მინივენის ქირაობა

 მინივენის ქირაობა საუკეთესო სერვისია მაშინ, როდესაც ეძებთ მოსახერხებელ და მრავალფუნქციურ ტრანსპორტს მცირე ჯგუფის გადასაადგილებლად.  იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის, ტურებისთვის ან საქმიანი მოგზაურობისთვის, მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული გამქირავებლები  გვთავაზობენ ფართო სივრცეს, კომფორტულ დასაჯდომს და პრაქტიკულ ფუნქციებს.

 მინივენის ქირაობა მოსახერხებელი სერვისია გაქირავების მოქნილი ვარიანტებითა და კონკურენტული ტარიფებით, სწორედ ამიტომ იმტებს მისი პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით.

 ქირაობა მძღოლით და მძღოლის გარეშე,  მარშრუტები საქართველოში და მის გარეთ,  ტრანსფერები და ტურები, მაღალი გამავლობის და პრემიუმ კლასის მინივენები,  შეგიძლიათ აირჩიოთ სრულყოფილი ტრანსპორტი თქვენი საჭიროებებისა და ბიუჯეტის შესაბამისად როგორც დღიურად, ასევე ხანგრძლივი პერიოდით.  დაუკავშირდით გაქირავების სერვისს დღეს,  დაჯავშნეთ მინივენი და მარტივად დაიწყეთ თქვენი შემდეგი თავგადასავალი!
verify badge პრემიუმი
მინივენით მომსახურება / მინივენის ქირაობა
მინივენით მომსახურება / მინივენის ქირაობა
pin თბილისი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 7 შეფასება

ტრანსფერები და ტურები მინივენით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში კომფორტული მერსედეს ვიანოს მარკის მინივენით. გამოცდილი მძღოლი, რომელიც საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზე გთავაზობთ უსაფრთხოდ გადაადგილებას და მინივენით მომსახურებას. ✅️ ადგილი 7 +1 ✅️ ავტომატიკა ✅️ ზაფხული / ზამთრის საბურავებით ✅️ კომფორტ, ტყავის სიდენიებით ✅️ wi-fi უფასო ინტერნეტით ✅️ მონიტორი ✅️ კონდიციონერი სუფთა, მოწესრიგებული, დიდი საბარგულით. ადგილი 7+1 (B კატეგორია). 2,2 დიზელი. მაქვს მანქანის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე 9 წელი ლონდონში. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გადაადგილება სომხეთში, აზერბაჯანსა და თურქეთში. ფასი: შეთანხმებით. მანქანა მძღოლის გარეშე არ ქირავდება. დაკავშირდება შეგიძლიათ: Viber, WhatsApp

profile avatar ფრიდონ
პრო
ქირავდება მინივენი დღიურად მძღოლით
ქირავდება მინივენი დღიურად მძღოლით

ქირავდება მინივენი დღიურად. ✅️ ადგილი 7+1, 8+1 ✅️ დაზღვეული100% ✅️ ავტომატიკა ✅️ ზამთრის საბურავებით ✅️ კომფორტ სიდენიებით ✅️ wi-fi უფასო ინტერნეტით ✅️ ანდროიდის მონიტორი ✅️ უკანა ხედვის კამერა სუფთა, მოწესრიგებული, დიდი საბარგულითა და 2 კონდინციონერით. ქირავდება დღიურად! ადგილი 8+1( B კატეგორია ) ვარ მცირე მეწარმე. ავტომობილი აღჭურვილია: GPS-ით, 2 კონდიციონერით, ბლუთუზით, WI-FI ინტერნეტით, კომფორტ სიდენიებით, დიდი საბარგულით, 2,2 დიზელი. მაქვს მძოლობის მრავალწლიანი გამოცდილება, ვსაუბრობ თავისუფლად რუსულ ენაზე და საშუალოდ ინგლისურად.

