განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონების შეფასება არის ქონების რეალური საბაზრო ღირებულების განსაზღვრის პროცესი, რომელიც ეფუძნება ობიექტის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და ბაზრის მდგომარეობის ანალიზს. შეფასებისას შეიძლება გათვალისწინებული იყოს ქონების მდებარეობა, ფართობი, დანიშნულება, ტექნიკური მდგომარეობა, რემონტის ხარისხი, მიწის ნაკვეთი, ინფრასტრუქტურა და მსგავსი ობიექტების მიმდინარე ფასები. შეფასება შეიძლება საჭირო გახდეს ბინის ყიდვა-გაყიდვის, იპოთეკური სესხის, დაზღვევის, აუქციონის, მემკვიდრეობის, ქონების გაყოფის ან სხვა ფინანსური და სამართლებრივი მიზნებისთვის. პროფესიონალური შეფასება საშუალებას იძლევა ქონების ღირებულება განისაზღვროს ობიექტურად და გადაწყვეტილება რეალურ, დასაბუთებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იქნეს მიღებული. 

განცხადებები

პრო

უძრავი ქონების შეფასება / ბინის შეფასება / ქონების შეფასების სერვისი

კომპანია "ჯი ემ ჯი კაპიტალი" გთავაზობთ: ✅ ბინის შეფასებას; ✅ სახლის შეფასებას; ✅ მიწის ნაკვეთის შეფასებას; ✅ ასევე ნებისმიერი სახის უძრავი ქონების შეფასებასა და მოძრავი ქონების შეფასებას, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ✅ ბიზნესის შეფასებას; ? ჩვენი დასკვნის გამოყენებას შეძლებთ: სასამართლოსთვის, აღსრულებისთვის, გირავნობისთვის, საბაზრო ფასზე ინფორმირებისთვის (ყიდვა-გაყიდვისას), შემოსავლების სამსახურში ასევე საზღვარგარეთ ოფიციალურ უწყებებში წარსადგენად და. ა. შ.; ? მაღალი ხარისხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია! ?მომსახურებას გაგიწევთ მაღალი კვალიფიკაციისა და დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექსპერტ-შემფასებლები; ?დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

შეფასება 5.0 , 6 შეფასება
პრო

უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონების შეფასება მთელ საქართველოში! ვარ სერტიფიცირებული შემფასებელი. დაგეხმარებით უძრავი ქონების ზუსტი საბაზრო ღირებულების დადგენაში სხვადასხვა მიზნისთვის: - პირადი ინფორმირებისთვის 100₾ - იუსტიციაში წარსადგენად/ბინადრობისთვის 150₾ - სასამართლოში წარსადგენად 200₾ მიიღეთ პროფესიონალური და სანდო მომსახურება სწრაფად!

შეფასება 5.0 , 8 შეფასება

უძრავი ქონების შეფასება

გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონების შეფასებას ნებისმიერი დანიშნულებისთვის სერტიფიცირებული გამოცდილი შემფასებლის მიერ მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში მაღალი ხარისხით. შპს "შეფასება კვლევის ჯგუფი".

საშემფასებლო კომპანია ვალუერი

საშემფასებლო კომპანია ვალუერი შეფასების საერთაშორისო სტადნარტების (IVS) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) გათვალისწინებით, ასევე ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით გთავაზობთ შემდეგი ტიპის მომსახურებას: -უძრავ ქონების შეფასება -მოძრავი ქონების შეფასება -ბიზნესის და არამატერიალური აქტივების შეფასება -შეფასების ანგარიშის მიმოხილვა (რევიუ) - ძირითადი საშუალებებების ინვენტარიზაცია -სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

