გასაჭიმი ჭერი

გასაჭიმი ჭერი თანამედროვე სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, თავდაპირველად, აქტიურად იყენებდნენ დასავლეთ ევროპაში, ხოლო ეტაპობრივად კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ამ ტიპის ჭერის განსაკუთრებულობასა და პოპულარობას ძირითადად 4 ფაქტორი უზრუნველყოფს:
  • ფასი
  • ხარისხი
  • ეკოლოგიური უსაფრთხოება
  • მარტივი მონტაჟი
აქტიურად იყენებენ ყველა ტიპის ოთახსა თუ დაწესებულებაში, იქნება ეს კერძო საცხოვრებელი სახლი თუ ადმინისტრაციული შენობა.
მიუხედავად იმისა, რომ მონტაჟი რთული არ არის, მასალა საკმაოდ ფაქიზად დასაფიქსირებელია, გაკვრამდე მნიშვნელოვანია სწორი აზომვითი სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად სრული პროცედურა აზომვიდან-მონტაჟით დასრულებული აუცილებლად პროფესიონალმა უნდა შეასრულოს.
გასაჭიმი ჭერის ხელოსანი Servisebi.ge-დან შეგიძლია მოიძიოთ, საძიებო ველში ჩაწერეთ სერვისის დასახელება, გაფილტრეთ განცხადებები და დამატებითი ინფორმაციისთვის ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდით ავტორს.
პრო ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი.
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 9 შეფასება

ვაკეთებ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის გასაჭიმ ჭერებს (ბორისოლი) -უმაღღლესი ხარისხის, (პრემიუმი). -უმოკლეს ვადებში, -შეღავათიან ფასად, -ვარ ხარისხზე ორიენტირებული, -ვმუშაობ ასევე გასაჭიმი ჭერის აღდგენა-შეკეთებაზე, ასევე შესაძლებელია საფარდე და ლიანდაგური განათების მონტაჟი ბორისოლზე. (გარანტია 15 წელი) - საქართველოს მასშტაბით. საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე, ალეკო

შეკიდული ჭერი ფრანგული ჭერი შეკიდული ჭერის გაკეთება ბარისოლი ფრანგული გასაჭიმი ჭერი გასაჭიმი ჭერი თბილისში გასაჭიმი ჭერი ქუთაისში შეკიდული ჭერის დიზაინი გასაჭიმი ჭერის დიზაინი დაკიდული ჭერი
ტელეფონი 577 06 ** **

​გასაჭიმი ჭერის გაკეთება

გასაჭიმი ჭერის გაკეთება სტანდარტული ჭერის მონტაჟთან შედარებით ნამდვილად მარტივი პროცედურაა, თუმცა სიმარტივე არ ნიშნავს, რომ პროცესის შესრულება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
გასაჭიმი ჭერის ხელოსანი არის ის კვალიფიციური პირი, ვინც შეძლებს სწორად აზომვას, მონტაჟს და გასაჭიმი ჭერის დაზიანების რისკების მინიმუმადე შემცირებას, რაც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მონტაჟის ეტაპზე.
ის ასევე დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ გასაჭიმი ჭერის ფერები კონკრეტული ოთახებისთვის.
მაგალითად: თუ გასაჭიმი ჭერი აბაზანაში გსურთ, წინასწარ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია ხელოსანს ის კი აბაზანის ინტერიერიდან გამომდინარე შეგირჩევთ რელევანტურ ფერს.
თუ პროფესიონალის ჩართულობა დაგჭირდება, ჩვენი ციფრული პლატფორმიდან შეძლებ მათთან დაკავშირებას, სრულყოფილი ინფორმაციისა და მომსახურების მიღებას.

მომხმარებლის შეფასებები

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ქეთი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

პირველი რაც მომეწონა შეთანხმებული დრო და საათი არ დაირღვა, მეორე კარგი ნამუშევარი, მესამე პროფესიონალიზმი! მადლობა ორივეს ალეკო

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თეო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

დროული და ხარისხიანი მომსახურება, რეკომენდაცია ჩვენგან! წარმატებებს გისურვებთ!

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
10 თვის წინ

ძალიან სწრაფად და ხარისხიანად გაგვიკეთეს ჩვენი ახალი სახლის აბაზანა და საძინებლები.შეკვეთიდან 2 დღეში დაამთავრეს მთლიანი სამუშაო. შეასრულეს ყველაფერი სუფთად, მაღალი ხარისხით და მასალით მუშაობენ. დიდი მადლობა ყველაფეირსთვის ჩემი დიდი რეკომენდაცია მათ.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ნანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-22 18:41:45

საუკეთესო ხარისხი, მადლობა თქვენ ჯგუფს, შემიძლია თამამად გაგიწიოთ რეკომენდაცია

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
თათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-20 17:34:57

პატიოსანი, საქმის მცოდნე და პუნქტუალური ბიჭები. ურთულესი აბაზანის ჭერი გააკეთეს ძალიან სწრაფად და ხარისხიანად. ნამდვილად გავუწევდი რეკომენდაციას.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი. სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
ზურა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-10-24 21:02:08

გეთანხმებით ძალიან ხარისხიანად და სწრაფად აკეთებენ ყველაფერს მომეწონა მომსახურება. თავის საქმეს ეკიდებიან სერიოზულად, ჩემს შემთხვევაში ურთულესი სამუშაო უმოკლეს დროში შეასრულეს.

