მოვამზადებ ბიოლოგიაში მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს. ვარ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ბიოლოგიაში. მაქვს გამოცდილება. მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ 1 სთ და 30 წუთი ფასი: ერთ თვის საფასური 100 ლარი
სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მოვამზადებ ბიოლოგიაში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამით, სწავლების პროცესი აგრეთვე მოიცავს დამატებით სასწავლო პროგრამებს, საილუსტრაციო მასალებსა და ატლასებს, რომლებიც შემდგომში მოსწავლეს დაეხმარება მასალის ვიზუალურ აღქმასა და ისეთი საგნების მარტივად ათვისებაში, როგორებიცაა ციტოლოგია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია, გენეტიკა, ბოტანიკა და სხვა. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს ელექტრონულად გადაეგზავნება საგაკვეთილო მასალის შესაბამისი პრეზენტაცია. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის სტუდენტი, სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე, მაქვს ბავშვებთან მუშაობისა და მომზადების გამოცდილება, მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული მრავალფეროვანი, საინტერესო სწავლების მეთოდები. მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ (აბიტურიენტებისთვის 3-ჯერ) 2 საათი. 8 გაკვეთილის (1 თვის) ღირებულებაა 120 ლარი. (სკოლის მოსწავლეებისთვის, კვირაში 2-ჯერ.) 12 გაკვეთილის (1 თვის) ღირებულებაა 200 ლარი (აბიტურიენტებისთვის, კვირაში 3-ჯერ). დამატებითი დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე.
გთავაზობთ ბიოლოგიაში მომზადებას. დაიწყო ბიოლოგიის სააბიტურიენტო ჯგუფში აბიტურიენტთა რეგისტრაცია. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე,ეროვნულ სასწავლო გეგმაზე ორიენტირებული პროგრამის მიხედვით, რომლის დროსაც გამოყენებული იქნება როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული რესურსები. მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ.(ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელია გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება)
მოვამზადებ აბიტურიენტებს ბიოლოგიაში, გარანტიას გაძლევთ თქვენი მონდომების შემთხვევაში ისე შეგასწავლით ბიოლოგიის კურს რომ მაღალ ქულებს მიიღებთ, ჩემთან გავლილი მოსამზადებელი კურსი შემდგომში დაგეხმარებათ უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში ( მაგალითად: ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის, ფიზიოლოგიის საგნების გავლის დროს). ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გაკვეთილები ჩატარდება დისტანციურად ონლაინ ფორმატით კვირაში 3 დღე . ყოველი თემის დასრულების შემდეგ ჩაგიტარდებათ ტესტირება, ხოლო სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ საბოლოო გამოცდა რომლის მეშვეობითაც გაიგებთ დაახლოებით რამდენი ქულის აღებას შეძლებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
9-11 კლასის მოსწავლეებს მოვამზადებ ბიოლოგიაში. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ვსწავლობ სამკურნალო ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით. რადგან აბიტურიენტობა ახალი გამოვლილი მაქვს ვიცი ის საკვანძო საკითხები რომლებიც ეროვნულისთვის საჭიროა, მაგრამ სკოლის პროგრამაში არასრულად არის მოცემული და ახსნას ან დამატებით მასალას საჭიროებს. ამიტომ გავივლით როგორც სკოლის მასალას, ასევე ეროვნულისათვის გამოსადეგ დამატებით ლიტერატურას და გავაკეთებთ ტესტებს. აბიტურიენტობას შევხვდებით საფუძვლიანი ცოდნით. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ. ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (2 მოსწავლე). ლოკაცია - საბურთალო
ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის VI კურსის სტუდენტი. 2022 წელს ჩავაბარე მასწავლებლის გამოცდა ბიოლოგიაში. მაქვს 5 წლიანი გამოცდილება, ვამზადები ბავშვებს როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ასევე საატესტატო გამოცდებისთვის, მეცადინეობის პროცესში ვიყენებ როგორ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს ასევე სხვა დამატებით წიგნებს, სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს. საგაკვეთილო პროცესში მოსწავლე მაქსიმალურადაა ჩართული და მიღებულ ცოდნას ყოველი კვირის ბოლოს ტესტის მეშევეობით ამოწმებს.
ბიოლოგიის მაღალკვალიფიციური უფროსი მასწავლებელი გთავაზობთ: აბიტურიენტების და სკოლის მოსწავლეების მომზადებას ბიოლოგიაში. (ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სპეციალური პროგრამით. უმაღლესი ქულების გარანტით!