უძრავი ქონების შეფასება, მოძრავი ქონების შეფასება, ბიზნესის შეფასება

მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული საშემფასებლო კომპანია ვალუერი. კომპანიამ მოკლე დროში, უმაღლესი პროფესიონალური დამოკიდებულებით და კომპეტენციით, შეძლო მოეპოვებინა სანდო პარტნიორის რეპუტაცია. ჩვენი მთავარი სერვისებია: უძრავი ქონების შეფასება, მოძრავი ქონების შეფასება, არამატერიალური აქტივების შეფასება, ბიზნესის შეფასება, ძირითდი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია/მეჩინგი. ჩვენ ვეხმარებით ფიზიკურ პირებს, კერძო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებს რომლებსაც სურთ იყვნენ ეფექტურები დღეს და დაგეგმონ ბიზნესის განვითარება ხვალინდელი დღისთვის. მეტი ინფომრაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე

ხარჯთაღრიცხვა

სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების დეტალური ფინანსური ხარჯთაღრიცხვის მომზადება. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

მაკლერ ჯი

კომპანიის მთავარი მიზანია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროცესების სისტემატიზაცია, მომხმარებელთა ინტერესების და მოთხოვნების დამუშავება და შედეგად უძრავ ქონების გაყიდვა/გაქირავების პროცესის უმოკლეს დროში წარმატებით დასრულება; თქვენ, ჩვენი ყოველი შემოთავაზების მიღმა იღებთ სიღრმისეულად დამუშავებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას: უძრავი ქონების ხარისხის შეფასებას, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, ადეკვატური ფასს, რომლის დადგენაც ხდება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით და რომელიც ცვალებადობიდან გამომდინარე მუდმივ მონიტორინგს გადის უძრავი ქონების გასხვისების დასრულებამდე, განახლებულ დოკუმენტაციას და ა.შ ყოველივე ეს კი, პროცესებს ხდის გაცილებით მოქნილს და სისტემატიზირებულს. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

უძრავი ქონების შეფასების სერვისი

უძრავი ქონების შეფასების სერვისი მოიცავს სხვადასხვა ტიპის ობიექტის საბაზრო ღირებულების განსაზღვრას. უძრავი ქონების შეფასების მეთოდები შეირჩევა ქონების ტიპისა და შეფასების მიზნის მიხედვით, ხოლო პროცესი იწყება ობიექტის მონაცემების, დოკუმენტაციისა და ბაზრის შესწავლით. კითხვაზე, თუ როგორ ხდება უძრავი ქონების შეფასება, პასუხი მარტივია,  შეფასებისას სპეციალისტი აანალიზებს ქონების მახასიათებლებს და ადარებს შესაბამის საბაზრო მონაცემებს. მომსახურება შესაძლებელია საჭირო გახდეს თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის უძრავი ქონების შეფასება ბათუმის მასშტაბით. უძრავი ქონების შეფასება ლიცენზირებული კომპანიის ან სერვისის მომწოდებლის მეირ უნდა განხორციელდეს. უძრავი ქონების შეფასება ლიცენზირებული აუდიტით კიდევ უფრო სწორად ფასდება. კონკრეტული უძრავი ქონების შეფასების ტარიფი დამოკიდებულია ობიექტზე. უძრავი ქონების შეფასების მომსახურება მნიშვნელოვანია გამოცდილი სპეციალისტების მიერ ჩატარდეს. 

გალაგა

უძრავი ქონების სააგენტო “GALAGA” წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს, რომელიც 2007 წლიდან დღემდე აქტიურად მუშაობს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად ახორციელებს საბროკერო საქმიანობას უძრავი ქონების ბაზრის ყველა სეგმენტზე. ძირითადი პრინციპები: ინფორმაციის უტყუარობა; კლიენტების მოთხოვნებზე ორიენტაცია; საქმიანი ეთიკის ნორმების დაცვა; მაღალი პროფესიონალიზმი; კონფიდენციალობა. “GALAGA” გთავაზობთ კვალიფიციურ სერვისს ნებისმიერი თქვენთვის მისაღები გრაფიკითა და რეჯიმით: შეფასება, ყიდვა, ქირა, გირაო (ბინა, სახლი, აგარაკი, მშენებარე ბინა, კომერციული ფართი, მიწის ნაკვეთი) კლიენტის სწორი ინფორმირება და ინტერესების დაცვა ჩვენი მთავარი მიზანია!

