მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს

მოგესალმებით!!!დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე,კორონა ვირუსთან მიმართებაში,დავეხმაროთ მოსწავლეებს უკეთ აითვისონ სკოლაში განვლილი მასალა და რაც მთავარია გავუხალისოთ მათ სწავლის პროცესი.მე ვარ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის,ინგლისურ ენოვანი ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი,უნივერსიტეტში ვმუშაობ ტრენერად და შესაბამისად მაქვს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.აგრეთვე 2 წელია რაც ვმუშაობ კერძო რეპეტიტორად.მოვამზადებ ბავშვებს 1-4 კლასამდე ყველა საგანში ხოლო 9 კლასამდე მათემატიკაში.ფასი 70 ლარი.ვცხოვრობ სადგურის მოედნის მეტროსთან 3 წუთის სავალზე.სასურველია მუშაობა დილის 9:00 საათიდან 13:00 საათის შუალედში.გისურვებთ ჯანმრთელობას!ადგილები შეზღუდულია.

კერძო | მათემატიკის რეპეტიტორი | ინგლისურის რეპეტიტორი

მომზადება ინგლისურ ენაში
მომზადება ინგლისურ ენაში

მოვამზადებ I-დან XII კლასის ჩათვლით, ბავშვებს ინგლისურ ენაში. ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი და მაქვს ბავშვებთან მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება. ვამზადებ, როგორც დისტანციურად ისე სახლში (თელავი) . ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. კვირაში სამი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,5-2 საათი. გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზულაური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. თეორიულ მასალასთან ერთად გავაკეთებთ პრაქტიკულ დავალებებს რომელიც მოიცავს ოთხივე უნარის განვითარებას: გრამატიკას, ლექსიკას, მოსასმენსა და საუბარს. თეორიული მასალის განსამტკიცებლად, ორ კვირაში ერთხელ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ვარიანტებს/ასევე შესაფერის ტესტებს უმცროსკლასელთათვის.ჩემთან მუშაობის დროს ორიენტირებულები ვიქნებით შედეგზე და ეს შედეგი დააკმაყოფილებს სამ კომპონენტს: I მაღალ ქულას II საბაზისო დონის ათვისებას III პრაქტიკულ მუშაობაში გავარჯიშებას და წერის ტექნიკის დახვეწას. უმცროსკლასელებისთვის მაქვს ასევე ცალკე პროგრამა რომელიც ქმნის მყარ ფუნდამენტს ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად. ფასი შეთანხმებით

კერძო | რეპეტიტორი | ინგლისურის რეპეტიტორი | ბავშვების მომზადება

ინგლისური ენის მასწავლებელი
ინგლისური ენის მასწავლებელი

ვამზადებ როგორც აბიტურიენტებს, მოსწავლეებს ასევე სასაუბრო ინგლისურის შესწავლის მსურველებს. გაკვეთილის მსვლელობა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, სასაუბრო ინგლისურის შესასწავლად ! ვამზადებ ჯგუფურად. ჯგუფი შედგება 4-5 ადამიანისგან. მაქვს 4 წლიანი გამოცდილება. ენის სრულფასოვნად დაუფლების მიზნით დიდი ყურადღება ექცევა ენის სწავლების ხუთივე კომპონენს – ლექსიკა, გრამატიკა, წერითი თხზულება, მოსმენა, მეტყველება. ენის სწავლების პროცესში ვიყენებ აუდიო+ვიდეო მასალებს. ვცხოვრობ დელისის მეტროსთან. სახლში მისვლით არ ვმუშაობ!

უცხო ენა | კერძო | სკოლა | მომზადება ინგლისურში | ინგლისურის რეპეტიტორი | ბავშვების მომზადება | უცხო ენების შესწავლა | ინგლისური ენა

ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

მოვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში ბინაზე მისვლით. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კერძოდ კი ინგლისური ფილოლოგიის, სტუდენტი. მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. გთავაზობთ სწავლებას, როგორც სკოლის წიგნებით, ისე დამატებითი სახელმძღვანელოებითაც. გაკვეთილების განმავლობაში ყურადღებას თანაბრად ვუთმობ წერის, კითხვის, მოსმენისა (listening skills) და საუბრის (Speaking skills) უნარ-ჩვევებს. გავლილი მაქვს სასწავლო ცენტრი "Know-How"-ს 7-წლიანი და Oxford School-ის 2-წლიანი კურსები. ჩემი გაკვეთილების ხანგრძლივობაა 60 წუთი/90წუთი. გაკვეთილებს ვატარებ კვირაში ორჯერ, ფასი შეთანხმებით(70ლარიდან). ვატარებ ჯგუფურ მეცადინეობებსაც(მაქსიმუმ 2-3 ბავშვი), თუკი ერთ ოჯახში რამდენიმე ბავშვის მეცადინეობა მიწევს (მაგალითად თუკი ბავშვები არიან კლასელები, მეზობლები, ნათესავები ან დედმამიშვილები) თითოეული ბავშვის ინდივიდუალური მეცადინეობის თანხას აკლდება 10 ლარი. გარდა ამისა, ფასებს განვიხილავ მოსწავლეების ასაკის, ადგილმდებარეობის და, რაღა თქმა უნდა, დონის მიხედვით. მოსწავლეების აყვანამდე გავდივარ მათთან პირად კონსულტაციას და ვაწერინებ დონის დასადგენად ასაკის შესაფერის ტესტს.

ბინაზე მისვლით | ინგლისურის რეპეტიტორი | მოსწავლეების მომზადება | ბავშვების მომზადება | კერძო | რეპეტიტორი

ინგლისური ენა
ინგლისური ენა

მოვამზადებ აბიტურიენტებს და ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. გაკვეთილები შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ლექსიკის, გრამატიკის და სასაუბროს ნაწილი. თითოეული მოსწავლისთვის სახელმძღვანელოს შერჩევა ხდება მოსწავლის ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. ასევე, გთავაზობთ, ინგლისური ენის ონლაინ სწავლებას, Skype-ის, zoom-ის ან meet.google - ის პლატფორმის მეშვეობით. ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელოებს მივაწვდი ელექტრონული სახით. სასწავლო პროცესი დატვირთულია საინტერესო, მარტივად აღქმადი მასალებით . ფასი და გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად მოსწავლის საწყისი დონისა და საჭიროებების შესაბამისად. ჩემს შესახებ: ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით. მაქვს რეპეტიტორობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ინგლისურის რეპეტიტორი | მოსწავლეების მომზადება

დახვეწე ინგლისური
დახვეწე ინგლისური

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს მინიმუმ ბ1 დონე ინგლისურში. ერთად წავიკითხავთ ინგლისურ წიგნებს, ვუყურებთ TV show'ებს, გამოვიყენებთ მაქსიმალურად თანამედროვე მასალებს, ისე რომ, კურსის დასასრულს, მზად იყოთ თავისუფალი კომუნიკაციისთვის და არ შეგექმნათ არანაირი უხერხულობა; და გამოიმუშავოთ უნარი, რომ დაუფიქრებლად გაიგოთ მოსაუბრის ენა. მომზადების ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილის ფორმატი: როგორც ჩემთან ადგილზე, ასევე სკაიპის მეშვეობით გაკვეთილების რაოდენობა თვეში: 8 გაკვეთილის ხანგრძლივობა: 90 წუთი

ინგლისური ენა | უცხო ენა | მომზადება ინგლისურში | უცხო ენების შესწავლა | ინგლისურის რეპეტიტორი