მოვამზადებ ბიოლოგიაში(VII-XI კლასი) სკოლის მოსწავლეებს ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის , მედიცინის ფაკულტეტის , სტუდენტი. ვიყავი გიორგი ღოღობერიძის აბიტურიენტი და ეროვნულ გამოცდაზე ბიოლოგიაში ავიღე 66/70 , მაქვს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება . სწავლება იქნება ჯგუფებში ან ინდივიდუალურად ბავშვებისთვის კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში :)
მოვამზადებ მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის ბიოლოგიაში. დამთავრებული მაქვს თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი. მაქვს კერძო პრაქტიკის მრავალწლიანი გამოცდილება. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1.5 – 2 საათი. ვასწავლი გრიფირებული სახელმძღვანელოებით. ვიყენებ ეროვნული, ოლიმპიადის და მასწავლებლის სასერთიფიკატო გამოცდის ტესტებს. მასალის მარტივად და სრულფასოვნად შესწავლის მიზნით ვიყენებ ფოტო და ვიდეო მასალას. ონლაინ სწავლებისთვის ვიყენებ ყველა თანამედროვე პლატფორმას. ხელმისაწვდომია ყველა ის რესურსი, რასაც მოსწავლე იღებს ადგილზე სწავლებიდან.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს ბიოლოგიაში. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მაქვს ჩაბარებული მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდა ბიოლოგიაში. გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც დაგიზოგავთ დროსა და ხარჯებს გადაადგილებაში. იქნება როფორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალირადაც. სწავლის პროცესში გამოყენებული იქნება როგორც წიგნები, ასევე პრეზენტაციები. ყოველი გაკვეთილის ბოლოს გავივლით ტესტირებასაც ცოდნის შემოწმების მიზნით. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა - 1.5 სთ.
ვამზადებ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს ბიოლოგიაში ონლაინ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 40-45 წთ. ერთი გაკვეთილის ფასი: 7 ლარი. 8 გაკვეთილის ღირებულება: 50 ლარი დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
მიიღებიან მოსწავლეები ბიოლოგიის ინტენსიური სწავლებისათვის კერძო რეპეტიტორთან, ისინი ზედმიწევნით შეისწავლიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საჭირო მასალას. მოსწავლეებს მოამზადებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი. მეცადინეობები ჩატარდება ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. დეტალებისათვის დაგვიკავშირდით.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ბიოლოგიაში კვირაში 2 დღე 1.5სთ .შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით მეცადინეობა
მოგესალმებით, მოვამზადებ აბიტურიენტებს ონლაინ ფორმატით ბიოლოგიაში, ასევე,მოსწავლეებს მე-7 კლასიდან. დამთავრებული მაქვს თსუ-ში მაგისტრატურა-იმუნოლოგია/მიკრობიოლოგიის განხრით, მაქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ბიოლოგიაში და ჩაბარებული მაქვს ასევე ბუნებისმეტყველების გამოცდაც. 2021 წლიდან ვმუშაობ მასწავლებლად ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. მოსწავლეებს ასევე შევთავაზებ ინგლისურადაც აითვისონ ტერმინოლოგია და სხვადასხვა სამეცნიერო სტატიასაც გავარჩევთ. მომზადების დაწყების დრო- 28 სექტემბერი, კვირაში 2 დღე, 1,5-2 სთ. დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.
მე ვარ მედიცინის სკოლის სტუდენტი, მოვამზადებ მოსწავლეებს (7-11 კლასი) ბიოლოგიაში დისტანციურ რეჟიმში პლატფორმა მითის დახმარებით. მაქვს საკმაო ცოდნა ბიოლოგიაში, მოსწავლეებს ვამზადებ 2 წელია. შევეცდები გაკვეთილები იყოს საინტერესო და ინტერაქტიული. მინდა ბავშვებს შევაყვარო ბიოლოგია,რადგან ვფიქრობ ეს საგანი გასაღებია სამყაროს შეცნობისთვის. მოსწავლეებს მოვამარაგებ ყველა საჭირო მასალით, შედეგს აუცილებლად მაღალს დავდებთ როგორც სკოლაში, ასევე ბიოლოგიის ოლიმპიადაზე სურვილის შემთხვევაში. სწავლება მიმდინარეობს სკოლის წიგნით, დამხმარე სახელმძღვანელოებით და ჩემს მიერ მომზადებული პრეზენტაციებით. გრაფიკი: კვირაში 1-2 ჯერ 1-1,5 საათი. შესაძლებელია ჯგუფურად და/ან ინდივიდუალურად
მოვამზადებ მე-9-11 კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიაში. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი. გთავაზობთ სწავლების განსაკუთრებულ მეთოდს, რომლითაც მოსწავლე შეძლებს მიღებული ინფორმაციის მარტივად აღქმას და დამახსოვრებას. შედეგად გაუმჯობესდება სწავლის ხარისხი, რაც შედეგებზეც აისახება.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ბიოლოგიაში. მაქვს მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. გაკვეთილები ტარდება თანამედროვე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი მეთოდებით. სწავლების პროცესში გამოიყნება ელექტრონული და სხვა სასწავლო რესურსი. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკვეთილების ჩატარება დისტანციურად.