შეფასება-კვლევის ჯგუფი

შეფასება-კვლევის ჯგუფი გთავაზობთ უძრავი-მოძრავი ქონების შეფასებს, არამატერიალური აქტივების შეფასებას, ბიზნესის შეფასებასა და კვლევას. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითბულ ნოემრზე.

უძრავი ქონების შეფასება

გავცემთ ოფიციალურ დასკვნას, რომელიც გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის: ✅ სასამართლო დავა ✅ დაზღვევა ✅ყიდვა-გაყიდვა ✅საკრედიტო უზრუნველყოფა ✅საგადასახადო მიზნები ✅სამართლებრივი და ფინანსური დაგეგმვა ✅ინვესტიციები და ბიზნეს დაგეგმვა

ქონების შეფასება

აუდიტსერვისის სერთიფიცირებული შემფასებლების მიერ ქონების შეფასება ხორციელდება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით - IVS აკრედიტაციის მქონე პირის-საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის მიერ გაცემული სერთიფიკატის საფუძველზე. აუდიტსერვისის პროფესიონალ შემფასებლებს გააჩნიათ ქონების ბაზრის სიღრმისეული ცოდნა და შესწევთ უნარი განსაზღვრონ ქონების საბაზრო ღირებულება. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ეი ელ ეს ქონსალთინგი

კომპანიის სერტიფიცირებული და გამოცდილი გუნდი გთავაზობთ უძრავი და მოძრავი ქონების შეფასებას უმოკლეს ვადაში და ხარისხის უმაღლესი სტანდარტით. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დეტალურ კონსულტაციას და მაღალ დონეზე შესრულებულ შეფასების ანგარიშს ყველაზე მისაღებ ფასად, კონფიდენციალურობის და ეთიკის ნორმების დაცვით. შეფასება ხორციელდება შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შსს (2020) შესაბამისად. შსს (2020) დანერგილია და აქტიურად გამოიყენება შეფასების პროცესში 137 ქვეყანაში. “ეი ელ ეს ქონსალთინგი” გთავაზობთ უძრავი ქონების შეფასების ფართო სპექტრს: -ბინა; -კერძო სახლი; -კომერციული ფართი; -დაუმთავრებელი მშენებლობა; -სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; -არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

შემფასებელთა კავშირი

შემფასებელთა კავშირი გთავაზობთ უძრავი ქონების შეფასებას, მოძრავი ქონების შეფასებას და ბიზნესის შეფასებას საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (International Valuation Standards). ნებისმიერ კომპანიას, ორგანიზაციას, იურიდიულ პირს, ვისაც ერთჯერადად ან პერიოდულად სჭირდება უძრავი ან მოძრავი ქონების შეფასება, გთავაზობთ თანამშრომლობას ურთიერთ სასარგებლო პირობებით. შემფასებელთა კავშირის მომსახურების უპირატესობებია : მომსხურების ხარისხი სიზუსტე და მოქნილობა მომსახურების კუთხით მისაღები ფასები კონფიდენციალურობა დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითბულ ნომერზე.

შეფასების სახლი

ჩვენ გთავაზობთ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებულ უმაღლესი ხარისხის შეფასებებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენს მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისთვის საშემფასებლო მომსახურების მთელი სპექტრის შეთავაზება. ჩვენს კომპანიას გააჩნია იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის გაცემისთვის საჭირო ყველა სერთიფიკატი და ლიცენზია. შესაბამისად, ჩვენ მიერ მომზადებული დასკვნის გამოყენება შეგეძლებათ ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებაში. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მომსახურების ხარისხს და მომხმარებლების კმაყოფილების შენარჩუნებას, რაც აადვილებს კლიენტებთან გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესს. ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნებს და მუდამ ვისწრაფით სრულყოფისაკენ! ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს და დროულად ვაბარებთ შეკვეთებს!

შპს ექსპერტი

შპს ექსპერტი ქონების შემფასებელი კომპანიაა, რომელიც დაგეხმარებთ ქონების შეფასებაში. დეტალებისთვის დაგვიკავშირდთ მითითებულ ნომერზე.

