მოიძებნა 127 განცხადება

დაწყებითი კლასის მოსწავლეების რეპეტიტორი, დაწყებითი კლასის საგნების შესწავლა, მომზადება დაწყებით კლასებში

მოცემული კატეგორიაში ნახავთ განცხადებებს დაწყებითი კლასის საგნების შესწავლის, დაწყებით კლასებში მომზადების შესახებ, როგორიცაა დაწყებითი კლასების რეპეტიტორი, მომზადება დაწყებითი კლასების საგნებში, რეპეტიტორი, მომზადება

რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის
რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს,ვარკეთილში.სამ ძირითად საგანში:ინგლისურში,ქართულსა და მათემატიკაში.გაკვეთილი ჩატარდება ინდივიდუალურად,ხანგრძლივობა კი იქნება 3 საათი ან მეტი,კვირაში 5 დღე . თანხა 120 ლარი.გარდა სასკოლო მასალისა,უფრო მეტად ორიენტირებული ვიქნები კლასგარეშე მეცადინეობაზე.ვარ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი.ინგლისური ვიცი უმაღლეს დონეზე,იგივე შემიძლია ვთქვა ქართულსა და მათემატიკაზეც,ასევე ზოგად განათლებაზეც.მაქვს პროგრამა,რომლის მეშვეობითაც ბავშვი მიიღებს დამატებით ცოდნას.რაც შეეხება გამოცდილებას,ორი წელია ვამზადებ მოსწავლეებს და ის ბავშვი,რომელიც იქნება ჩემი მეცადინეობის ქვეშ აუცილებლად მიიღებს შედეგს,რომელიც საფუძველს ჩაუყრის მის შემდგომ განვითარებს,მოგეხსენებათ როდესაც ბავშს საწყის ეტაპზე აქვს კარგი საფუძველი,მისი შემდგომი საფეხურებიც მარტივად ათვისებადი იქნება.ვარ ძალიან მომთხოვნი და შედეგზე ორიენტირებული რეპეტიტორი.პანდემიის პირობების მიხედვით ჰიგიენის ყველა ნორმა იქნება დაცული.

დაწყებითი კლასის რეპეტიტორი რუსთავში
დაწყებითი კლასის რეპეტიტორი რუსთავში

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს როგორც ცალკეულ საგანში (მაგ, ინგლისური, მათემატიკა) ან ყველა საგანში ერთად. ცალკეული საგნის არჩევის შემთხვევაში შესაძლებელია ორი განრიგის არჩევა: კვირაში სამი დღე-გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ან კვირაში 2 დღე- გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი. გამოცდილება: მაქვს 2 წლიანი უწყვეტი გამოცდილება ბავშებთან მუშაობის. ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ფასი: ფასი არის დამოკიდებული გრაფიკზე, მინიმალური ფასი 45ლარი (ერთი საგნის შემთვევაში) მაქსიმალური 120 (ქართული ენა და ლიტერატურა , მათემატიკა, ინგლისური ენა) აუცილებლად ! მოსწავლეს ექნება საშუალება დამატებითი მასალით იხელმძღვანელოსდა სკოლის მასალის გარეთ შეძლოს ცოდნის გაღრმავება. ბინაზე მისვლა არ განიხილება. მდგომარეობიდან გამომდინარე დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა. მდებარებობა: რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი.

მათემატიკის რეპეტიტორი | ინგლისურის რეპეტიტორი | რეპეტიტორი | კერძო | ბავშვების მომზადება | მოსწავლეების მომზადება

მომზადება ყველა საგანში
მომზადება ყველა საგანში

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ყველა საგანში, სახლში მისვლით. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის (ბაკალავრიატი) 2020 წლის კურსდამთავრებული წითელი დიპლომითა და რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილებით. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მშობლები ხშირად ვერ ახერხებენ შვილებისთვის დახმარებას სასკოლო საგნებში, ამიტომ სანდომიან, კეთილგანწყობილ, კვალიფიცირებულ ადამიანს ეძებენ, რომელიც მათს შვილებს სასკოლო საგნების ათვისებასა და შეყვარებაში დაეხმარება. ჩემი მიზანიც სწორედ ისაა, რომ ბავშვებმა მეგობრულ გარემოში მარტივად დაძლიონ სკოლის ამოცანები და მაქსიმალურად გამოავლინონ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და შემოქმედებითობა; სწავლის მათთვის მოსაწყენი პროცესი კი სასიამოვნო და სახალისო გახდეს. დამატებითი ინფორმაციისთვის დამირეკეთ მითითებულ ნომერზე.

მოსწავლეების მომზადება | ბინაზე მისვლით | კერძო | ბავშვების მომზადება | რეპეტიტორი

prevnext
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი მოსწავლეების მომზადება

ვარ 18 წლის, მოტივირებული, აქტიური და შრომისმოყვარე პიროვნება.მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს ბავშვებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. 2020 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე ,70% გრანტით და სწავლა მიფინანსდება სრულიად კარგი აკადემიური შედეგების გამო. ვარ ასევე შავი ზღვის უნივერსიტეტის კონკურსის გამარჯვებული და გრანტის მფლობელი.(ფოტო მასალის ატვირთვის საშუალებას საიტი არ იძლევა)მოვამზადებ ბავშვებს, რათა დავეხმარო თქვენ შვილებს ახლებური მეთოდებისა და თანამედროვე ხარისხის განათლების მიღებაში. ვამეცადინებ და დავალებებს შევასრულებინებ ყველა საგანში (ინგლისურშიც). თუმცა ჩემი სწავლება იქნება უმეტესწილად კლასგარეშე სახის, სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც გონების და აზროვნების განვითარებაში დაეხმარება ბავშვებს. გაკვეთილი კვირაში 3 ჯერ, საჭიროების შემთხვევაში 4 ჯერაც. მეცადინეობა გაგრძელდება 1,3 -2 საათამდე, რათა ყველა საგანი მოვამზადოთ სრულყოფილად.სასურველია ჩემთან ბინაზე მოსვლა, ვცხოვრობ წერეთელზე , მეგალაინთან (ელიავა) ახლოს.

ინგლისურის რეპეტიტორი | რეპეტიტორი | კერძო | ბავშვების მომზადება

ვამეცადინებ სკოლის მოსწავლეებს, ყველა საგანში, ინგლისურის გარდა
ვამეცადინებ სკოლის მოსწავლეებს, ყველა საგანში, ინგლისურის გარდა

ვამეცადინებ ნებისმიერი კლასის მოსწავლეს, 1დან მე9 კლასის ჩათვლით, ყველა სასკოლო საგანში (ინგლისურის გარდა), რუსულის ჩათვლით. მაქვს 10 წლიანი გამოცდილება და მაღალი შედეგები. 1დან მე4 კლასის ჩათვლით 1სთ, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ღირებულება 100 ლარი. მე5-დან მე9 კლასის ჩათვლით, 1სთ 30წთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ანუ კვირაში 5-ჯერ, თვეში 20 გაკვეთილი, ღირებულება 200 ლარი. პასუხისმგებელი ვარ სწავლების მაღალ ხარისხზე. მეცადინეობას ვატარებ ,,ონლაინ'' რეჟიმში. ბარბაქაძე მაია.

ფიზიკის | მოსწავლეების მომზადება | რუსულის | ბიოლოგიის რეპეტიტორი | რეპეტიტორი | ბავშვების მომზადება | მათემატიკის რეპეტიტორი | რუსული ენის რეპეტიტორი | კერძო | ფიზიკის რეპეტიტორი