ტურები მინივენით მინივენები მძღოლის გარეშე მინივენით მომსახურება მინივენის ქირაობა დღიურად მინივენი იაფად მინივენი თბილისის აეროპორტში მინივენი ქუთაისის აეროპორტში მინივენი ბათუმი თბილისი თბილისი ბაკურიანი მინივენი მინივენი ვიანოს გაქირავება
ტელეფონი

მინივენები გაქირავება

 ჩვენს პლატფორმაზე SERVISEBI.GE საძიებო ფილტრით შეგიძლიათ მოიძიოთ - მინივენები გაქირავება , შეარჩიოთ არსებული შეთავაზებებიდან სასურველი მინივენი და დაუკავშირდეთ პირდაპირ მის გამქირავებელს.

 ერთ სივრცეში თავმოყრილია  სხვადასხვა გამქირავებლებისა და მძღოლების კონკურენტუნარიანი შეთავაზებები  მინივენის ფოტოებით, მომსახურების პირობებით და სხვა მახასიათებლებით, რაც საშუალებას გაძლევთ  შეადაროთ მომსახურების პირობები ერთმანეთს, გაითვალისწინოთ მომხმარებლების მიერ დაწერილ შეფასებები და მარტივად მიიღეთ გადაწყვეტილება.

 მინივენები გაქირავება - ის სერვისია, რომელიც ყველანაირ პირობას უქმნის მცირე ჯგუფებს იმგზავრონ კომფორტულად და პრაქტიკულად ბიუჯეტურ ფასად.  არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე შენს ახლობლებთან გატარებული მხიარული და დასამახსოვრებელი მგზავრობა,  თქვენს საჭიროებებზე საუკეთესოდ მორგებული ტრანსპორტით და გამოცდილი მძღოლით. დაგეგმეთ თქვენი მგზავრობა და   შეარჩიეთ საუკეთესო მინივენი საუკეთესოთაგან!
პრო
მინივენის ქირაობა
მინივენის ქირაობა

სუფთა, მოწესრიგებული მინივენი, 2014 წლიანი, კონდიციონერით, მონიტორითა და ახალი ზამთრის საბურავებით. - არავითარი გაზი; - დავდივარ საქართველოს მასშტაბით; - ასევე ვემსახურები კერძოდ, აეროპორტიდან წაყვანა ადგილამდე მიყვანა; - მოგემსახურებათ გამოცდილი მძღოლი; - ავტომობილი არის სრულად გამართული; - ნებისმიერი შიდა გადაადგილება(ტურები,გადაყვანა ადგილიდან ადგილზე); დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

მინივენის დაქირავება ტურები მინივენით მინივენით მომსახურება მინივენის ქირაობა დღიურად მინივენი იაფად მინივენი თბილისის აეროპორტში თბილისი ბაკურიანი მინივენი მინივენი ვიანოს გაქირავება
ტელეფონი
პრო
მინივენის გაქირავება დღიურად მძღოლის გარეშე
მინივენის გაქირავება დღიურად მძღოლის გარეშე

ქირავდება მინივენი დღიურად მძღოლის გარეშე და მძღოლით. ✅️ ადგილი 8+1 ✅️ დაზღვეული 100% ✅️ ავტომატიკა ✅️ ზამთრის საბურავებით ✅️ კომფორტ სიდენიებით ✅️ wi-fi უფასო ინტერნეტით ✅️ ანდროიდის მონიტორი ✅️ უკანა ხედვის კამერა სუფთა, მოწესრიგებული, დიდი საბარგულითა და 2 კონდინციონერით, ქირავდება დღიურად! ადგილი 8+1( B კატეგორია ) ვარ მცირე მეწარმე. ავტომობილი აღჭურვილია: GPS-ით, 2 კონდიციონერით, ბლუთუზით, WI-FI ინტერნეტით, კომფორტ სიდენიებით, დიდი საბარგულით, 2,2 დიზელი. მაქვს მძოლობის მრავალწლიანი გამოცდილება, ვსაუბრობ თავისუფლად რუსულ ენაზე და საშუალოდ ინგლისურად. ფასი: 170-320 ლარი.

