Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ქირავდება კოტეჯი

ქირავდება კოტეჯი თქვენთვის სასურველი დროით. თუ უქმეებზე გეგმავთ ქალაქგარეთ გასვლას, შეგიძლიათ იქირაოთ კოტეჯი სიონის ტბაზე ან კოჯორში და დატკბეთ თვალწარმტაცი ხედებით. ქირავდება კოტეჯი დაბადების დღის წვეულებისთვის ან მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. კოტეჯში დაგხვდებათ კეთილმოწყობილი გარემო, სისუფთავე, სამი საძინებელი საკუთარი აივნებით და დიდი ტერასით. კოტეჯს აქვს ცალკე სამზარეულო და ყველა საჭირო ინვენტარი, რაც თქვენი კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. თუ ეძებთ განცხადებებს servisebi.ge -ზე შეამოწმეთ კატეგორია ქირავდება კოტეჯი და აღმოაჩინეთ საინტერესო შეთავაზებები.

კოტეჯების გაქირავება

კოტეჯების გაქირავება დღესდღეობით ერთ-ერთი მოთხოვნადი სერვისია. განსხვავებული გარემო, სიმყუდროვე, კეთილმოწყობილი სივრცე და ხელმისაწვდომი ფასები მუდმივად იზიდავს, როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ტურისტებსაც. კოტეჯების გაქირავება ხელმისაწვდომია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბაკურიანსა და ბორჯომში.  კოტეჯი, რომელიც ქირავდება, ხშირად საკმაოდ ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს და გათვლილია მაქსიმუმ 16-18 ადამიანზე. თითოეულ გასაქირავებელ კოტეჯს აქვს განსხვავებული ინტერიერი, დიდი მისაღები, ოთხი საძინებელი, საკუთარი სველი წერტილით და აივნებით.  კოტეჯის ქირაობის დროს გამქირავებელთან დაკავშირების შემდეგ დააზუსტეთ გადახდის და ქირის ყველა პირობა.
აშური
აშური

მდებარეობა: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო აში. თბილისიდან დაახლოებით 1 საათის სავალ გზაზე, ზღვის დონიდან 1170 მეტრზე. კოტეჯიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზე იშლება ულამაზესი ხედები ანანურის ციხე-ეკლესიაზე, ბაზალეთის ტბაზე, ჟინვალის წყალსაცავსა და მყინვარწვერზე. ახლოს მდებარეობს თამარ მეფის დროინდელი აფხავის წმინდა გიორგის სალოცავიც. კოტეჯი გათვლილია 8 სტუმარზე. კოტეჯი აღჭურვილია: • 2 საძინებლით • კეთილმოწყობილი სამზარეულოთი ყველა საჭირო ინვენტარით • მისაღები ოთახით • სველი წერტილით • ტელევიზიით • მუსიკალური ცენტრით • სარეცხი მანქანით • მაცივრით • კონდიციონერით და შეშის ღუმლით • სამწვადე ზონით (მაყალი და შამფურები) • დეკორატიული განათებით • ფართო აივნით გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩექ-ინის შემდეგ დამატებითი სტუმრების მიყვანა დაუშვებელია. დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. ფასი დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე. გარანტირებული ჯავშნისთვის აუცილებელია ჯავშნის ღირებულების 30%-ის წინასწარ ჩარიცხვა. შესვლა: 15:00 საათიდან გამოსვლა: 12:00 საათამდე გისურვებთ სასიამოვნო და მშვიდ დასვენებას.

კოტეჯი ყაზბეგში
კოტეჯი ყაზბეგში

დაბა სტეფანწმინდაში დღიურად ქირავდება კეთილმოწყობილი კოტეჯები დიდი ვერანდებით და საოცარი ხედებით, ერთ კოტეჯში ერთდროულად შეიძლება მოთავსდეს 4 ადამიანი, კოტეჯში თქვენ დაგხვდებათ ყველა საჭირო ნივთი კომფორტული დასვენებისთვის, ეზოში განთავსებულია ჰამაკები, მაგიდები სკამებით და მაყალი ბარბექიუსთვის. ვითანამშრომლებთ კარგი პირობებით ტურისტულ და უძრავი ქონების სააგენტოებთან. სულ არის 4 კოტეჯი სადაც ერთდროულად შეიძლება მოთვსდეს 16 ადამიანი, ძალიან კარგია კორპორატიული საღამოების მოსაწყობად ან უბრალოდ დიდი სამეგობროსთვის კარგი დასვენებისათვის. მეტი დეტალის გასაგებად დარეკეთ მითითებულ ნომერზე.

