მოიძებნა 26 განცხადება

ისტორიის რეპეტიტორი, მომზადება ისტორიაში, ისტორიის მასწავლებელი

მოცემულ კატეგორიაში შეხვდებით ისტორიის რეპეტიტორებს, მომზადებას ისტორიაში, მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიაში, ასევე იპოვით ისტორიის მასწავლებელს

ონლაინ მომზადება ისტორიაში
ონლაინ მომზადება ისტორიაში

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!! ????ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 2 სექტემბრიდან დაწყებულია მზადება, თუმცა იანვარიდან ხდება ახალი ჯგუფის დამატება (მოწადინებული ხალხის ) . ვისაც ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ მომზადება და არ იცით ვისთან ერთად მოემზადოთ (გარანტირებული შედეგით) მაშინ შეგიძლიათ ჩემთან ერთად განაგრძოთ ონლაინ მუშაობა. ❤ იმ აბიტურიენტებს რომლებსაც გსურთ ისტორიაში მომზადება ონლაინ ჩაეწერეთ ჩემთან ⬇️ ????მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება და ვარ ისტორიის სერტიფიცირებული მასწავლებელი. ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. კვირაში სამი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა1,5-2 საათი. გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზულაური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. თეორიულ მასალასთან ერთად გავაკეთებთ პრაქტიკულ დავალებებს: ტესტებს, ქრონოლოგიურ ჩარჩოს,ვნახავთ საქართველოს ვიდეო ენციკლოპედიიდან მოკლე მეტრაჟიან ფილმებს, განვიხილავთ რუკებსა და ილუსტრაციებს და შევისწავლით შაბლონური წერის ტექნიკას. თეორიული მასალის განსამტკიცებლად, ორ კვირაში ერთხელ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ვარიანტებს. ☑️შეგიძლიათ ასევე ნახოთ ჩემი ,,ფეისბუქ გვერდი სადაც უამრავი გაკვეთილი მაქვს ატვირთული, ასევე YouTube არხი და ასევე გვერდი - ,,ისტორიის პლატფორმა აბიტურიენტებისთვის , სადაც ყოველკვირეულად იმართება პირდაპირი გაკვეთილები სხვადასხვა საპროგრამო თემებზე. ჩემთან მუშაობის დროს ორიენტირებულები ვიქნებით შედეგზე და ეს შედეგი დააკმაყოფილებს სამ კომპონენტს: ✅I მაღალ ქულას ☑️II საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის ღრმა ცოდნას ✔️III პრაქტიკულ მუშაობაში გავარჯიშებას. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან ტელეფონზე:5 :) ან მეილზე:Shalva.mindadze@tesau.edu.ge

რეპეტიტორი | ბავშვების მომზადება | კერძო | მოსწავლეების მომზადება

ისტორიის რეპეტიტორი
ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულება. მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. აგრეთვე ვარ ათამდე სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორი. უახლოეს მომავალში გამოიცემა ჩემი მონოგრაფია. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი მეტწილად კეთდება არა ფაქტოლოგიაზე, არამედ კონკრეტული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ როგორც თანადროულ წყაროებს, აგრეთვე რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს. ეს ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, აგრეთვე საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას. ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილულ იქნება გაკვეთილზე. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მაქვს წარსული გამოცდილება და მომზადებულმა აბიტურიენტებმა, მიიღეს მაღალი შეფასება, შესაბამისად, აბიტურიენტის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N13. ინდივიდუალურად - 120 ლარი. ჯგუფურად (მაქს. 4 აბიტურიენტი) - 100. შესაძლებელია მომზადება ადგილზე მისვლით (თანხის დამატებით) დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ ან მომწეროთ მითითებულ ფეისბუქ ანგარიშზე.