მინივენის დაქირავება ტურები მინივენით მინივენები მძღოლის გარეშე მინივენით მომსახურება მინივენის ქირაობა დღიურად მინივენი იაფად მინივენი თბილისის აეროპორტში თბილისი ბაკურიანი მინივენი
ტელეფონი

მომხმარებლის შეფასებები

მინივენის მომსახურება საქართველოს მასშტაბით სურათი
მინივენის მომსახურება საქართველოს მასშტაბით
სოფო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

საუკეთესო მომსახურება, პოზიტიური მძღოლი და კომფორტული მგზავრობა 100% რეკომენდაცია ჩემგან

მინივენით მომსახურება სურათი
მინივენით მომსახურება
ქრისტინა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

საუკეთესოდ მოგვემსახურა, ვიმგზავრე ბავშვებთან ერთან ძალიან კომფორტულად, სუფთა და გამართული მანქანა, ვუწევ რეკომენდაციას

მინივენით მომსახურება / მინივენის ქირაობა სურათი
მინივენით მომსახურება / მინივენის ქირაობა
ნათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

ბორჯომში ჩაგვიყვანა და ჩამოგვიყვანა პუნქტუალური, გამართული და სუფთა ავტომობილით, ხალისიანი და კულტურული ადამიანი, სიამო...

მინივენით მომსახურება / მინივენის ქირაობა სურათი
მინივენით მომსახურება / მინივენის ქირაობა
ნინია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 თვის წინ

ჩემი ამერიკელი სტუმრები ძალიან, ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ბატონი ფრიდონის მომსახურებით. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობ...

მინივენით მომსახურება / მინივენის ქირაობა სურათი
მინივენით მომსახურება / მინივენის ქირაობა
ანასტასია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 თვის წინ

უმაღლესი ხარისხის მომსახურება. 100%იანი რეკომენდაცია ჩემგან. დიდი მადლობა

მინივენით მომსახურება / მინივენის ქირაობა სურათი
მინივენით მომსახურება / მინივენის ქირაობა
თეონა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

უმაღლესი შეფასება ჩემგან ✅️ უსაფრთხო მგზავრობა; კეთილგამწყობილი და სერვისული ფრიდონი; გამართილი ავტომობილი. მადლობა

მინივენის დაქირავების მახასიათებლები: რა შემთხვევაში ვისარგებლოთ მომსახურებით?


საკუთარი ავტომობილით გადაადგილება, ნებისმიერი მიზნით, ყველაზე კომფორტული პროცესია, თუმცა თუ საჭიროება 4-ზე მეტი ადამიანის ერთობლივ მგზავრობას მოითხოვს, ამ დროს ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდება. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია დაიქირავოთ მინივენი, რომელიც 5-დან 10 ადამიანამდე ჯგუფის მოხერხებულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. 
მინივენი მიკროავტობუსის მსგავსი მანქანაა, რომლის მთავარ უპირატესობას კომპაქტურობა და გაზრდილი ტევადობა წარმოადგენს. მინივენებს სხვაგვარად საოჯახო მანქანებსაც უწოდებენ, რომელსაც სავარძლების სამი რიგი და ბარგის განსათავსებლად დიდი სივრცე გააჩნია. მინივენის სკამები მარტივად იკეცება, რაც კიდევ უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვის საშუალებასაც იძლევა.
 
როდის შეიძლება დაგჭირდეთ მინივენი?
 
მინივენით მგზავრობა საჭიროა ბარგით დატვირთული ადამიანების ჯგუფის ტრანსპორტირებისას. ასევე ეს სერვისი პოპულარობით სარგებლობს ბიზნეს წრეებში სხვა ქალაქებიდან ჩამოსული დელეგაციების გადასაყვანად. მინივენის დაქირავება ეკონომიური გზაა დედაქალაქში გადასაადგილებლად, რადგან ის გაძლევთ საშუალებას, რომ 10-მდე ადამიანი ერთდროულად მიიყვანოთ დანიშნულების ადგილას და თან კომფორტის მაღალი დონე შეინარჩუნოთ, რაც მიკროავტობუსით მგზავრობისას იშვიათობაა. მინივენი ძირითადად გამოიყენება:
ქალაქგარეთ გამგზავრებისას დიდი რაოდენობით აღჭურვილობა შესაძლოა მოთავსდეს საბარგულში (უკანა სავარძლების დაკეცვის შემდგომ), ასევე ბუნებაში ლაშქრობისას ეს სივრცე გამოიყენება დასაძინებლადაც. მინივენი შესაძლებელია ველოსიპედისტების შეჯიბრის ადგილას მისაყვანად და ელიტარული სტუმრების მგზავრობისთვისაც გამოიყენოთ.  
 