მოვამზადებ ნებისმიერი კლასის მოსწავლეს საბუნებისმეტყველო საგნებში როგორც ონლაინ, ისე მისვლით. ვარ ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული. ვსწავლობ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკულ პროგრამაზე. ვარ ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადის ნაკრების წევრი. ფასი: გაკვეთილი 15 ლარი.
❗❗❗საუკეᲗესო Შედეგზე ორიენტირებული მომზადების კურსი აბიტურიენტებისᲗვის და მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდისაᲗვის ბიოლოგიაᲨი. Თუ მაᲦალი ᲨედეგიᲗ გრანტის მოპოვება გსურს, ან მასწავლებლის კომპეტენცია გინდა 10 კრედიტზე დაადასტურო არ უნდა დაფიქრდე. ✅✅✅ვარ ბიოლოგიისა და ჯანდაცვის ბიოტექნოლოგიის მაგისტრი. 100% იანი გრანტიᲗ და პირველივე ცდაზე 10 კრედიტიᲗ დადასტურებული კომპეტენციიᲗ გავხდი ბიოლოგიისა და ქიმიის წამყვანი სტატუსის პედაგოგი. ვამზადებ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ნულიდან იწყებენ ბიოლოგიის საფუᲫვლებს . მიიᲦეს მაᲦალი ქულიები. ეს Თქვენი Შანსია ᲨეᲫლოᲗ და მიაᲦწიოᲗ მიზანს, საუკეთესო ᲨედეგიᲗ. მეცადინეობას ვიწყებთ ინტენსიურად კვირაᲨი სამი დᲦე 2 სააᲗი ხანგრᲫივობიᲗ. უამრავი საკუთარი Შექმნილი ელექტრონული რესურსებიᲗ და საინტერესო ონლაინ პლატფორმებიᲗ დისტანციური მუშაობა იქნება ნაყოფიერი და უსაფრთხო Ჩვენი ჯამმრᲗელობისაᲗვის. ორ წლიანი დისტანციური მუᲨაობის გამოცდილებიᲗ ხარისხზე ვარ პასუხისმგებელი. ჯგუფები იქმნება 5 წევრი მაქსიმუმ ერᲗ ჯგუფში. ფიზიკური დასწრებიᲗ სწავლება იქნება ᲨესაᲫლებელი ეპიდვიᲗარებასᲗან ᲨესაბამისობიᲗ სამტრედიის მუნიციპალიტეტᲨი. დეტალებზე დამიკავᲨირდიᲗ. გისურვებᲗ წარმატებებს და სწორ არᲩევანს. T- 598228342
მოვამზადებ ბიოლოგიაში აბიტურიენტებს და ასევე მასწავლებლებს-მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდისთვის. ვამზადებ როგორც online, ასევე ბინაზე მისვლით.
მაქვს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება, ვარ ყოფილი ლექტორი. ვამზადებ აბიტურიენტებს წლების გნმავლობაში ბიოლოგიაში. მოვმაზდებ, როგორც აბიტურენტებს, ასვე ნებისმიერი კლასის მოსწავლეს. დამთავრებული მქვს პუშკინის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი.
ვარ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (ბიოლოგიური ფაკულტეტი-ბიოსამედიცინო მეცნიერებანი) მაგისტრი ს ხარისხით.მოვამზადებ ბიოლოგიაში სკოლის ასაკის მოსწავლეებს უმაღლეს დონეზე.ვიძლევი გარანტიას.
