
საქართველოში გავრცელებული მემორიალური ძეგლების სახეები გახლდათ: საფლავის ე.წ ლოდები, ჯვრის, აკვნის, სკივრისა და კუბოს ფორმის ქვები, აგრეთვე ობელისკები, მატურები, არქიტექტურულად გადაწყვეტილი საფლავის ძეგლები.

კონკრეტულად, როდის იღებს დასაბამს საქართველოში საფლავის ქვაზე ხატვა და გარდაცვლილის სრულად გამოსახვის ტრადიცია, უცნობია.
ის თუ როგორ გამოსახავდნენ გარდაცვლილს, რა ეპიტაფიას აწერდნენ, რა მასალისგან მზადდებოდა ქვა და როგორი იყო საფლავი, გვაწვდის იმდროინდელი ყოფის დეტალებზე ინფორმაციას. 
საფლავის ქვის დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა მასალა, რომელთაგან თითოეულს აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული ვარიანტები:
გრანიტი - საფლავის ქვისთვის ყველაზე პოპულარული და მსოფლიოში გავრცელებული მასალაა, მის მოთხოვნადობას განაპირობებს გამძლეობა, მრავალფეროვნება, დამუშავების სიმარტივე და ხელმისაწვდომი ფასი.
გრანიტი მაგმური ქანია, რომელიც ფორმირდება დედამიწის ქერქის ღრმა ფენებში მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, ეს თვისება უზრუნველყოფს მის გამძლეობას ექსტრემალური კლიმატური პირობების, მექანიკური ზემოქმედებისა და დროის გავლენის მიმართ.
არ ზიანდება მზის გამოსხივებით და კარგად უძლებს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს.
მიუხედავად იმისა, რომ გრანიტი არის მყარი ქანი, თანამედროვე ტექნოლოგიებით შესაძლებელია მისი ეფექტური დამუშავება. გრანიტზე შესაძლებელია როგორც მარტივი, ისე რთული გრავირების შესრულება. ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია დეტალური პორტრეტების, პეიზაჟების და რთული ორნამენტების შექმნა.
გრანიტის მასალა ხშირად ხელმისაწვდომია ფასითაც და ხარისხის თანაფარდობის თვალსაზრისით.
მარმარილო - მარმარილო საფლავის ქვების კლასიკურ და ელეგანტურ არჩევანს წარმოადგენს, განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში.
მარმარილოს ზედაპირის ნატიფი კრემისფერი ან თეთრი ფერი მას მეტად ესთეტიკურს ხდის.
ისტორიულად, მარმარილო ასოცირდება ძვირფას და პრესტიჟულ მასალასთან. მას ხშირად იყენებდნენ მნიშვნელოვანი საზოგადო შენობების, ხელოვნების ნიმუშებისა და მემორიალების შესაქმნელად. ეს ისტორიული ასოციაცია კიდევ უფრო ზრდის მის მიმზიდველობას საფლავის ქვისთვის, რადგან ის სძენს მემორიალს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
გრანიტთან შედარებით, უფრო რბილი მასალაა, ქვისმთლელებს მათზე შეუძლიათ  შექმნან რთული ორნამენტები, როგორიცაა : მოქანდაკებულ ანგელოზები, გვირგვინები, ყვავილები ან სხვა სიმბოლოები, ნატიფი წარწერები და დეტალური სკულპტურული ელემენტები.
როგორც წესი, უფრო ძვირია, ვიდრე გრანიტი ან სხვა ფართოდ გავრცელებული საფლავის ქვის მასალები. მისი ფასი განპირობებულია იშვიათობით, მასალის მოპოვების სირთულით.
გამძლეობის თვალსაზრისით  მარმარილო უფრო მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების მიმართ, ვიდრე გრანიტი, შესაძლოა მარტივად დაზიანდეს მექანიკური ზემოქმედებით.
ბრინჯაო - ბრინჯაო გამოიყენება უფრო მცირე ზომის საფლავის ქვებისთვის ან დამატებითი დეკორატიული ელემენტებისთვის .
კარგად უძლებს გარემო ფაქტორების ზემოქმედებას, დროთა განმავლობაში იცვლის ფერს და იძენს მწვანე პატინას -ეს არის  სხვადასხვა ფერის (მწვანიდან მუქ ყავისფრამდე) ძალიან თხელი ფენა ჟანგისა, რომელიც ჩნდება სპილენძის, ბრინჯაოს და თითბრის ზედაპირზე (ბუნებრივად ან სპეციალური დამუშავების შედეგად); იცავს ნაკეთობას კოროზიისაგან და აქვს დეკორატიული მნიშვნელობა.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს სარიტუალო მომსახურება?