კოტეჯი ყაზბეგში
Cozy Garden Cottage
Cozy Garden Cottage

Cosy Garden Cottage არის კერძო დასასვენებელი კოტეჯი, რომელიც მდებარეობს ქობულეთის ულამაზესი პლაჟიდან მხოლოდ 2 წუთის სავალზე, რაც მას იდეალურ არჩევანს ხდის ოჯახებისთვის, წყვილებისთვის და მცირე ჯგუფებისთვის, რომლებიც ეძებენ მშვიდ და დასასვენებელ გარემოს ზღვის პირას. კოტეჯი კომფორტულად იტევს 6 სტუმრამდე და მოიცავს ორ მყუდრო საძინებელს, მათ შორის ერთს აივნით, საიდანაც ულამაზესი ეზოს ხედი იშლება. სტუმრებს სრულად ეკუთვნით მთელი კოტეჯი, რომელშიც არის ფართო და კომფორტული მისაღები ოთახი, სრულად აღჭურვილი ცალკე სამზარეულო და პირადი აბაზანა. კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის კოტეჯი გთავაზობთ უფასო Wi-Fi-ს, კონდიციონერს, ტელევიზორს, მაცივარს, სარეცხ მანქანას და ჭურჭლის სარეცხ მანქანას. ასევე ხელმისაწვდომია კერძო პარკინგი. ფართო ეზო ქმნის მშვიდ ატმოსფეროს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ ჰამაკში, ისიამოვნონ გარე ვახშმით ფანჩატურში ან მოამზადონ გემრიელი მწვადი გრილზე. გამწვანებულ გარემოში, ზღვიდან მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარე კოტეჯი აერთიანებს კომფორტს და დასვენების სასიამოვნო ატმოსფეროს. თუ გეგმავთ ოჯახურ დასვენებას ან მშვიდ გაქცევას ზღვის პირას, Cosy Garden Cottage გთავაზობთ ყველაფერს, რაც საჭიროა დაუვიწყარი დასვენებისთვის საქართველოს ულამაზეს შავი ზღვის სანაპიროზე. ქირავდება როგორც დღიურად ასევე თვიურად, მითითებულია 1 ღამის ფასი. 6 სტუმარი 2 საძინებელი 1 სველი წერტილი

კოტეჯი ქობულეთში
კოტეჯი ბაკურიანში
კოტეჯი ბაკურიანში

ქირავდება კოტეჯი 4+1 სტუმარზე. ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1700 მ. გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. დიდველის სათხილამურო გზებზე მოქმედებს ხელოვნური გათოოვლიანება. რაც ყველაზე მთავარია, ბაკურიანს ბევრი ტურისტი სტუმრობს, უპირატესობა გააჩნია სხვა კურორტებთან შედარებით. ბაკურიანი მდიდარია გასართობი და რეკრეაციული აქტივობებით. ბაკურიანში უამრავი რესტორანი, გასართობი პარკი, ყინულის მოედანი, მარხილები თუ თოვლის სკუტერებია.

კოტეჯი ბაკურიანში
კოტეჯები ცემში
კოტეჯები ცემში

დაიქირავეთ ცემში სასტუმრო "ფერად კოტეჯებიში" კოტეჯი, რომელიც არის 1 და 2 ოთახიანები და გათვლილია ერთ ოჯახზე. კოტეჯები არის ძალიან თანამედროვეთ მოწყობილი და კომფორტული. ასევე აქვს ულამაზესი დიდი მწვანე ეზო კომფორტული პარკის სკამებითა და მაგიდებით და საქანელებით. ყველაფერია თქვენი მშვიდი დასვენებისთვის. კოტეჯები აღჭურვილია სამზარეულოებით ჩასაშენებელი გაზქურით (ნაწილობრივ პატარა გაზქურით) მშრალი ყინვის მაცივრებით. პლაზმური ტელევიზორებით. ჭურჭლით,სარეცხი მანქანის სერვისით. ყველა კოტეჯს აქვს აივანი. რაც მთავარია "ფერადი კოტეჯები " ცემში მდებარეობს ჰაერის ცირკულაციის ზონაში (კორიდორში) www.cemi.ge იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი.