გასაჭიმი ჭერი ფასი

გასაჭიმი ჭერი ფასი, რა ღირს მონტაჟი, კვადრატული რა ჯდება? - ეს ის ძირითადი კითხვებია, რომელზეც უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია, სანამ ჭერის გაკეთებას დავიწყებთ.
საბოლოო ფასის განსაზღვრა ხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: როდესაც გვექნება ინფორმაცია ამ დეტალებზე, ზუსტი ღირებულების დადგენაში გასაჭიმი ჭერის ხელოსანი დაგვეხმარება.
ჩვენს ციფრულ პლატფორმაზე მარტივად მოძებნით გასაჭიმი ჭერის მონტაჟთან დაკავშირებულ შეთავაზებებს, გაფილტრავთ თქვენთვის სასურველს და დაუკავშირდებით ავტორს, განცხადებაში მითითებულ ნომერზე.


როგორ შევარჩიოთ გასაჭიმი ჭერის ფერები კონკრეტული ოთახებისთვის?

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ფერები გავლენას ახდენენ ჩვენს განწყობაზე, შრომისუნარიანობაზე, ენერგიასა და ჯანმრთელობაზეც კი. სწორედ ამიტომ ინტერიერში ფერების შერჩევა ერთგვარი გამოწვევა და ზოგჯერ საკმაოდ დიდი თავსატეხიცაა ხოლმე.
მნიშვნელოვანია სწორად გავითვალისწინოთ ყოველი დეტალი, მაგალითად ისიც, რომ ფერი სივრცის აღქმასაც ცვლის, შესაბამისად განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ ტონალობები კედლისა და ჭერისთვის.

გასაჭიმი ჭერის შემთხვევაში, მაღაზიებში ფერების საკმაოდ დიდი არჩევანია, როგორ უნდა შევარჩიოთ ფერები ისე, რომ ერთმანეთს მოუხდეს, სივრცეც არ დავაპატარაოთ და თან მიღებული შედეგით კმაყოფილნი დავრჩეთ?
აქ ერთი კონკერტული პასუხი არ არსებობს, ვინაიდან რაც ერთს მოსწონს, შესაძლოა მეორეს გემოვნებაში სულაც არ ჯდებოდეს, თუმცა გაგიზიარებთ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას რასაც ინტერიერის დიზაინერები ფერების შერჩევისას აქცევენ ყურადღებას და ეს დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ გასაჭიმი ჭერის ფერები სხვადასხვა ოთახებისთვის.
მათი შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ განათება, ფერები სხვადასხვა განათების მქონე ოთახებში, განსხვავებულად აღიქმება. მაგალითად ხელოვნური განათებისას ცივი ფერები შეიძლება ერთმანეთისგან ვერ გავარჩიოთ.
განვიხილოთ საძინებელი და სამზარეულო ოთახების გასაჭიმი ჭერის ფერები.

საძინებელი ოთახი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სივრცეა, სადაც ვისვენებთ, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად  და ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ფერთა პალიტრა.
ინტერიერის დიზაინერთა უმრავლესობა საძინებელში ჭერის ფერის შერჩევისას უპირატესობას პასტელურ ფერებს ანიჭებს, რომლებიც ქმნიან მშვიდ ატმოსფეროს და აღძრავენ პოზიტიურ ემოციებს. 
მკვეთრი და გამაღიზიანებელი ფერები ნაკლებად მისაღებია საძინებლისთვის.
თუ თქვენი ოთახის საერთო ინტერიერს შეესაბამება და ძალიან ამოვარდნილი არ არის, გირჩევთ ღია ცისფერზე, თეთრზე, ვარდისფერზე, კრემისფერზე და მსგავს ნათელ ფერებზე შეაჩეროთ არჩევანი.
ასევე შეგიძლია გამოიყენოთ განსაკუთრებული განათებაც ე.წ ვარსკვლავური ცა ან სხვა ტიპის, რაც ასევე შექმნის მყუდროებას.

რაც შეეხება სამზარეულოს ჭერის ფერს, აქ უფრო თავისუფლად შეგვიძლია ავარჩიოთ ფერები, თუმცა გირჩევთ უპირატესობა მაინც ღიას მიანიჭოთ, რადგან ღია ფერები აჩენს დიდ სივრცეს. 
თუ საერთო სივრცეს შეესაბამება, კარგი არჩევანი იქნება ღია ყვითელი, ლაიმისფერი, კრემისფერი და მსგავსი ფერების კომბინაცია.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა არის გასაჭიმი ჭერის უპირატესობა?