სარიტუალო მომსახურება მოიცავს დაკრძალვის ცერემონიის დაგეგმვასა და ჩატარებას, გარდაცვლილის ტრანსპორტირებას, გაპატიოსნებას, სარიტუალო დარბაზის მომზადებას, სამგლოვიარო ცერემონიისა და პროცესიის ორგანიზებას.
ამ სერვისების ერთობლიობას ხშირად დამკრძალავი ბიურო გთავაზობთ,თბილისში მათი არჩევანი საკმაოდ ვრცელია.
შერჩევას ჩვენი პლატფორმიდან მარტივად შეძლებ.

რა არის კატაფალკა?

კატაფალკა სპეციალური ტრანსპორტია, რომელიც გამოიყენება გარდაცვლილის ცხედრის გადასასვენებლად დანიშნულების პუნქტამდე.
აღჭურვილია ყველა საჭირო დეტალით, რათა ცხედრის სასაფლაომდე ტრანსპორტირება ყოველმხრივ მოსახერხებელი იყოს.
არსებობს სხვადასხვა მოდელები, ყველაზე გავრცელებულია ე.წ ლიმუზინის ტიპის კატაფალკა.
კატაფალკის გამოძახება 24/7-ზეა შესაძლებელი, თითქმის ყველა ქალაქსა თუ სოფელში.

​რა არის სარიტუალო დარბაზი და რა მნიშვნელობა აქვს მას დაკრძალვის პროცესში?

თუ მიცვალებულის დასვენება ვერ ხდება სახლში ან ბინაში გარკვეული მიზეზის გამო, სარიტუალო დარბაზის ქირაობა დაგჭირდებათ.
სარიტუალო დარბაზი  სპეციალურად მოწყობილი სივრცეა, სადაც ტარდება მიცვალებულთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია.
აქ ხდება გარდაცვლილის მომზადება დაკრძალვისთვის.
დარბაზის მომზადება ხშირ შემთხვევაში მოიცავს:
ყვავილებით გაფორმებას
განათების მოწყობას
სკამების განლაგებას
აუდიო სისტემის მომზადებას (საგალობლებისთვის)
გარდაცვლილის ფოტოების ან პერსონალური ნივთების გამოფენას
რატომ არის მნიშვნელოვანი საფლავის ქვის მასალის სწორად შერჩევა? 
სწორად შერჩეული მასალა უზრუნველყოფს საფლავის ქვის გამძლეობას.
მასალის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის უძლებდეს სხვადასხვა კლიმატურ პირობებს, ტემპერატურის ცვლილებებს, ნალექებს და სხვა გარემო ფაქტორებს.
სხვადასხვა მასალა განსხვავებულ მოვლას საჭიროებს. სწორი არჩევანი შეამცირებს მომავალში მოვლის ხარჯებს.

რა არის ბალზამირება?

ბალზამირება არის პროცესი, რომლის დროსაც მიცვალებულის სხეული მუშავდება სპეციალური ქიმიური ნივთიერებებით მაგალითად:ფორმალინით, რათა შენელდეს გახრწნის პროცესი.
ოჯახმა შეიძლება აირჩიოს ბალზამირება შემდეგი მიზეზების გამო:
თუ იგეგმება ღია კუბოთი გამოსამშვიდობებელი ცერემონია.
თუ დაკრძალვა არ ხდება მალევე.
თუ საჭიროა სხეულის შორ მანძილზე გადასვენება.
ზოგიერთ კულტურაში ბალზამირება არ არის მიღებული 
გადაწყვეტილება დამოკიდებულია ოჯახის რწმენასა და სურვილებზე.

​10 ცრურწმენა, რომელიც დაკავშირებულია დაკრძალვის რიტუალთან
​10 ცრურწმენა, რომელიც დაკავშირებულია დაკრძალვის რიტუალთან
   სიკვდილი - ადამიანის არსებობის საბოლოო ეტაპი, ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება კაცობრიობისთვის უდიდეს საიდუმლოდ.  ამ მოვლენის...
ყველას ნახვა