გამარჯობა, მომავალო მოსწავლეებო და კოლეგებო, 2024 წლის ბიოლოგიის გამოცდისთვის მოსამზადებელი ჯგუფების დაკომპლექტებას ვაგრძელებ. !როგორ მიმდინარეობს სწავლება? - რადგან პრაქტიკული სამუშაო ყველაზე მეტად საინტერესოა თითოეული მოსწავლისთვის, სასწავლო პროცესის განმავლობაში ერთად ჩავერთვებით მსგავს აქტივობებშიც, მაგალითად, მიკროსკოპის ქვეშ დავაკვირდებით უჯრედების სტრუქტურას და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უფრო მეტად საინტერესოს გახდის სწავლის პროცესს და ამავდროულად დაეხმარება თითოეულ მოსწავლეს მასალის უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში. სასწავლო ლიტერატურა მოიცავს გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, ფოტო და ვიდეო მასალას, სპეციალურად ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილ პრეზენტაციებსა და დამატებით სახელმძღვანელოებს მასალის უკეთ გასააზრებლად. პირველი შეხვედრისას ყველა მოსწავლე წერს ტესტს, რათა შევამოწმოთ იმჟამინდელი ცოდნის დონე და შემდგომი ტესტირებებისას შევაფასოთ პროგრესი. საგაკვეთილო პროცესში მუდმივად მიმდინარეობს ზეპირ გამოკითხვასთან ერთად ტესტირებით განვლილი მასალის გამეორება. გაკვეთილები ტარდება ჩემთან სახლში, ლოკაცია - გლდანი ან ონლაინ “google meet”- ის გამოყენებით. ყველა ჩემს მოსწავლეს ვპირდები, რომ აბიტურიენტობის საკმაოდ რთულ პერიოდში ჩვენი ბიოლოგიის გაკვეთილები იქნება ის დრო, რომელსაც ძალიან საინტერესოდ გავატარებთ და მივიღებთ ისეთ ცოდნას, რომელიც მედიცინის სამყაროს კარის შეღებაში დაგეხმარებათ! შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებებში ან დამიკავშირდით ნომერზე
მოგესალმებით მოვამზადებ ბიოლოგიაში ნებისმიერი კლასის ბავშვებს. ვარ ბიოლოგი ივანე ჯავახიშვილის. ბავშვებს ექნებათ უამრავი დამხმარე მასალა რომელსაც მე შევთავაზებ. ეს იქნება უცხოური წიგნები თუ პრეზენტაციების სახით რომ უფრო გაუმარტივდეთ და საინტერესოდ წარიმართოს სწავლის პერიოდი, ხოლო იმ ბავშვებს ვისაც სამედიცინოსთვის სურს ბიოლოგიის შესწავლა დამატებით მასალას გავატარებ რაც პირველ კურსზე შეუმსუბუქებს საქმეს. ჩატარდება შემდეგნაირად კვირაში 2 დღე-საათნახევრიდან ორ საათამდე და კვირაში-3დღე საათნახევრიდან ორსაათამდე თქვენი მოთხოვნის მიხედვით ტერიტორია ვარკეთილი დამატებითი კითხვებისთვის დამიკავშირდით
მოვამზადებ მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და მასწავლებლობის მსურველებს ბიოლოგიაში, ვარ მოლეკულური ბიომეცნიერებების მაგისტრი, სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი, შესაბამისი მრავალწლიანი გამოცდილებით. მომზადება ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. ყოველ გაკვეთილზე თეორიასთან ერთად, ეროვნულების შესაბამისად ტესტებზე ვმუშაობთ. სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად, კვირაში 2 დღე, 1 საათი. ეს ყველაფერი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო, ასევე ფინანსები. თქვენი მონდომების შესაბამისად წარმატება გარანტირებულია! ფასი - 80 ლარი.
მოგესალმებით , მე ვარ თამო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული , ამჟამად ვმუშაობ ბალნეოლოგიურ სპა პურორტში ექიმ რეაბილიტოლოგად . მაქვს მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მომზადების 4 წლიანი გამოცდილება, როგორც ინდივიდუაური ასევე კერძო მოსამზადებელ ცენტრ ´´''ele-niში'' მიღებული პრაქტიკით . მეცადინეობა მიმდინარეობს გრიფირებული სახელმძღვანელოებით, ვიდეო და ფოტო მასალით რომელიც მოსწავლეს/აბიტურიენტს ეხმარება მიღბული ცოდნის უკეთ და მარტივად დამახსოვრებაში/გააზრებაში, რაც ავტომატურად საბოლოო შედეგზე აისახება. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1-სთ. (საჭიროების შემთხვევაში 1,5 სთ). ერთი გაკვეთილის ღირებულება გახლავთ 15 ლარი, გაკვეთილების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს სურვილზე . გისურვებთ წარმატებას !