ქირავდება კოტეჯი ბორჯომში
იმედის ქოხი/Hut of hope
იმედის ქოხი/Hut of hope

კოტეჯი სრულად არის აღჭურვილი თქვენი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის. ძირითადი ინფორმაცია: • გათვლილია 5 სტუმარზე • 2 საძინებელი • 1 სველი წერტილი • შესვლა – 14:00 საათიდან • გამოსვლა – 12:00 საათამდე (1 ღამით დაჯავშნის შემთხვევაში) კოტეჯში დაგხვდებათ: • პირსახოცები • ერთჯერადი ჩუსტები • კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა • შამპუნი, დუშგელი და საპონი • ფენი • უთო • მაცივარი • ტელევიზორი • Bluetooth დინამიკი • Wi-Fi • ცენტრალური გათბობა • კონდიციონერი • ცხელი და ცივი წყალი • ელექტრო ჩაიდანი • გაზქურა • სარეცხი მანქანა • ყავა, ჩაი და შაქარი • სრულად აღჭურვილი სამზარეულო და ყველა საჭირო ჭურჭელი • მაყალი და შამფურები • კეთილმოწყობილი ეზო • კოცონის ადგილი დასაჯდომი სივრცით • ჰამაკები • საქანელა და ბუდე-საქანელა • პლედები • ადგილზე მიტანის სერვისი ფანჩატური: • გათვლილია 30 სტუმარზე • გარე სამზარეულო • 30 პერსონაზე გათვლილი ჭურჭელი • მაყალი • დინამიკი და მიკროფონი • გარე სველი წერტილი • Wi-Fi • მიკროტალღური ღუმელი • მოსასვენებელი სივრცე • ცენტრალური ცეცხლის ადგილი • „აფციაურების ხინკლის“ და სხვადასხვა ნახევარფაბრიკატის ადგილზე მიტანის სერვისი ყველაფერი, რაც საჭიროა მშვიდი, კომფორტული და დაუვიწყარი დასვენებისთვის.

ქვიშხეთის რედ კოტეჯი
ქვიშხეთის რედ კოტეჯი

შეთავაზების ფარგლებში ისარგებლე ფასდაკლებით რედ კოტეჯში 6 სტუმრის განთავსებაზე გესთჰაუს ქვიშხეთი | Kvishkheti Guesthouse -ში. შეთავაზებაში შედის: რედ კოტეჯ 6 სტუმარზე 1 დღე-ღამით ადგილზე დაგხვდებათ: ეკოლოგიურად სუფთა ხის კოტეჯები ულამაზესი ეზო ფანტანით მოსასვენებელი სივრცეები ჰამაკი ფანჩატური საბავშვო გასართობი სივრცე, პატარა საბავშვო სახლით პარკინგი (2-3 მანქანისთვის) დიდი მისაღები ოთახი თავისი მოსასვენებელი კუთხით 2 საძინებელი და ანტრესოლი სამზარეულო აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით: გაზქურა, მაცივარი, ელექტრო ჩაიდანი სარეცხი მანქანა ცხელი, ცივი წყაროს წყალი 1 სველი წერტილი ჰიგიენური საშუალებები ტელევიზორი ინტერნეტი ადგილმდებარეობას ახასიათებს ლიხის ქედის, ბორჯომისა და სურამის ჰაერის ურთიერთნაკადი. კოტეჯები დგას ტყესთან ახლოს, რაც უფრო მიმზიდველს ხდის დასვენებას წიწვოვანი ხეების დამტვერვის დროს. ასევე მნიშვნელოვანია ულამაზესი სანახაობები, ძველი ეპოქის ეკლესია-მონასტრები და სახლმუზეუმები. ოდიდგანვე ქვიშხეთი მიიჩნეოდა მწერალთა და ხელოვან ხალხთა საყვარელ დასასვენებელ ადგილად. სტუმრების სურვილისამებრ შეიძლება მანქანით მომსახურება (დღიური ანაზღაურებით შეთანხმების საფუძველზე) შესვლა (Check-In): 12:00 გასვლა (Check-Out): 12:00 ქვიშხეთი მდებარეობს: ხაშურიდან - 6 კმ. (10 წუთი) ბორჯომი - 24 კმ. (30 წუთი) ბაკურიანი - 48 კმ. (60 წუთი) მითითებულია 1 ღამის საფასური