გასაჭიმი ჭერი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ეკოლოგიური უსაფრთხოებით და მარტივი მონტაჟით. 
არ იკრავს მტვერს და არ არის რთული მოსავლელი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი ჩამორეცხვა ან სველი ტილოთი გაწმენდა.
არ ატარებს წყალს, არ ზიანდება ზემოდან წყლის ჩამოშვების შემთხვევაშიც (1კვ.მ. აკავებს 100 ლიტრამდე წყალს)

რა ფაქტორებზეა დამოკიდებული გასაჭიმი ჭერის ფასი?

გასაჭიმი ჭერის ფასი განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით: ფართობი, ჭერის ტიპი (კლასიკური, გლუვი, პრიალა და ა.შ.), ბეჭდვის სახე (ერთფეროვანი თუ არტ-ბეჭდვა), განათების არსებობა და სხვა დამატებითი სპეციფიკაციები.
იმისათვის, რომ დაადგინოთ ზუსტი ღირებულება, გაიარეთ კონსულტაცია გასაჭიმი ჭერის ხელოსანთან.
ფრანგული ჭერის ხელოსანი შეგიძლიათ ჩვენი პლატფორმიდან მოძებნოთ და დაუკავშირდეთ ინფორმაციის დასაზუსტებლად.

როგორ უნდა შევარჩიოთ გასაჭიმი ჭერის ფერები კონკრეტული ოთახებისთვის?

გასაჭიმი ჭერის ფერების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ოთახის დანიშნულება, განათების დონე და საერთო ინტერიერი. 
თითოეულ ოთახს აქვს განსხვავებული დანიშნულება და ფუნქცია, რაც გავლენას ახდენს ფერთა შერჩევაზეც
ფერების შერჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ოთახის განათების დონე და წყარო.ბუნებრივი განათება სხვაგვარად წარმოაჩენს ფერებს, ვიდრე ხელოვნური სინათლე.
გასაჭიმი ჭერი არ უნდა იყოს მოწყვეტილი ოთახის საერთო დიზაინიდან. მისი ფერები უნდა ერგებოდეს და ავსებდეს არსებულ ინტერიერს - ავეჯს, იატაკს, კედლებს და აქსესუარებს.
ფერების შერჩევისას სასურველია გავითვალისწინოთ მათი სიმბოლური დატვირთვა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება
მაგალითად, საძინებელში უმჯობესია მშვიდი ფერები, რომლებიც ხელს უწყობენ რელაქსაციას. 
ამ ძირითადი დეტალების გათვალისწინება დაგეხმარებათ შექმნათ ჰარმონიული და თანმიმდევრული გარემო.

გასაჭიმი ჭერის გაკეთება ვის შეუძლია?

მიუხედავად იმისა, რომ გასაჭიმი ჭერის მონტაჟი სხვა ტიპის ჭერთან შედარებით მარტივია, საქმე აუცილებლად პროფესიონალმა უნდა შეასრულოს, ამ გზით თავიდან აირიდებთ მასალის დაზიანების რისკს, არასწორ მონტაჟსა და სხვა გართულებებს.
Servisebi.ge-ს ციფრული პლატფორმიდან უმარტივესად მოიძებთ პროფესიონალებს ვინც დაგეხმარებათ მონტაჟში, საძიებო ველში ჩაწერეთ გასაჭიმი ჭერის ხელოსანი, დააჭირეთ ძიებას და გამოგიჩნდებათ გაფილტრული განცხადებები.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი და დამატებითი დეტალებისთვის საკონტაქტო ნომერზე დაუკავშირდით განმცხადებელს.

როგორი ჭერი გავაკეთოთ აბაზანაში?

გასაჭიმი ჭერი აბაზანაში ყველაზე ოპტიმალური არჩევანია, რადგან ამ ოთახს აქვს განსხვავებული, თავისებური მიკროკლიმატი, ასეთი ტიპის ჭერი კი  არ ნესტიანდება, უძლებს მეზობლისგან ჩამოშვებულ წყალს (ასეთი ჭერის 1 კვ.მ. 100 კილოგრამამდე დაწოლას თავისუფლად იტანს). წლის დახმარებით მარტივად იწმინდება.
შეიძლება მასში საჰაერო მილებისა და ნათურების ჩამაგრება.

გასაჭიმი ჭერი თუ შეკიდული? - რომელი სჯობს და რატომ
გასაჭიმი ჭერი თუ შეკიდული? - რომელი სჯობს და რატომ
საცხოვრებელი ფართის ინტერიერში ჭერს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და თუ ადრე, ნაკლები ყურადღება ექცეოდა და მხოლოდ შეთეთრებით შემოიფარგლებოდნენ, ...
ყველას ნახვა