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ბიოლოგიაში (მე-7დან მე-10 კლასამდე). დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტი, ასევე ილიაუნის სურსათის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა. ორივე უნივერსიტეტში ჩავაბარე ბიოლოგიით. მოსწავლეებს მოვამზადებ სახლში (დიდუბე, წერეთლის გამზირი). კვირაში 2ჯერ - თვეში 100 ლარი.
ვიწყებ აბიტურიენტთა მოსამზადებელი ჯგუფების შედგენას ბიოლოგიაში!(ინდივიდუალურიც) ლოკაცია- ნაძალადევი,კიკვიძის პარკის მიმდებარე ტერიტორია., ასევე შესაძლებელია ონლაინ/დისტანციური გაკვეთილების ჩატარება. • ახლა კი ჩემ შესახებ მოგიყვებით მოკლედ. ვარ თბილისის 22 _ე საჯარო სკოლის პედაგოგი., სერტიფიცირებული ბიოლოგი,.. ❓როგორ მიმდინარეობს სწავლება ???? ძირითადად გამოვიყენებთ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, ეროვნული გეგმის მიხედვით შედგენილ პრეზენტაციებსა და დამატებით სახელმძღვანელოებს მასალის უკეთ გასააზრებლად. თითიეულ თემაზე მუშაობისას მიგითითებთ განსაკუთრებით საჭირო დეტალებზე. ???? გაკვეთილებზე გამოკითხვა იქნება როგორც ზეპირად ისე წერით, სხვადასხვა სირთულის შეკითხვების კომბინაციით, შესაბამისად გაკვეთილის მიმდინარეობისას თითოეულ გაუგებარ საკითხს გავივლით დეტალურად. ჯგუფში იქნება 2-3 აბიტურიენტი.შესაძლოა ინდივიდუალურიც...(ამაზე პირადად გაგესაუბრებით) მოსამზადებელი წლის განმავლობაში გავივლით როგორც ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებულ, ისე მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ტესტებს. მეცადინეობების ხანგრძლივობა: 1,5 საათი კვირაში 2-ჯერ. ივნისიდან დაემატება მესამე დღე, გამოცდების მოახლოებისას კი გადავალთ მაქსიმალურ დატვირთვაზე და ვიმეცადინებთ ყოველდღიურად. მომავალო მოსწავლეებო, გპირდებით, რომ თითოეული გაკვეთილი იქნება საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო და მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ მედიცინის რთული და საინტერესო კარის შეღებაში! ☎️ დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში ან ნომერზე: .(სასურველია მესიჯით)
მოგესალმებით! ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ბიოლოგიაში. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის,მედიცინის ფაკულტეტის,მეოთხე კურსის წარჩინებული სტუდენტი . ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბიოლოგიაში მივიღე მაქსიმალური შეფასება,70/70 სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ ინფორმაციას ვაწვდი მოსწავლეებს გასაგები და მარტივი ენით,მაქვს შემუშავებული სწავლის ისეთი მეთოდები,რომლითაც მასალას ადვილად დაიმახსოვრებენ,თანაც ისე რომ ცოდნა დიდხანს გაყვებათ ბევრ საინტერესო დამატებით ინფორმაციას მივაწვდი მათ,მაქსიმალურად ვეცდები რომ გაკვეთილები იყოს საინტერესო და ინტერაქციული.❣️ (ჩემი სწავლების მეთოდის დიდი პლუსი არის ის რომ,ვინც მედიცინით არის დაინტერესებული ბევრად წინ წავა და უფრო ზოგად ცოდნას შეიძენს,ვიდრე ეს სასკოლო მასალით არის გათვალისწინებული) მეცადინეობები მიმდინარეობს როგორც ოფლაინ,ასევე ონლაინ რეჟიმში(სურვილის მიხედვით),კვირაში 2-3 ჯერ, 1,5-2 საათის განმავლობაში.(შესაძლებელია როგორც ჯგუფურად,ასევე ინდივიდუალურად) მისამართი:მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს,საბჭოს მოედანი დეტალებისათვის დამიკავშირდით. დამიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე❗️
ეროვნული საგამოცდო პროგრამის მიხედვით , გავივლით სასწავლო მასალებს. კვირაში იქნება ორი გაკვეთილი , საათობრივი დატვირთვა საჭიროების მიხედვით. მოსწავლე მაქსიმალურად იქნება ჩართული სასწავლო პროცესში რაც მოიცავს : ტესტების დამუშავებას, ვიდეობის და ფოტო მასალის გარჩევა ასევე სხვა თანამედროვე სწავლის მთოდების გამოყენებას მაქსიმალური შედეგისთვის.