ქონსალთინგ ენდ სოლუშენს გრუპ

CSG გთავაზობთ უძრავ-მოძრავი ქონებისა და ბიზნესის (კომპანიის წილის) შეფასებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. აღნიშნულ მომსახურებას გაგიწევთ სერტიფიცირებულ პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება

შეფასება 100 ლარიდან - ქონების შეფასება — 12 წლიანი გამოცდილებით! ვაფასებ, როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ქონებას (ბინები, სახლები, მიწის ნაკვეთები, ავტომობილები, ტექნიკა და სხვა) მთელ საქართველოში. საბანკო, სასამართლო, მემკვიდრეობა, გაყიდვა/შეძენა და სხვა მიზნებისთვის. ✅ სერტიფიცირებული შეფასება ✅ კონკურენტული და ბიუჯეტური ფასები (100 ლარიდან) ✅ დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია სტანდარტებთან Messenger / WhatsApp

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

მომხმარებლის შეფასებები

უძრავი ქონების შეფასება / ბინის შეფასება / ქონების შეფასების სერვისი

შეფასების ავტორი: ვეფხვია

ყველას გირჩევთ. ძალიან კარგი მომსახურება აქვთ. ყურადღებიანი და პროფესიონალი პერსონალი. ნამდვილად კმაყოფილი დარჩები

უძრავი ქონების შეფასება

შეფასების ავტორი: მილენა

ძალიან კმაყოფილი ვართ გიორგის მიერ გაწეული მომსახურებით. ბინის საბაზრო ღირებულების შეფასების ოფიციალური დოკუმენტი გვჭირდ...

უძრავი ქონების შეფასება

შეფასების ავტორი: ლევანი

ძალიან კმაყოფილი ვარ გაწეული სამუშაოთი. პროფესიონალურად და დროულად შეასრულა მასზე დაკისრებული საქმე

უძრავი ქონების შეფასება

შეფასების ავტორი: ნათია

კმაყოფილი ვარ შემფასებლის მომსახურებით. ყურადღებით შეისწავლა ყველა დეტალი და მომაწოდა რეალობასთან შესაბამისი შეფასება. ...