"ლიკანიჰაუსის" კოტეჯი ბორჯომში
"ლიკანიჰაუსის" კოტეჯი ბორჯომში

"ლიკანიჰაუსის" კოტეჯი ქირავდება ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანის(ყოფილი "რიქსოსის") მახლობლად, ფიჭვნარში(ეზოს გარეთსულ ფიჭვნარია, როგორიც სურათში). კოტეჯი 2 სართულიანი და 2 ნომრიანია.ერთი ნომერი I სართულზე, მეორე კი II სართულზე. კოტეჯის I სართულზე მაქსიმუმ 2+1,ხოლო II სართულზე მაქსიმუმ 3+1 ადამიანის განთავსება შეიძლება ანუ ჯამში მაქსიმუმ 7. შესაძლებელია ქირაობა როგორც მთელი კოტეჯის, ასევე ცალკეული სართულის(ინდივიდუალური შესასველი აქვს თითოეულ ნომერს), ტელევიზორი, დივანი, WiFi. სამზარეულოს კუთხე არის მხოლოდ პირველი სართულის ნომერში, თუმცა ნომრების ცალცალკე გაქირავების შემთხვევაში მეორე სართულის დამსვენებელს შეუძლია გამოიყენოს კოტეჯიდან 5 მეტრზე მდებარე საერთო დიდი სამზარეულო. ფასი განისაზღვრება ადამიანების რაოდენობით, დღეების ხანგრძლივობით და ა.შ

ქირავდება კოტეჯი ბორჯომში
კოტეჯი ბაკურიანში
კოტეჯი ბაკურიანში

ქირავდება ახალი აშენებული, კომფორტული კოტეჯი დაბა ბაკურიანში, ამირანის პარკის ახლოს, ახალ დასახლებაში. კოტეჯი დგას ტყეში, აქვს ძალიან დიდი, დაცული ეზო. ეზოს გარეთ, ტყეში დგას ასწლოვანი ნაძვები და ფიჭვები. იდეალური ადგილი დასვენებისათვის, როგორც ოჯახისათვის, ასევე სრიალისა და უბრალოდ თოვლის მოყვარულებისათვის. შეგიძლიათ ბავშვი წყნარად გაუშვათ ეზოში. გარშემო არის რეკრეაციული ზონა, არ შეგაწუხებთ ავტომობილებისა თუ ბურანების გამონაბოლქვი. შეგიძლიათ მოაწყოთ ლაშქრობები და პიკნიკები ტყეში. კოტეჯში თავისუფლად თავსდება 5-6 ადამიანი. ქირავდება მხოლოდ ოჯახებზე!

კოტეჯი ბაკურიანში
მთის ფერია
მთის ფერია

„მთის ფერია“ გეპატიჟებათ დაუვიწყარი დასვენებისთვის, სადაც სიმყუდროვე და თანამედროვე კომფორტი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. ჩვენი კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო პირობით სრული რელაქსაციისთვის, მათ შორის პერსონალური საუნით და მინი აუზით პირადპირ აბაზანაში. შიდა სივრცეში დაგხვდებათ კარაოკე, კონდიციონერი, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი და სრულად მოწყობილი სამზარეულო. ჩვენთან ყოველთვის დაგხვდებათ სუფთა პირსახოცები და მოწესრიგებული გარემო, რაც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. დაჯავშნეთ ახლავე და აჩუქეთ საკუთარ თავს სიმშვიდე „მთის ფერიაში“. 6 სტუმარი 1 საძინებელი 2 სველი წერტილი ნებისმიერი დრო შესვლის დრო ნებისმიერი გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღამის ფასი