ვამზადებ ნებისმიერი კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიაში. შემიძლია ბინაზე მისვლაც (ნებისმიერ ლოკაციაზე) და ონლაინ მომზადებაც. ფასიც შესაბამისად, საათი 25 და 15 ლარი. ვასწავლი ქიმიას კოლეჯში. ამჟამად ვარ მედიცინის მე-7 სემესტრის სტუდენტი. სკოლის მოსწავლეებს ვამეცადინებ, როგორც სკოლის დავალებეზე (სურვილის შემთხვევაში), ასევე ჩემი საკუთარი სილაბუსით, რომელიც იდენტურია გერმანული სკოლის მასალის.
გახლავართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი.მინდა დავეხმარო მოზარდებს საფუძვლიანად შეისწავლონ ბიოლოგია. გაკვეთილების ჩატარება მირჩევნია ჯგუფურად, ჩემს ბინაში. თუმცა. თქვენი სურვილისამებრ, შემიძლია ინდივიდუალურადაც (ამ შემთხვევაში თქვენთან ადგილზე მოსვლითაც). პირველი თვის თანხას არ გამოგართმევთ. გაგრძელების შემთხვევაში 80-120 ლარი იქნება ყოველთვიური გადასახადი. (თქვენთან მოსვლის შემთხვევაში-140-150 ლარი).
მოვამზადებ ბავშვებს ბიოლოგიაში 7-11 კლასის ჩათვლით. ვარ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი. გპირდებით საინტერესო და თანამედროვე სწავლის სტილს. დასაშვებია ონლაინ სწავლება.
მოვამზადებ, IX,X,XI კლასის ბავშვებს ბიოლოგიაში. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, პირველ კურსზე.სკოლა დავამთავრე წარჩინებით, ასევე უნივერსიტეტშიც ვარ ერთ-ერთი კარგი მოსწავლე. მოსწავლეებს ვასწავლი არამარტო სკოლის მასალას, არამედ მოვამზადებ ეროვნულისათვის,რომ არ გაუჭირდეთ აბიტურიენტობისას მასალის ათვისება.
მოვამზადებ ბიოლოგიაში მოსწავლეებს, მათ შორის აბიტურიენტებს. დაგეხმარებით მარტივად და ხარსიხიანად აითვისოთ საგანი. ვარ თსუ–ს კურსდამთავრებული. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის სასერთიფიკატო გამოცდა. დეტალებისთვის დამიკავშირდით
ბიოლოგიის დოქტორი, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით ამზადებს სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს ბიოლოგიაში. ფასი- მოსწავლე 100 ლ. , აბიტურიენტი 150 ლ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 - 2 სთ. ამჟამად გაკვეთილები ტარდება დისტანციურად!
მოვამზადებ ბიოლოგიაში საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ვცხოვრობ ნუცუბიძეზე.
მოვამზადებ აბიტურიენტებს (და არა მარტო მათ) ბიოლოგიაში მარტივი და რაც მთავარია სწრაფი მეთოდით. გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-3ჯერ, ონლაინ პლატფორმის საშუალებით, ტესტურ დავალებებზე დაფუძნებული და საგამოცდო მასალების ანალოგიური. ვარ გამოცდილი პედაგოგი, უფროსი მასწავლებლის სტატუსით.
მოგესალმებით, მოვამზადებ აბიტურიენტებს ბიოლოგიაში, მაქვს 23 წლიანი გამოცდილება, 8 გაკვეთილი 150 ლარი, ვიმყოფები თბილისში.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ბიოლოგიაში. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. ეროვნულ გამოცდებზე ჩავაბარე ქიმია და ბიოოლოგია და ორივეში ავიღე უმაღლესი ქულები. მაქვს მომზადების გამოცდილება, კარგად ვუგებ ბავშვებს და მარტივად ვამყარებ კომუნიკაციას. თითოეულ მოსწავლეს ვუსადაგებ მასზე მორგებულ პროგრამას. გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1სთ, კვირაში 2-ჯერ. ფასი შეთანხმებით.