კერძო | ბავშვების მომზადება | რეპეტიტორი | მოსწავლეების მომზადება

ისტორიაში მომზადება
ისტორიაში მომზადება

გთავაზობთ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის მომზადებას ისტორიაში თითოეულ აბიტურიენტზე მორგებული სასწავლო პროგრამა. ყოველი თვის პროგრესის შემაჯამებელი ტესტირება. პრაქტიკული ატივობები ცოდნის გაღრავებისთვის. აკადემოური მოსწრებისა და შედეგების სრული აღრიცხვა. სწავლების თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული მოდელი გთავაზობთ, როგორც ჯგუფის - ასევე ინდივიდუალური მომზადების პროგრამას. COVID-19 თან დაკავშირებული მოდგომარებოის გამწვავების შემთხევაში ონლაინ სწავლების ალტრენატიული მეთოდიკა.

ქართული ენის რეპეტიტორი | ბინაზე მისვლით | რეპეტიტორი | კერძო | მოსწავლეების მომზადება | ბავშვების მომზადება

ისტორიის რეპეტიტორი
ისტორიის რეპეტიტორი

მოგესალმებთ, მე გახლავართ სერტიფიცირებული, ისტორიის მასწავლებელი, სკოლაში მუშაობის 24 წლიანი და რეპეტიტორობის 27 წლიანი გამოცდილებით. მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. ვარ მოტივირებული, მშრომელი, ენერგიული და საქმეზე ორიენტირებული მასწავლებელი. მუდმივად ვმუშაობ მოსწავლეებში მოტივაციიას ამაღლებაზე და ვცდილობ დავეხმარო მათ შესაძლებობების მაქსიმალურად გამოვლენაში. 27 წლიანი კარიერის მანძილზე არ მქონია არცერთი წარუმატებლობა და არ მყოლია არცერთი ჩაჭრილი მოსწავლე. რაც შეეხება უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას, იგი მოიცავს თემის განხილვას, მასალის დასწავლას, პრაქტიკულ სამუშაო სავარჯიშოებს, რუკებსა და ილუსტრაციებზე მუშაობასა და გარკვეულ თემებზე არგუმენტირებულ მსჯელობას. ყველა მოსწავლესთან მაქვს ინდივიდუალური მიდგომა მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. ყოველი თემის დასრულების შემდგომ მოსწავლეებს ვაწერინებს სასწავლო/სავარჯიშო ტესტებს. სასწავლო წლის ბოლოს, ორი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვვარჯიშობთ ეროვნული გამოცდის იდენტური ტესტებით და მოსწავლეებს უტარდებათ ტესტირება, რათა ისწავლონ გამოცდაზე დროის სწორი განაწილება. ამით ისინი ეცნობიან გამოცდის სპეციფიკასაც. გაკვეთილის ხანგძლივობა: 1 სთ 30 წთ-დან 2 სთ-მდე. მოსწავლეების რაოდენობა ჯგუფში: 4-5 მოსწავლე ჩვენი თანამშრომლობის მანძილზე გპირდებით უამრავ სიახლლეს, საინტერესო სამუშაო გარემოსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ სწავლებას. ცოტა რამ ჩემს შესახებ: დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვარ ისტორის მაგისტრი. გავლილი მაქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ორ მოდულიანი საგანმანათლებლო პროგრამა. მოდული 1. სწავლება და შეფასება მოდული 2. განვითარებისა და სწავლის თეორიები 2012 წელს მომენიჭა სერტიფიცირებული ისტორიის მასწავლებლის სტატუსი. 2016.02.25 მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, გადმომეცა შესაბამისი სერტიფიკატი. სამუშაო გამოცდილება 1993 წლიდან ვმუშაობდი ანდრია რაზმაძის სახელობის მე-7 გიმნაზიაში 1998 წლიდან ვმუშაობდი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში. · 2010-2011 წლებში ვიყავი დემირელის საცელობის კერძო კოლეჯის დირექტორის მოადგილე · 2013 წლამდე ვხელმძღვანელობდი ისტორიის კათედრას ჩაღლარის საგანმანათლებო დაწესებულების ქსელში

რეპეტიტორი