მინივენის დაქირავების დადებითი მხარეები
 
მინივენის ინტერიერი ფართოა და მოხერხებული სავარძლებითაა აღჭურვილი, ამიტომ თითოეული მგზავრი შეუზღუდავად და კომფორტულად გადაადგილდება. ავტომობილის საბარგული დიდი რაოდენობით ჩემოდნებს და ხელბარგს იტევს, ამასთან მანქანის სავარძლები საკმარისად მაღლაა განთავსებული, რაც კარგ ხილვადობას უზრუნველყოფს (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურებისთვის). მინივენის დაქირავება ფულის დაზოგვის ეფექტური გზაა მსხვილი კომპანიებისთვის, რადგან მისი შეკვეთა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე რამოდენიმე მსუბუქი მანქანის დაქირავება. თუ მინივენს მძღოლით დაიქირავებთ, ეს თქვენს სტატუსზე, კომფორტსა და ნაკლებ დროით დანახარჯებზე აისახება. ამასთან მანქანის ქირაობას მიზნობრივად შეძლებთ, რაც მისი მუდმივი მოვლის ხარჯებისგანაც გაგათავისუფლებთ (ტექინსპექტირება, დაზღვევის ხარჯი, რეგისტრაციისას წარსადგენი დოკუმენტაცია და ა.შ.). 

გეგმიურ მოვლაზე გათვალისწინებული ხარჯების გარდა, მინივენის დაქირავება ნაკლებ სტრესთანაც ასოცირდება, რაც საცობებთან გამკლავებას და პარკირების თავისუფალი ზონის ძიებას ახლავს თან. მინივენის დაქირავება შეზღუდული შესაძლებლობის პირთა გადასაადგილებლადაც ეფექტური საშუალებაა. ამ შემთხვევაში უმჯობესია მანქანა მძღოლთან ერთად გამოიძახოთ. 

 
რატომ უნდა დაიქირავოთ მინივენი მძღოლთან ერთად?
 
მძღოლთან ერთად მინივენის დაქირავებისას თქვენ სალონში შეხვედრისთვის მომზადებას და სხვა მნიშვნელოვანი საქმის კეთებას შეძლებთ. ამ გზით სწორი მარშრუტის შედგენა და დატვირთული მოძრაობის პირობებში ყურადღების მოკრება აღარ მოგიწევთ და ბიზნეს საქმიანობაშიც მეტად პროდუქტიული იქნებით. ასევე, მეტად პუნქტუალური იქნებით მოლაპარაკებებზე და სანდო რეპუტაციას შეინარჩუნებთ. 
მძღოლთან ერთად მინივენის დაქირავებისას თქვენ არ დახარჯავთ ფულს საწვავზე და არ დაგჭირდებათ მანქანის წაყვანა მექანიკოსთან ავტომობილის ნაწილის გაფუჭების შემთხვევაში. კომპანია, ან კერძო პირი მის გამართულობაზე იზრუნებს. ასევე მძღოლი წინასწარ შეადგენს ოპტიმალურ მარშრუტს და ავარიულ სიტუაციებშიც სწრაფად იმოქმედებს ნავიგატორის გამოყენებით. 
მძღოლთან ერთად მანქანის დაქირავებისას ფიქსირებულ ტარიფს იხდით და წინასწარ განსაზღვრავთ მომსახურების საერთო ღირებულებას. ამასთანავე, უფლება გაქვთ, რომ შეიტანოთ ცვლილებები მარშრუტში, ან დანიშნულების ადგილამდე მოითხოვოთ რამოდენიმე გაჩერება. მძღოლი ხშირ შემთხვევაში გიდის როლსაც ასრულებს და გიქმნით ყველანაირ პირობას, რომ გაეცნოთ თქვენთვის უცნობ ადგილებს, ან უბრალოდ დაისვენოთ. 

 
სად დავიქირავოთ კომფორტული მინივენი ყველაზე იაფად?