უძრავი ქონების შეფასება

შეფასების ავტორი: დავითი არანული

უმაღლეს დონეზე მივიღე სერვისი უმოკლეს დროში და ძალიან კმაყოფილი ვარ

უძრავი ქონების შეფასება - მნიშვნელოვანი დეტალები ქონების ღირებულების შეფასებამდე

უძრავი ქონების ფასი მხოლოდ განცხადებაში მითითებული თანხით არ განისაზღვრება. ერთი შეხედვით მსგავს ორ ობიექტსაც კი შეიძლება განსხვავებული საბაზრო ღირებულება ჰქონდეს. სწორედ ამიტომ უძრავი ქონების შეფასება მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მესაკუთრეს, მყიდველს, ბანკს ან სხვა დაინტერესებულ მხარეს სჭირდება ქონების რეალური ღირებულების ობიექტურად განსაზღვრა.
შეფასებისას ყურადღება ექცევა ქონების მდებარეობას, ფართობს, დანიშნულებას, შენობის მდგომარეობას, რემონტის ხარისხს, სართულს, ხედს, პარკინგს, კომუნიკაციებსა და მიმდებარე ინფრასტრუქტურას. ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მოთხოვნა და მსგავსი ობიექტების საბაზრო ფასები.
უძრავი ქონების შეფასების მეთოდები შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული შემთხვევის მიხედვით. საცხოვრებელი ბინის, კერძო სახლის, მიწის ნაკვეთისა და კომერციული ობიექტის შეფასებისას ერთნაირი მიდგომა ყოველთვის არ გამოიყენება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყოს როგორც ქონების ტიპი, ისე მისი გამოყენების მიზანი.
მაგალითად, მიწის ნაკვეთის შემთხვევაში მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მისი მდებარეობა, ფართობი, დანიშნულება, რელიეფი და განვითარების შესაძლებლობები. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მიწის შეფასება, რომელიც ნაკვეთის საბაზრო ღირებულების უფრო ზუსტად განსაზღვრაში გვეხმარება. თუ შეფასების ობიექტი კერძო საცხოვრებელი სახლია, ფასზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ შენობის ფართობი და მდგომარეობა, არამედ ეზო, მიწის ფართობი, კომუნიკაციები და სხვა მახასიათებლები. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი მომსახურება შეიძლება იყოს სახლის შეფასების სერვისი.
უძრავი ქონების გარდა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სხვა აქტივების ღირებულების განსაზღვრაც. მაგალითად, ავტომობილის შეფასება გამოიყენება ავტომობილის საბაზრო ღირებულების დასადგენად მისი მოდელის, ასაკის, გარბენისა და ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. კომერციული ობიექტის შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ფართის შეფასება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სივრცე იყიდება, ქირავდება ან ბიზნესსაქმიანობისთვის გამოიყენება.
თუ კომპანია ფლობს მნიშვნელოვან უძრავ ან მოძრავ აქტივებს, მათი ღირებულება შესაძლოა ბიზნესის საერთო შეფასების ნაწილიც გახდეს. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ბიზნესის შეფასების სერვისი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასთან და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად აქტივების ღირებულებასაც ითვალისწინებს.
ქონების ტიპის მიუხედავად, შეფასების მთავარი მიზანი არის რეალისტური და დასაბუთებული ღირებულების განსაზღვრა. ქონების შეფასება მომხმარებელს ეხმარება მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში და ამცირებს არასწორი ფასის განსაზღვრის რისკს. საჭიროების შემთხვევაში შეფასების პროცესი შეიძლება მოიცავდეს მოძრავ აქტივებსაც. მაგალითად, მოძრავი ქონების შეფასება გამოიყენება სხვადასხვა მატერიალური აქტივის საბაზრო ღირებულების დასადგენად. საბოლოოდ, ხარისხიანი შეფასება უნდა ეფუძნებოდეს ქონების რეალურ მახასიათებლებს, ბაზრის მდგომარეობასა და კონკრეტულ მიზანს. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ მიღებული შეფასება იყოს პრაქტიკული, ობიექტური და შესაბამისი იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის მისაღებადაც ის მომზადდა. საიტზე servisebi.ge შეგიძლიათ გაეცნოთ განცხადებებს უძრავი ან მოძრავი ქონების შეფასების შესახებ. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს უძრავი ქონების შეფასება ?

უძრავი ქონების შეფასების ღირებულება დამოკიდებულია ობიექტის ტიპზე, მდებარეობაზე, ფართობზე, შეფასების სირთულესა და მომსახურების მიზანზე. ზუსტი ტარიფი კონკრეტული მოთხოვნის მიხედვით განისაზღვრება.

როგორ ხდება უძრავი ქონების შეფასება ?

უძრავი ქონების შეფასებისას განიხილება ქონების დოკუმენტაცია და ძირითადი მახასიათებლები, შემდეგ კი ხდება მისი მდებარეობის, მდგომარეობის, ფართობისა და ბაზარზე არსებული მსგავსი ობიექტების ანალიზი.

როდის არის საჭირო ლიცენზირებული შეფასება ?

ლიცენზირებული ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე შემფასებლის ანგარიში შეიძლება საჭირო გახდეს ბანკისთვის, სასამართლოსთვის, აუქციონისთვის, დაზღვევის ან სხვა ოფიციალური მიზნისთვის. კონკრეტული მოთხოვნა ორგანიზაციის მიხედვით განსხვავდება.

რა განსხვავებაა საბაზრო და ოფიციალურ შეფასებას შორის?

საბაზრო შეფასება მიზნად ისახავს ქონების მიმდინარე ღირებულების განსაზღვრას, ხოლო ოფიციალური შეფასება კონკრეტული ორგანიზაციის ან სამართლებრივი/ფინანსური პროცედურის მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.

სტატიები

ყველა სტატია