BeachWood Villa in Ureki
BeachWood Villa in Ureki

ქირავდება დღიურად ახალ აშენებული, 2 საძინებლიანი კოტეჯი ურეკში, სანაპიროდოან 2 წუთის ფეხით სავალზე, წინ ულამაზესი ნაძვნარით, მშვიდ და კომფორტულ ადგილას. კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთითა და ტექნიკით თქვენი კომფორტული დასვენებისთვის. პირველ საძინებელში 2 საწოლიანი ლოგინით, ხოლო მეორე საძინებელში 2 ერთ საწოლიანი ლოგინით, ასევე გასაშლელი დივანით სადაც შესაძლბებელია დამატებით 2 ადამიანის განთავსება.კოტეჯს გააჩნია 500 კვადრატიანი ინდივიდუალირი, კეთილმოწყობილი ეზო, დაცული საპარკინგე სივრცით. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თავისუფალია 4-დან 9 აგვსიტომდე (5 ღამე) და შემდეგ 14 აგვისტოდან. ამასთანავე სექტემბერის ჩავშნებისთვის ფასი დააკლდება. დასაჯავშნად დამიკავშირდით 6 სტუმარი 2 საძინებელი 1 სველი წერტილი 13:00 შესვლის დრო-12:00 გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღმის ფასი

აგარაკი თიანეთში
აგარაკი თიანეთში

ქირავდება ულამაზესი და უჰარმონიულესი კოტეჯი თიანეთში, ყველანაირი პირობა თქვენი კომფორტისათვის: სუფთა და მკურნალი ჰაერი დიდი ეზო, სადაც შესაძლებელია კოცონის დანთება, თამაში, ცეკვა, გართობა. (თანაც არავინ დაგიშლით მუსიკის მაღალ ხმაზე ჩართვას) თავსდება მაქსიმუმ 6 ადამიანი. ერთადერთი შეზღუდვა: შიგნით მოწევა დაუშვებელია (რადგან ხე მარტივად იღებს სუნს და ფერიც ზიანდება კვამლისგან P.S არის შემთხვევები, იპარავენ აგენტები ჩვენს გაცხადებას და ფასს ზრდიან. რეალური განცხადება ეს არის და გთხოვთ, გაითვალისწინოთ. ფასი დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე.

ქირავდება კოტეჯი ლისის ტბის მიმდებარედ
ქირავდება კოტეჯი ლისის ტბის მიმდებარედ

ქირავდება კოტეჯი ნახშირგორაზე, თბილისთან ახლოს! თუ გსურთ მყუდრო და კომფორტული დასვენება სუფთა ჰაერზე, ჩვენი კოტეჯი საუკეთესო არჩევანია! კოტეჯი განთავსებულია მხოლოდ 15 კმ-ში თბილისიდან და იდეალურია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ასევე მეგობრებთან დროის გასატარებლად. ჩვენს კოტეჯში დაგხვდებათ: • მაღალი ხარისხის სისუფთავე და მყუდრო ატმოსფერო • კომფორტული საძინებლები • ერთჯერადი ჰიგიენური საშუალებები: კბილის ჯაგრისები, ჩუსტები, შამპუნი • ყავა, ჩაი და საჭირო სამზარეულო ინვენტარი • მაყალი, შამფურები, შეშა და ნახშირი ინფრასტრუქტურა: • ლამაზი და კეთილმოწყობილი ეზო • სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო • მოსახერხებელი ადგილი წვეულებებისთვის ან უბრალოდ დასვენებისთვის ???? ფასი: ხელმისაწვდომია, დეტალებზე დაგვიკავშირდით. ???? მდებარეობა: თბილისიდან 15 კმ-ში, ნახშირგორა. დაჯავშნის ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: გაიხარეთ ჩვენთან და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები!