საქართველო ტურისტული თვალსაზრისით აქტიური ქვეყანაა. ყოველდღიურად საქმიანი მიზნებითაც უამრავი ადამიანი გვსტუმრობს, ამიტომ კომფორტული მინივენის დაქირავება საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია. ამ მომსახურების მიღების გამარტივების მიზნით servisebi.ge-ზე შეიქმნა ერთიანი ბაზა, სადაც ყველაზე თანამედროვე ავტომობილების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე, პლატფორმაზე შეგიძლიათ ისეთ გამქირავებელს დაუკავშირდეთ, რომელიც თქვენთვის ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებთ. 

მინივენის დაქირავებისას სანდო კომპანიის/კერძო პირის საპოვნელად ყურადღებით გაეცანით შეფასებებს. ვებგვერდზე უარყოფითი კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ სასურველ მომსახურებას რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ. ეკონომ კლასიდან დაწყებული პრემიუმ ავტომობილებით დამთავრებული ვებგვერდზე ნებისმიერი ტიპის მინივენს შეარჩევთ, რისთვისაც წინასწარ უნდა განსაზღვროთ მგზავრობის მიზანი, მგზავრთა რაოდენობა, ტერიტორიის მახასიათებლები და ა.შ. მანქანის მძღოლის გარეშე დასაქირავებლად კომპანიათა უმეტესობა სტანდარტულ პირობებს იცავს. დამქირავებელი 21 წელზე უფროსი ასაკის უნდა იყოს და ჰქონდეს მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
მინივენის დაქირავება მაშინაც არის რეკომენდებული თუ საკუთარი ავტომობილი უკვე გყავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სერვისის მიღება კომფორტული და ეკონომიური მგზავრობის წინაპირობა გახდება. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​როგორ მოვძებნო მინივენის მომსახურება ვებგვერდზე?

 ვებგვერდზე SERVISEBI.GE გამოქვეყნებულია მინივენის მომსახურების განცხადებები სხვადასხვა გამქირავებლებისა და მძღოლების მხირდან.   არჩიეთ მინივენის ქირაობის კატეგორია და  შეარჩიეთ სასურველი მინივენი ჩამონათვალიდან.  ქირაობა მძღოლით და მძღოლის გარეშე,  მარშრუტები საქართველოში და მის გარეთ,  ტრანსფერები და ტურები, მაღალი გამავლობის და პრემიუმ კლასის მინივენები,  შეგიძლიათ აირჩიოთ სრულყოფილი ტრანსპორტი თქვენი საჭიროებებისა და ბიუჯეტის შესაბამისად.

​როგორ დავუკავშირდე მძღოლს?

ყველა შეთავაზების სრულ გვერდზე მოცემულია მომსახურების პირობები და გამქირავებლის საკონტაქტო ინფორმაცია. დააკლიკეთ ნომერს და დაუკავშირდით მძღოლს დეტალებზე შესათანხმებლად.

​რა ღირს მინივენის ქირაობა?

მინივენის მომსახურების ფასები განისაზღვრება მინივენის, მარშრუტის, გამქირავებლის და სხვა დამატებითი მახასიათებლების მიხედვით.  ზოგიერთ შეთავაზებაში მითითებულია ფასებიც სხვადასხვა ლოკაციების მიხედვით, თუმცა უმჯობესია განსაზღვროთ თქვენი მარშრუტი, საჭიროებები და დეტალური ინფორმაცია დააზუსტოთ თავად გამქირავებელთან.

​რამდენ ადგილიანია მინივენი?

მინივენების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე განსხვავებულია მათი ადგილთა რაოდენობაც. ვებგვერდზე ნახავთ სხვადასხვა ზომის მინივენებს 5-დან 10 ადგილამდე დასაჯდომით.

​რომელი მინივენები ქირავდება ვებგვერდზე?

SERVISEBI.GE-ზე არსებული მრავალფეროვანი შეთავაზებების წყალობით ვებგვერდზე სხვადასხვა საჭიროებებისათვის ყველა ტიპის მინივენს ნახავთ,  იქნება ეს მაღალი გამავლობის,  ტევადი და პრემიუმ კლასის მინივენები.  ჩვენს პლათფორმაზე სხვადასხვა ზომისა და მწარმოებლის მინივენებია თავმოყრილი, მათ შორის არის მიცუბიში დელიკა,  მერსედეს ვიტო, მერსედეს ვიანო, ნისან ქვესტი, ტოიოტა სიენა, ჰონდა ოდისეი და ა.შ.