ქირავდება ორი სრულად აღჭურვილი კოტეჯი
ქირავდება ორი სრულად აღჭურვილი კოტეჯი

აღმოაჩინეთ სიმშვიდე, თავგადასავალი და ულამაზესი ბუნება საქართველოში, ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ რეგიონში — რაჭაში. ჩვენი ორი ხის კოტეჯი მდებარეობს სოფელ გონას მთებში, ბუნების შუაგულში და გთავაზობთ პანორამულ ხედებს კავკასიონის მთების ქედზე და მის თოვლით დაფარულ მწვერვალებზე. რატომ არის ეს ადგილი განსაკუთრებული? - 2 თბილი და მყუდრო ხის კოტეჯი, იდეალური წყვილებისთვის, ოჯახებისთვის ან მეგობრების მცირე ჯგუფებისთვის; - ფართო აივნები, რომლებიც გადაჰყურებს დიდებულ კავკასიონის მთები-ს; - დილის ნისლის, ოქროსფერი მზის ჩასვლის და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დაუვიწყარი სანახაობები; - უნიკალური, მშვიდი ატმოსფერო ქალაქის ხმაურისგან შორს — სუფთა ჰაერი, ულამაზესი ბუნება, გასაოცარი სიმშვიდე და სიმყუდროვე; გაითვალისწინეთ, რომ სოფელი გონა ნამდვილი თავგადასავლების კარიბჭეა! აქ დაგხვდებათ სხვადასხვა სასეირნო და სალაშქრო მარშრუტები, რომლებიც გადის ტყეებში, მდინარეებთან, ჩანჩქერებთან და მაღალ მთის ხედებთან.

River Land
River Land

რივერ ლენდი - ადგილი, სადაც შეგიძლიათ ერთდროულად დატკბეთ მდინარისა და ტყის ულამაზესი ლანდშაფტებით. კოტეჯები მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში, ცენტრთან ახლოს. თითოეული კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მრავლადაა გასართობი საშუალება -ბილიარდის მაგიდა,მაგიდის ჩოგბურთი,ფეხბურთი,კალათბურთი,ფრენბურთი. ხელმისაწვდომია საუნა, მინიაუზი და ჯაკუზი. არის სრული კომფორტი და სიმშვიდე. დატკბით ულამაზესი ბუნებით, დაიტვირთეთ ახალი ენერგიებითა და დააგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები ჩვენთან. მითითებულია 1 ღამის ფასი 6 სტუმარი 2 საძინებელი 1 სველი წერტილი 14:00 შესვლის დრო-12:00 გამოსვლის დრო

იტვირთება...

​5 დეტალი, რაც კოტეჯის დაქირავებამდე უნდა იცოდეთ

კოტეჯის დაქირავება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია საქართველოში. უქმეებზე, მეგობრებთან ერთად მოგზაურობის დროს ან წვეულებების მოსაწყობად კოტეჯის დაქირავება ხელსაყრელია. კოტეჯი იდეალური არჩევანია, საყვარელი ბუნებასთან ახლოს, ქალაქის ხმაურიდან შორს და ამავდროულად თანამედროვე სივრცეში დასვენება.

პირველ რიგში, კოტეჯის დაქირავებამდე გაითვალისწინეთ მისი მდებარეობა. თუ კოტეჯს მთიან ადგილზე ქირაობთ მაგალითად: გომის მთაზე, ბახმაროში ან ყაზბეგში გადაამოწმეთ, რამდენად მარტივია იქ მისვლა. არის თუ არა მოწესრიგებული გზის საფარი, შეძლებთ მანქანით გადაადგილებას, თუ საჭიროა მაღალი გამავლობის მანქანით მიხვიდეთ. ზამთრის კურორტებზე, თოვლისა და ყინვის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გზის მდგომარეობა.

მეორე, მთავარი ფაქტორია, განმცხადებელთან გადაამოწმოთ, რას ფარავს ქირის ღირებულება. წინასწარ გაარკვიეთ, შედის თუ არა გადახდილ თანხის საფასურში კომუნალური ხარჯების, გათბობის, ინტერნეტისა და დასუფთავების. ხშირად კოტეჯის ქირის თანხაში არ შედის აუზით ან სხვა დამატებითი სივრცით სარგებლობა.

თუ წვეულებას აწყობთ და კოტეჯს ეძებთ, განცხადების ძიების პროცესში გადაამოწმეთ, რამდენ ადამიანზეა გათვლილი კოტეჯი და რამდენი საძინებელია. თუ გეგმავთ წვეულების შემდეგ დარჩენას, საძინებლების რაოდენობა მაქსიმალურად უნდა ერგებოდეს სტუმრების რიცხვს.

როდესაც ქირაობთ კოტეჯს, უნდა გაითვალისწინოთ წესები. მნიშვნელობა არ აქვს, ზღვისპირა კოტეჯს იქირავებთ, შეკვეთილსა თუ გონიოში , ან აბასთუმანსა თუ ბახმაროზე, ხმაურის შეზღუდვა, შინაური ცხოველების აკრძალვა ან მოწევის შეზღუდვა ზოგიერთი კოტეჯის გამქირავებელს წესებში მითითებული აქვს. სწორედ ამიტომ, ამ დეტალების წინასწარ ცოდნა თავიდან ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ.

მეხუთე ფაქტორი ფოტოებს ეხება. ხშირად გამქირავებლები საიტზე ათავსებენ კოტეჯის ისეთ ფოტოებს, რაც აცდენილია რეალობას. ან უბრალოდ იმ ფოტოებს აქვეყნებენ, რომელიც კოტეჯის გარემონტების შემდეგ გადაიღეს და ახლანდელი მდგომარეობა სხვაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მოითხოვოთ რეალური ფოტოები და შეფასებები. ეს საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ პირობები და თავიდან აირიდოთ უსიამოვნო გაუგებრობები.

რამდენი ხნით ადრე უნდა დაჯავშნოთ კოტეჯი წვეულებისთვის ?

თუ გადაწყვიტეთ იქირაოთ კოტეჯი წვეულებისთვის, დაბადების დღისთვის ან უბრალოდ უქმეებზე განტვირთვა გსურთ. საუკეთესოა ღონისძიებამდე ერთი ან ორი კვირით ადრე, მისი დაჯავშნა. ეს, იმ შემთხვევაში თუ თარიღი რომელიმე მნიშვნელოვან დღესასწაულს არ ემთხვევა. მაგრამ, თუ თქვენი დაბადების დღე ან მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა დღესასწაულების პერიოდს ემთხვევა, ამ შემთხვევაში კოტეჯის დაქირავებაზე ზრუნვა და დაჯავშნა წვეულებისთვის საუკეთესოა, ერთი თვით ან მეტი ხნით ადრე დაიწყოთ.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს კოტეჯის ქირაობა თბილისში დღიურად ?

კოტეჯის დღიურად დაქირავების დროს ფასი დამოკიდებულია რამდენიმე დეტალზე, მათ შორის: მის მდებარეობაზე, ფართობსა და გაქირავების პერიოდზე. საშუალოდ დღიური ქირის ფასი 70 ლარიდან იწყება.

შესაძლებელია თუ არა კოტეჯის ქირაობა მხოლოდ 1 დღით ?

დიახ, არაერთი კერძო მეპატრონე აქირავებს კოტეჯს მხოლოდ ერთი დღით, საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად.

შეიძლება თუ არა ისეთი კოტეჯის დაქირავება რომელიც ბევრ სტუმარს იტევს ?

დიახ, ხელმისაწვდომია კოტეჯები 15-18 და მეტ ადამიანზე.

რამდენი ხნით ადრე უნდა დაჯავშნოთ კოტეჯი დაბადების დღისთვის ?

კოტეჯის დაჯავშნა დაბადების დღისთვის სასურველია, მინიმუმ 1-2 კვირით ადრე, განსაკუთრებით სეზონურ პერიოდებში და შაბათ-კვირას.

​რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ სახლს დღიურად იქირავებთ
​რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ სახლს დღიურად იქირავებთ
სახლის დღიურად დაქირავება დღეს ერთ-ერთი მოთხოვნადი და აუცილებელი სერვისია. ადამიანები ეძებენ სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელ სივრცეს დღიურად დასაქირავებლ...
ყველას ნახვა